ჯედკარა (ისესი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯედკარა ისესის რელიეფი

ჯედკარა (ისესი) – (ეგვ. Dd-k3-R, „ძლიერია რას კა“, დაახლ. ჩვ.წ.-დე 2388-2356), ეგვიპტის V დინასტიის მერვე ფარაონი. ტახტზე ადის მენკაუხორის შემდეგ. შესაძლოა იყო მისი შვილი ან ძმა.

ტურინის პაპირუსის მიხედვით, იმეფა 28 წელს, მანეთონის მიხედვით 44. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მეფობა საკმაოდ ხანგრძლივი იყო, რადგან ნაპოვნია ლარნაკი მისი ხებსედის დამადასტურებელი წარწერით. არის V დინასტიის პირველი ფარაონი, რომელსაც არ აუგია მზის ტაძარი. თავისი პირამიდა ააგო საქქარაში, საფეხუროვანი პირამიდის და სნოფრუს დაშურის ჩრდილოეთ პირამიდებს შორის. ჯედკარას ჩამოჰქონდა სპილენძი და ფირუზი სინაიდან, რაზეც მეტყველებს მისი ორი წარწერა (ათი წლის ინტერვალით) ვადი მაგარას მაღაროებთან, ამუშავებდა ქვის სამტეხლოებს აბუ სიმბელთან და გააგზავნა ექსპედიციები ბიბლოსში და პუნტში. პუნტში მისი ექსპედიციის დამადასტურებელი გრაფიტო ნაპოვნია ქვედა ნუბიაში. ჯედკარას დროს პროვინციული არისტოკრატია იმდენად ძლიერდება, რომ ეგვიპტე პრაქტიკულად ფეოდალური სახელმწიფოს სახეს იღებს. აღსანიშნავია ასევე მისი ვეზირების (რაშეპსესის და პტახოტეპის) საქქარას სამარხების გასაოცარი სიმდიდრე.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები