ჯარების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების (ძალების) ორგანიზაცია - შეიარაღებული ძალების, სამხედრო ფორმირებების სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს მათ ყველაზე ხელსაყრელ შემადგენლობას, ჯარების (ძალების) გვარეობების და იარაღის სახეობების ყველაზე მიზანშეწონილ შეხამებას და თანაფარდობას, მაღალ საბრძოლო მზადყოფნას და უნარს, წარმატებით აწარმოონ საბრძოლო მოქმედებები.

ჯარების ორგანიზაცია არის შეიარაღებული ძალების მშენებლობის ნაწილი და მდგომარეობს მათ დაყოფაში შეიარაღებული ძალების სახეობების ქვედანაყოფებად, სამხედრო ნაწილებად, შენაერთებად და გაერთიანებებად, აგრეთვე ჯარების (ძალების) გვარეობების, სპეციალური ჯარებისა და სამსახურების ფორმირებებად.

ზოგიერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მშენებლობის პრაქტიკაში ცნობილია ჯარების ორგანიზაციის შემდეგი ძირითადი ფორმები:

სახმელეთო ჯარებში (სამხედრო-საზღვაო ფლოტის სანაპირო ჯარებში) - ათეული (ეკიპაჟი, გათვლა), ოცეული, ასეული (ბატარეა), ბატალიონი (დივიზიონი), პოლკი, ბრიგადა, დივიზია, კორპუსი, არმია, ჯარების დაჯგუფება (ფრონტი);

სამხედრო-საჰაერო ძალებში - ეკიპაჟი, რგოლი, ესკადრილია, პოლკი (ფრთა, ესკადრა), დივიზია, კორპუსი, არმია საჰაერო ფლოტი;

სამხედრო-საზღვაო ძალებში - ათეული, ჯგუფი, საბრძოლო ნაწილი, გუნდი, ეკიპაჟი, ხომალდი, დივიზიონი, ბრიგადა, ხომალდების დივიზია, ესკადრა, ფლოტილია, ფლოტი.

სამხედრო ფორმირებების ორგანიზაციული სტრუქტურა ბატალიონიდან, მისი ტოლფასი ქვედანაყოფებიდან და ზევით, როგორც წესი, შედგება შტაბის, საბრძოლო ქვედანაყოფების (ნაწილების, შენაერთების), უზრუნველყოფის და მომსახურების ქვედანაყოფებისაგან (ნაწილებისაგან). სამხედრო ნაწილის თითოეულ ქვედანაყოფს, შენაერთს და გაერთიანებას ფორმირებისას მიეკუთვნება ნომერი და სახელწოდება ჯარების გვარეობის მიხედვით.

ჯარების (ძალების) ორგანიზაცია ვითარდება სამხედრო ხელოვნების მოთხოვნების გავლენით, ჯარების (ძალების) ამოცანების შესაბამისად და სახელმწიფოს ეკონომიკური შესაძლებლობების მიხედვით. მასზე უშუალო გავლენას ახდენენ საომარი მოქმედებების წარმოების ხერხები, ჯარების (ძალების) შეიარაღების რაოდენობა და ხარისხი.

ჯარების (ძალების) ძირითად, ისტორიულად ჩამოყალიბებულ პრინციპებს წარმოადგენს:

  • ჯარების (ძალების) ორგანიზაციის შესაბამისობა მოსალოდნელი საომარი მოქმედებების ხასიათსა და ბრძოლაში (ოპერაციაში) ჯარებზე (ძალებზე) დაკისრებულ ამოცანებს შორის. ნაწილების, შენაერთების და გაერ თიანებების მაქსიმალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს;
  • შეიარაღებული ბრძოლის საშუალებების ეფექტური გამოყენება ჯარების (ძალების) მიერ;
  • სამხედრო ფორმირებების წარმატებით გამოყენება მათ საშტატო ორგანიზაციაში საომარი მოქმედებების სხვადასხვა თეატრის პირობებში;
  • მოსახერხებელი მართვის მაღალი დონე საბრძოლო მოქმედებების დროს;
  • ჯარების (ძალების) ომში უპირატესობის მოპოვება შესაძლო მოწინააღმდეგეზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები