რეინჰარდტი მაქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქს რეინჰარდტ

მაქს რეინჰარდტი – (გერმ. Max Reinhard, 1873-1943), გერმანელი რეჟისორი, მსახიობი და თეატრალური მოღვაწე.

1894-04 წწ. იმუშავა მსახიობად ო. ბრამთან. თამაშობდა, ძირითადად, მოხუცების სახასიათო როლებს. მისი დამოუკიდებელი სარეჟისორო შემოქმედება იწყება ბერლინის არტისტული კაბარედან „ხმაური და კვამლი“, სადაც იგი დგამდა მცირე ზომის სატირულ სცენებს. 1902 წ. კაბარე გადაკეთდა „მცირე თეატრად“ ამ თეატრში გვერდიგვერდ თანაარსებობდნენ ნატურალიზმი, ფანტასტიკა და მისტიკა. მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდი იწყება 1905 წელს. ბრამის წასვლის შემდეგ, იგი სათავეში უდგება ბერლინის გერმანულ თეატრს. აქ, ძირითადად იდგმებოდა კლასიკური ნაწარმოებები. ამავე თეატრის საფუძველზე იგი ქმნის კამერულ თეატრს, სადაც რეპერტუარში შეტანილია მხოლოდ თანამედროვე პიესები. იგი ძირითად ყურადღებას უთმობდა მსახიობის ოსტატობას და სცენური მეტყველების კულტურას, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პლასტიკურ გამომსახველობას, ჟესტს, ფართოდ იყენებდა პანტომიმას, ცეკვას, აკრობატიკას. მან გამოიყენა კრეგისა და თაიროვის რამდენიმე სარეჟისორო იდეა. მაგრამ ძირითადად იგი ეყრდნობოდა გ. ლაუბეს „სიტყვიერი რეჟისურის“ ტრადიციებს. იგი იყო გაბედული ექსპერიმენტატორი თეატრალური ფორმის სფეროში, ილტვოდა სტილური მრავალფეროვნებისაკენ, იყენებდა სხვადასხვა სცენურ ხერხებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რიტმს. მან სცენაზე აღადგინა საკარნავალო ტრადიციები. ამისათვის იგი იწვევდა კომპოზიტორებს, ბალეტმეისტერებს, მხატვრებს. სიცოცხლის ბოლო წლებში, ემიგრაციაში მყოფმა, აშშ-ში, კერძოდ ჰოლივუდში დააარსა თეატრალური სკოლა და გადაიღო რამდენიმე ფილმი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები