ხონსუ
| (2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Xonsu.jpg|thumb| | + | [[ფაილი:Xonsu.jpg|thumb|90პქ|'''ხონსუ''' <br />(ძვ.წ. VIII ს.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი]] |
| + | '''ხონსუ''' – ''(ეგვიპტ.)'' ანთროპომორფული სახის მქონე [[მთვარე (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|მთვარის]] ღვთაება, [[ამონი]]ს და [[მუტი]]ს ვაჟიშვილი, რომელიც მათთან ერთად [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ს ტრიადას ქმნიდა. მისი თავის სამოსს ნახევარმთვარეზე მოთავსებული სავსე მთვარე წარმოადგენდა. ხანდახან გამოისახებოდა [[შევარდენი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|შევარდნის]] თავით, ან როგორც ბავშვი ახალგაზრდობის ნაწნავით. | ||
| − | + | ხონსუს სახელი დაკავშირებულია ზმნასთან „hnś“ (მოგზაურობა, მგზავრობა) და მთვარის ზეცაში გადანაცვლებასთან იყო ასოცირებული. [[ეგვიპტის ახალი სამეფო|ახალი სამეფოდან]] მას „მოგზაურს“ ეძახდნენ. ხონსუ მოხსენიებულია უკვე [[პირამიდების ტექსტები|პირამიდების ტექსტებში]] და [[ეგვიპტის ძველი სამეფო|ძველი სამეფო]]ს [[მემფისი]]ს ღმერთების სიებში. ამ დროს ის საკმაოდ მძვინვარე ღმერთია, რომელიც ხოცავს დაბალი რანგის ღმერთებს და ჭამს გარდაცვლილთა გულებს. მოგვიანებით ასოცირებული იყო ბედთან და განსასჯელთან. ითვლებოდა, რომ მას ებარა „წლის დასასრულის წიგნი“, სადაც ეწერა, ვინ უნდა მომკვდარიყო წლის განმავლობაში. როგორც მთვარის ღვთაება, იყო დროის ბატონი, რომელიც მეფეების და ადამიანების ცხოვრების წლებს განსაზღვრავდა. ხონსუ იყო მკურნალი ღვთაებაც, რადგან მისი მძვინვარე და „ბედის განმსაზღვრელის“ თვისებები ბოროტი [[დემონები]]ს წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ამ ფუნქციაში მას ნეფერხოტეპს, „მშვენიერ შემწყალებელს“ ეძახდნენ. | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| + | [[რამსეს II]]-ის დროინდელ ე.წ. „ბენტრეშის სტელაზე“ მოთხრობილია [[ზღაპარი]], სადაც რამსესი აგზავნის „ბედის განმსაზღვრელი“ ხონსუს [[ქანდაკება]]ს შორეულ ბახტანში, რომ განდევნოს დემონი, ჩასახლებული მისი მეუღლის დის, პრინცესა ბენტრეშის სხეულიდან, რასაც ხონსუ წარმატებით ასრულებს. [[თებე (ქალაქი ძველ ეგვიპტეში)|თებე]]ში ხონსუს, როგორც [[ამონი]]ს შვილს, ეძახდნენ „სახით მშვენიერს“. აქ იგი დაახლოებული იყო [[შუ (ღვთება)|შუ]]სთან და [[რა]]სთან (ხონსუ-რა). ხონსუს ტაძარი [[კარნაკი|კარნაკში]], რომელიც რესტავრირებული იყო XX-XXI დინასტიების დროს, დღემდეა შემორჩენილი. | ||
| ხაზი 15: | ხაზი 14: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | [[ | + | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]] | [[კატეგორია:ეგვიპტური მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| + | [[კატეგორია:ღმერთები]] | ||
| + | [[კატეგორია:ეგვიპტური ღვთაებანი]] | ||
| + | [[კატეგორია:ასტრალური ღვთაებები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 02:06, 16 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ხონსუ – (ეგვიპტ.) ანთროპომორფული სახის მქონე მთვარის ღვთაება, ამონის და მუტის ვაჟიშვილი, რომელიც მათთან ერთად თებეს ტრიადას ქმნიდა. მისი თავის სამოსს ნახევარმთვარეზე მოთავსებული სავსე მთვარე წარმოადგენდა. ხანდახან გამოისახებოდა შევარდნის თავით, ან როგორც ბავშვი ახალგაზრდობის ნაწნავით.
ხონსუს სახელი დაკავშირებულია ზმნასთან „hnś“ (მოგზაურობა, მგზავრობა) და მთვარის ზეცაში გადანაცვლებასთან იყო ასოცირებული. ახალი სამეფოდან მას „მოგზაურს“ ეძახდნენ. ხონსუ მოხსენიებულია უკვე პირამიდების ტექსტებში და ძველი სამეფოს მემფისის ღმერთების სიებში. ამ დროს ის საკმაოდ მძვინვარე ღმერთია, რომელიც ხოცავს დაბალი რანგის ღმერთებს და ჭამს გარდაცვლილთა გულებს. მოგვიანებით ასოცირებული იყო ბედთან და განსასჯელთან. ითვლებოდა, რომ მას ებარა „წლის დასასრულის წიგნი“, სადაც ეწერა, ვინ უნდა მომკვდარიყო წლის განმავლობაში. როგორც მთვარის ღვთაება, იყო დროის ბატონი, რომელიც მეფეების და ადამიანების ცხოვრების წლებს განსაზღვრავდა. ხონსუ იყო მკურნალი ღვთაებაც, რადგან მისი მძვინვარე და „ბედის განმსაზღვრელის“ თვისებები ბოროტი დემონების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. ამ ფუნქციაში მას ნეფერხოტეპს, „მშვენიერ შემწყალებელს“ ეძახდნენ.
რამსეს II-ის დროინდელ ე.წ. „ბენტრეშის სტელაზე“ მოთხრობილია ზღაპარი, სადაც რამსესი აგზავნის „ბედის განმსაზღვრელი“ ხონსუს ქანდაკებას შორეულ ბახტანში, რომ განდევნოს დემონი, ჩასახლებული მისი მეუღლის დის, პრინცესა ბენტრეშის სხეულიდან, რასაც ხონსუ წარმატებით ასრულებს. თებეში ხონსუს, როგორც ამონის შვილს, ეძახდნენ „სახით მშვენიერს“. აქ იგი დაახლოებული იყო შუსთან და რასთან (ხონსუ-რა). ხონსუს ტაძარი კარნაკში, რომელიც რესტავრირებული იყო XX-XXI დინასტიების დროს, დღემდეა შემორჩენილი.