Smithsonian

National Parliamentary Library of Georgia

 
დადიანების საგვარეულო გერბი language image Georgian Version English Version

მადლობა გაწეული შრომისათვის

 

წარსულის ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ აწმყო და მყოფადი უკეთ აღვიქვათ. ისტორიული პარალელებიცა და მნიშვნელოვანი განსხვავებებიც უამრავ გაკვეთილს გვასწავლის. მრავალმა ადამიანმა შეიტანა წვლილი ამ ვებ-საიტის შექმნაში, რომელიც დადიანების შესანიშნავ დინასტიას წარმოგვიდგენს. ჩვენ ბევრი ადამიანისაგან ვართ დავალებული. მადლობას ვუხდი «დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის» თავმჯდომარე გიორგი კალანდიას. სწორედ მისმა ცოდნამ და პროფესიონალიზმმა გამიღვიძა ენთუზიაზმი და ნათლად მიჩვენა ის სირთულეები და შესაძლებლობები, რაც საქართველოში ისტორიული კვლევის დროს უნდა გამეთვალისწინებინა. გიორგიმ გულუხვად მომაწოდა უამრავი შესანიშნავი ფოტოსურათი და ნახატი და მთელი ტექსტის რედაქტირებაშიც მიიღო მონაწილეობა. მე მას ძალიან ვაფასებ და გულითად მადლობას ვუხდი.

ასევე მადლობას ვუხდი პოლიტიკისა და ანალიზის განყოფილების პრაქტიკანტ ირაკლი ფიფიას, რომელმაც კვლევის პროცესში ფასდაუდებელი დახმარება გამიწია. ლილი ბერაიამ, დადიანის სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორმა, და მისმა მოადგილემ, ნანა ფიფიამ, აგრეთვე გზა გამიკვლიეს და ყოველგვარი დახმარება აღმომიჩინეს ზუგდიდის შესანიშნავ მუზეუმში ჩემი ორგზის სტუმრობის დროს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო ექსპონატების კურატორმა ლიკა მამაცაშვილმა და მეცნიერ-თანამშრომელმა მაია ქუთათელაძემ მოამზადეს ფოტომასალა და მოგვაწოდეს მათი დასათაურებები, რაც დიდად დაგვეხმარა ვებ-საიტის შექმნაში. მათთან მუშაობამ დიდი სიამოვნება მომანიჭა.

აგრეთვე დავალებული ვარ «დადიანთა კავშირის» დამფუძნებლისა და თავმჯდომარისაგან, გიორგი დადიანისგან, რომელმაც თავისი წინაპრების ისტორია გამაცნო და დამარწმუნა, რომ ეს საკითხი სისტემატურ და საფუძვლიან კვლევას იმსახურებდა. მას თავდადებული თანამშრომლობის უნარი და მოთმინება გამოიჩინა.

დიდი სიამოვნება და პატივი იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ ბორის გაგუასთან მუშაობა. უაღრესად ვაფასებ მის მუდმივ მზაობას დახმარებისათვის, რაც მან ამ პროექტის მსვლელობის ყველა ეტაპზე უშურველად გაგვიწია. ლალი კერესელიძემ, ია გორგიშელმა და დავით მჭედლიშვილმა ტექსტი ქართულად თარგმნეს და შექმნეს ვებ-საიტის ქართული ვარიანტი. ისინი თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან და მათი უდიდესი წვლილი შეიტანეს ბიბლიოთეკის მისიის აღსრულებაში.

მადლობის სიტყვებს იმსახურებენ ჩემი თანამშრომლებიც. ლენს კასტელომ შეადგინა ტექსტი და განათავსა ფოტოები, ხოლო ბრწყინვალე რედაქტორმა ჯეიმზ სმითმა დიდად შეუწყო ხელი ტექსტის დახვეწას. ვებ-საიტის შექმნაზე მუშაობა მეთიუ მაკინესმა დაიწყო, მაგრამ ამ საქმის დასრულება სკოტ ტეილორს მოუწია. ჩემი ადმინისტრაციული თანაშემწემ სამანთა გრობერგერმა ეფექტიანი კოორდინაცია გაუწია პროექტის მონაწილეთა შეთანხმებულ მუშაობას.

დასასრულ, იმედს გამოვთქვამ, რომ შედეგად ეს ვებ-საიტი მეცნიერული კვლევის აღმავლობას გამოიწვევს და რომ თანამედროვე და მომავალი ისტორიკოსები უკეთ გაიაზრებენ საქართველოს ისტორიის შესწავლის მნიშვნელობას და გაუჩნდებათ მოტივაცია, რომ შეავსონ თეთრი ლაქები, რომლებიც სოციალურ-პოლიტიკურმა და კულტურულმა ფაქტორებმა დატოვა საქართველოს ისტორიაში. აგრეთვე ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები დააფასებენ საქართველოს მშფოთვარე და რთულ ისტორიას და მიხვდებიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინება. ისევ და ისევ, დიდი მადლობა ყველას, მათ შორის, თქვენც, ჩვენო პატივცემულო მკითხველებო!

[ წინ ]