მოაბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მოაბ-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოაბი - ბიბლიური ქვეყანა, რომელსაც მდინარე იორდანის სამხრეთ დინებიდან მკვდარ ზღვამდე იყო გადაჭიმული. სამხრეთიდან ედომს ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთიდან ამონიტელებს.

მოაბის ისტორიის მთავარი წყარო ბიბლიაა, სადაც დიდი მნიშვნელობა ეძლევა მოაბისა და ისრაელის ურთიერთობას. ბიბლიის გარდა თვითონ მოაბიტური ისტორიული დოკუმენტი მხოლოდ ერთია შემორჩენილი, „მოაბის (მეშას) ქვა“. ქვაზე წარწერაა მოაბის მეფის, მეშას შესახებ, რომელმაც ძვ.წ. IX საუკუნეში გამარჯვება მოიპოვა ისრაელზე.

ებრაელები და მოაბიტელები ერთმანეთის მონათესავე ხალხები იყვნენ. ბიბლიის მიხედვით მოაბიტელები და ამონიტელები ლოტის, აბრაამის ძმისშვილის შთამომავლები იყვნენ. მოაბიტური ენა, როგორც „მეშას ქვიდან“ ირკვევა ძალიან ჰგავდა ებრაულს. მოაბის სამეფოს რელიგია, ისევე როგორც მაშინდელი მსოფლიოს ყველა ხალხებისა (ებრაელების გარდა) წარმართობა, კერპთაყვანისცემა იყო, ხოლო მთავარი ღმერთი ხემოში.

ჩვეულებრივ მოაბიტელები და ებრაელები სულ ომობდნენ, მაგრამ იყო ერთი მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ბიბლიაში, რუთის წიგნშია მოთხრობილი. რუთი მოაბიტელი ქალი იყო, რომელიც ებრაელ დიდებულს გაჰყვა ცოლად. სწორედ რუთის შთამომავალი იყო მეფე დავითი, ისრაელის მეფე.

ბიბლიაში მოაბიტელების სახელი უფრო ადრე, გამოსვლის წიგნშია ნახსენები. როდესაც მოსეს ებრაელები უდაბნოს გავლით მიჰყავდა ქანაანში, მოაბის მეფე ბალაკი მათ წინააღმდეგ გამოვიდა და წინასწარმეტყველ ბაალამი მოიწვია, რათა მას ისრაელიანები დაეწყევლა.

მსაჯულთა პერიოდში მოაბელები ხშირად მტრობდნენ ებრაელებს, სანამ ებრაელმა აოდმა მათი მეფე, ეგლონი (ყეგლონი) არ მოკლა.

ისრაელის სამეფოს პერიოდში მოაბელები ისევ განაგრძობდნენ ებრაელების მტრობას მანამ, სანამ საულმა სასტიკად არ დაამარცხა ისინი, დავითმა კი თავის მოხარკეებად არ აქცია. როდესაც ისრაელის ერთიანი სამეფო დაიშალა მოაბმა განთავისუფლება მოახერხა, თუმცა ერთი პერიოდი მეფე ომრის დროს ისინი ისევ ისრაელის სამეფოს მოხარკეები გახდნენ. ომრის ვაჟის, აქაბის დროს მოაბელები აჯანყდნენ მეფე მეშას მეთაურობით და ისრაელიანების ხარკი მოიშორეს (სწორედ ესაა აღწერილი „მოაბის ქვაზე“). არის ვარაუდი იმის შესახებ, რომ იერობოამ II-მ ისევ მოახერხა მათი დამორჩილება.

როდესაც ისრაელის სამეფო დაეცა (ძვ.წ. 722 წ.), მოაბი განთავისუფლდა და დამოუკიდებლობა აღიდგინა, თუმცა დაახლოებით 200 წლით. იერუსალიმის დაცემის შემდეგ მოაბის ტერიტორია ჯერ ბაბილონისა და შემდეგ სპარსეთის ლუკმა შეიქმნა. სწორედ იმ პერიოდიდან ქრება მათი სახელი ისტორიაში.


მოაბ, სიავი სასოებისა ჩემისაი, იდუმიადმდე აღვიკუართენ ხამლნი ჩემნი, მე უცხო თესლნი დამემორჩილნეს. (ფსალ.107,9)


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები