ბალეტი
(→წყარო) |
|||
(ერთი მომხმარებლის 12 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ბალეტი''' - (ფრანგ. Ballet, იტალ. baIIetto , ლათ. ballo ვცეკვავ) | + | [[ფაილი:Edgar dega balerinebi.JPG|thumb|ედგარ დეგა.ცისფერი ბალერინები]] |
+ | '''ბალეტი''' - (ფრანგ. Ballet, იტალ. baIIetto , ლათ. ballo ვცეკვავ), სცენური ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რომლის შინაარსი გადმოიცემა საცეკვაო-მუსიკალურ სახეებით. როგორც წესი, [[ტერმინი]] ბალეტი გამოიყენება XVI-XIX ს.-ების განმავლობაში [[ევროპა]]ში ჩამოყალიბებულ (ევროპული კლასიკური ბალეტი) და XX ს.-ში მთელ მსოფლიოში გავრცელებული ხელოვნების სახეობის აღსანიშნავად. თავისი ბალეტი აქვს მრავალ აღმოსავლურ ქვეყანას ([[ინდოეთი]], [[ჩინეთი]], [[ინდონეზია]] და სხვ.); სადაც იგი ცეკვისა და [[პანტომიმა|პანტომიმის]] საკუთარ სისტემებზეა დაფუძნებული. | ||
− | + | ===საბალეტო მუსიკა=== | |
+ | საბალეტო მუსიკა, [[სასცენო ხელოვნება|სასცენო ხელოვნების]] სახეობაა, [[სპექტაკლი]], რომლის შინაარსი გადმოიცემა საცეკვაო-მუსიკის სახეებით. ბალეტის [[მუსიკა]], რომელიც საბალეტო [[ლიბრეტო]]ს მიხედვით იქმნება, [[ქორეოგრაფია|ქორეოგრაფიის]] მხატვრულ-ემოციურ და მეტრულ-რიტმულ საფუძველს წარმოადგენს. ზოგჯერ – ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციები ადრე შექმნილ მუსიკას ემყარება. | ||
− | XX საუკუნის მრავალმა კომპოზიტორმა მიმართა ბალეტის ჟანრს (მ. | + | ტერმინი „ბალეტი“ შეიქმნა [[იტალია]]ში მე-16 ს-ის ბოლოს [[ოპერა]]ში საცეკვაო ეპიზოდის აღსანიშნავად. ბალეტის გამოყოფა დამოუკიდებელ ხელოვნებად უფრო გვიან მოხდა. საბალეტო მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მე-17-18 ს. გამოჩენილი კომპოზიტორების [[ლიული ჟან ბატისტ|ჟ. ბ. ლიულის]], [[პერსელი ჰენრი|ჰ. პერსელი]]ს, [[ჰენდელი გეორგ ფრიდრიხ|გ. ფ. ჰენდელის]], [[რამო ჟან ფილიპ|ჟ. ფ. რამო]]ს და სხვათა ოპერებში. [[ბალეტმაისტერი|ბალეტმაისტერ]] ჟ. ჟ. ნოვერის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ განამტკიცა მუსიკის აქტიური როლი საბალეტო სპექტაკლში. ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა [[გლიუკი ქრისტოფ ვილიბალდ|ქ. ვ. გლიუკი]]ს ბალეტმა „დონ ჟუანმა“ (1761). საბალეტო მუსიკის სიმფონიზაციის ერთ-ერთ პირველ ცდას წარმოადგენდა [[ბეთჰოვენი ლუდვიგ ვან|ბეთჰოვენი]]ს „პრომეთეოსის ქმნილებანი“ (1801). რომანტიკული მიმართულება დაამკვიდრეს ბალეტში ადანის „ჟიზელმა“ (1841), [[დელიბი ლეო|დელიბი]]ს „კოპელიამ“ (1870) და სხვ. თვისებრივად ახალი ეტაპი საბალეტო მუსიკის განვითარებაში შექმნეს [[ჩაიკოვსკი პეტრე|პ. ჩაიკოვსკის]] ბალეტებმა: „გედების ტბა“ (1877), „მძინარე მზეთუნახავი“ (1890), „მაკნატუნა“ (1892). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა [[სტრავინსკი იგორ|ი. სტრავინსკი]]ს ბალეტებს – „ფასკუნჯი“ (1910), „პეტრუშკა“ (1911), „საღვთო გაზაფხული“ (1913), რომლებიც დაკავშირებელია ბალეტმაისტერ მ. ფოკინის ნოვატორულ ძიებებთან. |
+ | |||
+ | XX საუკუნის მრავალმა კომპოზიტორმა მიმართა ბალეტის ჟანრს ([[რაველი მორის ჟოზეფ|მ. რაველ]]ი, [[ონეგერი არტურ|ა. ონეგერი]], [[ბარტოკი ბელა|ბ. ბარტოკი]], [[ჰინდემიტი პაულ|პ. ჰინდემითი]], [[ფალია მანუელ დე|მ. დე ფალია]], [[გლიერი რეინგოლდ|რ. გლიერი]], [[შოსტაკოვიჩი დიმიტრი|დ. შოსტაკოვიჩი]], [[პროკოფიევი სერგეი|ს. პროკოფიევი]], [[ხაჩატურიანი არამ|ა. ხაჩატურიანი]], [[შჩედრინი როდიონ|რ. შჩედრინი]] და სხვ.). საეტაპოდ იქცა [[პროკოფიევი სერგეი|ს. პროკოფიევი]]ს ბალეტები („[[რომეო და ჯულიეტა (ბალეტი)|რომეო და ჯულიეტა]]“, 1938 და სხვ.), რომელთაც განსაზღვრეს სიმფონიზაციისა და კონფლიქტური დრამატურგიის პრინციპების განმტკიცება საბალეტო მუსიკაში. | ||
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მკვიდრდება აგრეთვე სიმფონიური (და სხვ.) მუსიკის ნიმუშების ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციის პრაქტიკა ბალეტის ჟანრში, რაც მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია ამერიკელი ბალეტმაისტერის – [[ბალანჩინი ჯორჯ|ჯ. ბალანჩინი]]ს (გ. ბალანჩივაძის 1904-83) ნოვატორულ მოღვაწეობასთან. | მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მკვიდრდება აგრეთვე სიმფონიური (და სხვ.) მუსიკის ნიმუშების ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციის პრაქტიკა ბალეტის ჟანრში, რაც მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია ამერიკელი ბალეტმაისტერის – [[ბალანჩინი ჯორჯ|ჯ. ბალანჩინი]]ს (გ. ბალანჩივაძის 1904-83) ნოვატორულ მოღვაწეობასთან. | ||
− | [[საქართველო|საქართველოში]] პირველი საბალეტო სპექტაკლი დაიდგა 1854 წელს. 80-90-იან წლებში თბილისში გასტროლებს მართავდნენ გამოჩენილი რუსი მოცეკვავეები და საბალეტო დასები. ეროვნული ბალეტის ფორმირება დაიწყო XX ს. 10-იანი წლებიდან. საბალეტო პანტომიმების შექმნის პირველი ცდები ეკუთვნის თ. ვახვახიშვილს („ირანილი პანტომიმა“, 1914, „ბახუსის დღესასწაული“ 1919, ერთაქტიანი ბალეტები – „მზეთამზე“ და „ხანძარი“ 1926-30). დიდი როლი შეასრულეს მ. პერინის სტუდიამ (1916-34), სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა სტუდიამ (1934-დან) და სასწავლებელმა (1951-დან) დ. ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით. | + | [[საქართველო|საქართველოში]] პირველი საბალეტო სპექტაკლი დაიდგა 1854 წელს. 80-90-იან წლებში [[თბილისი|თბილისში]] გასტროლებს მართავდნენ გამოჩენილი რუსი მოცეკვავეები და საბალეტო დასები. ეროვნული ბალეტის ფორმირება დაიწყო XX ს. 10-იანი წლებიდან. საბალეტო [[პანტომიმა|პანტომიმების]] შექმნის პირველი ცდები ეკუთვნის [[ვახვახიშვილი თამარ|თ. ვახვახიშვილს]] („ირანილი პანტომიმა“, 1914, „ბახუსის დღესასწაული“ 1919, ერთაქტიანი ბალეტები – „მზეთამზე“ და „ხანძარი“ 1926-30). დიდი როლი შეასრულეს [[პერინი მარია|მ. პერინის]] სტუდიამ (1916-34), სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა სტუდიამ (1934-დან) და სასწავლებელმა (1951-დან) დ. ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით. |
− | + | ||
− | + | ||
− | + | ||
+ | პირველი და ფუძემდებლური ქართული ბალეტია [[ბალანჩივაძე ანდრია|ა. ბალანჩივაძის]] „მთების გული“ („მზეჭაბუკი“), რომელიც 1936 დადგა გამოჩენილმა მოცეკვავემ და ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა. მანვე დადგა [[თაქთაქიშვილი შალვა|შ. თაქთაქიშვილი]]ს „მალთაყვა“ (1938), [[კილაძე გრიგოლ|გ. კილაძის]] „სინათლე“ (1947), დ. თორაძის „გორდა“ (1949), [[მაჭავარიანი ალექსი|ა. მაჭავარიანი]]ს „ოტელო“ (1957), [[ცინცაძე სულხან|ს. ცინცაძი]]ს „დემონი“ (1961). „გორდა“ ყველაზე სარეპერტუარო ბალეტია. „ოტელომ“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ა. მაჭავარიანს ეკუთვნის აგრეთვე ბალეტი „ეეფხისტყაოსანი“ (1974), რომელიც დაიდგა ლენინგრადში (პეტერბურგში). [[ცინცაძე სულხან|ცინცაძის]] ბალეტი „რივარესი“ (1982) დაიდგა მოსკოვში. საბალეტო ჟანრს მიმართავდნენ აგრეთვე რ. გაბიჩვაძე („ჰამლეტი“, 1971, „მედეა“, 1978), ბ. კვერნაძე („ქორეოგრაფიული ნოველები“, 1964, „ბერიკაობა“, 1973), [[ნასიძე სულხან|ს. ნასიძე]], [[ღლონტი ფელიქს|ფ. ღლონტი]], [[აზარაშვილი ვაჟა|ვ. აზარაშვილი]], შ. დავითაშვილი, [[კახიძე ვახტანგ|ვ. კახიძე]] და სხვ. | ||
+ | [[ტორაძე გულბათ|გ. ტორაძე]] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | * [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] |
+ | * [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ბალეტი]] | [[კატეგორია:ბალეტი]] | ||
− | [[კატეგორია:მუსიკალური | + | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] |
+ | [[კატეგორია:მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ჟანრები]] |
მიმდინარე ცვლილება 16:43, 21 მაისი 2025 მდგომარეობით
ბალეტი - (ფრანგ. Ballet, იტალ. baIIetto , ლათ. ballo ვცეკვავ), სცენური ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რომლის შინაარსი გადმოიცემა საცეკვაო-მუსიკალურ სახეებით. როგორც წესი, ტერმინი ბალეტი გამოიყენება XVI-XIX ს.-ების განმავლობაში ევროპაში ჩამოყალიბებულ (ევროპული კლასიკური ბალეტი) და XX ს.-ში მთელ მსოფლიოში გავრცელებული ხელოვნების სახეობის აღსანიშნავად. თავისი ბალეტი აქვს მრავალ აღმოსავლურ ქვეყანას (ინდოეთი, ჩინეთი, ინდონეზია და სხვ.); სადაც იგი ცეკვისა და პანტომიმის საკუთარ სისტემებზეა დაფუძნებული.
[რედაქტირება] საბალეტო მუსიკა
საბალეტო მუსიკა, სასცენო ხელოვნების სახეობაა, სპექტაკლი, რომლის შინაარსი გადმოიცემა საცეკვაო-მუსიკის სახეებით. ბალეტის მუსიკა, რომელიც საბალეტო ლიბრეტოს მიხედვით იქმნება, ქორეოგრაფიის მხატვრულ-ემოციურ და მეტრულ-რიტმულ საფუძველს წარმოადგენს. ზოგჯერ – ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციები ადრე შექმნილ მუსიკას ემყარება.
ტერმინი „ბალეტი“ შეიქმნა იტალიაში მე-16 ს-ის ბოლოს ოპერაში საცეკვაო ეპიზოდის აღსანიშნავად. ბალეტის გამოყოფა დამოუკიდებელ ხელოვნებად უფრო გვიან მოხდა. საბალეტო მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მე-17-18 ს. გამოჩენილი კომპოზიტორების ჟ. ბ. ლიულის, ჰ. პერსელის, გ. ფ. ჰენდელის, ჟ. ფ. რამოს და სხვათა ოპერებში. ბალეტმაისტერ ჟ. ჟ. ნოვერის მიერ განხორციელებულმა რეფორმამ განამტკიცა მუსიკის აქტიური როლი საბალეტო სპექტაკლში. ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქ. ვ. გლიუკის ბალეტმა „დონ ჟუანმა“ (1761). საბალეტო მუსიკის სიმფონიზაციის ერთ-ერთ პირველ ცდას წარმოადგენდა ბეთჰოვენის „პრომეთეოსის ქმნილებანი“ (1801). რომანტიკული მიმართულება დაამკვიდრეს ბალეტში ადანის „ჟიზელმა“ (1841), დელიბის „კოპელიამ“ (1870) და სხვ. თვისებრივად ახალი ეტაპი საბალეტო მუსიკის განვითარებაში შექმნეს პ. ჩაიკოვსკის ბალეტებმა: „გედების ტბა“ (1877), „მძინარე მზეთუნახავი“ (1890), „მაკნატუნა“ (1892). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ი. სტრავინსკის ბალეტებს – „ფასკუნჯი“ (1910), „პეტრუშკა“ (1911), „საღვთო გაზაფხული“ (1913), რომლებიც დაკავშირებელია ბალეტმაისტერ მ. ფოკინის ნოვატორულ ძიებებთან.
XX საუკუნის მრავალმა კომპოზიტორმა მიმართა ბალეტის ჟანრს (მ. რაველი, ა. ონეგერი, ბ. ბარტოკი, პ. ჰინდემითი, მ. დე ფალია, რ. გლიერი, დ. შოსტაკოვიჩი, ს. პროკოფიევი, ა. ხაჩატურიანი, რ. შჩედრინი და სხვ.). საეტაპოდ იქცა ს. პროკოფიევის ბალეტები („რომეო და ჯულიეტა“, 1938 და სხვ.), რომელთაც განსაზღვრეს სიმფონიზაციისა და კონფლიქტური დრამატურგიის პრინციპების განმტკიცება საბალეტო მუსიკაში.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მკვიდრდება აგრეთვე სიმფონიური (და სხვ.) მუსიკის ნიმუშების ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციის პრაქტიკა ბალეტის ჟანრში, რაც მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია ამერიკელი ბალეტმაისტერის – ჯ. ბალანჩინის (გ. ბალანჩივაძის 1904-83) ნოვატორულ მოღვაწეობასთან.
საქართველოში პირველი საბალეტო სპექტაკლი დაიდგა 1854 წელს. 80-90-იან წლებში თბილისში გასტროლებს მართავდნენ გამოჩენილი რუსი მოცეკვავეები და საბალეტო დასები. ეროვნული ბალეტის ფორმირება დაიწყო XX ს. 10-იანი წლებიდან. საბალეტო პანტომიმების შექმნის პირველი ცდები ეკუთვნის თ. ვახვახიშვილს („ირანილი პანტომიმა“, 1914, „ბახუსის დღესასწაული“ 1919, ერთაქტიანი ბალეტები – „მზეთამზე“ და „ხანძარი“ 1926-30). დიდი როლი შეასრულეს მ. პერინის სტუდიამ (1916-34), სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა სტუდიამ (1934-დან) და სასწავლებელმა (1951-დან) დ. ჯავრიშვილის ხელმძღვანელობით.
პირველი და ფუძემდებლური ქართული ბალეტია ა. ბალანჩივაძის „მთების გული“ („მზეჭაბუკი“), რომელიც 1936 დადგა გამოჩენილმა მოცეკვავემ და ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა. მანვე დადგა შ. თაქთაქიშვილის „მალთაყვა“ (1938), გ. კილაძის „სინათლე“ (1947), დ. თორაძის „გორდა“ (1949), ა. მაჭავარიანის „ოტელო“ (1957), ს. ცინცაძის „დემონი“ (1961). „გორდა“ ყველაზე სარეპერტუარო ბალეტია. „ოტელომ“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ა. მაჭავარიანს ეკუთვნის აგრეთვე ბალეტი „ეეფხისტყაოსანი“ (1974), რომელიც დაიდგა ლენინგრადში (პეტერბურგში). ცინცაძის ბალეტი „რივარესი“ (1982) დაიდგა მოსკოვში. საბალეტო ჟანრს მიმართავდნენ აგრეთვე რ. გაბიჩვაძე („ჰამლეტი“, 1971, „მედეა“, 1978), ბ. კვერნაძე („ქორეოგრაფიული ნოველები“, 1964, „ბერიკაობა“, 1973), ს. ნასიძე, ფ. ღლონტი, ვ. აზარაშვილი, შ. დავითაშვილი, ვ. კახიძე და სხვ.