დენდერა
(ახალი გვერდი: '''დენდერა''' – მეექვსე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი და ხატ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''დენდერა''' – მეექვსე ზემოეგვიპტური | + | [[ფაილი:Dendera.JPG|thumb|250პქ|დენდერა]] |
+ | '''დენდერა''' – მეექვსე ზემოეგვიპტური [[ნომი]]ს დედაქალაქი და ხატხორის თაყვანისცემის მთავარი საკულტო ადგილი. | ||
− | ხატხორს „დენდერას ქალბატონს“ ეძახდნენ. დენდერას ტაძრის კედელზე წარწერის თანახმად, | + | ხატხორს „დენდერას ქალბატონს“ ეძახდნენ. დენდერას ტაძრის კედელზე წარწერის თანახმად, [[რა]]მ, რომელიც [[ხატხორი]]ს მამა იყო, შეუქმნა მას დენდერა [[ჰელიოპოლისი]]ს სანაცვლოდ (ჰელიოპოლისის ეგვ. სახელია ww, „t ეგვიპტურში მდედრობითი სქესის ნიშანია). ბერძნულ დროში ქალაქს მოიხსენიებდნენ ასევე, როგორც „ქალღმერთს“ (ეგვ. TB-ntr:t), საიდანაც წარმოიშვა ბერძნული Tantyra და თანამედროვე დენდერა. |
+ | |||
+ | დღეს ძველი დენდერას ნაქალაქარის სიახლოვეს პატარა არაბული ქალაქი დენდერა მდებარეობს. დენდერა დასახლებული იყო უკვე წინადინასტიური დროიდან, მაგრამ დღეს ის თავისი ულამაზესი ხატხორის ტაძრის გამო არის ცნობილი. ტაძრის [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობა]] დაიწყო ბოლო [[პტოლემაიოსები]]ს დროს (ჩვ.წ.-მდე I საუკუნეში), ძველი ტაძრის [[ფუნდამენტი|ფუნდამენტზე]]. ტაძრის მშენებლობა იმპერატორმა [[ტიბერიუსი|ტიბერიუსმა]] დაასრულა. ტაძარს შემოვლებული აქვს [[აგური (სამშენებლო მასალა)|აგური]]ს [[გალავანი]], რომლის ოთხივე კედელი 280 მ. სიგრძისაა. გალავნის გარეთ აღმოჩენილია წინადინასტიური და [[ეგვიპტის პირველი გარდამავალი პერიოდი|პირველი გარდამავალი პერიოდი]]ს სასაფლაოები, ასევე XVII დინასტიის და ბერძნულ-რომაული დროის [[სამარხი (ძველი ეგვიპტე)|სამარხები]] და VI დინასტიით დათარიღებული დიდი [[მასტაბა]]. დენდერაში იყო [[ხატხორი]]ს საკრალური ძროხების სასაფლაო, რომელიც ჯერ აღმოჩენილი არ არის. ტაძრის მიწისქვეშა განყოფილების კედელზე მოთავსებული წარწერის თანახმად, მისი ნახაზი, რომელიც „ღმერთების დროს“ შეადგინეს, შემთხვევით იპოვეს [[ზანდუკი|ზანდუკში]], მეფის სასახლეში, [[ფარაონი|ფარაონ]] [[ხეოფსი]]ს დროს. ტაძრის რესტავრაცია მოახდინეს ჯერ [[პეპი I]]-მა (VI დინასტია), შემდეგ კი [[თოტმეს III]]-მ (XVIII დინასტია). აქვე ჩამოწერილი დენდერას [[დღესასწაულები ძველ ეგვიპტეში|დღესასწაულები]] ეთანხმება [[ამონხეტეპ I]]-ის დეკრეტში მოხსენიებულ დღესასწაულებს. ის, რომ ტაძარი აქ უძველესი დროიდან იდგა და მისი რესტავრაცია მუდმივად ხდებოდა, ჩანს სხვადასხვა ფარაონების დროინდელი ბლოკებიდან, რომლებიც ახალ [[ნაგებობა]]შია გამოყენებული, თუმცა ფარაონ ხეოფსის კვალი ნაპოვნი არ არის. ერთადერთი მთლიანი ნაგებობა, რომელიც ახალ ტაძარზე ძველია, არის [[ნექტანებოს I]]-ის (XXX დინასტია) მიერ აგებული [[დაბადების სახლი]]. აქ ეთაყვანებოდნენ ასევე [[ისიდა]]ს, რომელსაც საკუთარი ტაძარი ჰქონდა გალავნის შიგნით, სამხრეთ მხარეს. თვითონ ხატხორის ტაძრის [[სახურავი|სახურავზე]] აგებულია [[ოსირისი]]ს ექვსი პატარა სამლოცველო, სადაც მისი აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ. | ||
ხაზი 7: | ხაზი 10: | ||
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | [[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | [[კატეგორია:ძველი ეგვიპტე]] | ||
− | [[კატეგორია:ქალაქები ძველ | + | [[კატეგორია:ქალაქები ძველ ეგვიპტეში]] |
მიმდინარე ცვლილება 01:04, 18 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
დენდერა – მეექვსე ზემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი და ხატხორის თაყვანისცემის მთავარი საკულტო ადგილი.
ხატხორს „დენდერას ქალბატონს“ ეძახდნენ. დენდერას ტაძრის კედელზე წარწერის თანახმად, რამ, რომელიც ხატხორის მამა იყო, შეუქმნა მას დენდერა ჰელიოპოლისის სანაცვლოდ (ჰელიოპოლისის ეგვ. სახელია ww, „t ეგვიპტურში მდედრობითი სქესის ნიშანია). ბერძნულ დროში ქალაქს მოიხსენიებდნენ ასევე, როგორც „ქალღმერთს“ (ეგვ. TB-ntr:t), საიდანაც წარმოიშვა ბერძნული Tantyra და თანამედროვე დენდერა.
დღეს ძველი დენდერას ნაქალაქარის სიახლოვეს პატარა არაბული ქალაქი დენდერა მდებარეობს. დენდერა დასახლებული იყო უკვე წინადინასტიური დროიდან, მაგრამ დღეს ის თავისი ულამაზესი ხატხორის ტაძრის გამო არის ცნობილი. ტაძრის მშენებლობა დაიწყო ბოლო პტოლემაიოსების დროს (ჩვ.წ.-მდე I საუკუნეში), ძველი ტაძრის ფუნდამენტზე. ტაძრის მშენებლობა იმპერატორმა ტიბერიუსმა დაასრულა. ტაძარს შემოვლებული აქვს აგურის გალავანი, რომლის ოთხივე კედელი 280 მ. სიგრძისაა. გალავნის გარეთ აღმოჩენილია წინადინასტიური და პირველი გარდამავალი პერიოდის სასაფლაოები, ასევე XVII დინასტიის და ბერძნულ-რომაული დროის სამარხები და VI დინასტიით დათარიღებული დიდი მასტაბა. დენდერაში იყო ხატხორის საკრალური ძროხების სასაფლაო, რომელიც ჯერ აღმოჩენილი არ არის. ტაძრის მიწისქვეშა განყოფილების კედელზე მოთავსებული წარწერის თანახმად, მისი ნახაზი, რომელიც „ღმერთების დროს“ შეადგინეს, შემთხვევით იპოვეს ზანდუკში, მეფის სასახლეში, ფარაონ ხეოფსის დროს. ტაძრის რესტავრაცია მოახდინეს ჯერ პეპი I-მა (VI დინასტია), შემდეგ კი თოტმეს III-მ (XVIII დინასტია). აქვე ჩამოწერილი დენდერას დღესასწაულები ეთანხმება ამონხეტეპ I-ის დეკრეტში მოხსენიებულ დღესასწაულებს. ის, რომ ტაძარი აქ უძველესი დროიდან იდგა და მისი რესტავრაცია მუდმივად ხდებოდა, ჩანს სხვადასხვა ფარაონების დროინდელი ბლოკებიდან, რომლებიც ახალ ნაგებობაშია გამოყენებული, თუმცა ფარაონ ხეოფსის კვალი ნაპოვნი არ არის. ერთადერთი მთლიანი ნაგებობა, რომელიც ახალ ტაძარზე ძველია, არის ნექტანებოს I-ის (XXX დინასტია) მიერ აგებული დაბადების სახლი. აქ ეთაყვანებოდნენ ასევე ისიდას, რომელსაც საკუთარი ტაძარი ჰქონდა გალავნის შიგნით, სამხრეთ მხარეს. თვითონ ხატხორის ტაძრის სახურავზე აგებულია ოსირისის ექვსი პატარა სამლოცველო, სადაც მისი აღდგომის დღესასწაულს ზეიმობდნენ.