ასუანი
(ახალი გვერდი: '''ასუანი''' – (ინგლ. Aswan, რუს. Асуан), კლიმატური კურორტი ეგვიპტეში, ...) |
|||
ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
'''ჩვენებები ასუანში წასასვლელად:''' დასვენება; თირკმლების ქრონიკული დაავადებები; ზემო სასუნთქი გზების კატარი; ნიკრისის ქარი; რევმატიზმის არააქტიური ფაზა; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. | '''ჩვენებები ასუანში წასასვლელად:''' დასვენება; თირკმლების ქრონიკული დაავადებები; ზემო სასუნთქი გზების კატარი; ნიკრისის ქარი; რევმატიზმის არააქტიური ფაზა; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები. | ||
− | == | + | ===== ტურისტული ობიექტები: ===== |
− | [[ | + | ქ. ასუანსა და მის მიდამოებში (ზემო ეგვიპტის I ნომის მმართველის სარენპუტ II-ის აკლდამა (ძვ.წ. XX საუკუნე); „ფარაონის ქვის სამტეხლო“, სადაც ძვ.წ. XXX საუკუნიდან მოიპოვებოდა და ახლაც მოიპოვება ფერადი სამშენებლო ქვა – [[სიენიტი]]; ძველ ქალაქ სვენეთისა და მისი ტაძრების (ძვ.წ. XII-X საუკუნეები) ნანგრევები სპილოების კუნძულზე; წმიდა სიმონის მონასტრის (VIII-XIII საუკუნეები) ნანგრევები; მთავარანგელოზ მიქაელის კოპტური ორთოდოქსული ტაძარი (VI საუკუნე); ელ-ტაბიას [[მეჩეთი]] (VII საუკუნე); ბოტანიკური ბაღი მცენარეთა ანუ კიტჩენერის კუნძულზე; მუჰამედ შაჰ აგა-ხან III-ის აგარაკი და [[მავზოლეუმი]] (XX საუკუნე); მუზეუმები – ნუბიის და სიძველეთა; ასუანის ჰიდროტექნიკური კომპლექსი – კაშხალი, წყალსაცავი (ნასერის ტბა) და [[ჰიდროელექტროსადგური]] (XX საუკუნე) და სხვ.) და <br /> |
+ | ქალაქ ლუქსორსა და მის მიდამოებში (ტაძრები – [[ლუქსორი (ტაძარი)|ლუქსორი]]ს (ძვ.წ. XVI-XV საუკუნეები) და [[კარნაკი|კარნაკის]] (ძვ.წ. XVI-XIV საუკუნეები); „ფარაონთა ველი“ და „დედოფალთა ველი“, სადაც აღმოჩენილია დიდგვაროვანთა 75 სამარხი, მათ შორის ფარაონ [[ტუტანხამონი]]ს (ძვ.წ. XIV საუკუნე), ფარაონ [[რამსეს I]]-ის (ძვ.წ. XIV საუკუნე) და ფარაონ-დედოფლის [[ხატშეპსუტი|ჰატშეფსუტი]]ს სამარხები (ძვ.წ. XVI საუკუნის დასასრული); რემესეუმი – რამსეს II-ის მემორიალური კომპლექსი (ძვ.წ. XIII საუკუნე); მედინეთ ჰაბუ – [[რამსეს III]]-ის მემორიალური ტაძარი (ძვ.წ. X1 საუკუნე); [[დეირ-ელ-ბაჰარი|დაირ ელ-ბაჰრი]] (ფარაონ-დედოფლის ჰატშეფსუტის) ტაძარი (ძვ.წ. XVI საუკუნე); მალკატა (ფარაონ [[ამონხეტეპ III|ამენჰოტეპ III]]-ის სასახლე) (ძვ.წ. XV საუკუნის II ნახევარი); მემნოსის კოლოსები (ფარაონ ამენჰოტეპ III-ის 2 ქვის ქანდაკება) (ძვ.წ. XV საუკუნის II ნახევარი); ღმერთების – [[ამონ-რა]]ს, [[მუტი]]ს და [[ხონსუ]]ს – ტაძარი (ძვ.წ. XVI საუკუნის II ნახევარი – ძვ.წ. XIII საუკუნე); ლუქსორის თეთრი [[მეჩეთი]] (VII საუკუნე) ლუქსორის ტაძარში; სასტუმრო „ზამთრის სასახლე“ (1886 წელი); ლუქსორისა და მუმიფიკაციის მუზეუმები და სხვ.). | ||
+ | |||
+ | |||
+ | == წყარო== | ||
+ | [[მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია: კურორტები]] | [[კატეგორია: კურორტები]] | ||
[[კატეგორია: კურორტები ეგვიპტეში]] | [[კატეგორია: კურორტები ეგვიპტეში]] | ||
[[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] | [[კატეგორია:კლიმატური კურორტები]] |
მიმდინარე ცვლილება 20:11, 22 აპრილი 2025 მდგომარეობით
ასუანი – (ინგლ. Aswan, რუს. Асуан), კლიმატური კურორტი ეგვიპტეში, ასუანის მუხაფაზაში (საგუბერნატოროში), ქ. ლუქსორიდან 214, ხოლო ქ. ქაიროდან 864 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე ნილოსის მარჯვენა ნაპირზე, პირველი ჭორომის ქვემოთ, ზღვის დონიდან 192 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ვაკე-ბორცვიანი.
ჰავა – ტროპიკული უდაბნოსი. ზამთარი გრილია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 16°C. ზაფხული თბილია და მშრალი. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 26°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1,5 მმ-ს. ნალექების მაქსიმუმი მოდის გაზაფხულზე (0,9 მმ). ხშირია ცხელი და მშრალი ქარი.
ასუანის ტერიტორიაზე გავრცელებულია: პალმები, უპირველეს ყოვლისა – ფინიკის პალმები, მუხა, იალღუნი, სიკომორო, ოლეანდრები, ნილოსის აკაცია და სხვ. კურორტის მიდამოები დაფარულია: ბამბის, მარცვლეულის, შაქრის ჭარხლისა და პარკოსანი კულტურებით.
ასუანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: ტროპიკული უდაბნოს ჰავა და ასუანის წყალსაცავის წყალი.
ასუანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია: ჰაერისა და მზის აბაზანები, ბანაობა წყალსაცავში, პასიური კლიმატოთერაპია და სხვ.
ჩვენებები ასუანში წასასვლელად: დასვენება; თირკმლების ქრონიკული დაავადებები; ზემო სასუნთქი გზების კატარი; ნიკრისის ქარი; რევმატიზმის არააქტიური ფაზა; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.
[რედაქტირება] ტურისტული ობიექტები:
ქ. ასუანსა და მის მიდამოებში (ზემო ეგვიპტის I ნომის მმართველის სარენპუტ II-ის აკლდამა (ძვ.წ. XX საუკუნე); „ფარაონის ქვის სამტეხლო“, სადაც ძვ.წ. XXX საუკუნიდან მოიპოვებოდა და ახლაც მოიპოვება ფერადი სამშენებლო ქვა – სიენიტი; ძველ ქალაქ სვენეთისა და მისი ტაძრების (ძვ.წ. XII-X საუკუნეები) ნანგრევები სპილოების კუნძულზე; წმიდა სიმონის მონასტრის (VIII-XIII საუკუნეები) ნანგრევები; მთავარანგელოზ მიქაელის კოპტური ორთოდოქსული ტაძარი (VI საუკუნე); ელ-ტაბიას მეჩეთი (VII საუკუნე); ბოტანიკური ბაღი მცენარეთა ანუ კიტჩენერის კუნძულზე; მუჰამედ შაჰ აგა-ხან III-ის აგარაკი და მავზოლეუმი (XX საუკუნე); მუზეუმები – ნუბიის და სიძველეთა; ასუანის ჰიდროტექნიკური კომპლექსი – კაშხალი, წყალსაცავი (ნასერის ტბა) და ჰიდროელექტროსადგური (XX საუკუნე) და სხვ.) და
ქალაქ ლუქსორსა და მის მიდამოებში (ტაძრები – ლუქსორის (ძვ.წ. XVI-XV საუკუნეები) და კარნაკის (ძვ.წ. XVI-XIV საუკუნეები); „ფარაონთა ველი“ და „დედოფალთა ველი“, სადაც აღმოჩენილია დიდგვაროვანთა 75 სამარხი, მათ შორის ფარაონ ტუტანხამონის (ძვ.წ. XIV საუკუნე), ფარაონ რამსეს I-ის (ძვ.წ. XIV საუკუნე) და ფარაონ-დედოფლის ჰატშეფსუტის სამარხები (ძვ.წ. XVI საუკუნის დასასრული); რემესეუმი – რამსეს II-ის მემორიალური კომპლექსი (ძვ.წ. XIII საუკუნე); მედინეთ ჰაბუ – რამსეს III-ის მემორიალური ტაძარი (ძვ.წ. X1 საუკუნე); დაირ ელ-ბაჰრი (ფარაონ-დედოფლის ჰატშეფსუტის) ტაძარი (ძვ.წ. XVI საუკუნე); მალკატა (ფარაონ ამენჰოტეპ III-ის სასახლე) (ძვ.წ. XV საუკუნის II ნახევარი); მემნოსის კოლოსები (ფარაონ ამენჰოტეპ III-ის 2 ქვის ქანდაკება) (ძვ.წ. XV საუკუნის II ნახევარი); ღმერთების – ამონ-რას, მუტის და ხონსუს – ტაძარი (ძვ.წ. XVI საუკუნის II ნახევარი – ძვ.წ. XIII საუკუნე); ლუქსორის თეთრი მეჩეთი (VII საუკუნე) ლუქსორის ტაძარში; სასტუმრო „ზამთრის სასახლე“ (1886 წელი); ლუქსორისა და მუმიფიკაციის მუზეუმები და სხვ.).