ტოპონიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 8: ხაზი 8:
 
ტოპონიმი ადამიანის განუყრელი თანამგზავრია. მისი პრაქტიკულად ცონდის მნიშვნელობა განსაკუთრებით საგრძნობია დღეს.
 
ტოპონიმი ადამიანის განუყრელი თანამგზავრია. მისი პრაქტიკულად ცონდის მნიშვნელობა განსაკუთრებით საგრძნობია დღეს.
 
– წიგნის, გაზეთის, რადიოსა და [[ტელევიზია|ტელევიზიის]] ეპოქაში, ტოპონიმთა შეგროვება და დაცვა ისევე გადაუდებელი და საშური საქმეა, როგორც დიალექტური ლექსიკისა და ხალხური სიბრძნისა. ქართული ტოპონიმიის შეგროვებასა და შესწავლას დიდი ტრადიცია აქვს. პირველი ცნობები ტოპონიმთა შესახებ შემონახულია ძველ ქართულ სალიტერატურო და საისტორიო თხზულებებში,
 
– წიგნის, გაზეთის, რადიოსა და [[ტელევიზია|ტელევიზიის]] ეპოქაში, ტოპონიმთა შეგროვება და დაცვა ისევე გადაუდებელი და საშური საქმეა, როგორც დიალექტური ლექსიკისა და ხალხური სიბრძნისა. ქართული ტოპონიმიის შეგროვებასა და შესწავლას დიდი ტრადიცია აქვს. პირველი ცნობები ტოპონიმთა შესახებ შემონახულია ძველ ქართულ სალიტერატურო და საისტორიო თხზულებებში,
რომლებიც V–XI და მომდევნო საუკუნეთა ეპოქას ეკუთვნიან. მდიდარ მასალას გვაწვდის „[[ქართლის ცხოვრება]]“ სიგელ-გუჯრები და საისტორიო-საგეოგრაფიო ძეგლები. ქართული ტოპონიმების მეცნიერულად შესწავლის ფუძემდებელია [[ვახუშტი ბაგრატიონი]] (1696-1770). ქართულ ტოპონიმთა შესწავლას შემდეგ ახალი მძლავრი ბიძგი მიეცა XIX საუკუნეში, [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]ს, ნ. ჩუბინაშვილის, დ. ჩუბინაშვილის, თ. ბაგრატიონის, დ. ბაქრაძის, გ. წერეთლის, [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძის]], [[წერეთელი აკაკი|ა. წერეთლი]]ს, [[ვაჟა-ფშაველა]]ს, ბ. ნიჟარაძის, კ. გვარამაძისა და სხვათა ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომებში განხილულია არა ერთი და ორი საგეოგრაფიო სახელი და დადგენილია მათი [[ეტიმოლოგია]]. ტოპონიმებისადმი ინტერესი განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში გაღვივდა. ქართველი გეოგრაფოსების ([[ჯავახიშვილი ალექსანდრე|ალ. ჯავახიშვილი]], ლ. მარუაშვილი, გ. ზარდალიშვილი), ისტორიკოსების (ივ. ჯავახიშვილი, [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილი]], ალ. სვანიძე, ს. ჯანაშია, [[ბერძენიშვილი ნიკო|ნ. ბერძენიშვილი]], [[ყაუხჩიშვილი სიმონ|ს. ყაუხჩიშვილი]], გ. მელიქიშვილი, ი. სიხარულიძე, პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე), ლინგვისტების (ნ. მარი, [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]], ს. ჯიქია, მ. მეგრელიძე, კ. დონდუა, ალ. ღლონტი), ფოლკლორისტების (მიხ. ჩიქოვანი, ქს. სიხარულიძე, ელ. ვირსალაძე) ნაშრომებში ტოპონიმთა ანალიზის საფუძველზე დასმული და გადაწყვეტილია უმნიშვნელოვანესი პრობლემები ეთნოგენეზისა, [[ქართველები|ქართველთა]] ნათესაობის შესახებ ევრაზიის უძველეს ხალხებთან, ქართველური ენების გრამატიკული წყობიდან და ლექსიკიდან.  
+
რომლებიც V–XI და მომდევნო საუკუნეთა ეპოქას ეკუთვნიან. მდიდარ მასალას გვაწვდის „[[ქართლის ცხოვრება]]“ სიგელ-გუჯრები და საისტორიო-საგეოგრაფიო ძეგლები. ქართული ტოპონიმების მეცნიერულად შესწავლის ფუძემდებელია [[ვახუშტი ბაგრატიონი]] (1696-1770). ქართულ ტოპონიმთა შესწავლას შემდეგ ახალი მძლავრი ბიძგი მიეცა XIX საუკუნეში, [[ბროსე მარი|მ. ბროსე]]ს, ნ. ჩუბინაშვილის, დ. ჩუბინაშვილის, თ. ბაგრატიონის, დ. ბაქრაძის, გ. წერეთლის, [[ჭავჭავაძე ილია|ი. ჭავჭავაძის]], [[წერეთელი აკაკი|ა. წერეთლი]]ს, [[ვაჟა-ფშაველა]]ს, ბ. ნიჟარაძის, კ. გვარამაძისა და სხვათა ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომებში განხილულია არა ერთი და ორი საგეოგრაფიო სახელი და დადგენილია მათი [[ეტიმოლოგია]]. ტოპონიმებისადმი ინტერესი განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში გაღვივდა. ქართველი გეოგრაფოსების ([[ჯავახიშვილი ალექსანდრე|ალ. ჯავახიშვილი]], ლ. მარუაშვილი, გ. ზარდალიშვილი), ისტორიკოსების (ივ. ჯავახიშვილი, [[თაყაიშვილი ექვთიმე|ე. თაყაიშვილი]], ალ. სვანიძე, [[ჯანაშია სიმონ|ს. ჯანაშია]], [[ბერძენიშვილი ნიკო|ნ. ბერძენიშვილი]], [[ყაუხჩიშვილი სიმონ|ს. ყაუხჩიშვილი]], გ. მელიქიშვილი, ი. სიხარულიძე, პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე), ლინგვისტების ([[მარი ნიკო|ნ. მარი]], [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|გ. ახვლედიანი]], ს. ჯიქია, მ. მეგრელიძე, კ. დონდუა, ალ. ღლონტი), ფოლკლორისტების (მიხ. ჩიქოვანი, ქს. სიხარულიძე, ელ. ვირსალაძე) ნაშრომებში ტოპონიმთა ანალიზის საფუძველზე დასმული და გადაწყვეტილია უმნიშვნელოვანესი პრობლემები ეთნოგენეზისა, [[ქართველები|ქართველთა]] ნათესაობის შესახებ ევრაზიის უძველეს ხალხებთან, ქართველური ენების გრამატიკული წყობიდან და ლექსიკიდან.  
  
  

12:33, 27 მარტი 2024-ის ვერსია

ტოპონიმი – ადგილის (დასახლებული პუნქტის, მთის. მდინარის, ტბის და მისთ.) სახელწოდება. ტოპონიმი ენის ერთეულია გრამატიკულად – საკუთარი არსებითი სახელი. ტოპონიმია – მთელი ფონდი დასახლებული პუნქტების, სახელმწიფოების, მდინარეების, ტბების, ზღვების, მთების სახელწოდებათა ერთობლიობისა – სამ რკალად ჯგუფდება; გამოიყოფა მიკროტოპონიმია, საკუთრივ ტოპონიმია და მაკროტოპონიმია. ამ კლასიფიკაციას გეოგრაფიული, ისტორიული და ლინგვისტური საფუძველი აქვს. მიკროტოპონიმიაში თავს იყრის მცირე საგეოგრაფიო ერთეულების, ერთი თუ ორი დასახლებული პუნქტის ფარგლებში მოქცეული ადგილის, სახნავ-სათესი, საბოსტნე, სავენახე, საჩაიე ნაკვეთების, მცირე ღელე-მდინარეთა წყაროთა, მაღლობთა, ხეობათა, ხევების ტყეების, უბნების, ქალაქებში – ქუჩების სახელწოდებანი. არეალის შეზღუდულობა ობიექტის ფარგლების სიმცირე – აი, მთავარი ნიშანთვისებანი მიკროტოპონიმიისა. საკუთრივ ტოპონიმიაში ერთიანდება უფრო მოდიდო საგეოგრაფიო ერთეულები. აქ გვაქეს დასახლებული პუნქტების (სოფლების, დაბების, ქალაქების), მოზრდილი და საშუალო მდინარეების, მცირე ტბების, სარაიონთაშორისო საძოვრების, მთების სახელწოდებანი. საკუთრივ ტოპონიმიის არეალი ფართოა, ობიექტის ფარგლები – გაშლილი. საკუთრივ ტოპონიმია მეტად გამძლეა: მისი ასაკი ეპოქებს ითვლის. მაკროტოპონიმია გულისხმობს დიდ საგეოგრაფიო ერთეულთა, სახელმწიფოთა, უდიდეს ქალაქთა, მდინარეთა, ზღვათა, ტბათა, ოკეანეთა, გზათა სახელწოდებებს. მაკროტოპონიმია სცილდება ამა თუ იმ სახელმწიფოს ბუნებრივ საზღვრებს ღა საერთაშორისო გავრცელება აქვს, საყოველთაოდ ცნობილი და გასაგებია. ამრიგად, ტოპონიმი ფართო ცნება და დიდი თუ მცირე ადგილის, სახელმწიფოს, მდინარის, ზღვის, მთის და მათი ნაწილების სახელწოდებათა ერთობლიობას გულისხმობს.

პრაქტიკულად ტოპონიმთა ეს რკალები შეიძლება წარმოვიდგინოთ შემდეგნაირად. საქართველოს განეკუთვნება მაკროტოპონიმთა რკალს. აქვე იქნება აგრეთვე მაკროტოპონიმები: ქართლი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, აჭარა, გურია, ლაზეთი, სამეგრელო, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, მტკვარი, რიონი, ენგური, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, სოხუმი, კავკასიონი თითოეულ ამ მაკროტოპონიმში გამოიყოფა საკუთრივ ტოპონიმები. ქართლში – გორი, ატენი, უფლისციხე, მეჯუდა, ლიახვი, ქსანი, არაგვი, დვირი, ტირიფონი, ლორწომა და მისთ. ატენში გვაქვს მიკროტოპონიმები: დიდი ატენი, პატარა ატენი, გარდატენი, ჭეჭელაანთ უბანი, ციხისუბანი, ჯეფირი, მონასტერი, ტანა, დანახვისი. ობიექტის სიდიდე-სიმცირე განსაზღვრავს ტოპონიმთა კუთვნილებას ცალკე იარუსების ან საგეოგრაფიო რკალებისადმი.

ტოპონიმი დიდხანს ცოცხლობს. მისი ისტორია ბევრად უსწრებს დამწერლობის წარმოშობას. დამწერლობამდელ ეპოქაში იხმარებოდა სამივე რკალის (მიკრო-, მაკრო-· საკუთრივი) ტოპონიმები, მაგრამ საისტორიო წყაროებს უფრო მაკრო და საკუთრივ ტოპონიმები შემორჩა, მიკროტოპონიმები კი უმთავრესად ხალხის ხსოვნამ შემოინახა და თაობიდან თაობას გადმოეცა. ამიტომ ყველაზე ნაკლებ გამძლე ტოპონიმთა შორის სწორედ ეს რკალი აღმოჩნდა.

ტოპონიმი ადამიანის განუყრელი თანამგზავრია. მისი პრაქტიკულად ცონდის მნიშვნელობა განსაკუთრებით საგრძნობია დღეს. – წიგნის, გაზეთის, რადიოსა და ტელევიზიის ეპოქაში, ტოპონიმთა შეგროვება და დაცვა ისევე გადაუდებელი და საშური საქმეა, როგორც დიალექტური ლექსიკისა და ხალხური სიბრძნისა. ქართული ტოპონიმიის შეგროვებასა და შესწავლას დიდი ტრადიცია აქვს. პირველი ცნობები ტოპონიმთა შესახებ შემონახულია ძველ ქართულ სალიტერატურო და საისტორიო თხზულებებში, რომლებიც V–XI და მომდევნო საუკუნეთა ეპოქას ეკუთვნიან. მდიდარ მასალას გვაწვდის „ქართლის ცხოვრება“ სიგელ-გუჯრები და საისტორიო-საგეოგრაფიო ძეგლები. ქართული ტოპონიმების მეცნიერულად შესწავლის ფუძემდებელია ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1770). ქართულ ტოპონიმთა შესწავლას შემდეგ ახალი მძლავრი ბიძგი მიეცა XIX საუკუნეში, მ. ბროსეს, ნ. ჩუბინაშვილის, დ. ჩუბინაშვილის, თ. ბაგრატიონის, დ. ბაქრაძის, გ. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ბ. ნიჟარაძის, კ. გვარამაძისა და სხვათა ისტორიულ-ლიტერატურულ ნაშრომებში განხილულია არა ერთი და ორი საგეოგრაფიო სახელი და დადგენილია მათი ეტიმოლოგია. ტოპონიმებისადმი ინტერესი განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში გაღვივდა. ქართველი გეოგრაფოსების (ალ. ჯავახიშვილი, ლ. მარუაშვილი, გ. ზარდალიშვილი), ისტორიკოსების (ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ალ. სვანიძე, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, ს. ყაუხჩიშვილი, გ. მელიქიშვილი, ი. სიხარულიძე, პ. ინგოროყვა, ს. კაკაბაძე), ლინგვისტების (ნ. მარი, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ს. ჯიქია, მ. მეგრელიძე, კ. დონდუა, ალ. ღლონტი), ფოლკლორისტების (მიხ. ჩიქოვანი, ქს. სიხარულიძე, ელ. ვირსალაძე) ნაშრომებში ტოპონიმთა ანალიზის საფუძველზე დასმული და გადაწყვეტილია უმნიშვნელოვანესი პრობლემები ეთნოგენეზისა, ქართველთა ნათესაობის შესახებ ევრაზიის უძველეს ხალხებთან, ქართველური ენების გრამატიკული წყობიდან და ლექსიკიდან.


ა. ღლონტი


ლიტერატურა

  • ი. სიხარულიძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, II, ბათომი, 1958, II, ბათომი, 1960;
  • ს. ჯიქია, გურჯისანტინის ვილაიეთის დიდი დავთარი, I, თბ., 1947; II, თბ., 1941; III, თბ., 1958;
  • მიხ. ჩიქოვანი, ტოპონიმიკური ლექსიკონი, „თბ. უნ. შრომები“, XIX, 1939, გვ. 135–155;
  • მ. გეგეშიძე, ქართულის სამეურნეო ტოპონიმიკა, თსუ შრომები, XXXVII, 1949, გვ. 166-173;
  • ალ. ღლონტი, ქართული ლექსიკოლოგია, თბ., 1964;
  • მისივე: ტოპონიმი ღა ტოპონიმიკა, „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში", № 4, 1947, გვ. 65-71.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები