თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორია)
 
(2 მომხმარებლების 7 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Tbilisis konservatoria.jpg|thumb|'''თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია''']]
+
[[ფაილი:Tbilisis konservatoria.jpg|მარჯვნივ|250პქ|]]
'''თბილისის (ვანო სარაჯიშვილის სახელობის) სახელმწიფო კონსერვატორია''' - პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელია [[საქართველო|საქართველოსა]] და მთელ [[კავკასია|კავკასიაში]]. დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე. ოფიციალური გახსნის თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947
+
'''თბილისის (ვანო სარაჯიშვილის სახელობის) სახელმწიფო კონსერვატორია''' - პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელია [[საქართველო|საქართველოსა]] და მთელ [[კავკასია|კავკასიაში]]. დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე. ოფიციალური გახსნის თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947 წლიდან [[ვანო სარაჯიშვილი]]ს სახელს ატარებს.  
წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.  
+
  
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორია====
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორია====
სასწავლებელს მყარი პროფესიული საფუძველი ჩაუყარა პედაგოგთა პირველმა თაობამ: ილია აისბერგმა, [[ანასტასია ვირსალაძე|ანასტასია ვირსალაძემ]], [[ანა თულაშვილი|ანა თულაშვილმა]], ფრანც კესნერმა, ვალენტინა კუფტინამ, ჰენრიჰ ნეიჰაუზმა, ლაუციან ტრუსკოვსკიმ, [[ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა|ოლღა ბახუტაშვილი-შულგინამ]], ენრიკო ბროჯი-მუტინიმ, ვიქტორ ვილშაუმ, [[ევგენი ვრონსკი]]მ, სანდრო ინაშვილმა, ვარვარა ზარუდნაიამ, ვალერიან ქაშაქაშვილმა, მორის ლუდნიკმა, ევგენი გუზიკოვმა, კონსტანტინ მინიარ-ბელორუჩევმა ([[ჩელო]]); სერგეი ბარხუდარიანმა; მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა; ზაქარია ფალიაშვილმა (კომპოზიცია, თეორია); [[დიმიტრი არაყიშვილი|დიმიტრი არაყიშვილმა]] (ქართული ხალხური შემოქმედება); ივანე ფალიაშვილმა (დირიჟორი) და სხვ. თბილისში ჩამოდიოდნენ და მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები: ვლადიმერ შჩერბაჩოვი, მარია იუდინა, პიოტრ რიაზანოვი, ალექსანდრ რიაბინოვიჩი. 1930-იანი წლებიდან მუშაობას იწყებენ: დირიჟორი ევგენი მიქელაძე, მუსიკათმცოდნეები: ფოლკლორისტი გრიგოლ ჩხიკვაძე, თეორეტიკოსი [[შალვა ასლანიშვილი]]; მუსიკის ისტორიკოსები: [[დონაძე ლადო|ვლადიმერ (ლადო) დონაძე]] და პავლე ხუჭუა, დირიჟორი [[ოდისეი დიმიტრიადი]] და სხვ.  
+
სასწავლებელს მყარი პროფესიული საფუძველი ჩაუყარა პედაგოგთა პირველმა თაობამ: ილია აისბერგმა, [[ანასტასია ვირსალაძე|ანასტასია ვირსალაძემ]], [[ანა თულაშვილი|ანა თულაშვილმა]], ფრანც კესნერმა, ვალენტინა კუფტინამ, ჰენრიჰ ნეიჰაუზმა, ლაუციან ტრუსკოვსკიმ, [[ოლღა ბახუტაშვილი-შულგინა|ოლღა ბახუტაშვილი-შულგინამ]], ენრიკო ბროჯი-მუტინიმ, ვიქტორ ვილშაუმ, [[ევგენი ვრონსკი]]მ, [[სანდრო ინაშვილი|სანდრო ინაშვილმა]], ვარვარა ზარუდნაიამ, ვალერიან ქაშაქაშვილმა, მორის ლუდნიკმა, ევგენი გუზიკოვმა, კონსტანტინ მინიარ-ბელორუჩევმა ([[ჩელო]]); სერგეი ბარხუდარიანმა; [[იპოლიტოვ-ივანოვი მიხეილ|მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა]]; [[ფალიაშვილი ზაქარია|ზაქარია ფალიაშვილმა]] (კომპოზიცია, თეორია); [[დიმიტრი არაყიშვილი|დიმიტრი არაყიშვილმა]] (ქართული ხალხური შემოქმედება); ივანე ფალიაშვილმა ([[დირიჟორი]]) და სხვ. თბილისში ჩამოდიოდნენ და მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები: ვლადიმერ შჩერბაჩოვი, მარია იუდინა, პიოტრ რიაზანოვი, ალექსანდრ რიაბინოვიჩი. 1930-იანი წლებიდან მუშაობას იწყებენ: დირიჟორი ევგენი მიქელაძე, მუსიკათმცოდნეები: ფოლკლორისტი გრიგოლ ჩხიკვაძე, თეორეტიკოსი [[შალვა ასლანიშვილი]]; მუსიკის ისტორიკოსები: [[დონაძე ლადო|ვლადიმერ (ლადო) დონაძე]] და პავლე ხუჭუა, დირიჟორი [[ოდისეი დიმიტრიადი]] და სხვ.  
  
იმავე 1930-იან წლებში დამკვიდრდა მუსიკალური აღზრდის ეროვნული კონცეფცია და დაინერგა სწავლების 5-წლიანი სისტემა, რომელიც 1990 წლამდე თითქმის უცვლელად დარჩა. თსკ იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკების კონსერვატორიებს შორის, რომელმაც სასწავლო გეგმაში ეროვნული პროფესიული მუსიკის თეორიისა და ისტორიის კურსები ჩართო. სისტემატურად ეწყობა ექსპედიციები. მიმდინარეობს ჩანაწერების გაშიფრვა. ქართული ხალხური სიმღერის ელემენტებით მდიდრდება სოლფეჯიოსა და [[ჰარმონია (მუსიკის თეორია)|ჰარმონიის]] სასწავლო კურსები. დამოუკიდებელი კურსის სახით ეს საგნები 1950-იან წლებში დამკვიდრდა.
+
იმავე 1930-იან წლებში დამკვიდრდა მუსიკალური აღზრდის ეროვნული კონცეფცია და დაინერგა სწავლების 5-წლიანი სისტემა, რომელიც 1990 წლამდე თითქმის უცვლელად დარჩა. თბილოისის სახელმწიფო კონსერვატორია იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკების კონსერვატორიებს შორის, რომელმაც სასწავლო გეგმაში ეროვნული პროფესიული მუსიკის თეორიისა და ისტორიის კურსები ჩართო. სისტემატურად ეწყობა ექსპედიციები. მიმდინარეობს ჩანაწერების გაშიფრვა. ქართული ხალხური სიმღერის ელემენტებით მდიდრდება სოლფეჯიოსა და [[ჰარმონია (მუსიკის თეორია)|ჰარმონიის]] სასწავლო კურსები. დამოუკიდებელი კურსის სახით ეს საგნები 1950-იან წლებში დამკვიდრდა.
  
მუსიკის თეორიის, ისტორიისა და ფოლკლორის მიმართულებებს სათავეში შალვა ასლანიშვილი, ლადო დონაძე და გრიგოლ ჩხიკვაძე ჩაუდგნენ. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს თსკში მოღვწეობდნენ მაშინდელი საბჭოთა მუსიკალური ელიტის წარმომადგენლები: ალექსანდრ გაუკი, [[გოლდენვეიზერი ალექსანდრე|ალექსანდრ გოლდენვეიზერი]], კონსტანტინ იგუმნოვი, ნიკოლაი მიასკოვსკი, სერგეი პროკოფევი, იური შაპორინი, სამუილ ფეინბერგი, [[ვერა დავიდოვა]], ალექსანდრ იოხელესი და სხვ. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ და კონცერტებს ატარებდნენ დიმიტრი შოსტაკოვიჩი, ჰეინრიჰ და სტანისლავ ნეიჰაუზები,
+
მუსიკის თეორიის, ისტორიისა და ფოლკლორის მიმართულებებს სათავეში [[ასლანიშვილი შალვა|შალვა ასლანიშვილი]], [[დონაძე ლადო|ლადო დონაძე]] და გრიგოლ ჩხიკვაძე ჩაუდგნენ. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოღვწეობდნენ მაშინდელი საბჭოთა მუსიკალური ელიტის წარმომადგენლები: [[გაუკი ალექსანდრე|ალექსანდრ გაუკი]], [[გოლდენვეიზერი ალექსანდრე|ალექსანდრ გოლდენვეიზერი]], კონსტანტინ იგუმნოვი, ნიკოლაი მიასკოვსკი, [[სერგეი პროკოფიევი]], იური შაპორინი, სამუილ ფეინბერგი, [[ვერა დავიდოვა]], ალექსანდრ იოხელესი და სხვ. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ და კონცერტებს ატარებდნენ დიმიტრი შოსტაკოვიჩი, ჰეინრიჰ და სტანისლავ ნეიჰაუზები, [[ემილ გილელსი]], სვიატოსლავ რიხტერი, დავიდ ოისტრახი, მსტისლავ როსტროპოვიჩი და სხვები.  
[[ემილ გილელსი]], სვიატოსლავ რიხტერი, დავიდ ოისტრახი, მსტისლავ როსტროპოვიჩი და სხვები.  
+
  
50-იან წლებში ძლიერდება საკომპოზიტორო კლასი (ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშველიძე, ალექსი მაჭავარიანი, იონა ტუსკია,
+
50-იან წლებში ძლიერდება საკომპოზიტორო კლასი ([[ბალანჩივაძე ანდრია|ანდრია ბალანჩივაძე]], შალვა მშველიძე, ალექსი მაჭავარიანი, იონა ტუსკია,
გრიგოლ კილაძე, ალექსანდრე შავერზაშვილი, [[დავით თორაძე]], სულხან ცინცაძე). 1960-იანი წლებიდან, პოლიტიკური „დათბობის“ შემდეგ, ქართველ მუსიკოსებს ევროპული ხელოვნების მიღწევათა გაცნობის მეტი შესაძლებლობა მიეცათ. 1970-იანი წლებიდან ასპარეზზე გამოვიდა კომპოზიტორთა ახალი თაობა: სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, ნოდარ მამისაშვილი. „დაშვებულის“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა ქართველ მუსიკოსთა კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან და ქართული მუსიკის აჟღერება საზღვარგარეთ. სერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს ცალკეულმა შემსრულებლებმაც და სტუდენტურმა კამერულმა ორკესტრმა ოთარ საფარიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 1978 საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 990-იანი წლების მეორე ნახევრიდან შესაძლებელი ხდება თანამედროვე მუსიკალურ მსოფლიოსთან დაახლოებისათვის აუცილებელი სიახლეების დანერგვა.  
+
გრიგოლ კილაძე, ალექსანდრე შავერზაშვილი, [[დავით თორაძე]], სულხან ცინცაძე). 1960-იანი წლებიდან, პოლიტიკური „დათბობის“ შემდეგ, ქართველ მუსიკოსებს ევროპული ხელოვნების მიღწევათა გაცნობის მეტი შესაძლებლობა მიეცათ. 1970-იანი წლებიდან ასპარეზზე გამოვიდა კომპოზიტორთა ახალი თაობა: სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, ნოდარ მამისაშვილი. „დაშვებულის“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა ქართველ მუსიკოსთა კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან და ქართული მუსიკის აჟღერება საზღვარგარეთ. სერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს ცალკეულმა შემსრულებლებმაც და სტუდენტურმა კამერულმა ორკესტრმა ოთარ საფარიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 1978 წელს საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 990-იანი წლების მეორე ნახევრიდან შესაძლებელი ხდება თანამედროვე მუსიკალურ მსოფლიოსთან დაახლოებისათვის აუცილებელი სიახლეების დანერგვა.
  
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტები====
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტები====
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საუნივერსიტეტო ტიპის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია, რომელშიც, პროფესიულ საგნებთან ერთად, ისწავლება სხვადასხვა ჰუმანიტარული საგნები. არსებობს ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრაც. 1995 გადავიდა სწავლების დასავლურ ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). 2005 წლიდან „ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის“ წევრია. თსკ-ში მოქმედებს:  
+
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საუნივერსიტეტო ტიპის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია, რომელშიც, პროფესიულ საგნებთან ერთად, ისწავლება სხვადასხვა ჰუმანიტარული საგნები. არსებობს ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრაც. 1995 წელს გადავიდა სწავლების დასავლურ ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). 2005 წლიდან „ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის“ წევრია. თსკ-ში მოქმედებს:  
 
* 1917 გახსნილი ფონოტეკის კაბინეტი;   
 
* 1917 გახსნილი ფონოტეკის კაბინეტი;   
 
* 1919 დაარსებილი საოპერო სტუდია;   
 
* 1919 დაარსებილი საოპერო სტუდია;   
* 1932 დაარსებული კლავიშებიან  
+
* 1932 დაარსებული კლავიშებიან საკრავთა ფაკულტეტი;   
* საკრავთა ფაკულტეტი;   
+
 
* 1932 შექმნილი კომპოზიციის კათედრა;   
 
* 1932 შექმნილი კომპოზიციის კათედრა;   
 
* 1935 დაარსებული აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი;   
 
* 1935 დაარსებული აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი;   
ხაზი 25: ხაზი 22:
 
* 1935 წლიდან საგუნდო-სადირიჟორო კათედრა;   
 
* 1935 წლიდან საგუნდო-სადირიჟორო კათედრა;   
 
* 1937 დაარსებული მუსიკის თეორიის ფაკულტეტი;   
 
* 1937 დაარსებული მუსიკის თეორიის ფაკულტეტი;   
* 1946 წლიდან ფოლკლორისტიკის კაბინეტი (1971 გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, ფოლკლორის კათედრად გარდაიქმნა); 1947 დაარსებული საორკესტრო ჩასაბერ და დასარტყამ საკრავთა ფაკულტეტი;   
+
* 1946 წლიდან ფოლკლორისტიკის კაბინეტი (1971 გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, ფოლკლორის კათედრად გარდაიქმნა);  
 +
* 1947 დაარსებული საორკესტრო ჩასაბერ და დასარტყამ საკრავთა ფაკულტეტი;   
 
* 1997 დაარსებული მუზეუმ-კაბინეტი;   
 
* 1997 დაარსებული მუზეუმ-კაბინეტი;   
 
* 2003 შექმნილი ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი;   
 
* 2003 შექმნილი ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი;   
ხაზი 32: ხაზი 30:
 
* ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და სხვ.  
 
* ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და სხვ.  
  
ფართოვდება და ღრმავდება თსკ-ის კონტაქტები [[ევროპა|ევროპისა]] და [[ამერიკა|ამერიკის]] მუსიკალურ დაწესებულებებთან. ტარდება საერთაშორისო კონკურსები და მოწვეული პროფესორების მასტერკლასები.  
+
ფართოვდება და ღრმავდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონტაქტები [[ევროპა|ევროპისა]] და [[ამერიკა|ამერიკის]] მუსიკალურ დაწესებულებებთან. ტარდება საერთაშორისო კონკურსები და მოწვეული პროფესორების მასტერკლასები.  
  
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობა====
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობა====
უმაღლესი სასწავლებლის შენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში პიანისტისა და პეტერბურგის კონსერვატორიის დაამარსებლის - ანტონ რუბინშტეინის მიერ გაღებული შემოწირულობით. პროექტის ავტორია XIX საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრ შიმკევიჩი.  
+
უმაღლესი სასწავლებლის [[შენობა]] აგებულია XX საუკუნის დასაწყისში პიანისტისა და პეტერბურგის კონსერვატორიის დაამარსებლის - ანტონ რუბინშტეინის მიერ გაღებული შემოწირულობით. პროექტის ავტორია XIX საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრ შიმკევიჩი.  
  
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო პერიოდული გამოცემები====
 
====თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო პერიოდული გამოცემები====
ხაზი 51: ხაზი 49:
 
* ნიკოლაი ჩერეპნინი (კომპ. 1919-1922).
 
* ნიკოლაი ჩერეპნინი (კომპ. 1919-1922).
  
:::::::::::::::::::::::::'''''ზურაბ ლეჟავა'''''
+
'''''ზურაბ ლეჟავა'''''
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ხაზი 58: ხაზი 56:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 +
 
[[კატეგორია:საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები]]
 +
[[კატეგორია:უმაღლესი სასწავლებლები თბილისში]]
 +
[[კატეგორია:უმაღლესი სასწავლებლები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

მიმდინარე ცვლილება 23:59, 6 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

Tbilisis konservatoria.jpg

თბილისის (ვანო სარაჯიშვილის სახელობის) სახელმწიფო კონსერვატორია - პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელია საქართველოსა და მთელ კავკასიაში. დაარსდა სამუსიკო სასწავლებლის ბაზაზე. ოფიციალური გახსნის თარიღია 1917 წლის 1 მაისი. 1924 წელს სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

სარჩევი

[რედაქტირება] თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორია

სასწავლებელს მყარი პროფესიული საფუძველი ჩაუყარა პედაგოგთა პირველმა თაობამ: ილია აისბერგმა, ანასტასია ვირსალაძემ, ანა თულაშვილმა, ფრანც კესნერმა, ვალენტინა კუფტინამ, ჰენრიჰ ნეიჰაუზმა, ლაუციან ტრუსკოვსკიმ, ოლღა ბახუტაშვილი-შულგინამ, ენრიკო ბროჯი-მუტინიმ, ვიქტორ ვილშაუმ, ევგენი ვრონსკიმ, სანდრო ინაშვილმა, ვარვარა ზარუდნაიამ, ვალერიან ქაშაქაშვილმა, მორის ლუდნიკმა, ევგენი გუზიკოვმა, კონსტანტინ მინიარ-ბელორუჩევმა (ჩელო); სერგეი ბარხუდარიანმა; მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვმა; ზაქარია ფალიაშვილმა (კომპოზიცია, თეორია); დიმიტრი არაყიშვილმა (ქართული ხალხური შემოქმედება); ივანე ფალიაშვილმა (დირიჟორი) და სხვ. თბილისში ჩამოდიოდნენ და მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები: ვლადიმერ შჩერბაჩოვი, მარია იუდინა, პიოტრ რიაზანოვი, ალექსანდრ რიაბინოვიჩი. 1930-იანი წლებიდან მუშაობას იწყებენ: დირიჟორი ევგენი მიქელაძე, მუსიკათმცოდნეები: ფოლკლორისტი გრიგოლ ჩხიკვაძე, თეორეტიკოსი შალვა ასლანიშვილი; მუსიკის ისტორიკოსები: ვლადიმერ (ლადო) დონაძე და პავლე ხუჭუა, დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი და სხვ.

იმავე 1930-იან წლებში დამკვიდრდა მუსიკალური აღზრდის ეროვნული კონცეფცია და დაინერგა სწავლების 5-წლიანი სისტემა, რომელიც 1990 წლამდე თითქმის უცვლელად დარჩა. თბილოისის სახელმწიფო კონსერვატორია იყო პირველი საბჭოთა რესპუბლიკების კონსერვატორიებს შორის, რომელმაც სასწავლო გეგმაში ეროვნული პროფესიული მუსიკის თეორიისა და ისტორიის კურსები ჩართო. სისტემატურად ეწყობა ექსპედიციები. მიმდინარეობს ჩანაწერების გაშიფრვა. ქართული ხალხური სიმღერის ელემენტებით მდიდრდება სოლფეჯიოსა და ჰარმონიის სასწავლო კურსები. დამოუკიდებელი კურსის სახით ეს საგნები 1950-იან წლებში დამკვიდრდა.

მუსიკის თეორიის, ისტორიისა და ფოლკლორის მიმართულებებს სათავეში შალვა ასლანიშვილი, ლადო დონაძე და გრიგოლ ჩხიკვაძე ჩაუდგნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მოღვწეობდნენ მაშინდელი საბჭოთა მუსიკალური ელიტის წარმომადგენლები: ალექსანდრ გაუკი, ალექსანდრ გოლდენვეიზერი, კონსტანტინ იგუმნოვი, ნიკოლაი მიასკოვსკი, სერგეი პროკოფიევი, იური შაპორინი, სამუილ ფეინბერგი, ვერა დავიდოვა, ალექსანდრ იოხელესი და სხვ. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ და კონცერტებს ატარებდნენ დიმიტრი შოსტაკოვიჩი, ჰეინრიჰ და სტანისლავ ნეიჰაუზები, ემილ გილელსი, სვიატოსლავ რიხტერი, დავიდ ოისტრახი, მსტისლავ როსტროპოვიჩი და სხვები.

50-იან წლებში ძლიერდება საკომპოზიტორო კლასი (ანდრია ბალანჩივაძე, შალვა მშველიძე, ალექსი მაჭავარიანი, იონა ტუსკია, გრიგოლ კილაძე, ალექსანდრე შავერზაშვილი, დავით თორაძე, სულხან ცინცაძე). 1960-იანი წლებიდან, პოლიტიკური „დათბობის“ შემდეგ, ქართველ მუსიკოსებს ევროპული ხელოვნების მიღწევათა გაცნობის მეტი შესაძლებლობა მიეცათ. 1970-იანი წლებიდან ასპარეზზე გამოვიდა კომპოზიტორთა ახალი თაობა: სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, ნოდარ მამისაშვილი. „დაშვებულის“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა ქართველ მუსიკოსთა კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან და ქართული მუსიკის აჟღერება საზღვარგარეთ. სერთაშორისო ასპარეზზე წარმატებას მიაღწიეს ცალკეულმა შემსრულებლებმაც და სტუდენტურმა კამერულმა ორკესტრმა ოთარ საფარიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც 1978 წელს საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა. 990-იანი წლების მეორე ნახევრიდან შესაძლებელი ხდება თანამედროვე მუსიკალურ მსოფლიოსთან დაახლოებისათვის აუცილებელი სიახლეების დანერგვა.

[რედაქტირება] თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფაკულტეტები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია საუნივერსიტეტო ტიპის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებელია, რომელშიც, პროფესიულ საგნებთან ერთად, ისწავლება სხვადასხვა ჰუმანიტარული საგნები. არსებობს ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრაც. 1995 წელს გადავიდა სწავლების დასავლურ ორსაფეხურიან სისტემაზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). 2005 წლიდან „ევროპის კონსერვატორიების ასოციაციის“ წევრია. თსკ-ში მოქმედებს:

  • 1917 გახსნილი ფონოტეკის კაბინეტი;
  • 1919 დაარსებილი საოპერო სტუდია;
  • 1932 დაარსებული კლავიშებიან საკრავთა ფაკულტეტი;
  • 1932 შექმნილი კომპოზიციის კათედრა;
  • 1935 დაარსებული აკადემიური სიმღერის ფაკულტეტი;
  • 1934 წლიდან არსებული ფონიატრიული კაბინეტი;
  • 1935 წლიდან საგუნდო-სადირიჟორო კათედრა;
  • 1937 დაარსებული მუსიკის თეორიის ფაკულტეტი;
  • 1946 წლიდან ფოლკლორისტიკის კაბინეტი (1971 გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, ფოლკლორის კათედრად გარდაიქმნა);
  • 1947 დაარსებული საორკესტრო ჩასაბერ და დასარტყამ საკრავთა ფაკულტეტი;
  • 1997 დაარსებული მუზეუმ-კაბინეტი;
  • 2003 შექმნილი ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი;
  • ჯაზის ხელოვნების ფაკულტეტი;
  • აკუსტიკური მუსიკის ჩამწერი სტუდია;
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და სხვ.

ფართოვდება და ღრმავდება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონტაქტები ევროპისა და ამერიკის მუსიკალურ დაწესებულებებთან. ტარდება საერთაშორისო კონკურსები და მოწვეული პროფესორების მასტერკლასები.

[რედაქტირება] თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობა

უმაღლესი სასწავლებლის შენობა აგებულია XX საუკუნის დასაწყისში პიანისტისა და პეტერბურგის კონსერვატორიის დაამარსებლის - ანტონ რუბინშტეინის მიერ გაღებული შემოწირულობით. პროექტის ავტორია XIX საუკუნის 80-90-იან წლებში თბილისში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორი ალექსანდრ შიმკევიჩი.

[რედაქტირება] თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო პერიოდული გამოცემები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკაში დაცულია 53 000-მდე დასახელების წიგნი და 100 000-მდე დასახელების სანოტო მასალა. განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევების მქონე სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სტიპენდიები. არსებობს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამეცნიერო პერიოდული გამოცემები:

  • „მუსიკისმცოდნეობის საკითხები“ (გამოდის 1972 წ-დან);
  • ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმების მოხსენებათა კრებული;
  • 2003 წლიდან ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოდის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ბიულეტენი;
  • კონსერვატორიის ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „მუსიკისმცოდნეობა და კულტუროლოგია“;
  • 2005 წლიდან გამოდის თსკ-ის, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი გაზეთი „კულტურა“.

[რედაქტირება] თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორები პირველი რესპუბლიკის პერიოდში იყვნენ:

  • ნიკოლაი ნიკოლაევი (პიან. კომპ. 1917- 1918);
  • ზაქარია ფალიაშვილი (კომპ. 1917-1918, 1918-1919);
  • ნიკოლაი ჩერეპნინი (კომპ. 1919-1922).

ზურაბ ლეჟავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1917-2007,(კონსერვატორიის გამოცემა).

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები