ქართული მუსიკა
(ახალი გვერდი: '''ქართული მუსიკა''' – მატერიალური კულტურის ძეგლებითა და წერი...) |
(→ქართული სასიმღერო შემოქმედება) |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ქართული მუსიკა''' – მატერიალური კულტურის ძეგლებითა და წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ქართული მუსიკის სათავეები 3 ათასი წლის წინაა საძიებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არქეოლოგების მიერ [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის რაიონში]] აღმოჩენილი გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული სამთვლიანი [[სალამური]] (ძვ. წ. XV-XIV სს.). სხვა [[მუსიკალური საკრავები|სამუსიკო საკრავთაგან]] დღემდე მოღწეულია შვიდთვლიანი სალამური, ექვსღეროვანი [[სოინარი]] ანუ [[ლარჭემი]], [[ბუკი]], [[გუდასტვირი]], [[ჭიბონი]] ანუ ჭიმონი, [[ჩანგი]], [[ფანდური]], [[ჩონგური]], [[ჭიანური]], [[ჭუნირი]], [[დოლი]], [[დაირა]], [[დიპლიპიტო]]. | '''ქართული მუსიკა''' – მატერიალური კულტურის ძეგლებითა და წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ქართული მუსიკის სათავეები 3 ათასი წლის წინაა საძიებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არქეოლოგების მიერ [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის რაიონში]] აღმოჩენილი გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული სამთვლიანი [[სალამური]] (ძვ. წ. XV-XIV სს.). სხვა [[მუსიკალური საკრავები|სამუსიკო საკრავთაგან]] დღემდე მოღწეულია შვიდთვლიანი სალამური, ექვსღეროვანი [[სოინარი]] ანუ [[ლარჭემი]], [[ბუკი]], [[გუდასტვირი]], [[ჭიბონი]] ანუ ჭიმონი, [[ჩანგი]], [[ფანდური]], [[ჩონგური]], [[ჭიანური]], [[ჭუნირი]], [[დოლი]], [[დაირა]], [[დიპლიპიტო]]. | ||
− | + | ==== ქართული სასიმღერო შემოქმედება ==== | |
განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ქართველები|ქართველთა]] სასიმღერო შემოქმედება, ჯერ კიდევ VIII და V სს. ძვ. წ. ისტორიულ საბუთებში გვხვდება ცნობები შრომის, სალაშქრო და საფერხულო [[სიმღერა|სიმღერების]] შესახებ. ჩვენამდე მოღწეული მრავალი სიმღერის არქაული სამუსიკო აღნაგობა და წარმართული შინაარსის [[ტექსტი]] გვაფიქრებინებს, რომ ქართველ ხალხს ამ პერიოდისათვის უნდა ჰქონოდა სხვა [[ჟანრი]]ს სიმღერებიც. | განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ქართველები|ქართველთა]] სასიმღერო შემოქმედება, ჯერ კიდევ VIII და V სს. ძვ. წ. ისტორიულ საბუთებში გვხვდება ცნობები შრომის, სალაშქრო და საფერხულო [[სიმღერა|სიმღერების]] შესახებ. ჩვენამდე მოღწეული მრავალი სიმღერის არქაული სამუსიკო აღნაგობა და წარმართული შინაარსის [[ტექსტი]] გვაფიქრებინებს, რომ ქართველ ხალხს ამ პერიოდისათვის უნდა ჰქონოდა სხვა [[ჟანრი]]ს სიმღერებიც. | ||
+ | ===== ქართული მუსიკალური ფოლკლორი ===== | ||
ქართული მუსიკალური [[ფოლკლორი]] მრავალ [[დიალექტი|დიალექტს]] მოიცავს: [[ხევსურული დიალექტი|ხევსურულს]], [[თუშური დიალექტი|თუშურს]], [[ფშაური დიალექტი|ფშაურს]], [[მოხეური დიალექტი|მოხეურს]], მთიულურს, [[ქართლური დიალექტი|ქართლ]]-[[კახური დიალექტი|კახურს]], [[მესხური დიალექტი|მესხურს]], [[რაჭული დიალექტი|რაჭულს]], [[ლეჩხუმური დიალექტი|ლეჩხუმურს]], [[სვანური ენა|სვანურს]], [[იმერული დიალექტი|იმერულს]], [[გურული დიალექტი|გურულს]], [[მეგრული ენა|მეგრულს]], [[აჭარული დიალექტი|აჭარულს]], [[ლაზური ენა|ლაზურს]]. ქართული ხალხური მუსიკის თავისებურებაა მრავალფეროვანი, თავისთავადი 1, 2, 3 და 4-ხმიანობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა 2 ძირითად განშტოებად: აღმოდსვლრთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს მუსიკალურ შემოქმედებად. ერთხმიანი სიმღერა ორგვარია – ცალფა ([[სოლო]]) და გუნდური (ეს უკანასკნელი განვლილი ეტაპია). ცალფა სიმღერებია „ნანა“, ქართლ-კახური „[[ურმული]]“, „[[ოროველა]]“ (გვხვდება ორხმიანიც) და თუშ-ფშავ-ხევსურების, მესხების, ლაზების სასიმღერო შემოქმედების დიდი ნაწილი. ზოგიერთი ცალფა სიმღერა სამუსიკო საკრავების თანხლებით სრულდება. | ქართული მუსიკალური [[ფოლკლორი]] მრავალ [[დიალექტი|დიალექტს]] მოიცავს: [[ხევსურული დიალექტი|ხევსურულს]], [[თუშური დიალექტი|თუშურს]], [[ფშაური დიალექტი|ფშაურს]], [[მოხეური დიალექტი|მოხეურს]], მთიულურს, [[ქართლური დიალექტი|ქართლ]]-[[კახური დიალექტი|კახურს]], [[მესხური დიალექტი|მესხურს]], [[რაჭული დიალექტი|რაჭულს]], [[ლეჩხუმური დიალექტი|ლეჩხუმურს]], [[სვანური ენა|სვანურს]], [[იმერული დიალექტი|იმერულს]], [[გურული დიალექტი|გურულს]], [[მეგრული ენა|მეგრულს]], [[აჭარული დიალექტი|აჭარულს]], [[ლაზური ენა|ლაზურს]]. ქართული ხალხური მუსიკის თავისებურებაა მრავალფეროვანი, თავისთავადი 1, 2, 3 და 4-ხმიანობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა 2 ძირითად განშტოებად: აღმოდსვლრთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს მუსიკალურ შემოქმედებად. ერთხმიანი სიმღერა ორგვარია – ცალფა ([[სოლო]]) და გუნდური (ეს უკანასკნელი განვლილი ეტაპია). ცალფა სიმღერებია „ნანა“, ქართლ-კახური „[[ურმული]]“, „[[ოროველა]]“ (გვხვდება ორხმიანიც) და თუშ-ფშავ-ხევსურების, მესხების, ლაზების სასიმღერო შემოქმედების დიდი ნაწილი. ზოგიერთი ცალფა სიმღერა სამუსიკო საკრავების თანხლებით სრულდება. | ||
ხაზი 12: | ხაზი 13: | ||
სტილისა და ჟანრების მიხედვით მდიდარ და მრავალფეროვან მეგრულ ფოლკლორში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამხმიან სატრფიალო, საყოფაცხოვრებო, სახუმარო სიმღერებს. ეს სიმღერები გამოირჩევა სინატიფით, ლირიზმით, გამჭვირვალე ფაქტურით („ჩელა“, „სი ქოულ ბატა“ „სისატურა“, „ერეხელი“). მათ უპირისპირდება მოძრავი დრამატიზებული საქორწინო, საცეკვაო, შრომის სიმღერები („კუჩხი ბედინერ“ი, ვოი სა, ოდოია, „ოჩეშხვეი“), რომლებიც თვითმყოფი ვოკალური [[პოლიფონია|პოლიფონიის]] ნიმუშებია. იმერული სიმღერებისათვის დამახასიათებელია მხნე, ხალისიანი განწყობილება. სამივე ხმა მდიდარი რიტმულ-ინტონაციური მოძრაობით გამოირჩევა („მხედრული“, „ცხენოსნური“). ფორმა უმეტესად [[კუპლეტური ფორმა|კუპლეტური]]ა. გამონაკლისს შეადგენს [[შრომის სიმღერა]] „ნადური“, რომელიც ყურადღებას იქცევს ფორმის სირთულით, ხმათა ფართო განვითარებით, პოლიფონიური საფუძვლის თავისებურებით. | სტილისა და ჟანრების მიხედვით მდიდარ და მრავალფეროვან მეგრულ ფოლკლორში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამხმიან სატრფიალო, საყოფაცხოვრებო, სახუმარო სიმღერებს. ეს სიმღერები გამოირჩევა სინატიფით, ლირიზმით, გამჭვირვალე ფაქტურით („ჩელა“, „სი ქოულ ბატა“ „სისატურა“, „ერეხელი“). მათ უპირისპირდება მოძრავი დრამატიზებული საქორწინო, საცეკვაო, შრომის სიმღერები („კუჩხი ბედინერ“ი, ვოი სა, ოდოია, „ოჩეშხვეი“), რომლებიც თვითმყოფი ვოკალური [[პოლიფონია|პოლიფონიის]] ნიმუშებია. იმერული სიმღერებისათვის დამახასიათებელია მხნე, ხალისიანი განწყობილება. სამივე ხმა მდიდარი რიტმულ-ინტონაციური მოძრაობით გამოირჩევა („მხედრული“, „ცხენოსნური“). ფორმა უმეტესად [[კუპლეტური ფორმა|კუპლეტური]]ა. გამონაკლისს შეადგენს [[შრომის სიმღერა]] „ნადური“, რომელიც ყურადღებას იქცევს ფორმის სირთულით, ხმათა ფართო განვითარებით, პოლიფონიური საფუძვლის თავისებურებით. | ||
− | მთელი თავისი მრავალფეროვნებით ხალხური პოლიფონია გურულ და აჭარულ სასიმღერო შემოქმედებაშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით სპეციფიკურია ე. წ. [[კრიმანჭული]] (მაღალი ხმა), რომელიც მომღერლისაგან მოითხოვს მამაკაცის ხმისათვის უჩვეულოდ მაღალ [[რეგისტრი|რეგისტრს]] და ხორხისმიერი (უპირატესად ორნამენტულ ხასიათის) ბგერით რთული [[ფიორიტურა|ფიორიტურების]] შესრულების უნარს. მესამე ხმა - ფართო დიაპაზონიანი მოქნილი ბანი – აქტიურ მონაწილეობას იღებს სიმღერის მხატვრული სახის შექმნაში. კრიმანჭულიან სიმღერებში სიტყვიერი ტექსტი მიჰყავს უმეტესად მეორე ხმას (ხასანბეგურა და სხვა). ამ სიმღერების თავისებურებაა მელოდიური მრავალფეროვნება, რიტმისა და დინამიკის სიმძაფრე, თვითმყოფი ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსთა ფართო გამოყენება. იმპროვიზაციულობა, ტემპერამენტი, ვოკალური მახვილგონიერება დამახასიათებელია გურული და აჭარული სიმღერებისათვის, განსაკუთრებით ოთხხმიანი ნადურისათვის, რომელსაც მორიგეობით ასრულებს ორი ჯგუფისაგან შემდგარი ანსამბლი (თითოეულში არის არანაკლებ 6-6 კაცისა). ამ მხრივ აღსანიშნავია აჭარული ნადურ„ი ქალი ვიყავ აზნაური.“ ორიგინალური ფაქტურით და ფორმით გამოირჩევა აგრეთვე ხალხური მუსიკალური შემოქმედების მშვენება – გურული „შავი შაშვი“, რომელსაც ახასიათებს მუხლებს შორის უჩვეულო საკადანსო საქცევი [[კვარტა]]ზე და თითოეული ხმის უკიდურესად ინდივიდუალური რიტმულ-ინტონაციური მოძრაობა. | + | მთელი თავისი მრავალფეროვნებით ხალხური პოლიფონია გურულ და აჭარულ სასიმღერო შემოქმედებაშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით სპეციფიკურია ე. წ. [[კრიმანჭული]] (მაღალი ხმა), რომელიც მომღერლისაგან მოითხოვს მამაკაცის ხმისათვის უჩვეულოდ მაღალ [[რეგისტრი|რეგისტრს]] და ხორხისმიერი (უპირატესად ორნამენტულ ხასიათის) ბგერით რთული [[ფიორიტურა|ფიორიტურების]] შესრულების უნარს. მესამე ხმა - ფართო დიაპაზონიანი მოქნილი ბანი – აქტიურ მონაწილეობას იღებს სიმღერის მხატვრული სახის შექმნაში. კრიმანჭულიან სიმღერებში სიტყვიერი ტექსტი მიჰყავს უმეტესად მეორე ხმას (ხასანბეგურა და სხვა). ამ სიმღერების თავისებურებაა მელოდიური მრავალფეროვნება, რიტმისა და დინამიკის სიმძაფრე, თვითმყოფი ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსთა ფართო გამოყენება. იმპროვიზაციულობა, ტემპერამენტი, ვოკალური მახვილგონიერება დამახასიათებელია გურული და აჭარული სიმღერებისათვის, განსაკუთრებით ოთხხმიანი ნადურისათვის, რომელსაც მორიგეობით ასრულებს ორი ჯგუფისაგან შემდგარი ანსამბლი (თითოეულში არის არანაკლებ 6-6 კაცისა). ამ მხრივ აღსანიშნავია აჭარული ნადურ„ი ქალი ვიყავ აზნაური.“ ორიგინალური ფაქტურით და ფორმით გამოირჩევა აგრეთვე ხალხური მუსიკალური შემოქმედების მშვენება – გურული „შავი შაშვი“, რომელსაც ახასიათებს მუხლებს შორის უჩვეულო საკადანსო საქცევი [[კვარტა (მუსიკა)|კვარტა]]ზე და თითოეული ხმის უკიდურესად ინდივიდუალური რიტმულ-ინტონაციური მოძრაობა. |
მთელი ეს შინაარსით მდიდარი და სტილის მხრივ მრავალწახნაგოვანი ქართული სასიმღერო შემოქმედება ემყარება დიატონიკურ [[კილო (მუსიკა)|კილოებს]] (პირობითად, [[მიქსოლიდიური კილო (მუსიკა)|მიქსოლიდიურსა]] და [[ეოლიური კილო|ეოლიურს]], ნაკლებად [[ფრიგიული კილო|ფრიგიულს]], [[დორიული კილო|დორიულს]], უფრო იშვიათად [[იონიური კილო|იონიურს]], უმეტესად დასავლეთ საქართველოს სიმღერებში), გამონაკლისის სახით – [[ლოკრიული კილო|ლოკრიულს]]. | მთელი ეს შინაარსით მდიდარი და სტილის მხრივ მრავალწახნაგოვანი ქართული სასიმღერო შემოქმედება ემყარება დიატონიკურ [[კილო (მუსიკა)|კილოებს]] (პირობითად, [[მიქსოლიდიური კილო (მუსიკა)|მიქსოლიდიურსა]] და [[ეოლიური კილო|ეოლიურს]], ნაკლებად [[ფრიგიული კილო|ფრიგიულს]], [[დორიული კილო|დორიულს]], უფრო იშვიათად [[იონიური კილო|იონიურს]], უმეტესად დასავლეთ საქართველოს სიმღერებში), გამონაკლისის სახით – [[ლოკრიული კილო|ლოკრიულს]]. | ||
+ | |||
+ | ===== ქალაქური მუსიკალური ფოლკლორი ===== |
20:34, 13 მაისი 2025-ის ვერსია
ქართული მუსიკა – მატერიალური კულტურის ძეგლებითა და წერილობითი წყაროებით დასტურდება, რომ ქართული მუსიკის სათავეები 3 ათასი წლის წინაა საძიებელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს არქეოლოგების მიერ მცხეთის რაიონში აღმოჩენილი გედის წვივის ძვლისაგან დამზადებული სამთვლიანი სალამური (ძვ. წ. XV-XIV სს.). სხვა სამუსიკო საკრავთაგან დღემდე მოღწეულია შვიდთვლიანი სალამური, ექვსღეროვანი სოინარი ანუ ლარჭემი, ბუკი, გუდასტვირი, ჭიბონი ანუ ჭიმონი, ჩანგი, ფანდური, ჩონგური, ჭიანური, ჭუნირი, დოლი, დაირა, დიპლიპიტო.
ქართული სასიმღერო შემოქმედება
განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა სასიმღერო შემოქმედება, ჯერ კიდევ VIII და V სს. ძვ. წ. ისტორიულ საბუთებში გვხვდება ცნობები შრომის, სალაშქრო და საფერხულო სიმღერების შესახებ. ჩვენამდე მოღწეული მრავალი სიმღერის არქაული სამუსიკო აღნაგობა და წარმართული შინაარსის ტექსტი გვაფიქრებინებს, რომ ქართველ ხალხს ამ პერიოდისათვის უნდა ჰქონოდა სხვა ჟანრის სიმღერებიც.
ქართული მუსიკალური ფოლკლორი
ქართული მუსიკალური ფოლკლორი მრავალ დიალექტს მოიცავს: ხევსურულს, თუშურს, ფშაურს, მოხეურს, მთიულურს, ქართლ-კახურს, მესხურს, რაჭულს, ლეჩხუმურს, სვანურს, იმერულს, გურულს, მეგრულს, აჭარულს, ლაზურს. ქართული ხალხური მუსიკის თავისებურებაა მრავალფეროვანი, თავისთავადი 1, 2, 3 და 4-ხმიანობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა 2 ძირითად განშტოებად: აღმოდსვლრთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს მუსიკალურ შემოქმედებად. ერთხმიანი სიმღერა ორგვარია – ცალფა (სოლო) და გუნდური (ეს უკანასკნელი განვლილი ეტაპია). ცალფა სიმღერებია „ნანა“, ქართლ-კახური „ურმული“, „ოროველა“ (გვხვდება ორხმიანიც) და თუშ-ფშავ-ხევსურების, მესხების, ლაზების სასიმღერო შემოქმედების დიდი ნაწილი. ზოგიერთი ცალფა სიმღერა სამუსიკო საკრავების თანხლებით სრულდება.
ორხმიანი სიმღერები გვხვდება უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარში, აჭარაში, ცნობილია აგრეთვე მეგრული, ლაზური და მესხური ორხმიანობა, ქართული სამხმიანობისათვის დამახასიათებელია ჰომოფონიური და ჰომოფონიურ-პოლიფონიური აღნაგობა. ერთ შემთხვევაში ორი ზემო ხმა მელოდიას პარალელური მოძრაობით ავითარებს, მეორე შემთხვევაში ან პირველი ხმაა მთქმელი და მეორე - მოძახილი, ან პირუკუ, რაც მათ შორის კონტრაპუნქტულ შეფარდებას ქმნის. ბანი ყველა შემთხვევაში ჰარმონიულ ფუნქციას ასრულებს. თავისი ფორმის, კილოური საფუძვლის, მუსიკალური გამომსახველობის საშუალებათა მრავალფეროვნებით, რიტმულ-ინტონაციური სიმდიდრით, სამოდულაციო ხერხების ორიგინალობით საგრძნობლად გამოირჩევა ქართლ-კახური გრძელი სუფრული სიმღერები − „მრავალჟამიერი“, „ჩაკრულო“, „მო, ლხინი ვნახოთ“, „შემოძახილი“, „ხეურო“, „ჩონგურო“, „ზამთარი“ და სხვა. ესენი ქართული შემოქმედების კლასიკური ნიმუშებია. ამ სიმღერების ფართოდ გაშლილ - განვითარებული მელოდია ორ მთქმელს მიჰყავს ხან პარალელურად, ხან მორიგეობით. ამათგან თითოეული ამჟღავნებს შემსრულებლობის მაღალ ოსტატობას, დახვეწილ მხატვრულ გემოვნებას, მდიდარ ფანტაზიას, რაც ხმებს შორის იშვიათ ორიგინალურ შეხამებებს ქმნის, თანდათან აძლიერებს დინამიკას და სიმღერა საზეიმო ხასიათს იღებს. ბანი აქაც ჰარმონიული საფუძველია, თუმცა უფრო აქტიური. მუსიკალური აღნაგობისა და ხმების ურთიერთდამოკიდებულების მხრივ გარკვეული მსგავსებაა ქართლ-კახურ და რაჭულ სიმღერებში. ეს უფრო სუფრულ და საწესო სიმღერა „ალილოში“ შეიმჩნევა. აქვე უნდა აღინიშნოს მესტვირეობის ტრადიცია, რომელიც დღემდე შემორჩა და განვითარდა რაჭაში. მესტვირის რეპერტუარში საპატიო ადგილი უჭირავს საგმირო ეპოსს, შაირებს, რომლებშიც ვლინდება იმპროვიზაციის ნიჭი, გონებამახვილობა, რამაც პოპულარობა მოუპოვა ამ საკრავს, სახელი გაუთქვა მესტვირეებს მთელ საქართველოში.
ქართულ მუსიკალურ ფოლკლორში განცალკევებით დგას სვანების ხალხური სასიმღერო შემოქმედება, როელიც ამჟამად უმთავრესად სამხმიანი სიმღერებითაა წარმოდგენილი. ამ სიმღერების ზვიადი, მედიდური განწყობილება კარგად ერწყმის სვანეთის გოროზ ბუნებას. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს სვანური სიმღერის ორიგინინალური კილოური აღნაგობა, მეტრ-რიტმის სიმტკიცე, ხმათა სიმჭიდროვე, მკაცრი, დიადი ხმოვანება, დისონანსური შეხამებანი („ლილე“), რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის ჟღერადობას. ხშირია სამოდულაციო გადახრები, ვხვდებით ქრომატულ სვლებს, მელოსის დინამიკურ განვითარებას („კვირია“), დამახასიათებელია ძირითადი სამხმოვანებით დაღმავალ-აღმავალი კომპლექსური მოძრაობა, რაც თავისებურ კოლორიტს ანიჭებს სიმღერას („ორდიაშუ“, „თამარ დედფალ“), გავრცელებულია საგმირო-საისტორიო, საწესო, საფერხულო ჟანრები. ლირიკული სიმღერა შედარებით იშვიათია („ვოი დი ვო“, „მირანგულა“).
სტილისა და ჟანრების მიხედვით მდიდარ და მრავალფეროვან მეგრულ ფოლკლორში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სამხმიან სატრფიალო, საყოფაცხოვრებო, სახუმარო სიმღერებს. ეს სიმღერები გამოირჩევა სინატიფით, ლირიზმით, გამჭვირვალე ფაქტურით („ჩელა“, „სი ქოულ ბატა“ „სისატურა“, „ერეხელი“). მათ უპირისპირდება მოძრავი დრამატიზებული საქორწინო, საცეკვაო, შრომის სიმღერები („კუჩხი ბედინერ“ი, ვოი სა, ოდოია, „ოჩეშხვეი“), რომლებიც თვითმყოფი ვოკალური პოლიფონიის ნიმუშებია. იმერული სიმღერებისათვის დამახასიათებელია მხნე, ხალისიანი განწყობილება. სამივე ხმა მდიდარი რიტმულ-ინტონაციური მოძრაობით გამოირჩევა („მხედრული“, „ცხენოსნური“). ფორმა უმეტესად კუპლეტურია. გამონაკლისს შეადგენს შრომის სიმღერა „ნადური“, რომელიც ყურადღებას იქცევს ფორმის სირთულით, ხმათა ფართო განვითარებით, პოლიფონიური საფუძვლის თავისებურებით.
მთელი თავისი მრავალფეროვნებით ხალხური პოლიფონია გურულ და აჭარულ სასიმღერო შემოქმედებაშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით სპეციფიკურია ე. წ. კრიმანჭული (მაღალი ხმა), რომელიც მომღერლისაგან მოითხოვს მამაკაცის ხმისათვის უჩვეულოდ მაღალ რეგისტრს და ხორხისმიერი (უპირატესად ორნამენტულ ხასიათის) ბგერით რთული ფიორიტურების შესრულების უნარს. მესამე ხმა - ფართო დიაპაზონიანი მოქნილი ბანი – აქტიურ მონაწილეობას იღებს სიმღერის მხატვრული სახის შექმნაში. კრიმანჭულიან სიმღერებში სიტყვიერი ტექსტი მიჰყავს უმეტესად მეორე ხმას (ხასანბეგურა და სხვა). ამ სიმღერების თავისებურებაა მელოდიური მრავალფეროვნება, რიტმისა და დინამიკის სიმძაფრე, თვითმყოფი ურთულესი პოლიფონიური ელემენტების კომპლექსთა ფართო გამოყენება. იმპროვიზაციულობა, ტემპერამენტი, ვოკალური მახვილგონიერება დამახასიათებელია გურული და აჭარული სიმღერებისათვის, განსაკუთრებით ოთხხმიანი ნადურისათვის, რომელსაც მორიგეობით ასრულებს ორი ჯგუფისაგან შემდგარი ანსამბლი (თითოეულში არის არანაკლებ 6-6 კაცისა). ამ მხრივ აღსანიშნავია აჭარული ნადურ„ი ქალი ვიყავ აზნაური.“ ორიგინალური ფაქტურით და ფორმით გამოირჩევა აგრეთვე ხალხური მუსიკალური შემოქმედების მშვენება – გურული „შავი შაშვი“, რომელსაც ახასიათებს მუხლებს შორის უჩვეულო საკადანსო საქცევი კვარტაზე და თითოეული ხმის უკიდურესად ინდივიდუალური რიტმულ-ინტონაციური მოძრაობა.
მთელი ეს შინაარსით მდიდარი და სტილის მხრივ მრავალწახნაგოვანი ქართული სასიმღერო შემოქმედება ემყარება დიატონიკურ კილოებს (პირობითად, მიქსოლიდიურსა და ეოლიურს, ნაკლებად ფრიგიულს, დორიულს, უფრო იშვიათად იონიურს, უმეტესად დასავლეთ საქართველოს სიმღერებში), გამონაკლისის სახით – ლოკრიულს.