ქართლური დიალექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართლურიქართული ენის ფუძე-დიალექტი. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართულ სამწერლობო ენის ისტორიისა და ისტორიული დიალექტოლოგიის საკითხების კვლევისათვის. ქართლური საფუძვლად უდევს ქართულ სალიტერატურო ენას დასაბამიდან დღემდე. ქართლური დიალექტის თავისებურებანი ფართოდ არის წარმოდგენილი წარმოშობით ქართლელ მწერალთა – დ. ჭონქაძის, ი. გოგებაშვილის, ა. ფურცელაძის, ნ. ლომოურის, ს. მგალობლიშვილის, შ. არაგვისპირელის, ე. გაბაშვილის, ა. ერისთავ-ხოშტარიას, მ. ჯავახიშვილის, გ. შატბერაშვილის, ო. ჩხეიძის და სხვ. თხზულებებში.

ქართლს საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია. ის მოიცავს (მთლიანად ან ნაწილობრივ) დუშეთის, მცხეთის, გარდაბნის, მარნეულის, თეთრი წყაროს, ბოლნისის, დმანისის, წალკის, კასპის, ახალგორის, გორის, ცხინვალის, ოქონას, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის რაიონებს. გარდა ამისა, ისტორიულად ქართლის სამეფოში შედიოდა აგრეთვე ჩრდილოეთით – ხევი და მთიულეთი, სამცე- მესხეთ-ჯავახეთი (სამცხე-ჯავახეთი), დასავლეთით – ზემო იმერეთი.

ქართლის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ სხვადასხვა დროს გადმოსახლებული მოხევეები, მთიულები, ხევსურები, კახელები, იმერლები, გურულები, რაჭველები და სხვ., ასევე ებრაელები, სომხები, რომლებიც მხოლოდ ქართულად მეტყველებენ, ოსები, რუსები, თათრები, თურქულენოვანი ბერძნები. უცხო ენობრივ გარემოსთან კავშირის მიუხედავად, ქართლურის გრამატიკულ წყობას არ განუცდია არც ერთი ენის განსაკუთრებული გავლენა.

ქართლური შეიძლება დაიყოს ოთხ კილოკავად: ცენტრალური ქართლური (შუაქართლური ანუ შიდაქართლური), დასავლური ქართლური (ბორჯომის, ხაშურისა და სურამის მიდამოების ქართლური), ჩრდილოური ქართლური. (არაგვისა და ქსნის ხეობათა ქართლური), სამხრული ქართლური (ქვემოქართლური). ასეთი დაყოფის საფუძვლად ქართლურის გავრცელების ფართო ფარგლები და მოსახლეობის ნაირგვარობა გვევლინება.

სალიტერატურო ქართულისაგან განსხვავებით, ქართლურის ბგერით სისტემაში სპორადულად იჩენს თავს ჴ – ჩრდილოურ ქართლურის არაგვისა და ქსნის ხეობათა მეტყველებაში (მთიულურის გავლენით). ჲ ქართლურში ჰ და ფონემების პოზიციური ნაირსახეობაა (დასტურდება ჩრდილოურ და ცენტრალურ ქართლურში, გვხვდება ქვემოქართლურშიც). ჲ-ს გვაძლევს: ა) II სუბიექტური და II ობიექტური პირების ჰ||ს ნიშანი ხმოვნის მომდევნოდ – გა-ჲ-ჭრი, ან ხმოვანზე დაბოლოებულ ფორმასთან ზმნის ენკლიტიკის შემთხვევაში – ბუდე ჲქვიან. ხშირია ჲჰ||ჲს შერწყმის შემთხვევები – და-ჲჰ-ბარამს, და-ჲს-თესამს. გვხვდება ჲჰს-ც – შა-ჲჰს-წვდა; ბ) მიცემითი ბრუნვის ნიშანი ხმოვანზე დაბოლოებულ სახელთან – „ნათელა-ჲ დაუძახე“; გ) ნათესაობითი ბრუნვის -ს ნიშანი ხმოვანფუძიან უკვეცელ სახელებთან – „ოქრო-ჲ ბურთი“; დ) III სუბიექტური პირის -ს ნიშანი ხმოვნიანი სუფიქსის მომდევნოდ – დააბრუნ-ო-ჲ, „დააბრუნოს“, ე) ჲ გვხვდება ხმოვანგამყარად ჩრდილოური ქართლურის „ზემოქსნურ მეტყველებაში – გა-ჲა-თხოვ-ა, „გაათხოვა“; ვ) ქვემოქსნურში ხმოვანზე დასრულებულ ფორმასთან გვხვდება ინტონაციურად შეპირობებული ჲ – ხვალაჲ „ხვალ“; ზ) ჲ-ს იძლევა ფუძისეული ს-ც – სტუმარი → ჲტუმარი; თ) ჲ მიიღება ზოგჯერ ც, ზ, შ ბგერებისაგან – მუჲტი, მუშტი“.

ქვემოქართლურში თურქულენოვანი გარემოს გავლენით ნასესხებ სიტყვებში დასტურდება AAA XAZIANI.PNG: ქAAA XAZIANI.PNGAAA XAZIANI.PNG, გვხვდება Oo xazit.JPG (← ეე) და U xaziT.PNG (← ვი): კვერცხი → კOo xazit.JPGრცხი, ძვირი → ძU ori wertilit.JPGრი.

მეტყველების დინჯი ტემპი გარკვეულ პოზიციაში შეაპირობებს ხმოვნის დაგრძელებას – ერთმარცვლიან ზმნებში გრძელდება ხუთივე ხმოვანი: წEEE XAZINI.PNGვს, ძOo xazit.JPGვს, დU xaziT.PNGმს, ზIii xaziani.PNGს, ვAAA XAZIANI.PNGრ. კითხვით წინადადებაში ტონური მახვილი მოუდის ბოლოდან მეორე ხმოვანს, რაც მის დაგრძელებას იწვევს: ამაიტAAA XAZIANI.PNGნდი? ზემოქსნისა და არაგვის ხეობათა მეტყველებაში ტონური მახვილის გამო ბოლოდან მეორე ხმოვანი გრძელდება თხრობით და ძახილის წინადადებებშიც: იქIii xaziani.PNGთა ზის; ეთერ, პური მაIii xaziani.PNGAAA XAZIANI.PNGნე?

ხშირია ასიმილაციის ზოგიერთი სახეობა: მაგ: აე||ოე კომპლექსი ყველა პოზიციაში სრული რეგრესული (როგორც კონტაქტური, ასევე დისტანციური) ასიმილაციის საფუძველზე გვაძლევს ეე-ს: წაეყვანა → წეეყვანა, წამოეყვანა → წამეეყვანა || წემეეყვანა. ასევეა ბოლოკიდურ პოზიციაში: ჭალაები → ჭალეები. ქვემო ქართლურში პროცესი უფრო შორს მიდის – ეე დისიმილაციის საფუძველზე გვაძლევს იე-ს: ჭალეები → ჭალიები.

გვხვდება ლაბიალიზებულ კომპლექსთა ცვლილებანი: ვა → ო, ვე → ო, ვი → უ | U xaziT.PNG მარცვალი – მარცოლი, სადღვებელი → სადღობელი, ყივილი → ყიული (U xaziT.PNG გვხვდება ქვემოქართლურში).

აღსანიშნავია რეგრესული დისიმილაციის შემთხვევები ოა → უა, ოე → უე სიტყვის თავკიდურ და ბოლოკიდურ პოზიციებში: მოაქვს → მუაქ; მოეტანა → მუეტანა-, საღამოა → საღამუა, აბანოები → აბანუები. ქვემო ქართლურში ოე → უე პროცესი უფრო შორს მიდის: უ იშლება ვი კომპლექსად, შეიძლება შემდეგ ვ დაიკარგოს – აძოვებს → აძოებს → აძუებს → აძვიებს.

ხშირია სპირანტების დასუსტება-დაკარგვის შემთხვევები. ჩვეულებრივი მოვლენაა სპირანტთა მეტათეზისიც: ხსნის → სხნის, ხშირი → შხირი, დაკუზვა → დაზუკვა. ინტერვოკალურ პოზიციაში, ჩვეულებრივ, იკარგება ვ სონორი. ამავე დროს ვ ჩნდება კიდეც – რაჭა → რაჭვა და ა.შ. ბგერათა დაკარგვის შემთხვევათაგან აღსანიშნავია -ევინ კაუზატივის სუფიქსისეული ვ და ნ ბგერების დაკარგვა. ამ ბგერათა გაუჩინარება კილოკაურ სხვაობას იძლევა – და-ა-ჭრ-ევინ-ა → და-ა-ჭრ-ევი-ა (დასავლურ ქართლურში), ხოლო და-ა-ჭრ-ეინ-ა (ქართლურის სხვა კილოკავებში) დასავლურ ქართლურში იკარგვის -ინ კაუზატივისეული ნ-ც, რომელიც ქართლურის სხვა კილოკავებში უპირატესად შენარჩუნებულია.

ხშირია მ, ნ, რ ბგერების ჩართვა: ბალი → მბალი, იგლოვა → ინგლოვა, ღვიძლი → ღვირძლი და სხვ. ფართოდაა გავრცელებული სონორთა სუბსტიტუციის შემთხვევები: მ:ნ – ზამთარი → ზანთარი, ნ:მ – სანთელი → სამთელი, ვ:მ – ვიწრო → მიწრო, თესავს → თესამს, აპნევს → აპნემს, ბ:მ – ამხანაგებს → ამხანაგემს, აკეთებ → აკეთემ, ჯეჯილობს → ჯეჯილომს, ბ მ:ვ – ტრაბახობს → ტრაბახომს → ტრაბახოვს, ე : მ : ნ – მალავს → მალამს → მალანს (ეს უკანასკნელი დასავლურ ქართლურში).

სახელობითი ბრუნვის -ი ნიშანი დაერთვის ხმოვანფუძიან სახელებსაც: მიწაი, ოქროი, მზეი და სხვ. ქართლურში ეს -ი არასოდეს გადადის ჲ-ში. მოთხრობით ბრუნვაში -მა გვხვდება ხმოვანფუძიან სახელებთანაც: დამა, დედამა. ეს ხდება უპირატესად მაშინ, როცა ასეთი სახელი მავრცობი ხმოვნის დართვის პოზიციაში აღმოჩნდება.

სავრცობი -ა მოუდის: მიცემით, ნათესაობით, მოქმედებით და ვითარებით ბრუნვის ნიშნებს. აღსანიშნავია, რომ -ა არ გვხვდება, თუ მის მომდევნოდ ზმნას აქვს ზმნისწინი ან ხმოვანი პრეფიქსი: „თიხას დაიზელამენ“, „თიხას იზელამენ“. ამ შემთხვევაში სავრცობი -ა შეიძლება გვქონდეს მაშინ, თუ მის შემდეგ პაუზაა, დაყოვნებაა მეტყველებისას: „საკრამიტე თიხა-ს-ადაჲზელამენ კარგა“. მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვების -ს და -ის ფორმანტები, ჩვეულებრივ, დაცულია სავრცობის წინა პოზიციაში, სხვა შემთხვევებში კი ფონეტიკურ ცვლილებებს განიცდიან (ჲ-ში გადადიან).

ლოკატივის ფუნქციით დასტურდება უთანდებულო მიცემითი: ქალაქ-ს ვიყა. ამავე მნიშვნელობით გვხვდება -ა სუფიქსიანი ფორმაც: ქალაქ-ა ვიყა.

წოდებითში თანხმოვანფუძიან სახელებთან -ო-ს ნაცვლად გვაქვს ოUuuu.JPG: კაცოUuuu.JPG. -ა ხმოვანზე დაბოლოებული ორზე მეტმარცვლიანი საკუთარი სახელები წოდებითში შეკვეცილადაა წარმოდგენილი: მაყვალ! მანან!

გამოსვლითობის გამოსახატავად გვხვდება -ით-გან → -იდგან (|| -იდ-ან) დაბოლოებები: რაჭ-იდ-გან, იქ-იდ-გან. ცენტრალურ და ჩრდილოურ ქართლურში დასტურდება - იდამ დაბოლოებაც: ქალაქ-ი-დამ, დილ-ი-დამ.- ნათესაობითზე დართული-გან ზოგჯერ რთულდება -ით ფორმანტით: იმ-ის-გან-ით → იმ-იზ-გნ-ით. შესაძლებელია ამას კვლავ დაერთოს გან: იმ-ის-გნ-ით-გან → იმ-იზ-გნ-იდან.

სახელთა მრავლობითობას ძირითადად -ებ აწარმოებს. გვხვდება აგრეთვე -ნ || -თ (ა), -ნ || -თ(ა) სუფიქსებით ხშირია ოჯახის (გვარის) სახელების გაფორმება: ტუხა → ტუხა-ლან-ნ-ი და მისთ. მრავლობითობის სუფიქსთა წარმოებაში შეინიშნება მერყეობა – ამ სუფიქსებით გაფორმებულმა სახელებმა შეიძლება კვლავ დაირთო იგივე სუფიქსები: ცხრან-ი-ვე-ნ-ი, ორ-თა-ვე-ნ-ი, ან ორ-თა– ე-ებ-ი || ორ-თა-ვ-ნ-ებ-ი, თავაან-თ-ებ-ი.

მთელ ქართლურში აღინიშნება ზმნის თემისნიშნიან წარმოებაზე გადასვლის ტენდენცია: წერ-ს → წერავ-ს, გრეხ-ს → გრეხ-ავ-ს || გრიხავ-ს; გრძნობა-აღქმის გამომხატველ -ი სუფიქსიან ინვერსიულ ზმნებში -ან პირის ნიშნის ხმარება: ს-წყურ-ი-ან, ე-შინ-ი-ან და სხვ.

მო- და შე- ზმნისწინებთან ერთად პარალელურად გვხვდება მა-, შა-, რომელთა განაწილება კანონზომიერია: მოვიტანე || მოიტანე, მაიტანე, მაიტანა.… მამიტანა, მაგრამ გვხვდება მოგიტანაც.

ქართლურში გვაქეს ხოლმეობითის ფორმები: გამა-ჲ-რეკ-დ-ის (I ხოლმ., და-ვ-ი–ლოც-ი (II) ხოლმე. ჩრდილოურ ქართლურშივე მყოფადის კავშირებითის ფორმები თხოვნით – წაქეზებითი ბრძანებითის ფუნქციით დასტურდება: და-ა-რიგ-ებ-დე· წყვეტილის I და II პირის ფორმები რთულდება -ევ-ი → -ე-ი დაბოლოებით: ვ-ნახ-ევ-ი || ვ-ნახ-ე-ი, ნახ-ეე-ი | ნახ-ე-ი. -ეე-იანი ზმნები წყვეტილში, ჩვეულებრივ, ინარჩუნებენ ე-ს ხმოვანთა შორის: ავარჩივე, აარჩივე, აარჩივა.

ი- და ე- პრეფიქსიანი ვნებითის მრავლობითი რიცხვის ფორმებში წყვეტილში -ენ (→ -ნ) სუფიქსი გვაქვს: და-ვ-ი-ზარდ-ენ-ი-თ, და-ი-ზარდ-ენ-ი-თ, და-ი-ზარდ-ნ-ენ… შე-ვ-ე-ხვეწ-ენ-ი-თ, შე-ე-ხვეწ-ენ-ი-თ, შე-ე-ხვეწ-ნ-ენ.

გარდამავალ ზმნათა I და II თურმეობითის ფორმებში ჩნდება -ნ სუფიქსი: უჭამნია, ეჭამნა. II თურმეობითში ერთ-და ორვალენტიან ზმნათა ფორმები მეშველზმნიანია: დამდგარიყო – დაიდგომიყო „დასდგომოდა“, ჩამოკიდებულიყო – ჩამოჰკიდებულიყო „ჩამოჰკიდებოდა“.

შეინიშნება ვნებითის ორმაგი წარმოება: დე-ე-ძინ-დ-ებ-ა, შე-ენან-დ-ებ-ა და სხვ. ხშირია ვნებითის კაუსატიური ფორმებიც: დე-ე-ჭერ-ინ-ებ-ა, გე-ე-ლახ-ვ-ინ-ებ-ა და სხვ.

სიტყვაწარმოებითი თვალსაზრისით საყურადღებოა, რომ ქართლურში ნამყო დროის მიმღეობაში -ილ სუფიქსის ნაცვლად დასტურდება -ულ: მო-ტან-ულ-ი „მოტანილი“, მო-ყვან-ულ-ი „მოყვანილი“. ხშირია მასუბსტანტივებელი ა-ს გამოყენება: ტიტველა, ცარიელა, ჩარექა და სხვ.

ცენტრალურ და ჩრდილოურ ქართლურში „სადმე“, „არსად“, „ვერსად“ გამოიყენება დროის ზმნიზედების დანიშნულებით: „ოღონდ მოიყვანე სადმე (=ოდესმე) ჩვენსა მეთქი“, „ჯავაში არსად (=არასდროს) ყოფილხარ? „თბილიში (=თბილისში) ვერ ჩავედი ვერსადა (=ვერასოდეს)“.

საინტერესო და მრავალფეროვანია ქართლური დიალექტური ლექსიკა. ამ ლექსიკის ნაწილი წარმოდგენილია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, გ. შატბერაშვილის „ჭაშნიკში“. 1981 გამოვიდა „ქართლური დიალექტის ლექსიკონი“, შედგენილი თ. ბეროზაშვილის, მ. მესხიშვილის, ლ. ნოზაძის მიერ. ქართლური დიალექტის ლექსიკა წარმოდგენილია აგრეთვე ცალკეულ მკვლევართა წერილებში, რომლებიც ქართლის სხვადასხვა კუთხის მეტყველებას ეხება.

რ. ქურდაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები