პლასტმასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 6: ხაზი 6:
 
პლასტმასის შემადგენლობის და ტემპერატურის გავლენის მიხედვით განირჩევა ორი ჯგუფი: თერმოპლასტიკური და თერმორეაქტიული. თერმოპლასტიკური პლასტმასი გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. თერმორეაქტიული იღებს პლასტიკურობას მხოლოდ დამზადების პროცესში და გაცივებისას მყარდება, ხოლო ხელმეორედ გახურებისას აღარ გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში.
 
პლასტმასის შემადგენლობის და ტემპერატურის გავლენის მიხედვით განირჩევა ორი ჯგუფი: თერმოპლასტიკური და თერმორეაქტიული. თერმოპლასტიკური პლასტმასი გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. თერმორეაქტიული იღებს პლასტიკურობას მხოლოდ დამზადების პროცესში და გაცივებისას მყარდება, ხოლო ხელმეორედ გახურებისას აღარ გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში.
  
[[მშენებლობა]]სა და [[მრეწველობა]]ში გამოყენებული პლასტმასის სახეობებია: [[მინაპლასტიკი]] (გადახურვები, სამფენოვანი პანელები, [[საკედლე ბლოკი|საკედლე ბლოკები]], კიბის სახელურები, [[ლავგარდანი|ლავგარდნის]] საჩეხი, წყალშემკრები მილები, ღარები, შველერი, კუთხედი, ფასადების შემოსვა, [[რკინაბეტონი]]სა და [[ლითონის კონსტრუქციები]]ს დამცავი ფენა, ქიმიურად აგრესიული გარემო, თავისუფალი ფორმის გარსები და სხვ.); [[მინატექსტოლიტი]] (დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე კონსტრუქციები); პოლიმეთილმეტაკრილატი ანუ [[ორგანული მინა]] ([[გადახურვა|გადახურვები]], [[საკედლე პანელი|საკედლე პანელები]], მზის აბაზანების მისაღები სათავსები სანატორიუმებში, [[თაღი|თაღები]], [[კამარა|კამარები]], გარსები, შუქფარნები, გასანათებელი ხელსაწყოები, ლინზები, [[შუქფილტრი|შუქფილტრები]], [[სათვალე|სათვალეები]], მანათობელი პანელები, ტაბლო და სხვ.); [[ვინიპლასტი]] (თვითმზიდი პანელები, წყალშემკრები მილები და ღარები, [[სანტექნიკა]], [[იატაკი]], კიბის საფეხურების ზედაფენები, კიბის მოაჯირის გარსაცმები, ანტიკოროზიული მასალა, საფანჯრე ბლოკები მოქნილი შემამჭიდროებელი თამასებითურთ და სხვ.); აფუებადი ზემსუბუქი [[თბოსაიზოლაციო მასალები]] (ქაფპლასტი, [[ფოროპლასტი]], [[ფიჭაპლასტი]]); [[მერქანფენოვანი პლასტიკი|მერქანფენოვანი პლასტიკები]]; [[მერქანბოჭკოვანი ფილა|მერქანბოჭკოვანი ფილები]]; [[მერქანბურბუშელოვანი ფილა|მერქანბურბუშელოვანი ფილები]] (შიგა კედლების მოპირკეთება, სახურავის ბურულისქვეშა ფენილი, პარკეტისქვეშა იატაკი, ავეჯის წარმოება, ვაგონთმშენებლობა და სხვ.); პოლიპროპილენი, პოლიეთილენი, პოლივინილქლორიდი ([[პროფილი (არქიტექტურა)|პროფილები]], [[მილი (მშენებლობა)|მილები]]); კაუჩუკი (რეზინი, ავტომობილის საბურავები, იზოლაცია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტროიზოლაცია, სამედიცინო ხელსაწყოები); ცელოფანი (ერთ-ერთი ძირითადი შესაფუთი მასალა); [[ეთილენვინილაცეტატი]] (ფირები, [[ფილა|ფილები]], საკაბელო გარსაცმი, მილები, ფეხსაცმლის ლანჩები, სათამაშოები, წებო და სხვ.); [[პოლიამიდი]] (მაღალი წნევის მილები); პოლიკარბონატი (ჩამრთველ-გამომრთველები, [[ლაქი|ლაქები]], გამჭვირვალე და დარტყმამედეგი ვიტრინები, კომპაქტ-დისკები და სხვ.); თეფლონი ანუ ფთოროპლასტი (გადახურვები, შემამჭიდროებლები, საიზოლაციო [[ფოლგა]], მოქნილი მილები და სხვ.); [[არამიდი]] ანუ [[კევლარი]], რომლის სიმტკიცე უახლოვდება [[ფოლადი]]ს სიმტკიცეს (დიდმალიანი გადახურვები, დაკიდებული სისტემები, გარსები). პლასტმასის მთავარი უპირატესობა ლითონთან შედარებით ისაა, რომ მისი თვისებები ადვილად რეგულირდება, ამიტომ ის მარტივად შეიძლება მოვარგოთ პრაქტიკის ნებისმიერ მოთხოვნებს. პლასტმასი კოროზია-, ტუტე- და მჟავამედეგია, შეიძლება მივცეთ ნებისმიერი ფორმა, ადვილად იღებება და საუკეთესო ელექტრო- და თბოსაიზოლაციო თვისებებით ხასიათდება.
+
[[მშენებლობა]]სა და [[მრეწველობა]]ში გამოყენებული პლასტმასის სახეობებია: [[მინაპლასტიკი]] (გადახურვები, სამფენოვანი პანელები, [[საკედლე ბლოკი|საკედლე ბლოკები]], კიბის სახელურები, [[ლავგარდანი|ლავგარდნის]] საჩეხი, წყალშემკრები მილები, ღარები, შველერი, კუთხედი, ფასადების შემოსვა, [[რკინაბეტონი]]სა და [[ლითონის კონსტრუქციები]]ს დამცავი ფენა, ქიმიურად აგრესიული გარემო, თავისუფალი ფორმის გარსები და სხვ.); [[მინატექსტოლიტი]] (დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე კონსტრუქციები); პოლიმეთილმეტაკრილატი ანუ [[ორგანული მინა]] ([[გადახურვა|გადახურვები]], [[საკედლე პანელი|საკედლე პანელები]], მზის აბაზანების მისაღები სათავსები სანატორიუმებში, [[თაღი|თაღები]], [[კამარა|კამარები]], გარსები, შუქფარნები, გასანათებელი ხელსაწყოები, ლინზები, [[შუქფილტრი|შუქფილტრები]], [[სათვალე|სათვალეები]], მანათობელი პანელები, ტაბლო და სხვ.); [[ვინიპლასტი]] (თვითმზიდი პანელები, წყალშემკრები მილები და ღარები, [[სანტექნიკა]], [[იატაკი]], კიბის საფეხურების ზედაფენები, კიბის მოაჯირის გარსაცმები, ანტიკოროზიული მასალა, საფანჯრე ბლოკები მოქნილი შემამჭიდროებელი თამასებითურთ და სხვ.); აფუებადი ზემსუბუქი [[თბოსაიზოლაციო მასალები]] (ქაფპლასტი, [[ფოროპლასტი]], [[ფიჭაპლასტი]]); [[მერქანფენოვანი პლასტიკი|მერქანფენოვანი პლასტიკები]]; [[მერქანბოჭკოვანი ფილა|მერქანბოჭკოვანი ფილები]]; [[მერქანბურბუშელოვანი ფილა|მერქანბურბუშელოვანი ფილები]] (შიგა კედლების მოპირკეთება, სახურავის ბურულისქვეშა ფენილი, პარკეტისქვეშა იატაკი, ავეჯის წარმოება, ვაგონთმშენებლობა და სხვ.); პოლიპროპილენი, პოლიეთილენი, პოლივინილქლორიდი ([[პროფილი (არქიტექტურა)|პროფილები]], [[მილი (მშენებლობა)|მილები]]); კაუჩუკი ([[რეზინი]], ავტომობილის საბურავები, იზოლაცია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტროიზოლაცია, სამედიცინო ხელსაწყოები); ცელოფანი (ერთ-ერთი ძირითადი შესაფუთი მასალა); [[ეთილენვინილაცეტატი]] (ფირები, [[ფილა|ფილები]], საკაბელო გარსაცმი, მილები, ფეხსაცმლის ლანჩები, სათამაშოები, წებო და სხვ.); [[პოლიამიდი]] (მაღალი წნევის მილები); პოლიკარბონატი (ჩამრთველ-გამომრთველები, [[ლაქი|ლაქები]], გამჭვირვალე და დარტყმამედეგი ვიტრინები, კომპაქტ-დისკები და სხვ.); თეფლონი ანუ ფთოროპლასტი (გადახურვები, შემამჭიდროებლები, საიზოლაციო [[ფოლგა]], მოქნილი მილები და სხვ.); [[არამიდი]] ანუ [[კევლარი]], რომლის სიმტკიცე უახლოვდება [[ფოლადი]]ს სიმტკიცეს (დიდმალიანი გადახურვები, დაკიდებული სისტემები, გარსები). პლასტმასის მთავარი უპირატესობა ლითონთან შედარებით ისაა, რომ მისი თვისებები ადვილად რეგულირდება, ამიტომ ის მარტივად შეიძლება მოვარგოთ პრაქტიკის ნებისმიერ მოთხოვნებს. პლასტმასი კოროზია-, ტუტე- და მჟავამედეგია, შეიძლება მივცეთ ნებისმიერი ფორმა, ადვილად იღებება და საუკეთესო ელექტრო- და თბოსაიზოლაციო თვისებებით ხასიათდება.
  
 
==== პლასტმასის მარკირების სისტემა ====
 
==== პლასტმასის მარკირების სისტემა ====

16:04, 28 სექტემბერი 2022-ის ვერსია

პლასტმასი იწარმოება ფხვნილის ან გრანულების სახით

პლასტმასი – პლასტიკი, პლასტიკური მასალა, რომლის საფუძველს შეადგენს ხელოვნური ან ბუნებრივი მაღალმოლეკულური სინთეზური პოლიმერი, რომელიც მაღალი ტემპერატურისა და წნევის გავლენით იღებს ნებისმიერ ფორმას და გაცივების შემდეგ ინარჩუნებს მას ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში. იწარმოება ფხვნილის ან გრანულების სახით.

პლასტმასი კომპოზიტური მასალაა და მისი შემადგენელი კომპონენტებია: შემკვრელი, შემავსებელი, მაარმირებელი, პლასტიფიკატორი, გამამაგრებელი, სტაბილიზატორი, შემაფერადებელი, კატალიზატორი, ფორმაწარმომქმნელი, ანტისტატიკი და სხვ. პოლიმერული ორგანული, ადვილად ფორმირებადი, მასალების დიდი ჯგუფი საშუალებას იძლევა მივიღოთ მსუბუქი, მტკიცე, ხისტი, კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი ნაკეთობები. ეს მასალები ძირითადად შედგება ნახშირბადის (C), წყალბადის (H), ჟანგბადის (O) და აზოტის (N) ატომებისაგან. ბუნებრივ ნედლეულს წარმოადგენს ცელულოზა, კაუჩუკი და კანიფოლი.

პლასტმასი საშუალებას იძლევა მივიღოთ მსუბუქი, მტკიცე, ხისტი, კოროზიამედეგი, ცვეთამედეგი ნაკეთობები

პლასტმასის შემადგენლობის და ტემპერატურის გავლენის მიხედვით განირჩევა ორი ჯგუფი: თერმოპლასტიკური და თერმორეაქტიული. თერმოპლასტიკური პლასტმასი გახურებისას რბილდება, ხოლო გაცივებისას გადადის მყარ მდგომარეობაში. თერმორეაქტიული იღებს პლასტიკურობას მხოლოდ დამზადების პროცესში და გაცივებისას მყარდება, ხოლო ხელმეორედ გახურებისას აღარ გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში.

მშენებლობასა და მრეწველობაში გამოყენებული პლასტმასის სახეობებია: მინაპლასტიკი (გადახურვები, სამფენოვანი პანელები, საკედლე ბლოკები, კიბის სახელურები, ლავგარდნის საჩეხი, წყალშემკრები მილები, ღარები, შველერი, კუთხედი, ფასადების შემოსვა, რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციების დამცავი ფენა, ქიმიურად აგრესიული გარემო, თავისუფალი ფორმის გარსები და სხვ.); მინატექსტოლიტი (დინამიკურ დატვირთვებზე მომუშავე კონსტრუქციები); პოლიმეთილმეტაკრილატი ანუ ორგანული მინა (გადახურვები, საკედლე პანელები, მზის აბაზანების მისაღები სათავსები სანატორიუმებში, თაღები, კამარები, გარსები, შუქფარნები, გასანათებელი ხელსაწყოები, ლინზები, შუქფილტრები, სათვალეები, მანათობელი პანელები, ტაბლო და სხვ.); ვინიპლასტი (თვითმზიდი პანელები, წყალშემკრები მილები და ღარები, სანტექნიკა, იატაკი, კიბის საფეხურების ზედაფენები, კიბის მოაჯირის გარსაცმები, ანტიკოროზიული მასალა, საფანჯრე ბლოკები მოქნილი შემამჭიდროებელი თამასებითურთ და სხვ.); აფუებადი ზემსუბუქი თბოსაიზოლაციო მასალები (ქაფპლასტი, ფოროპლასტი, ფიჭაპლასტი); მერქანფენოვანი პლასტიკები; მერქანბოჭკოვანი ფილები; მერქანბურბუშელოვანი ფილები (შიგა კედლების მოპირკეთება, სახურავის ბურულისქვეშა ფენილი, პარკეტისქვეშა იატაკი, ავეჯის წარმოება, ვაგონთმშენებლობა და სხვ.); პოლიპროპილენი, პოლიეთილენი, პოლივინილქლორიდი (პროფილები, მილები); კაუჩუკი (რეზინი, ავტომობილის საბურავები, იზოლაცია, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ელექტროიზოლაცია, სამედიცინო ხელსაწყოები); ცელოფანი (ერთ-ერთი ძირითადი შესაფუთი მასალა); ეთილენვინილაცეტატი (ფირები, ფილები, საკაბელო გარსაცმი, მილები, ფეხსაცმლის ლანჩები, სათამაშოები, წებო და სხვ.); პოლიამიდი (მაღალი წნევის მილები); პოლიკარბონატი (ჩამრთველ-გამომრთველები, ლაქები, გამჭვირვალე და დარტყმამედეგი ვიტრინები, კომპაქტ-დისკები და სხვ.); თეფლონი ანუ ფთოროპლასტი (გადახურვები, შემამჭიდროებლები, საიზოლაციო ფოლგა, მოქნილი მილები და სხვ.); არამიდი ანუ კევლარი, რომლის სიმტკიცე უახლოვდება ფოლადის სიმტკიცეს (დიდმალიანი გადახურვები, დაკიდებული სისტემები, გარსები). პლასტმასის მთავარი უპირატესობა ლითონთან შედარებით ისაა, რომ მისი თვისებები ადვილად რეგულირდება, ამიტომ ის მარტივად შეიძლება მოვარგოთ პრაქტიკის ნებისმიერ მოთხოვნებს. პლასტმასი კოროზია-, ტუტე- და მჟავამედეგია, შეიძლება მივცეთ ნებისმიერი ფორმა, ადვილად იღებება და საუკეთესო ელექტრო- და თბოსაიზოლაციო თვისებებით ხასიათდება.

პლასტმასის მარკირების სისტემა

პლასტმასის მარკირების სისტემა

1988 წელს ერთნაირი პლასტმა-სის საგნების უტილიზაციის უზრუნველსაყოფად პლასტმასის მრე-წველობის საზოგადოების მიერ დამუშავებული იქნა ყველა სახის პლასტმასის მარკირების სისტემა და საიდენტიფიკაციო კოდები. მარკირება შედგება სამკუთხედის ფორმის სამი ისრისაგან, რომლის შიგნით ჩაწერილი რიცხვი აღნიშნავს პლასტიკის ტიპს, ხოლო ინ-გლისური აბრევიატურა – პლასტმასის დასახელებას (სურ. 1). 01-03 ტიპები მიეკუთვნება შედარებით უსაფრთხო პლასტმასებს, ხოლო 04-07 – მავნე პლასტმასებს. ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო უნ-ივერსალური კოდები (მათი ცოდნა აუცილებელია პლასტმასის ნა-რჩენების გადამამუშავებელი საწარმოებისათვის, აგრეთვე რიგითი მომხმარებლებისათვის):

  1. პოლიეთილენტერეფტალატი (1 PET) – გამოიყენება მინერალური წყლის, უალკოჰოლო სასმელების, ხილის წვენების, მცენარეული ზეთების, კოსმეტოლოგიური საცხების წარმოებაში, როგორც ტარა. უსაფრთხოა კვების მრეწველობაში. რეკომენდებულია ტარის მხოლოდ ერთჯერადი გამოყენება;
  2. პოლიეთილენი მაღალი სიმკვრივის (დაბალი წნევის) (2 HDPE) – გამოიყენება ერთჯერადი მოხმარების ჭურჭლის, რძის ბოთლების, პლასტიკური პაკეტების, მათარების და საყოფაცხოვრებო ქიმიური ნივთიერებების ნახევრადხისტი ტარის დასამზადებლად. უსაფრთხოა კვების მრეწველობაში. ვარგისია ხელმეორედ გამოსაყენებლად. ექვემდებარება გადამუშავებას;
  3. პოლივინილქლორიდი (3 V) – გამოიყენება მილების, ტექნიკური სითხეების ტევადობების და ბოთლების, საბაღე ავეჯის, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების, ჟალუზების, აფსკების, საიზოლაციო ლენტების, დასაბანი საშუალებების და სხვ. წარმოებაში. მასალა პოტენციურად საშიშია კვების მრეწველობაში, რადგანაც შეიძლება შეიცავდეს დიოქსინებს, ბისფენოლ A-ს, ტყვიას, კადმიუმს. წვისას გამოყოფს ძლიერ მომწამვლელ ნივთიერებებს;
  4. პოლიეთილენი დაბალი სიმკვრივის (მაღალი წნევის) (4 LDPE) – გამოიყენება ბრეზენტების, სანაგვე ტომრების, პაკეტების, აფსკების, მოქნილი ტევადობების, ლინოლეუმის დასამზადებლად. უსაფრთხოა კვების მრეწველობაში. ექვემდებარება გადამუშავებას და ვარგისია ხელმეორედ გამოსაყენებლად;
  5. პოლიპროპილენი (5 PP) – გამოიყენება საავტომობილო მრეწველობაში (მოწყობილობები, ბამპერი), წყალსადენის მილების, სათამაშოების, სასაწყობე ტარის, სამედიცინო შპრიცების, კვების კონტეინერების დასამზადებლად. უსაფრთხოა კვების მრეწველობაში;
  6. პოლისტირენი (6 PS) – გამოიყენება შენობების თბოსაიზოლაციო ფილების და სენდვიჩპანელების, კვების პროდუქტების ტარის, სამზარეულოს ჭურჭლის, იოგურტის ჭიქების, ყუთების, სათამაშოების, კალმისტრების და სხვ. დასამზადებლად. სასურველი არაა მისი ხელმეორედ გამოყენება. მასალა პოტენციურად საშიშია, რადგან წვის დროს გამოყოფს ქიმიურად მომწამვლელ ნივთიერებას – სტირენს;
  7. სხვადასხვა პლასტმასი (7 0) – ამ ჯგუფში შედის ყველა სახის პლასტმასი, რომელიც შესული არ არის ჩამოთვლილ ექვს ჯგუფში. ძირითადად ეს არის პოლიკარბონატი და პოლიამიდი. გამოიყენება მყარი გამჭვირვალე ნაკეთობების დასამზადებლად (მაგ., ბავშვის გორგოლაჭებიანი ციგურები და სხვ.). მასალა პოტენციურად საშიშია, რადგან შეიძლება შეიცავდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ბისფენოლ A-ს. ამიტომ ამ მარკის პლასტმასებისგან დამზადებული ბოთლების რეგულარულად გაცხელება და რეცხვა სასურველი არ არის.

პლასტმასის ნარჩენები

ექსპლუატაციაში ნამყოფი პლასტმასები, რომლებმაც ამოწურეს სამსახურის ვადა ან გარეგნული სახით ვეღარ აკმაყოფილებენ წაყენებულ მოთხოვნებს. პლასტმასის ნარჩენებi დედამიწაზე მცხოვრები ადამიანის, ფლორისა და ფაუნის საკმაოდ მძიმე პრობლემაა, რადგანაც პლასტიკის დაწვისას გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, ხოლო დაშლას ჭირდება 100-200 წელი. პლასტმასის ნარჩენების უტილიზაციის საუკეთესო საშუალებაა მათი დაშლა მაღალი ტემპერატურის პირობებში, რომლის შემდეგ მიღებული პროდუქტები (სტირენი, მეთილმეტაკრილატი, ნახშირბადი, ცვილი, ტერეფთალის მჟავა) მსუბუქი მრეწველობისთვის გამოსაყენებელი ნედლეულია. დაუშვებელია პლასტმასის ნარჩენების დამარხვა ან ჩაყრა ზღვებსა და ოკეანეებში.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები