კატა (ეგვიპტურ მითოლოგიაში)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Bastati.JPG|thumb|120px|ბასტეტი]] | [[ფაილი:Bastati.JPG|thumb|120px|ბასტეტი]] | ||
| − | '''კატა''' – კატის, როგორც საკრალური ცხოველის [[კულტი]] ეგვიპტეში შედარებით გვიან გავრცელდა. [[ბასტეტი]], რომელსაც ძველი | + | '''კატა''' – კატის, როგორც საკრალური ცხოველის [[კულტი]] ეგვიპტეში შედარებით გვიან გავრცელდა. [[ბასტეტი]], რომელსაც [[ეგვიპტის ძველი სამეფო|ძველი სამეფო]]ს დროს [[ლომი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|ლომი]]ს იკონოგრაფია ჰქონდა, [[ეგვიპტის ახალი სამეფო|ახალი სამეფო]]ს დასასრულისათვის კატა-ქალღმერთი ხდება. [[მკვდართა წიგნი]]ს მეჩვიდმეტე თავში [[მზე (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|მზის]] ღვთაება სწორედ კატის სახით ებრძვის თავის მტრებს [[ჰელიოპოლისი|ჰელიოპოლისში]]. უფრო გვიანდელი მკვდართა წიგნის [[ვინიეტი|ვინიეტებში]] დახატულია დიდი კატა [[დანა|დანით]] ხელში, რომელიც [[აპოპი]]ს თავს აჭრის. წარმოდგენამ კატაზე, როგორც მზის ღვთაების ერთ-ერთ სახეზე, გამოიწვია მისი გაიგივება [[მზის თვალი|მზის თვალთან]]. ამ გაიგივების შედეგად კატის სახე მიიღეს იმ ქალღმერთებმა, რომლებიც მზის თვალთან იყვნენ გაიგივებული. ხატხორს და ტეფნუტს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც კატებს. [[საისი|საისში]], ნეიტის ტაძარში, კატას ეთაყვანებოდნენ. ბერძნულ-რომაულ პერიოდში კატის მოკვლა უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა. გვიანდელი პერიოდით დათარიღებული კატების [[მუმია|მუმიები]] მთელ ეგვიპტეშია ნაპოვნი. |
მიმდინარე ცვლილება 02:57, 18 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
კატა – კატის, როგორც საკრალური ცხოველის კულტი ეგვიპტეში შედარებით გვიან გავრცელდა. ბასტეტი, რომელსაც ძველი სამეფოს დროს ლომის იკონოგრაფია ჰქონდა, ახალი სამეფოს დასასრულისათვის კატა-ქალღმერთი ხდება. მკვდართა წიგნის მეჩვიდმეტე თავში მზის ღვთაება სწორედ კატის სახით ებრძვის თავის მტრებს ჰელიოპოლისში. უფრო გვიანდელი მკვდართა წიგნის ვინიეტებში დახატულია დიდი კატა დანით ხელში, რომელიც აპოპის თავს აჭრის. წარმოდგენამ კატაზე, როგორც მზის ღვთაების ერთ-ერთ სახეზე, გამოიწვია მისი გაიგივება მზის თვალთან. ამ გაიგივების შედეგად კატის სახე მიიღეს იმ ქალღმერთებმა, რომლებიც მზის თვალთან იყვნენ გაიგივებული. ხატხორს და ტეფნუტს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც კატებს. საისში, ნეიტის ტაძარში, კატას ეთაყვანებოდნენ. ბერძნულ-რომაულ პერიოდში კატის მოკვლა უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა. გვიანდელი პერიოდით დათარიღებული კატების მუმიები მთელ ეგვიპტეშია ნაპოვნი.