ანდაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდაზა – დაეტაშდებამრავალსაუკუნოვან დაკვირვებასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დამყარებული ერთწინადადებიანი გამონათქვამი (უპირატესად დიდაქტიკური ხასიათისა). ანდაზისთვის ნიშანდობლივია კონკრეტულ შინაარსში მოცემული აზრის განზოგადება და მსგავს შემთხვევებზე ნართაულად, მინიშნებით გადატანა. საუბარში, კამათში, პუბლიცისტიკასა თუ მხატვრულ ლიტერატურაში ანდაზას იმოწმებენ როგორც საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას. განსაკუთრებიექევემდებარებათ ფართოდ იყენებენ სასაუბრო ენაში. ანდაზის მიხედვით მრავალი სიტყვის მასალა შექმნილა. ხშირად ანდაზას გენეზისური კავშირი აქვს იგავთან, ლექსთან, ზღაპართან

ხალხური ანდაზების გვერდით არსებობს ე. წ. ლიტერატურული ანდაზებიც. მწერლის ერთწინადადებიანი, გონებამახვილური, განზოგადების უნარის მქონე გამონათქვამი ხშირად ხალხში გადადის, მოარულ ფრაზად იქცევა, მაგრამ დიდხანს ინარჩუნებს თავის სინტაქსსა და სტილს. ანდაზას, როგორც მოარულ ფრაზას, ახასიათებს ვარიანტულობა: „ბრმას რა უნდა და – ორივ თვალიო“ II „ბრმა რას ჩივის და ორთავე თვალსაო“ II „ბრმა რას ტირის და თავის უსინათლობასაო…“ გვხვდება ერთი აზრის გამომხატველი, სინონიმური ანდაზებიც: „ბაყაყი ხალიჩაზე დასვეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო“; „ღორის თავი სუფრაზე დადვეს, იგორა, იგორა და ისევ ლაფში ჩავარდაო…“ და ა. შ.

ანდაზის ენა საერთო სახალხო ენის საუკეთესო ნიმუშია: მოარულ ანდაზაში დიალექტური სხვაობა იშლება, ფრაზა იხვეწება და საერთო ქართულის ნორმებს ექვემდებარება. ანდაზა უხვად იყენებს საერთო სახალხო ენის მდიდარ ლექსიკას, სადა და ძლიერ ხალხურ გამოთქმებს, ზოგჯერ კი სიტყვაწარმოების წესების სრული დაცვით თვითონაც ქმნის შინაარსთან მარჯვედ მისადაგებულ ახალ სიტყვებს (მოიმოახლებს, ეკონკე, დაეტაშდება, პატრონდახედულად…)

ადვილად დასამახსოვრებელი სხარტი ფრაზის შესაქმნელად ანდაზაში ფართოდ არის გამოყენებული უქვემდებარო, უშემასმენლო, დიალოგისა და კითხვა-მიგების შემცველი წინადადებები. ყველაზე ხშირად ანდაზა მარტივ გავრცობილ წინადადებას მიმართავს, ყველაზე იშვიათად – მარტივ გაუვრცობელს („მოჩქარეს მოუგვიანდესო“); თავს არიდებს განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებს, ასევე ზოგ კავშირს (ვინაიდან, რადგანაც, რათა, არამედ, ხოლო, ანუ…); განსაკუთრებული ინტონაციითა და კავშირით ახერხებს გამოტოვებული წევრის კომპენსირებას („მელა კვდებოდა და – საქათმეში დამმარხეთო“), სხვათა სიტყვის ო-თი კი – „თქვა“, „თქმულა“, „ნათქვამია“, „ამბობენ“, „უთქვამთ“… სიტყვათა შემოკლებას; აზრის განზოგადებისათვის შეარჩევს განგრძობილი მოქმედების გამომხატველ ფორმებს: ზოგად აწმყოს, უპრევერბო მასდარს, პოტენციალის… („ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა“…).

ყველაზე ნიშანდობლივი ანდაზის ენისათვის წინადადების არქიტექტონიკაა. ანდაზის წინადადება სინტაქსურად და ინტონაციურად მტკიცედ შეკრულ ორ, სამ, იშვიათად მეტ ნაწილად იყოფა. ფრაზის ასეთი არქიტექტონიკა, მისი სტრუქტურული თავისებურებანი ხალხურ ანდაზას განასხვავებს ლიტერატურულისაგან. ხალხური ანდაზისთვის ნიშანდობლივია სინტაქსურ და ინტონაციურ ფაქტორთა ერთობლიობა, ლიტერატურულ ანდაზაში კი ლექსის რიტმი დომინირებს: „სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელი შვილის ყოლასა“ (დ. გურამიშვილი), შდრ.: ხალხური „უზრდელი (უწვრთელი) შვილის ყოლას / გაუწვრთნელი ძაღლის ყოლა სჯობიაო“,

ქართველი მწერლები და პოეტები დიდ ინტერესს იჩენდნენ ხალხური ანდაზებისადმი. შოთა რუსთაველი, იოანე ბატონიშვილი, სულხან-საბა ორბელიანი, დ. გურამიშვილი, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, დავით კლდიაშვილი, მ. ჯავახიშვილი ხშირად იყენებდნენ ანდაზებს.

XIX ს. მეორე ნახევრიდან ანდაზები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებსა („ცისკარი“, „კრებული“, „დროება“, „ნობათი“, „ივერია“, „ჯეჯილი“, „მოამბე“, „ნაკადული“...) და კრებულებში («Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа», „ძველი საქართველო“). გამოსულია ქართულ ანდაზათა კრებულები (რ. ერისთავისა და ი. ჭავჭავაძისა – 1873, პ. უმიკაშვილის – 1876, კ. გვარამაძის – 1895, 1900, დ. თურდოსპირელისა და ე. გაბრიჩიძის – 1935, ლ. მეტრეველის – 1936, თ. ბეგიაშვილის – 1941, ნ. ნაკაშიძის – 1953, ა. ღლონტის – 1957, გ. კაჭახიძის – 1960 და სხვ.).

ლ. ლეჟავა



ლიტერატურა

  • ღლონტი ა. ქართული ანდაზების სინტაქსი. – «სტალინირის ჰედ. ინ-ტის შრომები», I, 1952;
  • ჩიქოვანი მ. ქართული ხალხური სიტყეიერების ისტორია, თბ. 1952;
  • მისიგე, ქართული ფოლკლორი,. თბ. 1956;
  • ერთელიშეილი ფ. „ანდაზის ცნების საკითხისათვის“. – «მნათობი», 1957. № 13;
  • ზანდუკელი ფ. ანდაზების გენეზისის საკითხისათვის, «მნათობი», 1958, № 2;
  • მისივე, ანდაზისა და სიტყვის მასალის ურთიერთობისათვის. – «მაცნე» (გვარები მისივე). 1962. № 8
  • მისივე. წერილები საბავმეო ფოლკლორზე, თბ.1980;
  • ლეჟავა ლ. ქართული ანდაზების ენა. – კრ. «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები», 1, თბ., 1959;
  • სიხარულიძე ქ. ქართული ხალხური პოეტური შემოქმედება, I, თბ, 1960;
  • მისივე ე. ანდაზა. – კრ. «ქართული ფოლეაკლორი». IV, თბ., 1974;
  • კიკნაძე გ ქართული სატირისა და იუმორის განვითარების ისტორიისათვის, თბ., I963;
  • ბარდაველიძე ს. ანდაზების რიტმული წყობა. – კრ. «ფოლკლორის თეორია და ისტორია», თბ., 1979 («ქართული ფოლკლორი», VIII).

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები