
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება აწყობს როგორც ბიბლიოთეკის ინიციატივით ორგანიზებულ, ისე გარეშე პირებისა თუ ორგანიზაციების მომართვის საფუძველზე დაგეგმილ ღონისძიებებს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება წიგნის პრეზენტაციები, გამოფენები, კონფერენციები, საიუბილეო საღამოები, საჯარო ლექციები, სამეცნიერო კონფერენციები, პოეზიის საღამოები, კინოჩვენებები და სხვა ტიპის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ჩვენი კარი ღიაა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური შინაარსის დისკუსიებისთვის.
ეროვნულ ბიბლიოთეკას ღონისძიებების მოსაწყობად აქვს ხუთი დარბაზი: საგამოფენო, საკონფერენციო, დამოუკიდებლობია, ქართული დამწერლობის საექსპოზიციო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორია - კინოდარბაზი.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიების ჩატარება და ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე აუდიო, ვიდეო, ფოტოგადაღება ფასიანია.

ბიბლიოთეკის აღნიშნულ დარბაზებში ღონისძიების ჩატარება შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს თუ ორგანიზაციას, რომელებმაც ოფიციალური განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა განიხილავს კონკრეტული ღონისძიების ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარების მიზანშეწონილობას და მის თანხვედრას ეროვნული ბიბლიოთეკის მიზნებსა და ამოცანებთან, იგი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.
ეროვნული ბიბლიოთეკისთვის პრიორიტეტულია კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებების გამართვა. წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, განმცხადებელს, მხოლოდ განაცხადის შევსების წელს გამოცემული საკუთარი წიგნის პრეზენტაციისათვის, უფასოდ დაეთმობა ბიბლიოთეკის დირექციის მიერ შეთავაზებული ეროვნული ბიბლიოთეკის სივრცეში არსებული დარბაზებიდან ერთ-ერთი.

ორგანიზაციის დასახელებას (უნივერსიტეტი, ფონდი და ა.შ.), ღონისძიების სათაურს, თემას, შერჩეულ დღეს, საათს, ღონისძიების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას და საკონტაქტო ინფორმაციას.
განცხადება ბარდება ეროვნული ბიბლიოთეკის კანცელარიის განყოფილებას.
საკონტაქტო ინფორმცია:
მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა N7, III კორპუსი
ტელ.: +(995 32) 297 16 18; +(995 32) 297 16 61 (10 საათიდან -18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა)
ელ.ფოსტა: gsabanadze@nplg.gov.ge
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილება