ტაჰარკა
ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
იმავე მეექვსე წელს მან დაიწყო ჯერ კიდევ [[ამონხეტეპ III]]-ის მიერ აგებული ტაძრის ფუნდამენტური რეკონსტრუქცია კავაში, [[კერმა]]ს სამეფოს გულში. განსხვავებით თავისი წინამორბედი [[ნუბიელები]]საგან, ტაჰარკა ბევრს აგებდა ნუბიაში. ნაპატაში მან ააგო ახალი ტაძარი და გაადიდა ამონის ძველი ტაძარი. ასევე ააგო ტაძრები აბუ დომში, ბუხენში, ქასრ იბრიმთან, სემნაში და ძველ [[მეროე]]ში. ეგვიპტეში მისი [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობების]] კვალი ნაკლებია, მაგრამ მან ჩაატარა გრანდიოზული მშენებლობები [[კარნაკი|კარნაკში]]. აქ მან გააშენა გრანდიოზული ტბა, ტბასა და ამონის ტაძარს შორის ააგო ტაძარი [[კრიპტა|კრიპტებით]], და ასევე სვეტებიანი [[პავილიონი|პავილიონები]] ხონ-სუს ტაძრის წინ და ამონის ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ შესასვლელებთან. | იმავე მეექვსე წელს მან დაიწყო ჯერ კიდევ [[ამონხეტეპ III]]-ის მიერ აგებული ტაძრის ფუნდამენტური რეკონსტრუქცია კავაში, [[კერმა]]ს სამეფოს გულში. განსხვავებით თავისი წინამორბედი [[ნუბიელები]]საგან, ტაჰარკა ბევრს აგებდა ნუბიაში. ნაპატაში მან ააგო ახალი ტაძარი და გაადიდა ამონის ძველი ტაძარი. ასევე ააგო ტაძრები აბუ დომში, ბუხენში, ქასრ იბრიმთან, სემნაში და ძველ [[მეროე]]ში. ეგვიპტეში მისი [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობების]] კვალი ნაკლებია, მაგრამ მან ჩაატარა გრანდიოზული მშენებლობები [[კარნაკი|კარნაკში]]. აქ მან გააშენა გრანდიოზული ტბა, ტბასა და ამონის ტაძარს შორის ააგო ტაძარი [[კრიპტა|კრიპტებით]], და ასევე სვეტებიანი [[პავილიონი|პავილიონები]] ხონ-სუს ტაძრის წინ და ამონის ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ შესასვლელებთან. | ||
− | ამონის მთავარმა ცოლმა, შეპენუპეტ II-მ იშვილა ტაჰარკას ქალიშვილი ამენერდის II, რომელიც შეპენუპეტ II-ის მემკვიდრე გახდა. ჩრდილოეთში ადგილობრივი მმართველები აგრძელებდნენ თავიანთი [[ქალაქი|ქალაქების]] და ტერიტორიების მართვას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს [[საისი]], სადაც სტეფანიტე (იგივე ტეფნახტ II) შეცვალა ნეხეფსომ (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 688-672წწ), შემდეგ კი [[ნეხო I]]-მა (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 672-664). მაგრამ მალე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ასარქადონმა კარგად იცოდა, რომ ეგვიპტე არ იყო კმაყოფილი მისი დომინირებით დასავლეთ [[აზია]]ში, რადგან ეს რეგიონი ეგვიპტის ტრადიციული სავაჭრო არეალი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ დელტის მმართველები მხარს უჭერდნენ [[პალესტინა|პალესტინის]] ქალაქებს ასურეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. 674 წ. ასარქადონმა მიიტანა [[იერიში]] ეგვიპტეზე, მაგრამ დამარცხდა. მეორე [[შეტევა (სამხედრო ტერმინი)|შეტევა]] ასარქადონმა 671 წ. განახორციელა. მისმა [[ჯარი|ჯარმა]] შემოუარა ეგვიპტის სასაზღვრო [[ფორტი|ფორტებს]] მარშით უდაბნოში, ვადი ტუმილატის გავლით, მაგრამ, ასურული ქრონიკის თანახმად, ეგვიპტელები დაესხნენ მათ მესამე, მეთექვსმეტე და მეთვრამეტე დღეს. ტაჰარკა ხუთჯერ დაიჭრა, და მემფისის დაცვის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა. ნახევარდღიანი შტურმის შემდეგ, მარშის ოცდამეორე დღეს, ასარქადონმა აიღო მემფისი. ტაჰარკამ მოახერხა გაქცევა, მაგრამ ასარქადონმა ტყვედ ჩაიგდო მისი ცოლი, მემკვიდრე, და, როგორც თავად გვამცნობს, „მეფის სხვა შვილები“. მათ გარდა, ასურეთში წაიყვანეს ბევრი ეგვიპტელი ექიმი, გადამწერი და ხელოსანი. ამას გარდა, მემფისიდან ასურელებმა წაიღეს 55 [[ქანდაკება]], რომლებზეც ასარქადონმა თავისი სახელი დაწერა. შესაძლოა, სწორედ ამ ქანდაკებებიდან ერთ-ერთია კუიუნჯუკში ნაპოვნი ტაჰარკას ქანდაკება. ამის შემდეგ ასურელებმა დატოვეს ეგვიპტე, მაგრამ ფიცი დაადებინეს ყველა ქალაქის მმართველს, რომ ისინი ასურეთის ერთგულები იქნებოდნენ და არ დაუშვებდნენ [[ნუბიელები]]ს დაბრუნებას ეგვიპტეში. მათ შორის იყო ნეხო საისიდან, რომლის შვილი ფსამტიხი (მომავალი ფსამტიხ I) წაიყვანეს ასურეთში იქაური წეს-ჩვეულებების შესასწავლად, ვიდრე ის [[ათრიბი]]ს მმართველად დაინიშნებოდა. მაგრამ ასურელებმა ეგვიპტური მმართველობა ასურულით შეცვალეს, და ეგვიპტელ მმართველებს ასურელი „გუბერნატორები“ დაუსვეს. | + | ამონის მთავარმა ცოლმა, შეპენუპეტ II-მ იშვილა ტაჰარკას ქალიშვილი ამენერდის II, რომელიც შეპენუპეტ II-ის მემკვიდრე გახდა. ჩრდილოეთში ადგილობრივი მმართველები აგრძელებდნენ თავიანთი [[ქალაქი|ქალაქების]] და ტერიტორიების მართვას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს [[საისი]], სადაც სტეფანიტე (იგივე ტეფნახტ II) შეცვალა ნეხეფსომ (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 688-672წწ), შემდეგ კი [[ნეხო I]]-მა (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 672-664). მაგრამ მალე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ასარქადონმა კარგად იცოდა, რომ ეგვიპტე არ იყო კმაყოფილი მისი დომინირებით დასავლეთ [[აზია]]ში, რადგან ეს რეგიონი ეგვიპტის ტრადიციული სავაჭრო არეალი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ დელტის მმართველები მხარს უჭერდნენ [[პალესტინა|პალესტინის]] ქალაქებს ასურეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. 674 წ. ასარქადონმა მიიტანა [[იერიში]] ეგვიპტეზე, მაგრამ დამარცხდა. მეორე [[შეტევა (სამხედრო ტერმინი)|შეტევა]] ასარქადონმა 671 წ. განახორციელა. მისმა [[ჯარი|ჯარმა]] შემოუარა ეგვიპტის სასაზღვრო [[ფორტი|ფორტებს]] მარშით უდაბნოში, ვადი ტუმილატის გავლით, მაგრამ, ასურული ქრონიკის თანახმად, ეგვიპტელები დაესხნენ მათ მესამე, მეთექვსმეტე და მეთვრამეტე დღეს. ტაჰარკა ხუთჯერ დაიჭრა, და მემფისის დაცვის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა. ნახევარდღიანი შტურმის შემდეგ, მარშის ოცდამეორე დღეს, ასარქადონმა აიღო მემფისი. ტაჰარკამ მოახერხა გაქცევა, მაგრამ ასარქადონმა ტყვედ ჩაიგდო მისი ცოლი, მემკვიდრე, და, როგორც თავად გვამცნობს, „მეფის სხვა შვილები“. მათ გარდა, ასურეთში წაიყვანეს ბევრი ეგვიპტელი ექიმი, გადამწერი და ხელოსანი. ამას გარდა, მემფისიდან ასურელებმა წაიღეს 55 [[ქანდაკება]], რომლებზეც ასარქადონმა თავისი სახელი დაწერა. შესაძლოა, სწორედ ამ ქანდაკებებიდან ერთ-ერთია კუიუნჯუკში ნაპოვნი ტაჰარკას ქანდაკება. ამის შემდეგ ასურელებმა დატოვეს ეგვიპტე, მაგრამ ფიცი დაადებინეს ყველა ქალაქის მმართველს, რომ ისინი ასურეთის ერთგულები იქნებოდნენ და არ დაუშვებდნენ [[ნუბიელები]]ს დაბრუნებას ეგვიპტეში. მათ შორის იყო ნეხო საისიდან, რომლის შვილი ფსამტიხი (მომავალი [[ფსამტიხ I]]) წაიყვანეს ასურეთში იქაური წეს-ჩვეულებების შესასწავლად, ვიდრე ის [[ათრიბი]]ს მმართველად დაინიშნებოდა. მაგრამ ასურელებმა ეგვიპტური მმართველობა ასურულით შეცვალეს, და ეგვიპტელ მმართველებს ასურელი „გუბერნატორები“ დაუსვეს. |
ჩვენამდე მოაღწია ამ ქალაქების ჩამონათვალმა, მაგრამ ისინი ასურული სახელებით არიან მოხსენიებული და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. თავიდან ასურეთს მთელი ეგვიპტე უხდიდა ხარკს, თებაიდის ჩათვლით. ორი წლის შემდეგ, ტაჰარკამ დაიბრუნა ძალაუფლება, რაც, სავარაუდოდ, გაეგვიპტელებულ ნუბიელებთან შედარებით ასურელების უფრო მკაცრი მმართველობის შედეგიც იყო. დელტის ქალაქების მმართველებმა თვითონაც დაიწყეს მოლაპარაკება ტაჰარკასთან. ამან აიძულა ასარქადონი კვლავ დაძრულიყო ეგვიპტისაკენ, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. ასარქადონის ტახტი [[ნინევია]]ში დარჩა მის შვილს, [[ასურბანიფალი|ასურბანიპალს]], რომელმაც გააგზავნა ჯარი ეგვიპტეში, და ტაჰარკა ისევ დამარცხდა. ეგვიპტელი მმართველები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტაჰარკას, სიკვდილით დასაჯეს. ამ ვითარებაში მოგებული აღმოჩნდა ნეხო საისიდან. ის არ მონაწილეობდა ტაჰარკას დაბრუნების მცდელობაში, და ჯილდოდ ასურელებისაგან მემფისის მმართველობა მიიღო. ტაჰარკა გარდაიცვალა ნუბიაში, და დაიკრძალა თავის პირამიდაში, ნურიში, ახალ სამეფო [[ნეკროპოლისი|ნეკროპოლისში]] [[გებელ ბარკალი]]ს პირდაპირ. მის შემდეგ ტახტზე ადის მისი ძმისშვილი ტანტამანი. | ჩვენამდე მოაღწია ამ ქალაქების ჩამონათვალმა, მაგრამ ისინი ასურული სახელებით არიან მოხსენიებული და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. თავიდან ასურეთს მთელი ეგვიპტე უხდიდა ხარკს, თებაიდის ჩათვლით. ორი წლის შემდეგ, ტაჰარკამ დაიბრუნა ძალაუფლება, რაც, სავარაუდოდ, გაეგვიპტელებულ ნუბიელებთან შედარებით ასურელების უფრო მკაცრი მმართველობის შედეგიც იყო. დელტის ქალაქების მმართველებმა თვითონაც დაიწყეს მოლაპარაკება ტაჰარკასთან. ამან აიძულა ასარქადონი კვლავ დაძრულიყო ეგვიპტისაკენ, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. ასარქადონის ტახტი [[ნინევია]]ში დარჩა მის შვილს, [[ასურბანიფალი|ასურბანიპალს]], რომელმაც გააგზავნა ჯარი ეგვიპტეში, და ტაჰარკა ისევ დამარცხდა. ეგვიპტელი მმართველები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტაჰარკას, სიკვდილით დასაჯეს. ამ ვითარებაში მოგებული აღმოჩნდა ნეხო საისიდან. ის არ მონაწილეობდა ტაჰარკას დაბრუნების მცდელობაში, და ჯილდოდ ასურელებისაგან მემფისის მმართველობა მიიღო. ტაჰარკა გარდაიცვალა ნუბიაში, და დაიკრძალა თავის პირამიდაში, ნურიში, ახალ სამეფო [[ნეკროპოლისი|ნეკროპოლისში]] [[გებელ ბარკალი]]ს პირდაპირ. მის შემდეგ ტახტზე ადის მისი ძმისშვილი ტანტამანი. |
მიმდინარე ცვლილება 00:36, 14 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
ტაჰარკა – (ეგვ. TBhrk, დაახლ. ჩვ.წ.-მდე 60-664), ეგვიპტის XXV (ნუბიური) დინასტიის ფარაონი. კავაში აღმოჩენილი მისივე ტექსტის თანახმად, მან „მიიღო გვირგვინი მემფისში, მას შემდეგ რაც შევარდენი (ე.ი. მისი წინამორბედი და ძმა შებიტკუ) აღზევდა ზეცაში“.
მიუხედავად საკმაოდ ტრაგიკული დასასრულისა, ტაჰარკას მეფობა კუშიტური პერიოდის ყველაზე ბრწყინვალე ფაზად არის მიჩნეული. მისი მეფობის მეექვსე წელს მოხდა ნილოსის განსაკუთრებით დიდი ადიდება, რომელმაც ოსორკონ III-ის დროს, თითქმის ასი წლით ადრე მომხდარ, ავად მოსახსენიებელ ადიდებას გადააჭარბა. მაგრამ ეს მოვლენა, რომელსაც შეიძლებოდა უბედურება გამოეწვია, ეგვიპტის სასიკეთოდ მოტრიალდა, რადგან, როგორც ტაჰარკა თავად გვამცნობს, ამონმა მას ოთხი საოცრება აჩუქა: „მან მომცა გასაოცარი მოსავალი, გაანადგურა ვირთხები და გველები, მან დაიცვა მოსავალი ხარბი კალიისაგან და სამხრეთის ქარებისაგან“. შედეგად, ტაჰარკამ არნახული მოსავალი მოიწია. ტექსტი ამ სასწაულის შესახებ მან დაგვიტოვა მემფისში, კოპტოსში და კავაში.
იმავე მეექვსე წელს მან დაიწყო ჯერ კიდევ ამონხეტეპ III-ის მიერ აგებული ტაძრის ფუნდამენტური რეკონსტრუქცია კავაში, კერმას სამეფოს გულში. განსხვავებით თავისი წინამორბედი ნუბიელებისაგან, ტაჰარკა ბევრს აგებდა ნუბიაში. ნაპატაში მან ააგო ახალი ტაძარი და გაადიდა ამონის ძველი ტაძარი. ასევე ააგო ტაძრები აბუ დომში, ბუხენში, ქასრ იბრიმთან, სემნაში და ძველ მეროეში. ეგვიპტეში მისი მშენებლობების კვალი ნაკლებია, მაგრამ მან ჩაატარა გრანდიოზული მშენებლობები კარნაკში. აქ მან გააშენა გრანდიოზული ტბა, ტბასა და ამონის ტაძარს შორის ააგო ტაძარი კრიპტებით, და ასევე სვეტებიანი პავილიონები ხონ-სუს ტაძრის წინ და ამონის ტაძრის აღმოსავლეთ და დასავლეთ შესასვლელებთან.
ამონის მთავარმა ცოლმა, შეპენუპეტ II-მ იშვილა ტაჰარკას ქალიშვილი ამენერდის II, რომელიც შეპენუპეტ II-ის მემკვიდრე გახდა. ჩრდილოეთში ადგილობრივი მმართველები აგრძელებდნენ თავიანთი ქალაქების და ტერიტორიების მართვას. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საისი, სადაც სტეფანიტე (იგივე ტეფნახტ II) შეცვალა ნეხეფსომ (დაახლ.ჩვ.წ.-მდე 688-672წწ), შემდეგ კი ნეხო I-მა (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 672-664). მაგრამ მალე ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ასარქადონმა კარგად იცოდა, რომ ეგვიპტე არ იყო კმაყოფილი მისი დომინირებით დასავლეთ აზიაში, რადგან ეს რეგიონი ეგვიპტის ტრადიციული სავაჭრო არეალი იყო. ამას ემატებოდა ისიც, რომ დელტის მმართველები მხარს უჭერდნენ პალესტინის ქალაქებს ასურეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. 674 წ. ასარქადონმა მიიტანა იერიში ეგვიპტეზე, მაგრამ დამარცხდა. მეორე შეტევა ასარქადონმა 671 წ. განახორციელა. მისმა ჯარმა შემოუარა ეგვიპტის სასაზღვრო ფორტებს მარშით უდაბნოში, ვადი ტუმილატის გავლით, მაგრამ, ასურული ქრონიკის თანახმად, ეგვიპტელები დაესხნენ მათ მესამე, მეთექვსმეტე და მეთვრამეტე დღეს. ტაჰარკა ხუთჯერ დაიჭრა, და მემფისის დაცვის ორგანიზება ვეღარ მოხერხდა. ნახევარდღიანი შტურმის შემდეგ, მარშის ოცდამეორე დღეს, ასარქადონმა აიღო მემფისი. ტაჰარკამ მოახერხა გაქცევა, მაგრამ ასარქადონმა ტყვედ ჩაიგდო მისი ცოლი, მემკვიდრე, და, როგორც თავად გვამცნობს, „მეფის სხვა შვილები“. მათ გარდა, ასურეთში წაიყვანეს ბევრი ეგვიპტელი ექიმი, გადამწერი და ხელოსანი. ამას გარდა, მემფისიდან ასურელებმა წაიღეს 55 ქანდაკება, რომლებზეც ასარქადონმა თავისი სახელი დაწერა. შესაძლოა, სწორედ ამ ქანდაკებებიდან ერთ-ერთია კუიუნჯუკში ნაპოვნი ტაჰარკას ქანდაკება. ამის შემდეგ ასურელებმა დატოვეს ეგვიპტე, მაგრამ ფიცი დაადებინეს ყველა ქალაქის მმართველს, რომ ისინი ასურეთის ერთგულები იქნებოდნენ და არ დაუშვებდნენ ნუბიელების დაბრუნებას ეგვიპტეში. მათ შორის იყო ნეხო საისიდან, რომლის შვილი ფსამტიხი (მომავალი ფსამტიხ I) წაიყვანეს ასურეთში იქაური წეს-ჩვეულებების შესასწავლად, ვიდრე ის ათრიბის მმართველად დაინიშნებოდა. მაგრამ ასურელებმა ეგვიპტური მმართველობა ასურულით შეცვალეს, და ეგვიპტელ მმართველებს ასურელი „გუბერნატორები“ დაუსვეს.
ჩვენამდე მოაღწია ამ ქალაქების ჩამონათვალმა, მაგრამ ისინი ასურული სახელებით არიან მოხსენიებული და მათი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. თავიდან ასურეთს მთელი ეგვიპტე უხდიდა ხარკს, თებაიდის ჩათვლით. ორი წლის შემდეგ, ტაჰარკამ დაიბრუნა ძალაუფლება, რაც, სავარაუდოდ, გაეგვიპტელებულ ნუბიელებთან შედარებით ასურელების უფრო მკაცრი მმართველობის შედეგიც იყო. დელტის ქალაქების მმართველებმა თვითონაც დაიწყეს მოლაპარაკება ტაჰარკასთან. ამან აიძულა ასარქადონი კვლავ დაძრულიყო ეგვიპტისაკენ, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა. ასარქადონის ტახტი ნინევიაში დარჩა მის შვილს, ასურბანიპალს, რომელმაც გააგზავნა ჯარი ეგვიპტეში, და ტაჰარკა ისევ დამარცხდა. ეგვიპტელი მმართველები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტაჰარკას, სიკვდილით დასაჯეს. ამ ვითარებაში მოგებული აღმოჩნდა ნეხო საისიდან. ის არ მონაწილეობდა ტაჰარკას დაბრუნების მცდელობაში, და ჯილდოდ ასურელებისაგან მემფისის მმართველობა მიიღო. ტაჰარკა გარდაიცვალა ნუბიაში, და დაიკრძალა თავის პირამიდაში, ნურიში, ახალ სამეფო ნეკროპოლისში გებელ ბარკალის პირდაპირ. მის შემდეგ ტახტზე ადის მისი ძმისშვილი ტანტამანი.