პერიკლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პერიკლე''' – ათენის პოლიტიკური მოღვაწე. დემოკრატიული პარტ...)
 
(ათენის აღდგენითი სამუშაოები)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 33: ხაზი 33:
  
 
===== ათენის აღდგენითი სამუშაოები =====
 
===== ათენის აღდგენითი სამუშაოები =====
სპარსელების შემოსევისას ათენი ააოხრეს, მის აღდგენას ცდილობდა კიმონი და ბევრი რამ გააკეთა ამისათვის, პერიკლეს დროს კი ფართო მასშტაბით გაიშალა აღდგენითი სამუშაოები. მას სურდა ქალაქის გამშვენიერება და ათენელ ღარიბ ხელოსნებისათვის სამუშაოს მიცემა. პერიკლემ თავისუფალთა ინტერესებისათვის მშენებლობაში მონაწილე მონების რიცხვი 20% განსაზღვრა. პირეოსის და ფალერონის ნაგსადგურები მაღალი [[ქვიტკირი]]ს კედლებით გაამაგრა და ასეთივე კედლებით ათენს დაუკავშირა. ასე განახორციელა მან თემოსტოკლეს ოცნება. პირეოსის ნავსადგური ჰიპოდამოს მილეთელმა სწორკუთხოვან უბნებად და სწორ ქუჩებად დაგეგმა და საბერძნეთში მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქცია.   
+
სპარსელების შემოსევისას ათენი ააოხრეს, მის აღდგენას ცდილობდა კიმონი და ბევრი რამ გააკეთა ამისათვის, პერიკლეს დროს კი ფართო მასშტაბით გაიშალა აღდგენითი სამუშაოები. მას სურდა ქალაქის გამშვენიერება და ათენელ ღარიბ ხელოსნებისათვის სამუშაოს მიცემა. პერიკლემ თავისუფალთა ინტერესებისათვის მშენებლობაში მონაწილე მონების რიცხვი 20% განსაზღვრა. პირეოსის და ფალერონის ნაგსადგურები მაღალი [[ქვითკირი]]ს კედლებით გაამაგრა და ასეთივე კედლებით ათენს დაუკავშირა. ასე განახორციელა მან თემოსტოკლეს ოცნება. პირეოსის ნავსადგური ჰიპოდამოს მილეთელმა სწორკუთხოვან უბნებად და სწორ ქუჩებად დაგეგმა და საბერძნეთში მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქცია.   
  
 
პერიკლეს დროს აღადგინეს სპარსელების მიერ დანგრეული ერეხთეიონის ტაძარი, ხოლო მათზე გამარჯვების აღსანიშნავად [[აკროპოლისი|აკროპოლისზე]] ააგეს თეთრი [[მარმარილო]]ს სვეტებიანი ათენა ნიკას ტაძარი. ხუროთმოძღვრების იქტინოსის და კალიკრატეს ხელმძღვანელობით დორიულ სტილში ძვ.წ. 447-438 წწ. აშენდა პართენონის ტაძარი, რომელშიც დაიდგა [[ათენა]] პალადას სპილოს ძვლის [[ქანდაკება]], შექმნილი ცნობილი მოქანდაკე ფიდიასის მიერ. შესანიშნავი იყო აკროპოლისზე ასასვლელი მარმარილოს სვეტებიანი ხეივანი პროპილეუმი. რომელიც ხუროთმოძღვარმა მნესიკლემ ააგო და მხოლოდ [[პელოპონესის ომი]]ს დროს დამთავრდა. აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ.წ. 442 წ. შეიქმნა მუსიკალური შეჯიბრების დარბაზი ოდეონი (მას თესეონსაც უწოდებენ).
 
პერიკლეს დროს აღადგინეს სპარსელების მიერ დანგრეული ერეხთეიონის ტაძარი, ხოლო მათზე გამარჯვების აღსანიშნავად [[აკროპოლისი|აკროპოლისზე]] ააგეს თეთრი [[მარმარილო]]ს სვეტებიანი ათენა ნიკას ტაძარი. ხუროთმოძღვრების იქტინოსის და კალიკრატეს ხელმძღვანელობით დორიულ სტილში ძვ.წ. 447-438 წწ. აშენდა პართენონის ტაძარი, რომელშიც დაიდგა [[ათენა]] პალადას სპილოს ძვლის [[ქანდაკება]], შექმნილი ცნობილი მოქანდაკე ფიდიასის მიერ. შესანიშნავი იყო აკროპოლისზე ასასვლელი მარმარილოს სვეტებიანი ხეივანი პროპილეუმი. რომელიც ხუროთმოძღვარმა მნესიკლემ ააგო და მხოლოდ [[პელოპონესის ომი]]ს დროს დამთავრდა. აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ.წ. 442 წ. შეიქმნა მუსიკალური შეჯიბრების დარბაზი ოდეონი (მას თესეონსაც უწოდებენ).
ხაზი 39: ხაზი 39:
 
===== ათენი – კულტურის ცენტრი =====
 
===== ათენი – კულტურის ცენტრი =====
 
პერიკლეს დროს დიდი ყურადღება ექცეოდა ახალგაზრდების აღზრდას. ათენელებს სათნოების მთავარ თვისებად მიაჩნდათ მამაცობა, გულმართლობა, კეთილმსახურება, ზომიერება, სხეულის ვარჯიში და წერა-კითხვა. ათენი ელადის კულტურის ცენტრი იყო, სადაც პერიკლეს დროს მოღვაწეობდნენ ფილოსოფოსები: ანაქსაგორე, სოკრატე, [[დემოკრიტე]] აბდერელი; სოფისტები: პროტაგორე
 
პერიკლეს დროს დიდი ყურადღება ექცეოდა ახალგაზრდების აღზრდას. ათენელებს სათნოების მთავარ თვისებად მიაჩნდათ მამაცობა, გულმართლობა, კეთილმსახურება, ზომიერება, სხეულის ვარჯიში და წერა-კითხვა. ათენი ელადის კულტურის ცენტრი იყო, სადაც პერიკლეს დროს მოღვაწეობდნენ ფილოსოფოსები: ანაქსაგორე, სოკრატე, [[დემოკრიტე]] აბდერელი; სოფისტები: პროტაგორე
აბდერელი, [[გორგია ლეონტინელი|გორგია]] სიცილიის ქალაქ ლეონტინიდან; ხუროთმოძღვრები: ჰიპოდამოს მილეთელი, იქტინე, კალიკრატე, მნესიკლე; ისტორიკოსები: [[თუკიდიდე]] ოლორეს ძე და [[ჰეროდოტე]] ჰალიკარნასელი; პოეტი [[პინდარე]]; მოქანდაკეები: მირონი – „დისკოს მტყორცნელის“ შემქმნელი, ათენა პალადას და ოლიმპიელი ზევსის ქანდაკებების ავტორი
+
აბდერელი, [[გორგია ლეონტინელი|გორგია]] სიცილიის ქალაქ ლეონტინიდან; ხუროთმოძღვრები: ჰიპოდამოს მილეთელი, იქტინე, კალიკრატე, მნესიკლე; ისტორიკოსები: [[თუკიდიდე]] ოლორეს ძე და [[ჰეროდოტე]] ჰალიკარნასელი; პოეტი [[პინდარე]]; მოქანდაკეები: [[მირონი (მოქანდაკე)|მირონი]] „[[დისკობოლოსი (ქანდაკება)|დისკოს მტყორცნელის]]“ შემქმნელი, ათენა პალადას და ოლიმპიელი ზევსის ქანდაკებების ავტორი ფიდიასი; ტრაგიკოსები: [[ესქილე]], [[სოფოკლე]], [[ევრიპიდე]] და პოლიტიკურ [[კომედია|კომედიების]] ავტორი [[არისტოფანე]], რომელიც პერიკლეს თანამედროვე ათენის შესახებ წერდა: „შენ ჯირკი ხარ, თუ ათენი არ გინახავს, ვირი ხარ, თუ ნახე და არ აღფრთოვანდი, ხოლო თუ ის შენი სურვილით დატოვე, მაშინ შენ აქლემი ხარ“.
ფიდიასი; ტრაგიკოსები: [ესქილე]], [[სოფოკლე]], [[ევრიპიდე]] და პოლიტიკურ [[კომედია|კომედიების]] ავტორი [[არისტოფანე]], რომელიც პერიკლეს თანამედროვე ათენის შესახებ წერდა: „შენ ჯირკი ხარ, თუ ათენი არ გინახავს, ვირი ხარ, თუ ნახე და არ აღფრთოვანდი, ხოლო თუ ის შენი სურვილით დატოვე, მაშინ შენ აქლემი ხარ“.  
+
  
 
===== საგარეო პოლიტიკა =====
 
===== საგარეო პოლიტიკა =====

მიმდინარე ცვლილება 00:35, 27 იანვარი 2026 მდგომარეობით

პერიკლეათენის პოლიტიკური მოღვაწე. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, ცნობილი ორატორი და სარდალი.

პერიკლე ათენელი სარდლის, მიკალესთან ბრძოლის გმირის ქსანტიპეს შვილი იყო. დედა ალკმეონიდი ჰყავდა კლისთენეს ძმისწული. პერიკლემ ბრწყინვალე განათლება მიიღო. მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი ათენელი პედაგოგი დამონი და ფილოსოფოსი ანაქსაგორე. მეგობრობდა ისტორიკოს ჰეროდოტესთან, სოფისტ პროტაგორესთან, მხატვარ და მოქანდაკე ფიდიასთან.

პერიკლე პირველ მეუღლეს, რომელთანაც ორი შვილი ჰყავდა, გაეყარა და შეირთო ჭკვიანი და განათლებული მილეთელი ქალი ასპაზია. იგი ათენელი ქალებივით კარჩაკეტილ ცხოვრებას არ ეწეოდა, პირიქით პერიკლეს მეგობრებთან მსჯელობდა, საუბრობდა, ფილოსოფოსი სოკრატე ასპაზიას შესახებ ამბობდა: „ამ ქალთან საუბარი ყოველთვის ახალ რაღაცას მაძლევსო“. პერიკლეს სახლი განათლებული ადამიანების შეკრების ადგილს წარმოადგენდა ათენში.

პერიკლე წარმოსადეგი, ლამაზი ვაჟკაცი იყო, შესანიშნავი ორატორი, ანტიკური ეპოქის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ათენის დემოკრატიის ბელადი. იგი გამოხატავდა ათენელი ხელოსნების, ვაჭრების, გემების მფლობელთა და წვრილ მიწისმფლობელთა ინტერესს. ეს წრეები, ათენის საზღვაო კავშირის დახმარებით, მიისწრაფოდნენ სახელმწიფოს ძლიერებისა და ათენის საზღვაო ბატონობისაკენ რათა ათენელი ხელოსნების ნაწარმი, წვრილ მიწისმფლობელთა პროდუქტები – ზეთისხილი, ღვინო უცხოეთში გაეტანათ, სანაცვლოდ მათთვის საჭირო ნედლეული – პური შემოეტანათ და მონები შემოეყვანათ.

სარჩევი

[რედაქტირება] პერიკლეს რეფორმები

ახალი დემოკრატიული რეფორმების გატარება ძვ.წ. V ს. ეფიალტემ დაიწყო და პერიკლემ გააგრძელა. ეფიალტემ ათენელ ოლიგარქოსთა ორგანო არეოპაგი კი მოსპო, მაგრამ ისინი დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ. მათ ახალი მეთაური გაუჩნდათ კიმონის სიძის, თუკიდიდე მელიასის ძის სახით. იგი ნიჭიერი ორატორი იყო და პერიკლეს სასტიკად ებრძოდა, ვიდრე ძვ.წ. 448 წ. ოსტრაკიზმით არ გააძევეს ათენიდან.

სოლონის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის თანახმად, უმაღლეს სამოხელეო თანამდებობაზე არჩევა ათენში ქონებრივი ცენზის შესაბამისად ხდებოდა. კერძოდ, უმაღლეს მოხელეებად – არქონტებად შეიძლებოდა მხოლოდ პირველი ორი ქონებრივი კლასის წევრთა (ხუთას და სამას მედიმნიანთა) არჩევა. ძვ.წ. 457 წ. პერიკლემ არქონტების თანამდებობა ხელმისაწვდომი გახადა ზევგიტებისათვისაც, ე. ი. მესამე ქონებრივ ჯგუფში შემავალ მოქალაქეთათვის. შემდეგ კი, ფაქტიურად გააუქმა სოლონის კონსტიტუცია და ქონებრივ ცენზს ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგა. ამიერიდან ათენის ყველა სრულუფლებიან მოქალაქეს, მიუხედავად მისი ქონებრივი მდგომარეობისა, შეეძლო ყველა სახელმწიფოებრივი თანამდებობის დაკავება, სტრატეგოსისა და ფინანსური კოლეგიის წევრის თანამდებობის გარდა.

ძვ.წ. 448 წ. პერიკლემ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მიზანი იყო რეალური გაეხადა თვით უღარიბესი მოქალაქეებისთვისაც სამოხელეო და თანამდებობათა დაკავების უფლება. ეს იყო სამოხელეო თანამდებობის შესრულებისათვის გასამრჯელოს დაწესება. თავდაპირველად ნაფიც მსაჯულთათვის, ე. ი. „ჰელეას“ წევრთათვის შემოიღო დღეში 2 ობოლის მიცემა. ეს თანხა უდრიდა რიგითი ათენელის დღიურ შემოსავალს. ამის შემდეგ შემოიღო ე. წ. „თეორიკონი“ ანუ სახელმწიფო ხაზინიდან თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებისათვის თანხის მიცემა უღარიბესი მოქალაქეებისათვის. ათენში თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს და მათზე დასწრება ყველა მოქალაქის მოვალეობა და ღირსების საქმე იყო. თეორიკონის გაცემა, საშუალებას აძლევდა ათენის მოსახლეობას დასწრებოდნენ ამ წარმოდგენებს, რასაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. შემდეგ დაწესდა გასამრჯელო ხუთასთა საბჭოს წევრთათვის (5 ობოლი დღეში), არქონტებისათვის (4 ობოლი), ზოგიერთი კოლეგიის წევრებისა და სახალხო კრებაზე დასწრებისათვის.

ამრიგად, თითქმის ყველა თანამდებობის შესრულებისათვის შემოღებულ იქნა გასამრჯელო, ათენის უღარიბეს მოქალაქეებსაც შეექმნათ შესაძლებლობა, რეალურად გამოეყენებინათ თავიანთი პოლიტიკური უფლება. რომელიმე თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, მათ აღარ უხდებოდათ ზრუნვა საკუთარი თავისა და ოჯახის გამოკვებისათვის. ცხადია, რეფორმებისთვის საჭირო იყო დიდი სახსრები, ამიტომაც ათენმა მიითვისა „ათენ-დელოსის კავშირის“ ხაზინა და მოკავშირეთაგან შემოსულ ფოროსს უკონტროლოდ ხარჯავდა.

პერიკლეს დროს ათენი საბერძნეთის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. ეს გარემოება და ათენელ მოქალაქეთა ფართო პოლიტიკური უფლებები იზიდავდა სხვა პოლისების მოქალაქეებს. ათენისკენ მიისწრაფოდნენ ყველა პროფესიის და საზოგადოებრივი ფენის ადამიანები, რომლებიც ყოველნაირად (ცდილობდნენ ათენის მოქალაქეები გამხდარიყვნენ და ზიარებოდნენ აქაურ მოქალაქეთა ესოდენ შეუზლღუდველ პოლიტიკურ უფლებებს. ეს სწრაფვა იმდენად დიდი იყო, რომ ათენელი ხელისუფალნი იძულებულნი იყვნენ შეეზღუდათ უცხოელებისათვის მოქალაქეობის მინიჭება. ათენელ მოქალაქეთა რიცხვის ზრდა გააძნელებდა მათთვის გასამრჯელოს, თეორიკონის, იაფი კრედიტისა და უფასო პურის გაცემას.

ძვ.წ. 445 წ. პერიკლემ გაატარა კანონი, რომლის ძალით სრულუფლებიან ათენელ მოქალაქედ ითვლებოდა მხოლოდ ის, ვისი მშობლებიც ათენში იყვნენ დაბადებულნი. ეს უსპობდა უცხოელებს ათენის მოქალაქეობის მიღების საშუალებას; უფრო მეტიც, ამ კანონით საკმაოდ ბევრმა ათენელმა დაკარგა მოქალაქეობა; რამდენადაც საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევა, როცა ათენელებს მშობლები ათენში არ ჰყავდათ დაბადებული.

ძვ.წ. 444 წ. ეგვიპტის მეფე ფსამეტიქემ ათენის დემოსს საჩუქრად გამოუგზავნა 40.000 მედიმნი ხორბალი, რომელიც უსასყიდლოდ უნდა განაწილებულიყო ათენელ მოქალაქეთა შორის. სახალხო კრების სახელზე შევიდა მრავალი საჩივარი, რომელშიაც მხილებულ იქნენ ის ათენელები, რომელთაც ერთ-ერთი მშობელი არაათენელი ჰყავდათ. როდესაც ამ საჩივრების საფუძველზე ათენის სასამართლომ დააზუსტა ათენელთა მოქალაქეობა, რამდენიმე ათას კაცს ჩამოერთვა ეს უფლება. ამის შედეგად შემცირდა პურის მიმღებთა რიცხვი, სამაგიეროდ გაიზარდა დასარიგებელი ულუფა. მაშასადამე, ათენის დემოკრატია არ უშვებდა მოქალაქეთა რიცხვის ზრდას, პირიქით, ცდილობდა შეეზღუდა იგი, რათა მონებისა და მოკავშირეთა ექსპლუატაციის გზით მიღებული სახსრები ზედმეტად არ დახარჯულიყო და არ მომხღარიყო ათენელი მოქალაქესათვის განკუთვნილი სახელმწიფო გამოსაღების შემცირება.

ათენში პერიკლეს დროს სახალხო კრება ანუ ეკლესია წარმოადგენდა უმაღლეს საკანონმდებლო, სასამართლო და პოლიტიკურ ორგანოს, ესწრებოდნენ მხოლოდ სრულუფლებიანი ათენელი მოქალაქეები 20 წლის ასაკიდან. იქ იხილავდნენ ომის, ზავის, ლაშქრის, საზღვაო ძალების, დიპლომატიურ, სამშენებლო საკითხებს, აგრეთვე ახალი მოქალაქეების მიღება-არმიღებას. ათენში ყველაზე დემოკრატიული დაწესებულებები იყო: სახალხო კრება, ხუთასთა საბჭო ანუ ბულე და მსაჯულთა სასამარლო – ჰელეა. პერიკლეს დროიდან მნიშვნელოვან ორგანოდ გადაიქცა სტრატეგოსთა კოლეგია, რომელიც კლისთენეს დროს შეიქმნა და ბერძენ-სპარსელთა ომების დროს მნიშვნელოვან ორგანოდ იქცა. სტრატეგოსთა კოლეგია უშუალოდ ხელმძღვანელობდა ათენის სახელმწიფო და საზლვაო ძალებს და რაც მთავარია, ჩამოყალიბების დღიდან ხელმძღვანელობდა ათენის საზღვაო კავშირს.

ათენში ყველა თანამდებობაზე არჩევა კენჭისყრით ხდებოდა. სტრატეგოსების, ხაზინადართა კოლეგიაში არჩევა წარმოებდა საჯარო ხმის მიცემით. სტრატეგთა კოლეგია ხელმძღვანელობდა ათენის ჯარს, ფლოტს, საზღვრების დაცვას, სიმაგრეების მშენებლობას, ნავსადგურების გაფართოებასა და კეთილმოწყობას. ყველა თანამდებობისათვის დაწესდა ფულადი გასამრჯელო, გარდა სტრატეგოსებისა, რადგანაც ამ თანამდებობაზე ირჩევდნენ მატერიალურად უზრუნველყოფილ ათენელ მოქალაქეებს, სტრატეგოსების ხელში იყო სახელმწიფოს ადმინისტრაციული, აღმასრულებელი და სამხედრო ხელისუფლება. ისინი განაგებდნენ ათენის საგარეო პოლიტიკასაც, მაგრამ ათენელი სტრატეგოსები ათენის სახალხო კრების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ვალდებულნი იყენენ სისტემატურად ჩაებარებინათ ანგარიში თავის საქმიანობაზე. თუ ანგარიში სახალხო კრებას არ აკმაყოფილებდა, მას უფლება ჰქონდა სტრატეგოსი სამსახურის ვადის გასვლამდე გადაეყენებინა და ახალი სტრატეგოსი აერჩია. თითოეული სტრატეგოსი არჩევამდე სახალხო კრებაზე თავისი პიროვნების დახასიათებას იძლეოდა: რომ მშობლების პატივისმცემელია, სახელმწიფო სამხედრო სავალდებულო სამსახურს და ფინანსურ ვალდებულებას პირნათლად შეასრულებს და ა.შ. თუ მის ნათქვამს მსაჯულთა სასამართლო დაადასტურებდა, ამის შემდეგ მას ხმის უმრავლესობით ირჩევდნენ. პერიკლე სტრატეგოსთა კოლეგიის წევრი იყო ძვ.წ. 461-444 წწ., ხოლო მთავარი სტრატეგოსის თანამდებობა ეკავა ძვ.წ. 444-429 წ.

იმისათვის, რათა ათენის კანონები ხშირად არ შეცვლილიყო, შემოღებული იქნა წესი „გრაფე პარანომონ“, რაც ნიშნავდა „უკანონობაზე საჩივარს“, ახალ კანონპროექტს სახალხო კრება ეცნობოდა და საკითხის შესასწავლად მსაჯულთა სასამართლოს – ჰელეას გადასცემდა, მსაჯულთა სასამრთლო აწყობდა ამ ახალ კანონპროექტის განხილვას და შესაცვლელი ძველი კანონის გასამართლებას, რომლის დამცველად გამოდიოდნენ კანონპროექტის ავტორები, რომლებსაც უნდა დაემტკიცებინათ თავიანთი კანონის უპირატესობა. თუ ახალი კანონით ძველი კანონი შეიცვლებოდა, ძველი კანონის ავტორი ჯარიმდებოდა. თუ ამ კანონის გამართლების დროს ახალ კანონპროექტს დაიწუნებდნენ, ამდენი ხალხის გაცდენისათვის, ავტორი თავისი ქონებითა და სიცოცხლით აგებდა პასუხს.

ყოველი წლის 11 ივლისს სახალხო კრებაზე ისმებოდა კითხვა: სურს თუ არა ვინმეს ძველი მოქმედი კანონები გადაათვალიეროს. თუ სახალხო კრება თანახმა იყო, მაშინ ძველი და ახალი კანონების გადათვალიერება ხდებოდა. თითოეული მიღებული ძველი და ახალი კანონპროექტი ხუთასთა საბჭოს გადაეცემოდა სარედაქციოდ. რედაქტირებული კანონპროექტი გადაეცემოდა სახალხო კრებას და ხუთასთა საბჭოს კენჭის საყრელად. ამ კანონის ტექსტი მოქალაქეებს ეძლეოდათ გასაცნობათ, რის შემდეგ ეს კანონი მიღებული უნდა ყოფილიყო.

[რედაქტირება] ათენის აღდგენითი სამუშაოები

სპარსელების შემოსევისას ათენი ააოხრეს, მის აღდგენას ცდილობდა კიმონი და ბევრი რამ გააკეთა ამისათვის, პერიკლეს დროს კი ფართო მასშტაბით გაიშალა აღდგენითი სამუშაოები. მას სურდა ქალაქის გამშვენიერება და ათენელ ღარიბ ხელოსნებისათვის სამუშაოს მიცემა. პერიკლემ თავისუფალთა ინტერესებისათვის მშენებლობაში მონაწილე მონების რიცხვი 20% განსაზღვრა. პირეოსის და ფალერონის ნაგსადგურები მაღალი ქვითკირის კედლებით გაამაგრა და ასეთივე კედლებით ათენს დაუკავშირა. ასე განახორციელა მან თემოსტოკლეს ოცნება. პირეოსის ნავსადგური ჰიპოდამოს მილეთელმა სწორკუთხოვან უბნებად და სწორ ქუჩებად დაგეგმა და საბერძნეთში მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქცია.

პერიკლეს დროს აღადგინეს სპარსელების მიერ დანგრეული ერეხთეიონის ტაძარი, ხოლო მათზე გამარჯვების აღსანიშნავად აკროპოლისზე ააგეს თეთრი მარმარილოს სვეტებიანი ათენა ნიკას ტაძარი. ხუროთმოძღვრების იქტინოსის და კალიკრატეს ხელმძღვანელობით დორიულ სტილში ძვ.წ. 447-438 წწ. აშენდა პართენონის ტაძარი, რომელშიც დაიდგა ათენა პალადას სპილოს ძვლის ქანდაკება, შექმნილი ცნობილი მოქანდაკე ფიდიასის მიერ. შესანიშნავი იყო აკროპოლისზე ასასვლელი მარმარილოს სვეტებიანი ხეივანი პროპილეუმი. რომელიც ხუროთმოძღვარმა მნესიკლემ ააგო და მხოლოდ პელოპონესის ომის დროს დამთავრდა. აკროპოლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ.წ. 442 წ. შეიქმნა მუსიკალური შეჯიბრების დარბაზი ოდეონი (მას თესეონსაც უწოდებენ).

[რედაქტირება] ათენი – კულტურის ცენტრი

პერიკლეს დროს დიდი ყურადღება ექცეოდა ახალგაზრდების აღზრდას. ათენელებს სათნოების მთავარ თვისებად მიაჩნდათ მამაცობა, გულმართლობა, კეთილმსახურება, ზომიერება, სხეულის ვარჯიში და წერა-კითხვა. ათენი ელადის კულტურის ცენტრი იყო, სადაც პერიკლეს დროს მოღვაწეობდნენ ფილოსოფოსები: ანაქსაგორე, სოკრატე, დემოკრიტე აბდერელი; სოფისტები: პროტაგორე აბდერელი, გორგია სიცილიის ქალაქ ლეონტინიდან; ხუროთმოძღვრები: ჰიპოდამოს მილეთელი, იქტინე, კალიკრატე, მნესიკლე; ისტორიკოსები: თუკიდიდე ოლორეს ძე და ჰეროდოტე ჰალიკარნასელი; პოეტი პინდარე; მოქანდაკეები: მირონი – „დისკოს მტყორცნელის“ შემქმნელი, ათენა პალადას და ოლიმპიელი ზევსის ქანდაკებების ავტორი ფიდიასი; ტრაგიკოსები: ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე და პოლიტიკურ კომედიების ავტორი არისტოფანე, რომელიც პერიკლეს თანამედროვე ათენის შესახებ წერდა: „შენ ჯირკი ხარ, თუ ათენი არ გინახავს, ვირი ხარ, თუ ნახე და არ აღფრთოვანდი, ხოლო თუ ის შენი სურვილით დატოვე, მაშინ შენ აქლემი ხარ“.

[რედაქტირება] საგარეო პოლიტიკა

პერიკლეს დროს საგარეო პოლიტიკა აგრესიული, დაპყრობითი ხასიათისა იყო. ათენი მიისწრაფოდა თავისი გავლენის გავრცელებისაკენ შავი ზღვისა და სიცილია-იტალიის მიდამოებში, რათა მთელ ბერძნულ სამყაროში უპირატესობა მოეპოვებინა როგორც კი ძვ.წ. 449 წ. კალიასის ზავი იქნა დადებული სპარსეთთან, ათენელებმა თავიანთი კლერუხები გაიყვანეს თრაკიის ხერსონესში, თრაკიის სტრიმონის შესართავთან და მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. ათენი მოკავშირეების განდგომას სასტიკად ებრძოდა, როდესაც კუნძულ სამოსზე მმართველ ოლიგარქებს ათენისადმი მტრული განწყობა შეამჩნიეს, პერიკლემ ისინი გადააყენა და მათ მაგიერ სამოსელი დემოკრატები დანიშნა. პერიკლეს უშუალო ინიციატივით ძვ.წ. 443 წ. სამხრეთ იტალიაში სიბარისის ადგილას შეიქმნა ათენელების ახალშენი თურიე, რომელიც იტალიაში დიდი საბერძნეთის ელინთა ცენტრად უნდა ქცეულიყო. ამ ახალშენის დამაარსებლებს შორის იყვნენ ფილოსოფოსები ემპიდოკლე აკარნანელი, პროტაგორე აბდერელი და ჰეროდოტე ჰალიკარნასელი. ქალაქი თურიეს არქიტექტურა ეკუთვნოდა ცნობილ ხუროთმოძღვარს ჰიპოდამას, მაგრამ პერიკლეს იმედი არ გამართლდა, ოლიგარქიული გადატრიალების შემდეგ თურიე ათენის მტრების მხარეზე აღმოჩნდა.

პერიკლეს მოკავშირეები იყვნენ კუნძულები: ზაკინთოსი, კერკირა, სიცილიის ქალაქებიდან: სეგესტა, ლეონტინი და იტალიის ქალაქები: რეგია და ნეაპოლი. ასე გაიკვლია „ათენის საზლვაო კავშირმა“ სავაჭრო გზა დიდი საბერძნეთისაკენ, რაც დიდ უკმაყოფილებასა და შიშს იწვევდა სპარტასა და კორინთოში, რომელთა სავაჭრო ინტერესები დაკავშირებული იყო დიდი საბერძნეთის ბერძნულ პოლისებთან. პელოპონესის მოკავშირე მეგარას, სპარტასთან ჰქონდა კონფლიქტი, რომელშიც ათენი ჩაერია; ათენის დახმარებით მეგარა გამოვიდა პელოპონესის კავშირიდან და „ათენის საზლვაო კავშირში“ შევიდა. ათენმა მეგარა სიმაგრეებითა და გალავნით გაამაგრა და სალონიკის ყურეში მდებარე ნავსადგურ ნისეას დაუკავშირა. ამით მეგარა ხმელეთიდან მიუდგომელ სიმაგრედ იქცა.

ათენელებმა მეგარაში და მის ნავსადგურში თავიანთი ჯარები ჩააყენეს. ასე გაბატონდა ათენი ისთმოსის მიდამოებში და მეტად საშიში გახდა არა მარტო სპარტის, არამედ მისი მოკავშირეებისთვისაც. ათენელებმა თავიანთი ძველი მეტოქე კუნძული ეგინა დაიპყრეს. სპარტა კი ვერ ახერხებდა ათენისათვის წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ითომზე აჯანყებულ ჰილოტების გამო მთელი თავისი ძალები მესენიაში ჰყავდა თავმოყრილი. ათენელების შუამდგომლობის წყალობით, ძვ.წ. 457 წ. მეამბოხე ჰილოტები სპარტამ მესენიიდან გაასახლა. ამის შემდეგ, რაღაც უმნიშვნელო მიზეზის გამო, სპარტის მეფე ნიკომედე ჯარებით შუა საბერძნეთში შეიჭრა და ტანაგრასთან ათენელები დაამარცხა, მაგრამ, ამ ბრძოლაში სპარტელებიც ძალიან დაზარალდნენ, ბევრი მეომარი დაეხოცათ და ატიკაში შესვლა ვერ მოახერხეს. ამით ისარგებლეს ათენელებმა და სპარტელები ენოფიტთან დაამარცხეს, ამის შემდეგ ათენმა ბეოტიაში თავისი ბატონობა აღადგინა. სპარტელთა ერთგული კი იქ მხოლოდ ქალაქი თებე დარჩა.

ათენელები ისე გათამამდნენ, რომ ააოხრეს პელოპონესის ჩრდილო სანაპირო და ქალაქი ტრეზენაც დაიპყრეს. ასე მიაღწია ათენმა უსაზღვრო ძლიერებას ზღვასა და ხმელეთზე, თუმცა ზომიერების შეგრძნება დაკარგა და დაიწყო სპარსეთისა და ეგვიპტის შინაურ საქმეებში ჩარევა ამიტომაც ორივე ფლოტი დაკარგა ნილოსის დელტის მიდამოებში. სპარსელების მიერ ორი ფლოტის განადგურებამ, მათი საბერძნეთში შემოჭრის შიში აღძრა და ამ საბაბით „ათენის საზღვაო კავშირის” ხაზინა კუნძულ დელოსიდან ათენის აკროპოლისში გადაიტანეს.

პერიკლემ გაძევებული მოხუცი კიმონი გადასახლებიდან დააბრუნა და სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა, რომელმაცბ ეს დავალება ბრწყინვალედ შეასრულა: კუნძულ კვიპროსთან ძვ.წ. 449 წ. სპარსთა დიდი ფლოტი საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა და კუნძული სპარსელებს წაართვა, მაგრამ ამ ბრძოლაში კიმონი სასიკვდილოდ დაიჭრა და მალე გარდაიცვალა. ბერძნების წარმატებით შეშინებულმა სპარსეთმა, ძვ.წ. 449 წ. ე. წ. კალიასის ზავით, მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა და მცირე აზიის ბერძნული პოლისების დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შემდეგ სპარსეთმა შეწყვიტა ყოველგვარი მტრული მოქმედება ბერძნების წინააღმდეგ.

ძვ. წ. 448 წ. ბერძენ-სპარსელთა ომის დამთავრების შემდეგ, პერიკლემ მოინდომა ბერძნული სახელმწიფოების ყრილობის მოწვევა, რათა აღდგენილიყო ომის დროს განადგურებული ტაძრები. ყრილობის მოწვევას წინ აღუდგა სპარტა და ჩაშალა იგი. თანაც მისი წაქეზებით ბეოტიელმა ოლიგარქებმა ქერონეაში ათენელთა სამხედრო ძალები გაანადგურეს. აჯანყების შედეგად გადარჩენილი ათენელთა გარნიზონის განადგურების შემდეგ, მეგარა პელოპონესის კავშირში დაბრუნდა. ოლიგარქიული გადატრიალება მოხდა კუნძულ ევბეაზეც. ათენმა ევბეელი ოლიგარქები დაამარცხა და კუნძულიდან გააძევა, მათ მიწებზე კი ათენელი კლერუხები დაასახლა.


[რედაქტირება] წყარო

ძველი საბერძნეთის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები