საქართველოს ეროვნული საბჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები

საქართველოს ეროვნული საბჭო - საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს საკანონმდებლო ორგანო.

ყრილობამ 22 ნოემბერს აირჩია ეროვნული საბჭოს პერსონალური შემადგენლობა - 67 წევრი და 61 კანდიდატი. პარტიული კუთვნილების მიხედვით: 26 სოციალ-დემოკრატი, 10 სოციალისტ-ფედერალისტი, 9 ეროვნულ-დემოკრატი, 7 სოციალისტ-რევოლუციონერი, 4 ალიონელი, 1 რადიკალ-დემოკრატი, 2 უპარტიო, 3 სამაჰმადიანო საქართველოს (აჭარა) წარმომადგენელი, 2 სოხუმის ოლქიდან (აფხაზეთი), 1 ზაქათალის ოლქიდან (საინგილო), 1 საქართველოს ოსთა წარმომადგენელი. ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ნოე ჟორდანია, რომელიც იყო აგრეთვე საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარე. პრეზიდიუმში შედიოდნენ თავმჯდომარის ამხანაგები - ა. ჩხენკელი, გრ. რცხილაძე, გ. ვეშაპელი, მდივანი - პ. საყვარელიძე და ხაზინადარი - კ. მესხი.

1918 წლის 11 თებერვალს განხორციელდა ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია, რის შედეგადაც მისი წევრების რაოდენობა 88-მდე გაიზარდა. შექმნის დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ეროვნულმა საბჭომ 19 სხდომა ჩაატარა და, ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობის ფუნქციას ასრულებდა. იგი იყო ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანო. მის სხდომებზე განიხილებოდა ქვეყნის რეალობის უმნიშვნელოვანესი პრობლემები.

სარჩევი

შემადგენლობა

სოციალ-დემოკრატები

1. ჟორდანია ნ.,
2. წერეთელი ი.,
3. ჩხეიძე ნ.,
4. გეგეჭკორი ე.,
5. რამიშვილი ნ.,
6. რამიშვილი ი.,
7. ჩხენკელი ა.,
8. ჯიბლაძე ვ.,
9. გიორგაძე გ.,
10. ლომთათიძე ა.,
11. მახარაძე გ.,
12. არსენიძე რ.,
13. თევზაია ბ.,
14. ხომერიკი ნ.,
15. ერაძე გ.,
16. ანდრონიკაშვილი კ.,
17. ონიაშვილი დ.,
18. ანჯაფარიძე გ.,
19. ჩიხლაძე რ.,
20. გაგლოევი გ.,
21. ჯუღელი ვ.,
22. ახმეტელაშვილი ვლ.
23. გვარჯალაძე კ.,
24. მაისურაძე ალ.,
25. გელეიშვილი პ.,
26. ჭიაბრიშვილი ა.,
27. კანდელაკი კ.,
28. ელიავა ნ.,
29. ტოროშელიძე მინ.,
30. ცინცაძე გ.,
31. ჯაფარიძე ს.,
32. სალუქვაძე ა.,
33. სალაყაია ი.,
34. კლიმიაშვილი მ.,
35. ნინიძე კ.,
36. ფარნიევი ა.,
37. თოფურიძე დ.,
38. დგებუაძე ა.,
39. ნათაძე ლ.,
40. მამულაიშვილი ა.,
41. ცინცაძე ნ.,
42. მგელაძე ვ.,
43. წულაძე ვ.,
44. რუსია მ.,]
45. მახარაძე ნ.,
46. ლორია ფ.,
47. ჟღენტი ნ.,
48. ბადრიძე ი.,
49. შარაშიძე დ.,
50. ნინიძე ი.,
51. ცაბაძე ვ.,
52. იობაშვილი ნ.,
53. გოგელია ი.,
54. კიკვაძე თ.,
55. საბახტარიშვილი ნ.,
56. ურატაძე გრ.,
57. წულაძე იუ.,
58. თევზაძე ს.,
59. მარუაშვილი ი.,
60. დოლიძე ს.,
61. სადაგიშვილი გ.,
62. ელიაძე ს.,
63. მიკირტუმოვი ბ.,
64. ცინცაბაძე გრ.,
65. ვარდოიანცი მ.,
66. სოლოღაშვილი ო.

სოციალისტ-ფედერალისტები

1. რცხილაძე გრ.,
2. ბარათაშვილი ი.,
3. ფირცხალავა ს.,
4. მდივანი ს.,
5. ბაქრაძე ი.,
6. წერეთელი ა.,
7. უზნაძე დ.,
8. დადიანი ს.,
9. გედევანიშვილი ი.,
10. ღლონტი თ.,
11. მიქელაძე შ.,
12. ნუცუბიძე შ.,
13. ჯაჯანაშვილი ა.,
14. ტოროტაძე ე.,
15. ფაღავა ა.,
16. ყაუხჩიშვილი მ.

ნაციონალ-დემოკრატები

1. ნიკოლაძე ნ.,
2. ქიქოძე გ.,
3. გვაზავა გ.,
4. ამირეჯიბი შ.,
5. ვაჩნაძე დ.,
6. კედია ს.,
7. ვეშაპელი გრ.,
8. თაყაიშვილი ე.,
9. ქარუმიძე შ.,
10. ლორთქიფანიძე ი.,
11. წერეთელი ვ.,
12. ჯავახიშვილი დ.,
13. გაბაშვილი რ.,
14. მაჩაბელი მ.,
15. მაჭავარიანი ი.

სოციალ-რევოლიუციონერები

1. მესხი კ.,
2. ნათაძე გრ.,
3. გობეჩია ი.,
4. აბაკელია ი.,
5. ჯავრიშვილი კ.,
6. შენგელაია ლ.,
7. პანჩუაშვილი ნ.,
8. კაკაბაძე ი.,
9. ვარაზაშვილი ი.

რადიკალ-დემოკრატები

1. გიორგაძე დ.,
2. ჩიქოვანი დ.,
3. ახმეტელი ა.

უპარტიონი

1. აფხაზი კ.,
2. მაყაშვილი კ.,

ინგილოთაგან

1. ივანიცკი რ.

წყარო

  • გაზეთი ერთობა 1918 წ №111 შაბათი 1 ივნისი
  • აბაშიძე, ზაზა. საქართველო და ქართველები: (საკითხავი წიგნი): [სახელმძღვ.] / ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე, ოთარ ჯანელიძე; ზაზა აბაშიძის რედ.; რუკების ავტ. მანანა შეყილაძე; მხატვ. ეკა ტაბლიაშვილი. - თბილისი, 2013 (შპს „ფავორიტი პრინტი“). - 676, [10] გვ.: რუკ.; 22 სმ.. - ყდაზე: ქართველ მეფეთა ხელრთვები და ნიშნები. - ISBN 978-9941-0-5498-3
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები