მედამუდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მედამუდი – ადგილი კარნაკიდად 5კმ. ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნილოსის აღმოსავლეთ ნაპირზე, შედიოდა თებეს (მეოთხე ზემოეგვიპტურ) ნომში. მედამუდი მიძღვნილი იყო მონტუსადმი, რომელსაც შევარდნის თავიანი ადამიანის ან ხარის სახით გამოსახავდნენ. მედამუდთან ასოცირებული იყვნენ მისი ტრიადის წევრები მეუღლე რატტაუი და ვაჟიშვილი ჰარპოკრატოსი (ხორი-ჩვილი).

მედამუდი არ არის სათანადოდ შესწავლილი. ყველაზე ძველ ნაგებობას წარმოადგენს პირველი გარდამავალი პერიოდით დათარიღებული აგურის სამლოცველო, ყველაზე ძველი წარწერები სენუსერტ III-ის (XII დინასტია) დროისაა. ბევრია XIII დინასტიის წარწერები. მედამუდში აქტიურად აშენებდნენ თოტმეს III და ამონხეტეპ II (XVIII დინასტია), თუმცა დღეს მხოლოდ ამონხეტეპ II-ის გრანიტის კარიბჭეა შემორჩენილი. ტაძრის ჩვენამდე მოღწეული ნაწილი ბერძნულ-რომაული პერიოდისაა. მედამუდი ითვლებოდა უკანასკნელ ადგილად, სადაც დაისვენეს ოგდოადის ღმერთებმა, სანამ მიაღწევდნენ ჯემეს (მედინეტ ჰაბუს), მათი საბოლოო განსასვენებლის ადგილს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ამონხეტეპ IV (ეხნატონის) მშენებლობა მედამუდში. სავარაუდოდ მან თავისი მეფობის დასაწყისში მონტუს პატარა ტაძარი აუგო, რადგან აქ მოძიებულ ფრაგმენტებზე მონტუს გარდა, ატონის სახელის ადრეული ფორმაა ნაპოვნი.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები