ვენის სახელმწიფო ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვენის სახელმწიფო ოპერა

ვენის სახელმწიფო ოპერა - (1918-მდე ვენის სამეფო კარის ოპერა), ავსტრიის უდიდესი საოპერო თეატრი და მუსიკალური კულტურის ცენტრი. დაარსდა XVII ს-ის შუა წლებში. XVII-XVIII სს-ში საოპერო სპექტაკლები იდგმებოდა სხვადასხვა თეატრში.

XVIII ს. შუა წლებიდან ვენის სახელმწიფო ოპერაზე დიდი გავლენა იქონია ქ. გლიუკის საოპერო რეფორმამ. ჩამოყალიბდა ეროვნული საოპერო სტილი. XIX საუკუნეში ოპერის სცენაზე დაიდგა ავსტრიელი, იტალიელი და ფრანგი კომპოზიტორების ნაწარმოებები. 1869 თეატრმა მიიღო საკუთარი შენობა, სადაც წლების განმავლობაში იდგმებოდა ვ. მოცარტის, ლ. ბეთჰოვენის, რ. ვაგნერის, ჯ. ვერდის, კ. დებიუსის, რ. შტრაუსის ოპერები. დასავლეთ ევროპაში პირველად ვენაში წარმოადგინეს პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“, „იოლანტა“.

XX ს-ის დასაწყისში თეატრის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ა. შონბერგის, ე. ქშენეკის, ა. ბერგისა და სხვა ოპერებს. 1945 ვენის დაბომბვის დროს თეატრის შენობა დაინგრა (აღადგინეს 1955). კლასიკასთან ერთად იდგმებოდა თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები (კ. ორფი, ვ. ეგკი, პ. ჰინდემითი, ფ. პულენკი, ი. პიცეტი). აქ გამოდიოდნენ საუკეთესო მომღერლები, უდიდესი დირიჟორები – კ. კრაუსი. რ. შტრაუსი, ბ. ვალტერი და სხვ. 1956-64 თეატრს ხელმძღვანელობდა ჰ. კარაიანი.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები