საქართველოში გავრცელებული ენები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(რუსული ენა)
ხაზი 50: ხაზი 50:
 
უცხო ენის განსაკუთრებით ძლიერი ზეწოლა ქართულ ენაზე დაკავშირებულია რუსეთის ასიმილატორულ პოლიტიკასთან ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში. რუსიფიკაციის პოლიტიკა, სხვა ეროვნების ფაქტორების დასუსტებასთან ერთად, მიმართული აღმოჩნდა ქართული ენის წინააღმდეგ და შესაბამისად რუსული ენის სახელმწიფოებრივი როლის გაძლიერებისაკენ.
 
უცხო ენის განსაკუთრებით ძლიერი ზეწოლა ქართულ ენაზე დაკავშირებულია რუსეთის ასიმილატორულ პოლიტიკასთან ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში. რუსიფიკაციის პოლიტიკა, სხვა ეროვნების ფაქტორების დასუსტებასთან ერთად, მიმართული აღმოჩნდა ქართული ენის წინააღმდეგ და შესაბამისად რუსული ენის სახელმწიფოებრივი როლის გაძლიერებისაკენ.
  
რუსული მოსახლეობა, როგორც ცნობილია, 1830-მდე ამიერკავკასიაში არ ცხოვრობდა – 1839 გამოვიდა განკარგულება სექტანტების გადმოსახლების შესახებ. რუსეთის მთავრობამ ტავრიის გუბერნიიდან გადმოასახლა [[დუხობორები]], რომლებიც დასახლდნენ ჯავახეთის აღმოსავლეთი ნაწილის ქართულ ნასოფლარებში. ამ სოფლებს მათ ტავრიის გუბერნიაში მიტოვებული ძველი სოფლების სახელები დაარქვეს. სულ შეიქმნა რვა რუსული სოფელი: ბოგდანოეკა, ტამბოვეკა, ორლოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ტროიცკოე, ეფრემოვკა. როდიონოეკა, რომლებშიც ცხოვრობდა 737 კომლი (63231 სული).  
+
რუსული მოსახლეობა, როგორც ცნობილია, 1830-მდე ამიერკავკასიაში არ ცხოვრობდა – 1839 გამოვიდა განკარგულება სექტანტების გადმოსახლების შესახებ. რუსეთის მთავრობამ ტავრიის გუბერნიიდან გადმოასახლა [[დუხობორები]], რომლებიც დასახლდნენ ჯავახეთის აღმოსავლეთი ნაწილის ქართულ ნასოფლარებში. ამ სოფლებს მათ ტავრიის გუბერნიაში მიტოვებული ძველი სოფლების სახელები დაარქვეს. სულ შეიქმნა რვა რუსული სოფელი: ბოგდანოეკა, ტამბოვეკა, ორლოვკა, [[გორელოვკა]], სპასოვკა, ტროიცკოე, ეფრემოვკა. როდიონოეკა, რომლებშიც ცხოვრობდა 737 კომლი (63231 სული).  
  
 
რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. როდესაც საკავშირო ეროვნული ენების შეზღუდვის ხარჯზე მთავრობა მოკავშირე რესპუბლიკებში ზრდიდა რუსული ენის უფლებებს და ხელოვნური მიგრაციული პროცესებით ქმნიდა რუსულენოვანი მოსახლეობის კოლონიებს.  
 
რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. როდესაც საკავშირო ეროვნული ენების შეზღუდვის ხარჯზე მთავრობა მოკავშირე რესპუბლიკებში ზრდიდა რუსული ენის უფლებებს და ხელოვნური მიგრაციული პროცესებით ქმნიდა რუსულენოვანი მოსახლეობის კოლონიებს.  

13:33, 26 აპრილი 2024-ის ვერსია

საქართველოში გავრცელებული ენებიქართულ ენას თავისი არსებობის მანძილზე მრავალგზისი შეხება ჰქონია (და აქვს) სხვადასხვა წარმომავლობისა და სტრუქტურის ენებთან. კონტაქტების ხანგრძლივობა და ინტენსივობა განპირობებულია ისტორიულ-პოლიტიკურ გეოგრაფიული და სხვ. ფაქტორებით. ამგვარი კონტაქტები განსაკუთრებით ინტენსიურია ერთ ტერიტორიაზე თანაარსებობის პირობებში და ენათა შორის ურთიერთგავლენის საფუძველი ხდება.

ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი, ქართული ენის განვითარების გზა უშუალოდ იყო დაკავშირებული მეზობელ ტომებსა თუ სახელმწიფოებთან, პოლიტიკურ-კულტურულ კონტაქტებზე (ომები, მიგრაციები, სავაჭრო ურთიერთობები, კულტურული გავლენები, განათლება, რელიგიური ორიენტაცია).

ძვ. წ. VII-VI ს-ში უკვე იწყება ქართული სახელმწიფოების შექმნა. პოლიტიკური კონსოლიდაცია აჩქარებს ტომების დაახლოებისა და ქართველი ხალხის ჩამოყალიბების პროცესს. ერთიანი მატერიალური და სულიერი კულტურის შექმნის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ახ. წ. IV ს-ში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ქართული დამწერლობის გავრცელება. შემდგომში კი (X ს.) ყველა ქართული სამეფო-სამთავროს გაერთიანების გზით ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს შექმნა.

ცენტრალიზებული სახელმწიფოს წარმოქმნამ დადებითი გავლენა იქონია მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდაზე. სპეციალისტების გამოთვლით, ფეოდალური საქართველოს ყველაზე განვითარებულ ეპოქაში (XII-XIII სს.) მოსახლეობა დაახლ. 5 მლნ. კაცს შეადგენდა.

შუა საუკუნეებში შექმნილმა რთულმა ისტორიულმა პირობებმა და შემდგომმა გარემიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა საქართველოს მოსახლეობის ეროვნული სიჭრელე. საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებისთანავე მეზობელი ტომები სასაზღვრო ზოლიდან საქართველოს ტერიტორიაზე სახლდებოდნენ. ზოგჯერ ისინი ასიმილირდებოდნენ, ზოგჯერ კი მეტ-ნაკლებად კომპაქტურ დასახლებებს ქმნიდნენ და მშობლიურ ენას ინარჩუნებდნენ.

ტერიტორია, რომელიც უძველესი ხანიდან ეკავა საქართველოს (თანამედროვე და ისტორიული საქართველოს ჩათვლით). დაკავშირებული იყო კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანეს რეგიონთან – ახლო აღმოსავლეთთან. სწორედ აქ ძვ. წ. III-II ათასწლეულებში ქართულ ტომებს მჭიდრო კონტაქტები უნდა ჰქონოდათ ინდოევროპელებთან, სემიტებთან და სხვა ცნობილ ეთნოსებთან, რასაც ადასტურებს მათგან ნასესხები ლექსიკა, ისევე როგორც მსგავსება ძველაღმოსავლურ და ქართველურ ენათა სტრუქტურულ ნიშნებში ( იხ. ქასქური ენა, შუმერული ენა, ხათური ენა, ხეთური ენა).

ქართული ტომების კულტურულ-ეთნიკური კონტაქტები სხვა ეთნოსებთან გრძელდებოდა შემდეგაც. სხვა დროსა და სხვა ისტორიულ პირობებში. ენათა კონტაქტების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩანს ინტენსიური მიგრაციული პროცესები თვით საქართველოს ტერიტორიაზე, რამაც უცხო ეთნოსების ჩამოსახლებასთან ერთად სხვადასხვა დროს გამოიწვია მათი ენების გავრცელებაც აღნიშნულ ტერიტორიაზე.

სარჩევი

ინდოევროპული ენები

ბერძნული შტო

უძველესი დროიდან კავკასიასა, და, კერძოდ, საქართველოს, აღებ-მიცემა ჰქონდა ეგეოსის ზღვის ხალხებთან. ამ გაკვალულ გზებს შემდეგ ბერძნებიც მოჰყვნენ. ძვ. წ. VII ს-ში ვაჭრობა ისე გაფართოვდა, რომ ბერძნები შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, სანავსადგურო ქალაქებში (ფასიდი ანუ ფაზისი, დიოსკურია, პიტიუნტი) ბერძნული ახალშენების შექმნას იწყებენ. აქედან ვრცელდება ბერძნული ენა საქართველოს ტერიტორიაზე.

ახლანდელი ბერძნული მოსახლეობა საქართველოში ანატოლიიდანაა გადმოსახლებული (XVIII-XIX სს). ბერძენი იმიგრანტების ბოლო ნაკადი ლოზანის კონფერენციის (1922–23) შემდეგ შემოვიდა. ამჟამად საქართველოში ბერძნები ცხოვრობენ უმთავრესად აჭარაში, აფხაზეთში, წალკისა და დმანისის რაიონებში. ენობრივად საქართველოს ბერძნები ორ ჯგუფად იყოფიან: ბერძნულენოვანი ელინოფონები (საკ. სახელი – „რომეოს“, უფრო იშვიათად – „გრეკოს“, „ელინოს“) და თურქულენოვანი ურუმები. ვარაუდობენ, რომ თრიალეთის ურუმთა, განსაკუთრებით ძველი ქართული პროვინციებიდან მოსული გუმიშხანელებისა და პასენების, ეთნოგენეზში გარკვეული როლი შეასრულეს ლაზებმა, მათ ყოფაში შემონახულია ძველი ქართული ტრადიციებიც. ელინოფონები ცხოვრობენ ძირითადად აფხაზეთსა და აჭარაში (მცირე ჯგუფი – სამხრეთ საქართველოს სოფლებში), ურუმები კი – უმთავრესად წალკისა და დმანისის რაიონებში. მეურნეობა, ყოფა და კულტურა განსახლების რაიონების მიხედვით გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ბერძნების რაოდენობა საქართველოში 1959 წლის აღწერის მონაცემებით 72 938 კაცს უდრიდა, 1970 წლის აღწერით – 89246-ს. 1979– 95105. 1989 კი –100 324-ს. ბოლო ათწლეულებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობის გაჩენის მიზეზით ბერძნებიც (სხვათა მსგავსად) დიდი რაოდენობით გავიდნენ საქართველოდან, მაგრამ ამ პერიოდში აღწერა აღარ ჩატარებულა.

ირანული შტო

ქართულის მჭიდრო კონტაქტი სპარსულთან იწყება IV-V სს-იდან, როდესაც სპარსეთი ფეხს იკიდებდა ამიერკავკასიაში. აქ სხვადასხვა დროს მისი ინტერესები იკვეთებოდა რომის, ბიზანტიის, ოსმალეთისა და, ბოლოს, რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებთან, რასაც თან სდევდა გამუდმებული ომები გავლენის სფეროთა გადანაწილებისათვის. ამ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში უხდებოდა არსებობა საქართველოსაც. სპარსეთთან ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა XVII ს. დასაწყისიდან, როდესაც ქართლ-კახეთზე გახშირებულ თავდასხმებს (შაჰ-აბას I-ის დროს) მოჰყვა კახეთის მოოხრება, დაცარიელებულ ველებში დაიწყო თურქმანების ჩამოსახლება, რასაც სპარსეთი მთელი XVII ს-ის მანძილზე ცდილობდა. სპარსეთის დამპყრობლური ომები მეტ-ნაკლები ინტენსივობით XVII ს-შიც გრძელდებოდა, სანამ საბოლოოდ ამიერკავკასიაში რუსეთის ინტერესებმა არ გაიმარჯვა, მიუხედავად ასეთი რთული პოლიტიკური ურთიერთობებისა, მთელი ამ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და სპარსეთს მორის არსებობდა მჭიდრო კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობები, რამაც ასახვა ენაშიც პოვა.

ოსური ენა

ოსების (საკ. სახელი ირონი) წინაპრები – ირანული მოდგმის სკვითურ-სარმატულ-ალანური ტომები – ჩრდილო კავკასიაში ძვ. წ. VIII –VII სს-ში გამოჩნდნენ. ისინი თანდათან შეერივნენ კავკასიის აბორიგენულ მოსახლეობას და ახ. წ. X–XII სს-ში ძლიერი ფეოდალური სამეფო შექმნეს. საქართველოში მათი ჩამოსახლება დაწყებულია გვიან შუა საუკუნეებში (მასიურად – XVII -XVIII სს-ში). ჩამოსახლებულები ემორჩილებოდნენ ქართლის სამეფო ხელისუფლებას და ცალკეულ სათავადო სახლებს. 1922 წლის 20 აპრილს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

საქართველოში ოსების რაოდენობა I959 წლის აღწერის მონაცემებით 141178 კაცს უდრიდა, 1970– 150185, 1979-ში – 160497, ხოლო 1989 წლის აღწერის თანახმად კი – 164055. ამავე აღწერის მიხედვით ოსურს მშობლიურ ენად მიიჩნევდა და სრულყოფილად ფლობდა 164 055 ოსიდან 125 872, ქართულს – 13 694, რუსულს – 4246, სხვა ენებს – 2413.

მოცემული ეროვნების საერთო რიცხოვნობიდან თავისუფლად ფლობდა მეორე ენად თავისი ეროვნების ენას 7 331, ქართულს – 53 518. რუსულს – 60 004, სხვა ენას – 433, არ ფლობს მეორე ენას – 42769.

საქართველოს მჭიდრო ისტორიულმა კონტაქტებმა ოსებთან, განსაკუთრებით მათი ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოსახლების შემდეგ, ბუნებრივია, განსაზღვრა მჭიდრო ენობრივი კონტაქტების არსებობაც. აღსანიშნავია, რომ პირველი ოსური ხელნაწერი (1802) შესრულებულია ქართული გრაფიკით (იხ. იალღუზიძე ი.

ქურთული ენა

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულია კიდევ ერთი ირანული ჯგუფის ენა – ქურთული. ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ქურთები (საკუთარი სახელწოდება – ქურდი, კურმანჯი) წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ქურთების ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ძველი მიდიელი და ირანული ტომები. 1514 ქურთისტანი გაინაწილეს თურქეთმა და ირანმა, ხოლო I მსოფლიო ომის (1914–18) შემდეგ გაიყო ოთხ სახელმწიფოს შორის (თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია). XIX საუკუნეში ქურთების ნაწილმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო. საქართველოში, კერძოდ მესხეთში, ცალკეული ქურთული მომთაბარე ტომები XVI ს-ში გამოჩნდნენ, ქურთების ძირითადი მასა კი საქართველოში დასახლდა 1918–20, მას შემდეგ, რაც თურქებმა დაიწყეს მათი რელიგიურ-პოლიტიკური შევიწროება. ქურთები ცხოვრობენ თბილისში, ბათუმსა და რუსთავში, მცირე ნაწილი – კახეთში.

საქართველოში ქურთების საერთო რაოდენობა 1959 წლის აღწერით იყო 16212 კაცი, 1970 – 20690, 1979 – 25688, 1989– წლის აღწერის მიხედვით – 13131. მათგან ქურთულ ენას მშობლიურად მიიჩნევდა და სრულყოფილად ფლობდა 24905 კაცი, ქართულს მშობლიურად თვლიდა 3834, ხოლო რუსულს – 4105, სხვა ენას – 487. მეორე ენად თავისუფლად ფლობდა ქართულს 14492, რუსულს – 8720, სხვა ენებს 8720, არ ფლობდა მეორე ენას 9279 ადამიანი.

სომხური ენა

სომხეთის სახელმწიფო საქართველოს ისტორიული მეზობელია და ამ ორ ქვეყანას ინტენსიური პოლიტიკურ-ეკონომიური და კულტურული კონტაქტები უძველესი დროიდან ჰქონდა. ამ დროიდან იწყება ქართულ-სომხური ენობრივი კონტაქტებიც.

საქართველოში სომხები კომპაქტურად სახლობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (ისტ. ქართული მხარე – სამცხე-ჯავახეთი). დღეს ჯავახეთი (ამჟამად სომხებით კომპაქტურად დასახლებული არეალი) მოიცავს ახლანდელი ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების ტერიტორიას, საქართველოში მცხოვრები სომხების რაოდენობა 1959 წლის აღწერის მონაცემებით 442916 კაცი იყო, 1970 – 452309, 1979 წლის აღწერით – 448000, ხოლო 1989 წლის აღწერით კი – 437211.

ჯერ კიდევ XVIII ს-ში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ, რომელსაც ერთხანს სომხური კაპიტალის იმედი ჰქონდა, 1780 ერევნიდან, ხოლო 1787 ყარაბაღიდან ჩამოასახლა 70000-ზე მეტი სომეხი, რომელთა ერთი ნაწილი მოგვიანებით განჯაში გადასახლდა. საქართველოში დამკვიდრებისთანავე რუსეთი ინტენსიურად აწარმოებდა სომხების ჩამოსახლებას სხვადასხვა რეგიონში: 1804 ერევნის სახანოდან თბილისში ჩამოასახლეს 2000; 1807-08 – 1906; მთავარმართებელ ტორმასოვის დროს – 1809–11 – ყარაბაღიდან ბოლნისში – 2140 სომეხი და ა. შ. ყველაზე დიდი რაოდენობით ჩამოსახლება ხდებოდა მესხეთში, მაშინ როდესაც რუსეთის საქართველოში დამკვიდრების მომენტიდან მოყოლებული ახალციხიდან განიდევნა 10–12 ათასამდე ქართული ოჯახი, ანუ დაახლოებით 60–65000 ქართველი. სომხური გრიგორიანული ეკლესიის მესვეურები ადრიდანვე ცდილობდნენ ქართველებისათვის სარწმუნოება შეეცვალათ. დააკანონეს სომხური ტიპიკონი, გახსნეს სომხური სასულიერო სასწავლებლები. იქაური ქართველი კათოლიკეები ცარიზმმა ქართულ ენაზე მოლაპარაკე სომხებად გამოაცხადა. 1886 წლის 27 თებერვალს აიკრძალა ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვა და ძალდატანებით სომხურად შეიცვალა. (1830-იდან ქრისტიანი სომხები შემოჰყავთ არზრუმიდან. პასკევიჩმა 1828 ლიხთ-იმერეთის ქართველებს ნება არ მისცა დასახლებულიყვნენ მესხეთში, ხოლო ოსმალეთიდან გადმოსახლებულ სომეხთაგან იქ 30000 მცხოვრები დაამკვიდრა. 1897-1902 საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსახლდა 55000 სომეხი. მარტო თბილისში ამ დროისათვის 68 ათასი სომეხი იყო ახალჩამოსახლებული, ძირითადად თურქეთიდან. 1921-იდან კავკასიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან საქართველოში შემოვიდა 200000-მდე ლტოლვილი სომეხი, აქედან 40-45 ათასი თურქეთის ქვეშევრდომი იყო. 1923 წლის მაისში აფხაზეთში ჩასახლდა 642 სომეხი ლტოლვილი. ბოლშევიკებმა თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს დაუთმეს საქართველოს ტერიტორიის 19491) კვ. კილოამეტრი.

საქართველოს სომხური მოსახლეობის ენობრივი მდგომარეობა 1989 წლის აღწერის მონაცემებით ასეთია:437211 სომხიდან სომხურს მშობლიურად აღიარებდა და სრულყოფილად ფლობდა 371642 კაცი, ქართულს – 24947, რუსულს – 40312, სხვა ენებს – 310. მოცემული ეროვნების საერთო რიცხოვნობიდან თავისუფლად ფლობდა მეორე ენად თავისი ეროვნების ენას – 9958 სომეხი, ქართულის – 88699, რუსულს – 187666, სხვა ენებს –1421.

სლავური შტო

რუსული ენა

უცხო ენის განსაკუთრებით ძლიერი ზეწოლა ქართულ ენაზე დაკავშირებულია რუსეთის ასიმილატორულ პოლიტიკასთან ამიერკავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში. რუსიფიკაციის პოლიტიკა, სხვა ეროვნების ფაქტორების დასუსტებასთან ერთად, მიმართული აღმოჩნდა ქართული ენის წინააღმდეგ და შესაბამისად რუსული ენის სახელმწიფოებრივი როლის გაძლიერებისაკენ.

რუსული მოსახლეობა, როგორც ცნობილია, 1830-მდე ამიერკავკასიაში არ ცხოვრობდა – 1839 გამოვიდა განკარგულება სექტანტების გადმოსახლების შესახებ. რუსეთის მთავრობამ ტავრიის გუბერნიიდან გადმოასახლა დუხობორები, რომლებიც დასახლდნენ ჯავახეთის აღმოსავლეთი ნაწილის ქართულ ნასოფლარებში. ამ სოფლებს მათ ტავრიის გუბერნიაში მიტოვებული ძველი სოფლების სახელები დაარქვეს. სულ შეიქმნა რვა რუსული სოფელი: ბოგდანოეკა, ტამბოვეკა, ორლოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ტროიცკოე, ეფრემოვკა. როდიონოეკა, რომლებშიც ცხოვრობდა 737 კომლი (63231 სული).

რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში. როდესაც საკავშირო ეროვნული ენების შეზღუდვის ხარჯზე მთავრობა მოკავშირე რესპუბლიკებში ზრდიდა რუსული ენის უფლებებს და ხელოვნური მიგრაციული პროცესებით ქმნიდა რუსულენოვანი მოსახლეობის კოლონიებს.

საქართველოში რუსების რაოდენობა 1959 წლის აღწერის მონაცემებით 407886 კაცს უდრიდა, 1970 – 396694, 1979–371608, 1959 – 341172. 1989 წლის აღწერით საქართველოში მცხოვრები რუსების საერთო რაოდენობიდან რუსულს მშობლიურ ენად აღიარებდა და სრულყოფილად ფლობდა 336718 კაცი. ქართულს – 4000, სხვა ენას – 454.

1989-იდან იწყება რუსების გასვლა რესპუბლიკიდან. მაგ. დუხობორთა 1150 კომლიდან დარჩა 415-მდე კომლი. რუსების მასობრივი წასვლის მიზეზები პოსტსაბჭოურ სივრცეში განვითარებული მოვლენების საერთო სურათში თავსდება.

სემიტური ენები

არამეული ენა

ძვ. წ. I ათასწლეულიდან დაიწყო და ადრეულ შუა საუკუნეებში (უფრო გვიანაც) გრძელდებოდა სემიტების ახალი ნაკადების შემოსვლა საქართველოში. არ შემწყდარა კულტურული კონტაქტები სემიტურ სამყაროსთან, კერძოდ, არამეულ კულტურასთან. არამეელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახლო აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიაში. დაახლ. ძვ. წ. VII ს-იდან არამეული ენა ფართოდ ვრცელდება ახლო აღმოსავლეთში და მრავალი სახელმწიფოს ოფიციალური ენა ხდება. შესაბამისად, ვრცელდება არამეული დამწერლობაც, როგორც სემიტური, ისე არასემიტური ენებისათვის. არამეული ენა და დამწერლობა ვრცელდება საქართველოშიც.

ებრაული ენა

ძვ. წ. VI ს-იდან ივარაუდება ებრაელთა პირველი ემიგრაცია საქართველოში (მეორე – ჩვ. წ. I-II ს-ში ჩანს დაწყებული), რასაც მოჰყვა მათი კომპაქტური დასახლება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. ისრაელის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით დაიწყო მათი დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში, თუმცა დღეისთვისაც ძლიერ დიასპორად რჩებიან.

არაბული ენა

არაბები საქართველოში VII ს-ში გამოჩნდნენ და მეტ-ნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII ს. შუა წლებიდან XI ს. შუა წლებამდე დარჩნენ. თუმცა არაბთა სახალიფოს მყარი ბატონობა ქართლში მხოლოდ VIII ს. 30-იანი წლებიდან IX ს. 80-იან წლებამდე გაგრძელდა. არაბთა ბატონობის მოჰყვა მაჰმადიანური მოსახლეობის გაჩენა საქართველოში (იოანე საბანისძის თხზულებაში ჩანს ქართველთა და არაბ მუსლიმანთა ურთიერთ იზოლირებულობაც და ქართველთა და გაქრისტიანებულ არაბთა ენობრივ-კულტურული სიახლოვეც). თანამედროვე საქართველოში არაბები არ სახლობენ, მაგრამ ისტორიული ძნელბედობების დროს ჩასახული ენობრივი კონტაქტების კვალი თანამედროვე ქართულშიც მოიძიება.

ასურული ენა

საქართველოში მცხოვრები სემიტების – ასურელების ენა ახალსირიული ენაა. იგი თავისი სტრუქტურით საკმაოდ დაშორდა სემიტურ ტიპს, ასურელები ცხოვრობენ ძირითადად ირანში, ერაყში, სირიაში, თურქეთში, სომხეთში. საერთო რაოდენობა დაახლოებით 1 მლნ. კაცია. საქართველოში ასურელები ცხოვრობენ თბილისში, მცხეთისა და გარდაბნის რაიონებში. 1989 წლის აღწერის მონაცემებით ასურულს მშობლიურ ენად მიიჩნევს – 3335 კაცი, ქართულს – 1520, რუსულს – 1261, სხვა ენებს – 90.

საქართველოში ასურელთა რაოდენობა 1970 წლის მონაცემებით 5617 კაცს შეადგენდა (მთელი მოსახლეობის 0.1%), I979 წლის აღწერის თანახმად – 5286-ს (მთელი მოსახლეობის 0,1%), 1989 – 6206 (0.1%)

თურქული ენები

ქართულ ენას მჭიდრო და ხანგრძლივი შეხება აქვს თურქულ ენებთან.

თანამედროვე თურქების წინაპრები, მომთაბარე ტომები – ოღუსები X ს. მეორე ნახევარში ქმნიან დიდ ეთნიკურ გაერთიანებას, რომელსაც სათავეში უდგება (1010) სელჩუკი (აქედან სახელწოდება. – სელჩუკები). XI ს-ში სელჩუკებმა დაიპყრეს ირანი, ბიზანტია, ამიერკავკასია. თურქ-სელჩუკთა შემოსევები საქართველოში X ს. ბოლოს (1080-იდან) დაიწყო. სელჩუკები მთელ საქართველოს მოედნენ და მათი ჩამოსახლება ყოველწლიურად მატულობღა. „დიდი თურქობა“ თითქმის საუკუნე გაგრძელდა. ამ დროს საქართველოს ტახტზე ადის დავით IV აღმაშენებელი (1086), რომელმაც საქართველოს გააერთიანა, თურქებისაგან გაწმინდა ქვეყნის ტერიტორია.

მაგრამ ქართველებისა და თურქების დაპირისპირება შემდეგ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. თურქ- სელჩუკებმა ანატოლიაში მოიკიდეს ფეხი (XI ს.) და შექმნეს დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც დაპყრობითი ომების შედეგად თანდათანობით იზრდებოდა და ძლიერდებოდა. XIII-ის ბოლოს (ოსმან I-ის დროს) ჩამოყალიბდა ოსმანთა ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო. საქართველო ოსმალეთის მუდმივი ინტერესების სფეროში აღმოჩნდა. ოსმალეთი და რუსეთი კავკასიაში უკვე XVI ს. შუა წლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებით XVI ს-ის 80-იანი წლების შემდეგ, როცა ოსმალებმა ამიერკავკასიაში გაბატონებასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის დაუფლებაც სცადეს. XVI ს-ში, 1590, ირან-ოსმალეთის ზავის მიხედვით სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს დარჩა. 1587-94 სულთნის ბრძანებით ქვეყანა აღწერეს. თავად-აზნაურებს საკითხი მწვავედ დაუსვეს – გამაჰმადიანება ან მიწების დაკარგვა. ამ დროიდან დაიწყო სამხრეთ საქართველოს „გათათრება“, თუმცა ეს პროცესი XIX ს. დასაწყისშიც არ იყო დასრულებული. სამცხე-საათაბაგოს გარეშე. საქართველო თავისი ტერიტორიის 1/3-ს შეადგენდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ჩნდება კავკასიის ალბანეთის ტერიტორიაზე. ძვ.წ. IV ს. ბოლოს, სამხრეთ აზერბაიჯანში შეიქმნა სახელმწიფო ატროპატენა. ამ სახელწოდებიდან წარმოიშვა სპარსული „ადარბადაგანი“, აქედან – აზერბაიჯანი. ალბანელები იბერიულ-კავკასიური მოდგმისანი იყვნენ, ატროპატელები – ირანულისა. აზერბაიჯანის ეთნოგენეზში მონაწილეობდა კავკასიის ალბანეთისა ღა ატროპატენის ძველი მკვიდრი მოსახლეობა, რომელსაც შეერია (ძე. წ. II ათასწლ. და ახ. წ. I ათასწლ.) აზერბაიჯანში შემოჭრილი ირანული და თურქულენოვანი ტომები (კიმერიელები, სკვითები, ჰუნები, ბულგარელები, ხაზარები, ოღუზები, პაჭანიკები და სხვ. აზერბაიჯანელი ხალხის ჩამოყალიბება რამდენიმე საუკუნეს გაგრძელდა და ძირითადად XI-XIII სს-ში დასრულდა აზერბაიჯანში თურქულენოვან ტომთა ახალი ტალღის, განსაკუთრებით სელჩუკების, შემოჭრის შემდეგ.

XVIII ს-ში, როდესაც ლეკი ფეოდალების გამუდმებული თავდასხმების გამო ქვემო ქართლი მკვიდრი მოსახლეობისაგან თანდათან დაიცალა, აქ გაჩდნენ ქართველი, თურქულენოვანი, სომეხი და სხვ. მოახალშენენი. ამ მოსახლეობას პერიოდულად ემატებოდნენ საქართველოს მეზობლად არსებული აზერბაიჯანის მკვიდრნიც. საქართველოში 1959 წლის აღწერის მონაცემებით ცხოვრობდა 1536000 აზერბაიჯანელი, 1970 – 217758, 1979 – 255673, 1939 წლის მონაცემებით – 307556. 1989 ბუნებრივი მატება 1000 ქართველზე შეადგენდა 7,6-ს, 1000 აზერბაიჯანელზე ეს პროცენტი, შეადგენდა 22,8-ს.

1989 წლის მონაცემებით აზერბაიჯანულს მშობლიურ ენად თვლიდა და სრულყოფილად ფლობდა საქართველოში მოსახლე აზერბაიჯანელთა 97,7% (3 ათ.), ქართულს – 0,9 (2.9 ათ.), რუსულს 1,33% (4 ათ.), ქართულს მეორე ენად ფლობდა აზერბაიჯანელთა 9.3% (28.6 ათასი), რუსულს – 34,1 (105 ათასი), გარდა ამისა, თურქეთიდან ჩამოსახლებული დაახლოებით 27 ათასი ბერძენი (ურუმები) დედაენად თვლის აზერბაიჯანულს.

ითელება, რომ ბოლო ხანებში საქართველო მუდმივად ან დროებით დატოვა ასი ათასზე მეტმა აზერბაიჯანელმა და ამჟამად მათი ქვეყანაში 180-190 ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

იბერიულ-კავკასიური ენები

ქართული ენა საუკუნეთა განმავლობაში ინარჩუნებდა სისტემატურ და უმჭიდროვეს კონტაქტებს მთის იბერიულ-კავკასიურ ტომებთან და ენებთან.

აფხაზური ენა

ქართლის სამეფოს მეზობლად მდებარე ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში მცხოვრებ ტომებს (დღევანდელ დაღესტნურ და ბაცბურ-ქისტურ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა წინაპრები) ქართველები უმთავრესად „ლეკების“, „ძურძუკთა“ და „დიდოელთა“ სახელით იცნობდნენ. მათ დასავლეთით აფხაზურ-ადიღური ტომები ცხოვრობდნენ. ქართლის მმართველებს იმიერკავკასიის ტომები ზოგჯერ მარტო დროებით კი არ გადმოჰყავდათ ამა თუ იმ მტერთან საბრძოლველად, არამედ გადმოჰყავდათ სამუდამოდ და თავისი სამეფოს მიწა-წყალზე ასახლებდნენ. ქართლის მმართველებმა თავისი გავლენის სფეროში მოაქციეს მეზობელი ალბანეთის (თანამედროვე აზერბაიჯანი) მოსახლეობის ერთი ნაწილი, რომელიც თანდათან გაითქვიფა ქართლის დანარჩენ მოსახლეობაში.

1959 წ. აღწერის მონაცემებით, საქართველოში აფხაზთა რაოდენობა უდრიდა 62878, 1970 – 79449, 1979 – 85285; I989 კი – 95853. დაახლოებით 100 ათასი აფხაზი თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოსახლეობდა. XX ს. უკანასკნელ ათწლეულში განვითარებული ქართულ-აფხაზური სამხედრო კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოსკოვური გეგმის შესაბამისად განხორციელდა, ცხადყოფს, რომ საბჭოთა ეპოქაში ჩატარებული მოსახლეობის აღწერები ნდობას ნაკლებად იმსახურებს, მეტადრე აფხაზეთში (და საერთოდ საკონფლიქტოდ „ჩაფიქრებულ“ ზონებში). მაგრამ გარკვეული კანონზომიერების დანახვა ამ მონაცემებითაც შეიძლება. 1989 წ. აღწერის მიხედვით მშობლიურ ენად აფხაზურს მიიჩნევდა ღა ფლობდა კიდეც 95853 აფხაზიდან 92369, ქართულს – 1233, რუსულს – 2212, სხვა ენებს კი – 39 კაცი. აფხაზთა საერთო რიცხოვნობიდან თავისუფლად ფლობდა მეორე ენად თავისი ეროვნების ენას – 363 კაცი. ქართულს – 2283, რუსულს – 77193, სხვა ენებს კი – 93, არ ფლობდა მეორე ენას 15921 კაცი.

ბაცბური ენა

წოვათუშური ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა ნახური ჯგუფის უმწერლობო ენა. მასზე ლაპარაკობენ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანის მცხოვრები წოვათუშები, დაახლოებით 13 ათ. კაცი.

ქისტური ენა

ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული ჩაჩნურ-ინგუშური ენების დიალექტი. ქისტების საქართველოში (კახეთში) გადმოსახლება დაიწყო XVII ს-იდან და XIX ს. 60-იან წლებამდე გაგრძელდა. ეროვნული ნიშნები – ენა, სარწმუნოება (ისლამი), მატერიალური კულტურული ელემენტები ძირითადად შენარჩუნებული აქვთ კომპაქტურ დასახლებებში – პანკისის ხეობის სოფლებში. ქისტები მშობლიურ ენასთან ერთად ფლობენ ქართულ ენას. განათლებას ქართულ ენაზე იღებენ. ზოგ ოჯახში ლაპარაკობენ ქისტური დიალექტისა და ქართულის შერევით მიღებულ ჟარგონზე.

ამჟამად პანკისის ხეობაში ქისტების 6 დასახლებული პუნქტია: დუისი, ძიბახევი. ჯოყოლო, შუა ხალაწენი, ომალო. ბირკიანი (ეს უკანასკნელი თუშების ყოფილი სოფელი). ჯოყოლოსა და ბირკიანის მოსახლეობა II მსოფლიო ომამდე ქრისტიანი იყო. ბირკიანის მოსახლეობა დღემდე ნაწილობრივ ქრისტიანია, ჯოყოლოში კი ისლამზე მოქცევა 70-იან წლებშიც გრძელდებოდა. საქართველოში მოსახლე ქისტების საერთო რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით 12 ათასს უტოლდება. არაოფიციალური წყაროებით კი 9 ათასს არ უნდა აღემატებოდეს. აქედან 6000 ქისტი პანკისის ხეობაშია.

ქისტების ერთი ნაწილი პანკისის ხეობაში XIX ს. 30-იანი წლებიდან ჩანს. აღნიშნულ ხეობაში მათი კომპაქტური დასახლება ამავე საუკუნის 40-იანი წლებიდან დაიწყო და დამთავრდა 60-იან წლებში. პანკისში მათი გადმოსახლების მიზეზები იყო: 1) ეკონომიკური (მიწების ნაკლებობა), 2) სისხლის აღება; 3) ისლამის პოზიციების გამყარებისაკენ სწრაფვა. რუსეთ-ჩაჩნეთის უკანასკნელი კონფლიქტის ვითარებაში საქართველოს დროებით შეაფარა თავი ჩაჩნების გარკვეულმა რაოდენობამ.

ადგილობრივ სკოლებში სწავლა ქართულად მიდის. მრავალი ქისტისათვის ქართული მშობლიური ენაა.

უდიური ენა

ისტორიულად (ალბანური ჰერული) მოდგმის ოდესღაც მრავალრიცხოვანი, დამწერლობის მქონე ტომის გადმონაშთი ენა: ამჟამად უმწერლობოა. განეკუთვნება დაღესტნურ ენათა ლეზგიურ ქვეჯგუფს. უდიები (საკუთარ სახელწოდება – უდი, უტი), რაოდენობა დაახლოებით 6.9 ათ. კაცი (1978 მონაცემებით), ცხოვრობენ აზერბაიჯანსა და საქართველოში (ყვარლის რ-ნი. ლიტ-რის ენად იყენებენ აზერბაიჯანულს, რუსულს. ქართულს, სომხურს. მორწმუნენი .– ქართულს, სომხურს. მორწმუნენი მატერიალური და სულიერი კულტურით ახლოს არიან აზერბაიჯანელებთან (საქართველოში – ქართველებთან). საქართველოში უდიები სახლობენ ყვარლის რაიონის სოფელ ოქტომბერში. უდი ხალხი ორენოვანია. სწავლა და ოფიციალური საქმის წარმოება საქართველოში ქართულად აქვთ, აზერბაიჯანში –- აზერბაიჯანულად

ხუნძური ენა

დაღესტნური ჯგუფის, ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფების ენა. მუსლიმი ხუნძები ძირითადად ცხოვრობენ ყვარლის რაიონის სოფლებში: თივში, ჩანთლისყურეში, სარუსოსა და თხილისწყაროში. პირველ სამ სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა ათასის ფარგლებში მერყეობს. თხილისწყარო კი შედარებით პატარა სოფელია..

ხუნძთა ნაწილი სოფელ თივაში ჩამოსახლდა XIX საუკუნის II ნახევარში, ნაწილი კი – 1957. ხუნძებს მჭიდრო კავშირი აქვთ დაღესტანთან, ბელაქნისა და ზაქათალის ხუნძებთან. სკოლებში სწავლა ბოლო დრომდე ძირითადად რუსულად მიმდინარეობდა. ყვარლის რაიონში მცხოვრები ხუნძები ძირითადად შაფიიტური მიმდინარეობის სუნიტები არიან. ქართული წერა-კითხვა პრაქტიკულად არ იციან.

მ. ტაბიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები