მერიდიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 26 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მერიდიანი – (meridian), დედამიწის ზედაპირზე ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზი, რომლის ყოველ წერტილს აქვს ერთი და იგივე გრძედი. არის: ასტრონომიული, გეოდეზიური, გეოცენტრული, საწყისი, ღერძული მერიდიანები. ისინი, პარალელებთან ერთად, ელიფსოიდზე, სფეროზე და გლობუსზე ქმნიან გეოგრაფიულ ბადეს, რომლის გამოსახულება რუკაზე არის კარტოგრაფიული ბადე. მერიდიანის რკალის სიდიდე და დედამიწის რადიუსი გეომეტრიული მეთოდით პირველმა განსაზღვრა ბერძენმა ასტრონომმა, მათემატიკოსმა და გეოგრაფმა ერატოსთენემ (ძვ.წ-ის III-II სს.), რითაც საფუძველი ჩაუყარა მათემატიკურ კარტოგრაფიას. დედამიწის მერიდიანის მთლიანი სიგრძე 40 008, 55 კმ-ია