ენა (მეტყველება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ენის სტრუქტურა)
(ენობრივი სისტემა)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
==== ენობრივი სისტემა ====
 
==== ენობრივი სისტემა ====
ენობრივი ფაქტი სამგვარ ერთეულს გულისხმობს: ფონემას, სიტყვასა და შესიტყვებას („დიდი გზა“, „გზა სიარულმა დალია“). შესიტყვება ყველაზე რთული ერთეულია. იგი შედგება სიტყვებისაგან („დიდღი“, „გზა“, „სიარულმა“, „დალია“). სიტყვა შედგება ფონემებისაგან (დ-ი-დ-ი, გ-ზ-ა, ს-ი-ა-რ-უ-ლ-მ-ა, დ-ა-ლ-ი-ა). ფონემა [[საშენი მასალა]]ა სიტყვისათვის. ფონემათა რიცხვი ყოველ ენაში განსაზღვრულია (ახ. ქართული [[სალიტერატურო ენა]]ში 28 [[თანხმოვნები|თანხმოვანი]] გვაქვს და 5 ხმოვანი). სიტყვათა და შესიტყვებათა რიცხვი განუსაზღვრელია. სიტყვასა და შესიტყვებას აქეს მნიშვნელობა, მოეპოვება აღსანიშნი; ფონემას აღსანიშნი არ გააჩნია, მაგრამ აქვს სისტემური ხასიათი. სისტემურობა ახასიათებს სამივე აღნიშნულ ენობრივ ერთეულს.
+
ენობრივი ფაქტი სამგვარ ერთეულს გულისხმობს: [[ფონემა]]ს, სიტყვასა და შესიტყვებას („დიდი გზა“, „გზა სიარულმა დალია“). შესიტყვება ყველაზე რთული ერთეულია. იგი შედგება სიტყვებისაგან („დიდღი“, „გზა“, „სიარულმა“, „დალია“). სიტყვა შედგება ფონემებისაგან (დ-ი-დ-ი, გ-ზ-ა, ს-ი-ა-რ-უ-ლ-მ-ა, დ-ა-ლ-ი-ა). ფონემა [[საშენი მასალა]]ა სიტყვისათვის. ფონემათა რიცხვი ყოველ ენაში განსაზღვრულია (ახ. ქართული [[სალიტერატურო ენა]]ში 28 [[თანხმოვნები|თანხმოვანი]] გვაქვს და 5 ხმოვანი). სიტყვათა და შესიტყვებათა რიცხვი განუსაზღვრელია. სიტყვასა და შესიტყვებას აქეს მნიშვნელობა, მოეპოვება აღსანიშნი; ფონემას აღსანიშნი არ გააჩნია, მაგრამ აქვს სისტემური ხასიათი. სისტემურობა ახასიათებს სამივე აღნიშნულ ენობრივ ერთეულს.
  
 
სისტემურობა მორფოლოგიასა და სინტაქსში უფრო ცხადი და ხელშესახებია, ვიდრე ფონეტიკაში. ყეელაზე მკრთალად იგი ვლინდება ლექსიკაში. ცალკეული ერთეულები, სიტყვები ერთმანეთთან არ ჩანს დაკავშირებული (მცენარეთა სა- ხელები: [[ცაცხვი]], [[მუხა]], [[რცხილა]], [[თელა]], [[მურყანი]]… ცხოველთა სახელები: ცხენი, ძროხა, ხარი, [[ცხვარი]], თხა, კვიცი, ხბო, ბატკანი, თიკანი…), მაგრამ საკმარისია ცხოველთა ასაკობრივი სხვაობა გაირჩეს, რომ ლექსიკური ერთეულები ერთმანეთთან დაკავშირებული აღმოჩნდეს. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ლექსიკონში „ცხოვართან“ დაკავშირებით ნათქვამია: „ცხოვარსა
 
სისტემურობა მორფოლოგიასა და სინტაქსში უფრო ცხადი და ხელშესახებია, ვიდრე ფონეტიკაში. ყეელაზე მკრთალად იგი ვლინდება ლექსიკაში. ცალკეული ერთეულები, სიტყვები ერთმანეთთან არ ჩანს დაკავშირებული (მცენარეთა სა- ხელები: [[ცაცხვი]], [[მუხა]], [[რცხილა]], [[თელა]], [[მურყანი]]… ცხოველთა სახელები: ცხენი, ძროხა, ხარი, [[ცხვარი]], თხა, კვიცი, ხბო, ბატკანი, თიკანი…), მაგრამ საკმარისია ცხოველთა ასაკობრივი სხვაობა გაირჩეს, რომ ლექსიკური ერთეულები ერთმანეთთან დაკავშირებული აღმოჩნდეს. [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს ლექსიკონში „ცხოვართან“ დაკავშირებით ნათქვამია: „ცხოვარსა

მიმდინარე ცვლილება 13:56, 29 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ენა - (language), დინამიკური სისტემა ნიშნებისა, რომელიც იხმარება ადამიანთა ურთიერთობის, გაგებინების საშუალებად. „ნიშანთა სისტემა“ მასალაზე მიუთითებს, „ურთიერთობის საშუალება“ – მის დანიშნულებაზე, ფუნქციაზე.

სარჩევი

[რედაქტირება] ენის ფუნქცია

ენის საკომუნიკაციო ფუნქცია (ენა – ადამიანთა ურთიერთობის საშუალება) ძირითადია სხვა ფუნქციებს (ენა – აზროვნების იარაღი; შინაარსის გადმოცემა) შორის. ურთიერთობა გულისხმობს მთქმელს, მსმენელსა და სათქმელს. სათქმელი ნაწევრდება მთქმელის ცნობიერებაში, ყალიბდება სიტყვებში; მსმენელი გაიგონებს ნათქვამს და შესაბამის აზრად შეკრავს; გაგებინება იწყება ანალიზით მთქმელის ცნობიერებაში და თავდება სინთეზით მსმენელის ცნობიერებაში. ენა რთული მოვლენაა: სამეტყველო ბგერები ფიზიკური ბუნებისაა; სათქმელის ანალიზი და სინთეზი ფსიქოლოგიურ პროცესებს გულისხმობს; მთქმელისა და მსმენელის ურთიერთობა თავისი ხასიათით კოლექტიურია (საზოგადოებრივია).

მეტყველება ინდივიდში ხორციელდება, ინდივიდუალური აქტია, მაგრამ თავისი დანიშნულებით იგი კოლექტივს ემსახურება, საზოგადოებრივია. საზოგადოების ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა, ადამიანს რომ ურთიერთობის ეს საშუალება – (ენა) – არ ჰქონოდა. ენა აკავშირებს წინა თაობას მომდევნო თაობასთან, შესაძლებელს ხდის ისტორიულ შემდგომადობას.

ცალკეული ენა და მეტყველება გულისხმობს როგორც კონკრეტულ ენას („ქართული ენა“, „სომხური ენა“, „რუსული ქნა“…), ისე მეტყველებას, მეტყველების აქტებს, ლაპარაკს („ენა აიდგა“ – ლაპარაკი ისწავლა, „ენის წარმოშობა“ – მეტყველების წარმოშობა…). ენის ამ ორი გაგების გარჩევა ბუნებრივია, მაგრამ მათი დაპირისპირებისათვის საფუძველი არ არსებობს. ენაში არაფერია ისეთი, რაც ადრე მეტყველების აქტებში არ ყოფილა მოცემული; ენა ვლინდება მეტყველებაში და შეისწავლება მეტყველების აქტების საშუალებით.

ხალხი, ერი კლასებად იყოფა. ერთგვარი განსხვავება კლასების მეტყველებაში შეიმჩნევა, მაგრამ ენა კლასობრივი მაინც ვერ იქნება – მისი დანიშნულებაა, მოემსახუროს მთელ ხალხს, მთელ ერს. ენა ერის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიშანია, რომელიც არსებობდა მრავალი საუკუნით ადრე, ვიდრე ხალხი ერად ჩამოყალიბდებოდა და შეიძლება არსებობდეს ერის მოშლის შემდეგაც. ხალხი, ერი ვერ დარჩება იმავე ხალხად, ერად, თუ დაკარგა თავისი ენა. ენა ხალხის მეობის ძირითადი ნიშანია, „ენა არის ყველაზე ცოცხალი… და მჭიდრო კავშირი, რომელიც ხალხის გარდასულ, ახლანდელ და მომავალ თაობებს აერთიანებს ერთ დიდ ისტორიულ ცოცხალ მთლიანობად“… „სანამ ხალხს შერჩენია მისი ენა ცოცხლად, მანამდე ცოცხლობს თვით ხალხი“ (კ. უშინსკი). ენა მანამდე ითვლება ცოცხლად, სანამ მას ხმარობენ ურთიერთობის საშუალებად. თუ ენას ეს დანიშნულება მოეშალა, იგი მკვდარია. კლასიკური ლათინური, იულიუს კეისრისა და ციცერონის ენა, შესანიშნავად დამუშავებული, მკვდარი აღმოჩნდა, როცა დაკარგა საკომუნიკაციო ფუნქცია.

[რედაქტირება] ენობრივი ნიშანი

ენა შედგება ნიშნებისაგან, რომლებიც ქმნიან სისტემას. სიტყვა „ცხენი“ გარკვეულ ოთხფეხა შინაურ ცხოველს გვანიშნებს, ეს ოთხი ბგერა („ცხენ“) არაფერს შეიცავს ისეთს, რომ ეს შინაური ცხოველი გვანიშნოს: „ცხენი“ პირობითი ნიშანია ამ ცხოველისა. ენობრივ ნიშანს აქვს მნიშვნელობა, ე. ი. ის მიუთითებს სინამდვილის გარკვეულ საგანზე, ფაქტზე, პროცესზე; ის მიმართებაშია აღსანიშნთან. ეს მიმართებაა მნიშვნელობა. სიტყვის მნიშვნელობად ხშირად ცნება ესახებათ, ხშირად კიდეც წარმოდგენა, რომელიც სიტყვის თქმისა თუ გაგონებისას უჩნდება მსმენელს (ანდა აქვს მთქმელს). ცნება ვერ იქნება მნიშვნელობა, რადგანაც ყოველდღიური სიტყვათხმარება მეცნიერული ხასიათის შინაარსს როდი გულისხმობს, რომ ცნების განსაზღვრულობა მოეპოვებოდეს. რაც შეეხება წარმოდგენას, იგი სხვადასხვაგვარი შეიძლება ჰქონდეს მთქმელსა და მსმენელს, ან შეიძლება საგნის წარმოდგენა სულარ გვქონდეს, მხოლოდ სიტყვის წარმოდგენაღა (ოპტიკური, აკუსტიკური, მოტორული) გვქონდეს და სიტყვა სწორად გავიგოთ: საორიენტაციოდ აღსანიშნი (რეალური საგანი) გვაქვს და იმიტომ.

[რედაქტირება] ენობრივი სისტემა

ენობრივი ფაქტი სამგვარ ერთეულს გულისხმობს: ფონემას, სიტყვასა და შესიტყვებას („დიდი გზა“, „გზა სიარულმა დალია“). შესიტყვება ყველაზე რთული ერთეულია. იგი შედგება სიტყვებისაგან („დიდღი“, „გზა“, „სიარულმა“, „დალია“). სიტყვა შედგება ფონემებისაგან (დ-ი-დ-ი, გ-ზ-ა, ს-ი-ა-რ-უ-ლ-მ-ა, დ-ა-ლ-ი-ა). ფონემა საშენი მასალაა სიტყვისათვის. ფონემათა რიცხვი ყოველ ენაში განსაზღვრულია (ახ. ქართული სალიტერატურო ენაში 28 თანხმოვანი გვაქვს და 5 ხმოვანი). სიტყვათა და შესიტყვებათა რიცხვი განუსაზღვრელია. სიტყვასა და შესიტყვებას აქეს მნიშვნელობა, მოეპოვება აღსანიშნი; ფონემას აღსანიშნი არ გააჩნია, მაგრამ აქვს სისტემური ხასიათი. სისტემურობა ახასიათებს სამივე აღნიშნულ ენობრივ ერთეულს.

სისტემურობა მორფოლოგიასა და სინტაქსში უფრო ცხადი და ხელშესახებია, ვიდრე ფონეტიკაში. ყეელაზე მკრთალად იგი ვლინდება ლექსიკაში. ცალკეული ერთეულები, სიტყვები ერთმანეთთან არ ჩანს დაკავშირებული (მცენარეთა სა- ხელები: ცაცხვი, მუხა, რცხილა, თელა, მურყანი… ცხოველთა სახელები: ცხენი, ძროხა, ხარი, ცხვარი, თხა, კვიცი, ხბო, ბატკანი, თიკანი…), მაგრამ საკმარისია ცხოველთა ასაკობრივი სხვაობა გაირჩეს, რომ ლექსიკური ერთეულები ერთმანეთთან დაკავშირებული აღმოჩნდეს. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში „ცხოვართან“ დაკავშირებით ნათქვამია: „ცხოვარსა მამალსა ეწოდების ვერძი და დედალსა – ნერბი, ხოლო შვილთა მათთა – კრავი; დიდსა კრავსა – ტარიგი, ჩვლსა კრავსა – ბატკანი; წლის კრავსა და მცირედ ნაკლებსა – ბუწი; წელიწადს უკან - შიშაგი; ორი წლისასა – აზმანი; გამოყვერილსა – ჭედილი; კეთილურუხიანსა – სადგამი და მნერბავსა – ერკემალი („ლექსიკონი ქართული“. საბასათვის ყველა ეს სახელი სემანტიკურად მთლიან ჯგუფს ქმნის და ამ ჯგუფში ყოველ მათგანს თავისი გარკვეული ადგილი ეკუთენის მისი მნიშვნელობის შესაბამისად.

[რედაქტირება] ენის სტრუქტურა

ენის სისტემა განსხვავდება ენის სტრუქტურისაგან: ყველაფერი სტრუქტურული სისტემურია, ყველაფერი სისტემური კი სტრუქტურული როდია. მაგ., მორფოლოგიაში ბრუნებისა და უღვლილების გარდა, სისტემურობა ახასიათებს სიტყვაწარმოებასაც: ბალ-ი – მე-ბალ-ე, ველ-ი – მე-ველ-ე, ვენახ-ი – მე-ვენახ-ე. ეს ნაწარმოები სიტყვები ახ. მნიშვნელობას იძენს, მაგრამ ახ. სინტაქსურ მიმართებას არ გულისხმობს: ვნახე – ბაღი, ველი, ვენახი, მებაღე, მეველე… სხვაა ბრუნვის ან პირის ფორმები – სიტყვის მნიშვნელობას ისინი არ ცვლიან, ამ მნიშვნელობათა ურთიერთობას, მნიშვნელობათა მიმართებას კი ცვლიან, ზოგჯერ – არსებითადაც: ვ-ეკი-თხები და მ-ეკითხები, ვ-შველი და მ-შველი…; ეს წყვილები I პირს ეხება („მე“), ოღონდ ერთ შემთხვევაში ეს პირი სუბიექტურია, მეორეში – ობიექტური. მიმართების ცვლა კიდევ უფრო ხელშესახებია სახელის ბრუნვათა მაგალითზე: „ძმ-ის მეგობარი“ და „მეგობრ-ის ძმა“ ერთი და იმავე სახელებისაგან შედგება, გამონათქვამთა შინაარსი კი სხვადასხვაა. ეს გამოიწვია მიმართების ცვლამ ამ ორი სახელის მნიშვნელობათა შორის. მიმართება ქმნის სტრუქტურას: იცვალა მიმართება მნიშვნელობათა შორის – იცვალა სტრუქტურაც.

სიტყვის მნიშვნელობა, ლექსიკური მნიშვნელობა, არის მიმართება აღსანიშნისადმი. სიტყვის სტრუქტურაც მიმართებაა, ოღონდ არა აღსანიშნის, არამედ მნიშვნელობისადმი: ლექსიკური მნიშვნელობა არის პირველადი მიმართება, სტრუქტურულ მნიშვნელობას კი შეიძლება მეორეული მიმართება ეწოდოს. ენა მთლიანად წარმოადგენს მიმართებათა სამყაროს, პირველად და მეორეულ მიმართებათა სისტემას. არ შეიძლება არსებობდეს ენა პირველადი მიმართებების გარეშე: ნიშანი გულისხმობს აღსანიშნს. რაც შეეხება მეორეულ მიმართებებს, სხვადასხვა ენამ ისინი შეიძლება სხვადასხვა საშუალებით გადმოსცეს: ქართულში, რუსულში, გერმანულში, ლათინურში, არაბულში და სხვ. ძირითად საშუალებად საამისო აფიქსებია გამოყენებული. მაგრამ თუ სიტყვა აფიქსებს არ დაირთავს, ბრუნება და უღვლილება ენებს არ მოეპოვება და სიტყვები უცვლელია, მაშინ მეორეულ მიმართებათა გადმოსაცემად მე. მიმართავს სიტყვის ადგილმდებარეობისა და ინტონაცია-მახვილის ცვლას.

დროთა განმავლობაში ენობრივი სისტემის არც ერთი რგოლი არ რჩება უცვლელი, ოღონდ ეს ცვლა თანაბარი არაა და ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩებათ მოლაპარაკეებს. ცვლა შედეგის მიხედვით ორგვარია: სხვაობა მატულობს, ე. ი. ხდება დიფერენციაცია ანუ დივერგენცია, ანდა, პირუკუ, სხვაობა კლებულობს, ენობრივი ერთეულები ერთმანეთს უახლოვდება, ხდება უნიფიკაცია ანუ კონვერგენცია.

[რედაქტირება] დიალექტი

სხვაობა სივრცეში განფენილი ენებისა კუთხური მეტყველების სახეს იღებს, კილოანუ დიალექტი ყველაზე მეტ სხვაობას გულისხმობს. მასზე მცირეა კილოკავის თავისებურება. კილოკავში შეიძლება იყოს გარჩეული თქმა; თქმაზე მცირე სხვაობას ქცევას უწოდებენ (მაგ., ქართული ენა > კახური კილო > გარეკახური კილოკავი > მანავის თქმა…). საერთოდ, ორი ადამიანიც კი სავსებით ერთნაირად არ ლაპარაკობს (ერთი და იმავე პირის მეტყველებაც შეიძლება იცვალოს დროთა ვითარებაში). ინდივიუალური თავისებურება, თუკი იგი ხელს არ უშლის, არ აბრკოლებს გაგებინებას, ასატანია ენისათვის და, ჩვეულებრივ, არც იქცევს მსმენელის ყურადღებას.

რაც უფრო სუსტია კონტაქტი სხვადასხვა კუთხის მცხოვრებათა შორის. მით უფრო მეტი ასპარეზი რჩება დიფერენციაციის (დივერგენციის) ტენდენციას და – პირუკუ - ზეპირი მეტყველების უნიფიკაციას დიდად უწყობს ხელს სამწერლობო ენა. იგი იქმნება უპირატესად ერთი დიალექტის საფუძველზე, რომელსაც საყრდენი დიალექტი ეწოდება. მისი დიალექტის შერჩევა შეპირობებულია კულტურულ-ისტორიული ანდა პოლიტიკური მიზეზებით (და არა ენობრივი თავისებურებებით). ენაში რამდენიმე დიალექტი შეიძლება გაირჩეოდეს, სამწერლობო ენა, კი ერთი იქნება ყველა დიალექტის წარმომადგენელთათვის. გარკვეულ ისტორიულ პირობებში მწერლობა შეიძლება შეიქმნას ორ დიალექტზე (მაგ. მორღვულ ენაში). ორი სამწერლობო ენის შექმნა ორი დიალექტის საფუძველზე ხელს უწყობს დიალექტების გათიშვას და ერთი ენის ნაცვლად ორის შექმნას, რაც თვით ხალხის ერთიანობის შეგნებას აცლის საფუძველს. ერთი სამწერლობო ენა ყველა დიალექტის წარმომადგენელთათვის მათი ენობრივი (და შესაბამისად – ეროვნული) კონსოლიდაციის მტკიცე საფუძველია, განსაკუთრებით ეს ითქმის ძვ. სამწერლობო ტრადიციის მქონე ენების შესახებ. რაც მეტი გამოყენება აქეს სამწერლობო ენას (სკოლა, მხატვრული მწერლობა, პრესა-), მით მეტი ძალა ექნება მას დიალექტურ სხვაობათა მოშლისა და ერთიან ნორმათა დამკვიდრებისათვის ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხში. სამწერლობო ენა ზეპირ დიალექტურ მეტყველებას ემყარება, მისით ცოცხლობს, მაგრამ იგი ამავე დროს ხალხის კულტურულ წინსვლის ძლიერი ფაქტორიცაა და ზეპირი მეტყველების განვითარებაზეც ზემოქმედების დიდი ძალა შესწევს. ძვ. სამწერლობო ენის განვითარების ყოველი საკითხი უნდა განვიხილოთ ორი განზომილებით: მის ცოცხალ მეტყველებასთან, საყრდენ დიალექტთან მიმართებით, ერთი მხრით, და სამწერლობო ენის ისტორიასთან, ისტორიულ ტრადიციებთან-მიმართებით მეორე მხრით.

ენა წარმოიშვა როგორც ადამიანთა ურთიერთობის საშუალება საზოგადოების განვითარების პროცესში. ენის განვითარება აზროვნების განვითარებასთან მჭიდრო კავშირში მიმდინარეობდა. ენისა და აზროვნების ურთიერთობის გარკვევა არ გულისხმობს მათ იგივეობას. გარჩევა მეტყველებისა და აზროვნებისა, როგორც სხვადასხვაგვარი რაობისა, კვალიტეტისა, აუცილებელი წინაპირობაა მათი ურთიერთობის საძიებლად.

არნ. ჩიქობავა

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შარაშენიძე თ. თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიული საკითხები, თბ., I972; მისივე, ენისა და მეტყეელების ურთიერთობის პრობლემა, თბ. 1974;
  • რამიშეილი ი. კოპენჰაგენის სტრუქტურალისტური სკოლის ამოსავალი პრინციჰები,
  • თბ. 1974;
  • ჩიქობავა არნ. ზოგადი ენათმეცნიერება, (ტ.) 2 – ძირითადი პრობლემები, თბ. (1945) 1981;

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები