ცხენოსნობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ცხენოსნობა საქართველოში)
 
ხაზი 15: ხაზი 15:
 
ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ [[საქართველო]] მხედრული ტრადიციების ქვეყანა იყო, სადაც გავრცელებული იყო ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, [[ჯირითი]] და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს [[ბალთა|ბალთებზე]] შემორჩენილი გამოსახულებები,  ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთში]], ნაოხვამუში აღმოჩენილი  ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის  მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში არ  ჰყოლიათ ბადალი.
 
ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ [[საქართველო]] მხედრული ტრადიციების ქვეყანა იყო, სადაც გავრცელებული იყო ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, [[ჯირითი]] და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს [[ბალთა|ბალთებზე]] შემორჩენილი გამოსახულებები,  ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთში]], ნაოხვამუში აღმოჩენილი  ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის  მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში არ  ჰყოლიათ ბადალი.
 
[[ფაილი:Izabel verti.jpg|thumb|იზაბელ ვერტი (გერმანია)]]
 
[[ფაილი:Izabel verti.jpg|thumb|იზაბელ ვერტი (გერმანია)]]
რომაელი ისტორიკოსის დონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ [[დღესასწაული|დღესასწაულთან]] დაკავშირებით, იბერთა მეფე [[ფარსმან მეორე ქველი|ფარსმან ქველი]] თანმხლებ წარჩინებულებთან  ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. [[ქართველები|ქართველთა]]  ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის  ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, [[მარსი]]ს მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ. ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“. მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – არქანჯელო ლამბერტიმ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო კასტელმა. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა [[მეგრული ცხენი|მეგრული]] და [[თუშური ცხენი|თუშური ჯიშის ცხენები]]ს მოშენებამ. [[თუშეთი|თუშეთში]] ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების [[ჭენება]], [[სამეგრელო]]ში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი.   
+
რომაელი ისტორიკოსის დონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ [[დღესასწაული|დღესასწაულთან]] დაკავშირებით, იბერთა მეფე [[ფარსმან მეორე ქველი|ფარსმან ქველი]] თანმხლებ წარჩინებულებთან  ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. [[ქართველები|ქართველთა]]  ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის  ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, [[მარსი]]ს მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ. ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“. მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – [[არქანჯელო ლამბერტი]]მ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო კასტელმა. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა [[მეგრული ცხენი|მეგრული]] და [[თუშური ცხენი|თუშური ჯიშის ცხენები]]ს მოშენებამ. [[თუშეთი|თუშეთში]] ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების [[ჭენება]], [[სამეგრელო]]ში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი.   
 
[[ფაილი:Rainer klimke.jpg|thumb|რაინერი კლიმკე  (გერმანია)]]
 
[[ფაილი:Rainer klimke.jpg|thumb|რაინერი კლიმკე  (გერმანია)]]
 
ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ. [[აჭარა]]ში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად  იმარჯვებდნენ კიდეც.
 
ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ. [[აჭარა]]ში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად  იმარჯვებდნენ კიდეც.

მიმდინარე ცვლილება 00:42, 31 აგვისტო 2023 მდგომარეობით

ძველბერძნული ბარელიეფი. მარმარილო. 125 წელი

ცხენოსნობა — ცხენ-მხედართა სპორტული შეჯიბრება სხვადასხვა დისციპლინაში (ხედნილობა, კონკური, სამჭიდი, მარულა, დოღი და სხვ.)

სარჩევი

[რედაქტირება] ისტორია

დონ კრისტოფორი დე კასტელი. ცხენოსანი ამორძალი. XVI საუკუნე
წარწერის ტექსტი

სავარაუდოდ, ცხენი მოიშინაურეს ძვ.წ. მეოთხე-მესამე ათასწლეულში შუა აზიასა და ირანში. შუა და სამხრეთ ევროპაში შინაური ცხენი მესამე-მეორე ათასწლეულში გამოჩნდა. ცხენს იყენებდნენ გამწევ ძალად, სატრანსპორტო და საბრძოლო საშუალებად. ეტლებით რბოლა, დოღი და პირველი ცხენოსნური თამაშები გავრცელდა ძვ.წ. 2700-იანი წლებიდან. ეტლებით რბოლა განსაკუთრებით პოპულარული იყო ძველ რომსა და საბერძნეთში. ძვ.წ. 680 წლიდან ჩვ.წ. 393 წლამდე ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა. იპოლოგიის შესახებ თიხის ფირფიტებზე შესრულებული უძველესი ჩანაწერები ძვ.წ. VII ს. განეკუთვნება და ჩვენამდე მოღწეულია კიკია ხურიტელის ტრაქტატის სახელწოდებით. აქ აღწერილია ხეთური ცხენის ხედნის, წვრთნისა და მოვლის წესები. იმ პერიოდის ცნობების მიხედვით, ხეთებისა და სუბარების ცხენოსნური ოსტატობა მაყურებელთა აღტაცებას იწვევდა ძვ.წ. 400 წელს შექმნილი მეორე მნიშვნელოვანი იპოლოგიური ნაშრომი – „ცხენოსნობის ხელოვნების შესახებ“ – ქსენოფონტეს ეკუთვნის, თავად ქსენოფონტე კი კლასიკური ცხენოსნობის ფუძემდებლად ითვლება. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ შესანიშნავი მხედრები ყოფილან ალექსანდრე მაკედონელი, პლუტარქე, პომპეუსი, ჰორაციუსი და სხვა ცნობილი ადამიანები.

ხედნილობა

ცხენოსნობის განვითარებაში ინდოევროპელებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით აზიის მომთაბარე ხალხებს. მონათმფლობელურ და ფეოდალურ სამყაროში ცხენოსნობა მმართველი კლასის პრივილეგია იყო, ცხენებით ნადირობა და ცხენოსნური შეჯიბრებები რაინდთა საყვარელ გართობად ითვლებოდა. გამუდმებული ომების ეპოქაში ცხენოსნობას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ ცხენის ხედნასთან ერთად ყურადღება ექცეოდა მისი ბუნებრივი თვისებების – სისწრაფის, გამძლეობისა და მოქნილობის განვითარებას. ევროპაში სპორტული დანიშნულების პირველი ცხენოსნური საწვრთნელი სკოლები XVI საუკუნეში გაჩნდა. შემდეგ ფართოდ გავრცელდა იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში. სახელი გაითქვეს ნეაპოლის, მადრიდის, ვერსალის, ვენის ცხენოსნურმა სკოლებმა. ვენის სკოლა პირველად მოხსენიებულია 1572 წლის წერილობით წყაროებში.

კონკური

თანამედროვე ცხენოსნობის ფუძემდებლებად ითვლებიან XVII-XIX საუკუნეების ცნობილი ოსტატები, ფრანგები – ფრანსუა ბოშე, დ’ორი და ლ’ოტი, გერმანელი გუსტავ შტაინბრეხტი, ავსტრიელი მაქს პიტერ ვეიროტერი და სხვები. იმ პერიოდში, როცა კონტინენტურ ევროპაში ცხენის გაწვრთნის და მართვის ტექნიკას ხვეწდნენ, ინგლისში გავრცელდა დოღი და სტიპლ-ჩეიზი, რასაც ხელი შეუწყო XVII საუკუნის მეორე ნახევარში, კარლ II-ის მმართველობის წლებში, წმინდა სისხლის საჭენაო ცხენის გამოყვანამ. 1750 წელს ინგლისში სამეფო ცხენსაშენის ბაზაზე დაარსდა ჟოკეი-კლუბი, რომელიც დოღების მთავარ ორგანიზატორად და კანონმდებლად იქცა. მისი წესები და პირობები მისაღები აღმოჩნდა წმინდა სისხლის ცხენების მომშენებელი ევროპული ქვეყნებისთვის. XIX საუკუნეში საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა და ბელგიაში გაიხსნა კონკურის სკოლები, სადაც მხედრებს დაბრკოლებათა გადალახვას ასწავლიდნენ და შეჯიბრებებისთვის ამზადებდნენ. იმავე პერიოდში აზიაში, ევროპასა და ამერიკაში ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ცხენოსნური თამაშების განვითარებისათვის. ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ანტიკურ ოლიმპიურ თამაშებზე 4-ცხენიანი ეტლებით რბოლა პირველად ჩატარდა ძვ. წ. 680 წელს, ძვ. წ. 648 წლიდან კი იმართებოდა ცხენოსნური დოღი. თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებზე ცხენოსნობის დებიუტი 1900 წელს პარიზში შედგა. პროგრამაში 3 ოლიმპიური დისციპლინა შევიდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბელგიელი ემე ჰეგემანი (კონკური). მომდევნო თამაშებში ცხენოსანთა შეჯიბრება საერთოდ არ გამართულა, 1908 წლის ოლიმპიადის სარბიელზე მედლებისთვის მხოლოდ ცხენბურთელები იბრძოდნენ. სხვადასხვა დროს ოლიმპიურ პროგრამაში შედიოდა სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა, პოლო და ვოლტიჟირება (ფიგურული ცხენოსნობა). 1948 წლიდან საბოლოოდ დადგინდა ოლიმპიური სახეობები: ხედნილობა (ცხენის გაწვრთნა), კონკური და ცხენოსნური სამჭიდი.

[რედაქტირება] ცხენოსნობა საქართველოში

საველე გამოცდა

ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ საქართველო მხედრული ტრადიციების ქვეყანა იყო, სადაც გავრცელებული იყო ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთებზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური სამარხები, კოლხეთში, ნაოხვამუში აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში არ ჰყოლიათ ბადალი.

იზაბელ ვერტი (გერმანია)

რომაელი ისტორიკოსის დონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით, იბერთა მეფე ფარსმან ქველი თანმხლებ წარჩინებულებთან ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ. ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“. მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – არქანჯელო ლამბერტიმ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო კასტელმა. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი.

რაინერი კლიმკე (გერმანია)

ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ. აჭარაში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდეც.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძველი ქართული მხედრული ტრადიციები განავითარეს რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა კავალერისტებმა, მათ შორის გიორგი და კონა ერისთავებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, გრიგოლ და ილია ორბელიანებმა, იასონ ჭავჭავაძემ, ივანე ამილახვარმა და სხვებმა. თბილისში იპოდრომები მოეწყო დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და ამერიკაში იმოგზაურეს გურულმა მხედრებმა და თავიანთი ხელოვნებით აღაფრთოვანეს იქაური მაყურებელი. 1912 წელს ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიგო კონსტანტინე ავალიშვილმა, რომელიც ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო.

1920-იანი წლებიდან ეროვნული სახეობების პარალელურად განვითარდა ცხენოსნობის ე.წ. კლასიკური სახეობები. 1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი. თბილისის კლუბ „ოსოვიახიმში“ გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექცია, სადაც მწვრთნელებად მუშაობდნენ მ. ჭავჭავაძე და შ. მაჩაბელი. მოგვიანებით, კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობით სპორტსაზოგადოება „სპარტაკის“ ბაზაზე შეიქმნა პირველი საცხენოსნო სკოლა. კლასიკურ სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალია როგებმა, მათი საქმე კი ნაყოფიერად გააგრძელეს რევაზ კორძაიამ, რევაზ მანჯავიძემ, დიმიტრი წვერავამ, შოთა აფციაურმა და სხვებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახშირდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სენაკის, გუდაუთის, ოჩამჩირის, სოხუმის, გალის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, წალენჯიხის, ქობულეთის, სიღნაღის ცხენოსნები. საქართველოს არაერთ ქალაქსა და რაიონში მოეწყო იპოდრომები და სპეციალური მოედნები. სპორტული სკოლები გაიხსნა გუდაუთაში, სოხუმში, ზუგდიდში, გალსა და ჩოხატაურში. საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კ. მიქელაძემ, ბ. დადიანმა, ე. ერისთავმა, გ. ივანიძემ, ფ. მჭედლიშვილმა, გიორგი ქიქავამ, კ. ხარებავამ, ი. ჩალიმ, დ. კანკავამ, ს. დარასელიამ, მიხეილ მაისეევჩერკასკიმ, ვ. ჯგერენაიამ, ი. კიზირიამ, ვ. მაქაცარიამ, შ. ჭურღულიამ, გ. ჩხიკვაძემ, ვ. ლაშქარავამ, ჭ. კვარაცხელიამ, გ. გამზარდიამ, დ. ხოფერიამ, ლ. ჯაიანმა და სხვებმა.

მდიდარი ცხენოსნური ტრადიციების მიუხედავად, კლასიკურ სახეობებში საქართველოს მხედართა წარმატებები მხოლოდ საბჭოური შეჯიბრებებით შემოიფარგლა. სხვადასხვა დროს სსრ კავშირის ჩემპიონები იყვნენ ნატალია როგე-ვასილიევა, ზალატისკა ანშბა, ანატოლი დოლჟენკო, ავთანდილ კიკიანი და ხარლამ სიმონია. სახელი გაითქვეს აგრეთვე მურად ძიძიგურმა, ოთარ ხაინდრავამ, შოთა აფციაურმა, ალექსანდრე დგებუაძემ და სხვებმა.

ბოლო წლებში საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით გამოდის შალვა გაჩეჩილაძე, რომელმაც კონკურში (წინაღობების გადალახვა) არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო. მონაწილეობდა ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირში (2011).

[რედაქტირება] წესები

ცხენოსნობის კლასიკური სახეობებია: ხედნილობა (ცხენის გაწვრთნა), კონკური (დაბრკოლებათა გადალახვა) და სამჭიდი. ხედნილობაში ოფიციალური შეჯიბრებები ტარდება ქვიშით მოფენილ, სწორი ზედაპირის მქონე მანეჟზე, რომლის ზომებია 60X20 მ. მანძილი მანეჟსა და მაყურებელს შორის უნდა იყოს სულ მცირე 20 მ, მანეჟის ღობის სიმაღლე – 30 სმ. შეჯიბრების დროს მოწმდება ცხენის განვითარების ჰარმონიულობა და მისი შესაძლებლობები. მონაწილენი ასრულებენ სავალდებულო ვარჯიშებს – ცხენის სხვადასხვა ალურს (სვლას), შეჩერებას, მობრუნებას, ფიგურებსა და ა.შ. ცხენი უნდა იყოს 14,2 ხელისგულზე მაღალი. რეგისტრირებული ეროვნული ფედერაციის მიერ. ამასთან, უსათუოდ ინგლისური ტიპის უნაგირი ედგას. ოფიციალურ შეჯიბრებებში მონაწილე მხედარი უნდა იყოს არანაკლებ 16 წლისა, ეროვნული ფედერაციის წევრი და იმავე ქვეყნის მოქალაქე, რომლის მოქალაქეცაა ცხენის მფლობელი, ეცვას მუქი ჟაკეტი, თეთრი ბრიჯები და შავი ჩექმები, ეხუროს ცილინდრი და ეკეთოს დეზები. შოლტის ხმარება აკრძალულია. სამხედრო ან პოლიციელ სპორტსმენებს ნება ეძლევათ საკუთარი ფორმით გამოვიდნენ სარბიელზე. ეს არის სპორტის სახეობა, სადაც კაცები და ქალები ერთად ასპარეზობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან.

შეჯიბრების წესებით გათვალისწინებულ დროში ცხენმა უნდა შეასრულოს ტექნიკური ელემენტები, რაც შესაბამისი ქულებით ფასდება. თუ მხედარი შეცდა, ისმის ზარის ხმა, რის შემდეგაც დავალების შესრულება გრძელდება იმ წერტილიდან, სადაც სპორტსმენმა შეცდომა დაუშვა. ყოველი შეცდომისთვის დაწესებულია საჯარიმო ქულები: პირველად – 2, მეორედ – 4, მესამედ – 8. მეოთხე შეცდომისთვის მონაწილე შეჯიბრებიდან იხსნება.

ასპარეზობას მანეჟის 5 სხვადასხვა წერტილში განლაგებული 5 მსაჯი 10-ბალიანი სისტემით აფასებს.

კონკური, ანუ დაბრკოლებათა გადალახვა ცხენოსნობის ყველაზე ფართოდ გავრცელებული დისციპლინაა. იგი ტარდება შემოფარგლულ მოედანზე, სადაც განლაგებულია სხვადასხვა ტიპის 15-მდე დაბრკოლება. მარშრუტის დისტანცია განისაზღვრება დაბრკოლებათა რაოდენობითა და ასპარეზობის პირობებით. მხედარს, რომელიც საკონტროლო დროში ვერ ჩაეტევა, საჯარიმო ქულები დაერიცხება. ჯარიმაა დაწესებული მარშრუტზე დაშვებული ყველა სხვა შეცდომისთვისაც. ჩვეულებრივი კონკურის დროს დაბრკოლებათა სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1,70 მეტრს და არ უნდა იყოს 4,50 მეტრზე განიერი. მარშრუტის მაქსიმალური სიგრძე სტარტის ხაზიდან ფინიშამდე, მეტრებში გამოხატული, უნდა უდრიდეს დაბრკოლებათა რიცხვს, გამრავლებულს 60-ზე.

ოფიციალურ შეჯიბრებებში გამოიყენება 12-15 დაბრკოლება, რომელთა სიმაღლე მერყეობს 1,30-დან 1,60, ხოლო სიგანე – 1,5-დან 2,0 მეტრამდე. წყლიანი წინაღობის სიგრძეა სულ მცირე 4 მ.

გამარჯვებულად ცხადდება შეჯიბრების მონაწილე, რომელიც ყველაზე ნაკლებ საჯარიმო ქულას მოაგროვებს და ყველაზე სწრაფად გაივლის მარშრუტს.

სამჭიდი შედგება სამი ცალკეული შეჯიბრებისაგან: სამანეჟო სვლა (ხედნილობა), საველე გამოცდები და დაბრკოლებათა გადალახვა (კონკური). შეჯიბრებები იმართება თანამიმდევრულად სამი დღის განმავლობაში. მხედარმა სამივე დისციპლინაში ერთი ცხენით უნდა იასპარეზოს. საერთაშორისო კლასის შეჯიბრებებში მონაწილე ცხენი არ უნდა იყოს 15 ხელისგულზე დაბალი და 6 წელზე ნაკლები ხნისა, ხოლო მხედარი – 18 წელზე ნაკლები ასაკისა. საველე გამოცდების დროს მხედრის მინიმალური წონა უნდა იყოს 75 კგ. სამჭიდის სხვა სახეობებისთვის მხედრის წონას მნიშვნელობა არა აქვს.

საველე გამოცდები, რომელიც შეჯიბრების მეორე დღეს იმართება, 4 მონაკვეთზე ტარდება: ა) გზები და ბილიკები, ბ) დოღი დაბრკოლებებით (სტიპლ-ჩეზი), გ) გზები და ბილიკები, დ) კროსი.

სტიპლ-ჩეიზი მოიცავს დისტანციას 1 800-იდან 3 000 მეტრამდე, სადაც თითოეულ კილომეტრზე სამ-სამი 120 სმ სიმაღლისა და 2 მ სიგანის დაბრკოლება დგას. კროსის დისტანციაა 4 500-7 200 მ, ყოველ კილომეტრზე ოთხი 120 სმ სიმაღლისა და 3 მ სიგანის დაბრკოლებით.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები