ლიკოპოლისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ლიკოპოლისი''' – თანამედროვე ასიუტი, მეცამეტე ზემოეგვიპტური [[ნომი]]ს დედაქალაქი. მდებარეობდა [[ნილოსი]]ს მარცხენა ნაპირზე.
 
'''ლიკოპოლისი''' – თანამედროვე ასიუტი, მეცამეტე ზემოეგვიპტური [[ნომი]]ს დედაქალაქი. მდებარეობდა [[ნილოსი]]ს მარცხენა ნაპირზე.
  
ქალაქის მფარველი ღვთაება უძველესი დროიდან იყო [[უპუატი]]. მას მალე შეუერთდა [[ანუბისი]], რომელსაც ეთაყვანებოდნენ, როგორც [[ნეკროპოლისი]]ს მფარველს. ასიუტის ნეკროპოლისის სახელი იყო „გამოქვაბულის გასაღები“ და აქ ნაპოვნი ყველაზე ძველი სამარხები პირველი [[ეგვიპტის გარდამავალი პერიოდი|გარდამავალი პერიოდით]] არის დათარიღებული. უპუატს და ანუბისს ძაღლისებრი ოჯახის ცხოველების სახე ჰქონდა, თუმცა ბერძნებმა ქალაქს „ლიკოპოლისი“ (მგლის ქალაქი) დაარქვეს განსხვავებით სხვა ქალაქებისაგან, სადაც ასევე ძაღლისებრი სახის ღმერთების [[კულტი]] იყო, რომლებსაც „[[კინოპოლისი|კინოპოლისს]]“ (ძაღლის ქალაქს) ეძახდნენ. უპუატთან დაკავშირებულ სახელებს ბერძნები ასევე თარგმნიდნენ, როგორც „likos“ (მგელი), თუმცა ქალაქის ნეკროპოლისში ნაპოვნი [[მუმია|მუმიები]] ან ჩვეულებრივი ძაღლისაა, ან განსაკუთრებული ჯიშის (kanis lupaster), რომელიც ძაღლის და პატარა [[ტურა|ტურის]] შეჯვარებით იყო მიღებული. [[მგელი|მგლები]] ეგვიპტეში არ იყო.  
+
ქალაქის მფარველი ღვთაება უძველესი დროიდან იყო [[უპუატი]]. მას მალე შეუერთდა [[ანუბისი]], რომელსაც ეთაყვანებოდნენ, როგორც [[ნეკროპოლისი]]ს მფარველს. ასიუტის ნეკროპოლისის სახელი იყო „გამოქვაბულის გასაღები“ და აქ ნაპოვნი ყველაზე ძველი სამარხები [[ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი|პირველი გარდამავალი პერიოდი]]არის დათარიღებული. უპუატს და ანუბისს ძაღლისებრი ოჯახის ცხოველების სახე ჰქონდა, თუმცა ბერძნებმა ქალაქს „ლიკოპოლისი“ (მგლის ქალაქი) დაარქვეს განსხვავებით სხვა ქალაქებისაგან, სადაც ასევე ძაღლისებრი სახის ღმერთების [[კულტი]] იყო, რომლებსაც „[[კინოპოლისი|კინოპოლისს]]“ (ძაღლის ქალაქს) ეძახდნენ. უპუატთან დაკავშირებულ სახელებს ბერძნები ასევე თარგმნიდნენ, როგორც „likos“ (მგელი), თუმცა ქალაქის ნეკროპოლისში ნაპოვნი [[მუმია|მუმიები]] ან ჩვეულებრივი ძაღლისაა, ან განსაკუთრებული ჯიშის (kanis lupaster), რომელიც ძაღლის და პატარა [[ტურა|ტურის]] შეჯვარებით იყო მიღებული. [[მგელი|მგლები]] ეგვიპტეში არ იყო.  
  
თავისი ბუფერული მდებარეობის გამო ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგვიპტეს შორის, ლიკოპოლისი ყოველთვის მნიშვნელოვან ქალაქად იყო მიჩნეული, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეგვიპტის ისტორიის ჩვენთვის ბუნდოვანი ჰერაკლეოპოლისური პერიოდის დროს, როცა ჰერაკლეოპოლისი ეგვიპტის სატახტო ქალაქი იყო და იქ დაბინავებულ ეგვიპტის მეფეებს მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი ემორჩილებოდა, სამხრეთში კი [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ს ნომარქები იბრძოდნენ ქვეყნის გაერთიანების და ერთიანი ეგვიპტის [[ფარაონის გვირგვინი|გვირგვინი]]სათვის. ამ დროს ჰერაკლეოპოლისელი მეფეები ძალიან იყვნენ დამოკიდებული ასიუტის ნომარქებზე, რომლებიც მათთან ერთად ებრძოდნენ თებელებს. ასიუტის ნომარქების სამარხებში მოთავსებული ავტობიოგრაფიები დღეს პრაქტიკულად ერთადერთი წყაროა იმ დროის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის. ერთ-ერთი სამარხის წარწერის თანახმად, ქალაქში იყო უპუატის და ანუბისის ტაძრები და [[ოსირისი]]ს ტაძარი. ასიუტში იყო ასევე [[ეხნატონი]]ს მიერ [[ატონი]]სადმი მიძღვნილი ტაძარი, რომლის ბლოკები შემდეგ [[რამსეს II]]-მ თავისი ტაძრისათვის გამოიყენა. ჰარისის პაპირუსის თანახმად, [[რამსეს III]]-მ „თავისი მამის“, უპუატის ტაძარში დიდი [[სამშენებლო სამუშაოები]] ჩაატარა. დღეს ასიუტიდან პრაქტიკულად არაფერია შემორჩენილი.
 
მიმდინარე ცვლილება 23:15, 23 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ლიკოპოლისი – თანამედროვე ასიუტი, მეცამეტე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა ნილოსის მარცხენა ნაპირზე.

ქალაქის მფარველი ღვთაება უძველესი დროიდან იყო უპუატი. მას მალე შეუერთდა ანუბისი, რომელსაც ეთაყვანებოდნენ, როგორც ნეკროპოლისის მფარველს. ასიუტის ნეკროპოლისის სახელი იყო „გამოქვაბულის გასაღები“ და აქ ნაპოვნი ყველაზე ძველი სამარხები პირველი გარდამავალი პერიოდით არის დათარიღებული. უპუატს და ანუბისს ძაღლისებრი ოჯახის ცხოველების სახე ჰქონდა, თუმცა ბერძნებმა ქალაქს „ლიკოპოლისი“ (მგლის ქალაქი) დაარქვეს განსხვავებით სხვა ქალაქებისაგან, სადაც ასევე ძაღლისებრი სახის ღმერთების კულტი იყო, რომლებსაც „კინოპოლისს“ (ძაღლის ქალაქს) ეძახდნენ. უპუატთან დაკავშირებულ სახელებს ბერძნები ასევე თარგმნიდნენ, როგორც „likos“ (მგელი), თუმცა ქალაქის ნეკროპოლისში ნაპოვნი მუმიები ან ჩვეულებრივი ძაღლისაა, ან განსაკუთრებული ჯიშის (kanis lupaster), რომელიც ძაღლის და პატარა ტურის შეჯვარებით იყო მიღებული. მგლები ეგვიპტეში არ იყო.

თავისი ბუფერული მდებარეობის გამო ჩრდილოეთ და სამხრეთ ეგვიპტეს შორის, ლიკოპოლისი ყოველთვის მნიშვნელოვან ქალაქად იყო მიჩნეული, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეგვიპტის ისტორიის ჩვენთვის ბუნდოვანი ჰერაკლეოპოლისური პერიოდის დროს, როცა ჰერაკლეოპოლისი ეგვიპტის სატახტო ქალაქი იყო და იქ დაბინავებულ ეგვიპტის მეფეებს მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი ემორჩილებოდა, სამხრეთში კი თებეს ნომარქები იბრძოდნენ ქვეყნის გაერთიანების და ერთიანი ეგვიპტის გვირგვინისათვის. ამ დროს ჰერაკლეოპოლისელი მეფეები ძალიან იყვნენ დამოკიდებული ასიუტის ნომარქებზე, რომლებიც მათთან ერთად ებრძოდნენ თებელებს. ასიუტის ნომარქების სამარხებში მოთავსებული ავტობიოგრაფიები დღეს პრაქტიკულად ერთადერთი წყაროა იმ დროის ისტორიის რეკონსტრუქციისათვის. ერთ-ერთი სამარხის წარწერის თანახმად, ქალაქში იყო უპუატის და ანუბისის ტაძრები და ოსირისის ტაძარი. ასიუტში იყო ასევე ეხნატონის მიერ ატონისადმი მიძღვნილი ტაძარი, რომლის ბლოკები შემდეგ რამსეს II-მ თავისი ტაძრისათვის გამოიყენა. ჰარისის პაპირუსის თანახმად, რამსეს III-მ „თავისი მამის“, უპუატის ტაძარში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. დღეს ასიუტიდან პრაქტიკულად არაფერია შემორჩენილი.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები