ბეჰემოტი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:05, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოერისი

ბეჰემოტი – როგორც ნილოსის ერთ-ერთი საშიში ბინადარი, გაღმერთებული იყო უძველესი დროიდან. წინადინასტიურ ეგვიპტეში ბეჰემოტი ცხოველური დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ ელემენტს წარმოადგენდა. ამავე დროით თარიღდება ბეჰემოტის სახის მრავალი ამულეტი. დინასტიურ პერიოდში მისი პოპულარობა კლებულობს. ჰეროდოტეს ცნობით, ის საკრალურ ცხოველად მხოლოდ პაპრემისის ნომში (დასავლეთ დელტაში) ითვლებოდა, თუმცა პტოლემაიოსების დროით დათარიღებულ ფაიუმის პაპირუსში თეთრი ბეჰემოტი ხატხორის ერთ-ერთ გამოვლინებად არის მიჩნეული. ამავე დროს მას ოქსირინხოსშიც ეთაყვანებოდნენ. გვიანდელ პერიოდში ბეჰემოტის ამულეტებს ჩვეულებრივ სარდიონისაგან ამზადებდნენ. სარდიონის მოწითალო ფერი შესაძლოა ეთანხმება ედფუს ტაძრის კედლებზე მოთავსებულ მითს ხორის შესახებ, რომელსაც სეტხი ბეჰემოტის სახით ებრძვის. წითელი ფერი ეგვიპტეში უდაბნოს, სეტხის და მტრის ფერად იყო მიჩნეული. იმავდროულად, ბეჰემოტის სახე ჰქონდა ქალღმერთ თოერისს, რომელიც მშობიარე ქალების მფარველად ითვლებოდა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები