ზარადხანის მწიგნობარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარადხანის მწიგნობარი - ცენტრალური აპარატის მოხელე საქართველოს ერთიან მონარქიაში.

ზარადხანის მწიგნობარი სასახლის კარზე ერთ-ერთი წარჩინებული მოხელე იყო საწოლის მწიგნობრის შემდგომ. იგი დამაკავშირებელი რგოლი იყო ზარადხანისა (ამირსპასალარის სახელო) მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის უწყებასთან. იგი მონაწილეობდა „სააჯო კარის“ სხდომებში, სადაც ევალებოდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის სასამართლო განჩინებათა და გადაწყვეტილებათა ადრესატებამდე მიტანა. საწოლის მწიგნობართან ერთად ზარადხანის მწიგნობარი მონაწილეობდა სასახლის ცერემონიალებში. „პურობის“ დროს ისინი ერთად იდგნენ და გამოირჩეოდნენ სხვა 24 მწიგნობრისაგან, რომლებიც, საწერელით ხელში, ჭყონდიდლის მხარეს იყვნენ ჩამწკრივებულნი. ვაზირობას ზარადხანის მწიგნობარი არ ესწრებოდა, იგი მეაბჯრეთუხუცესთან, განმგეთუხუცესთან, საჭურჭლის ნაცვალთან და მესტუმრესთან ერთად კარს გარეთ იდგა ჭყონდიდლის ბრძანების მოლოდინში.

წელიწადში ერთხელ, როდესაც ტარდებოდა მეაბჯრეთუხუცესის დაქვემდებარებაში არსებული ზარადხანის აღწერა, ზარადხანის მწიგნობარი სხვა მოხელეებთან (ამირახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზარადახნისუხუცესი) ერთად ზარადხანაში შედიოდა და იქ დაცულ დიდ დროშას, იარაღს, ცხენის აღკაზმულობას (ჯაჭვი, მუზარადი, ხმალი, ქაფა, საბარკული, მშვილდ-კაპარჭი, ლახტი, შუბი, უნაგირი, საცხენე ჯავშანი და სხვ.) აღწერდა, ხოლო შედგენილ ანგარიშს გოდორში ინახავდა. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, ამ სამუშაოს შესრულებაში მას ყოველ აღდგომას ეძლეოდა ცხენის ერთი უნაგირი და ერთი აღკაზმულობა. ზარადხანის მწიგნობარები არაიშვიათად სამეფო სიგელებსაც წერდნენ.

ზარადხანის მწიგნობრები. XIII ს.

  • თევდორე ჩორაყისძე - ზარადხანის მწიგნობარი 1241/1242 ქისკ 1984: 119
  • დაბნედილი - ზარადხანის მწიგნობარი 1260/1267 წ. ქისკ 1984: 162.
  • მიქაელ ეზეკიელის-ძე - ზარადხანის მწიგნობარი 1261/1262 წ. ქისკ 1984: 168
  • გიორგი სოფრომისძე - ზარადხანის მწიგნობარი 1287/88 წ. ქისკ 1984: 182.

წყაროები და ლიტერატურა

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები