გაზეთ "სიტყვა და საქმის"(კვირის პალიტრის დამატება) ბიბლიოთეკაში ინახება 1997 წლიდან. ნომრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  ბიბლიოთეკაში დარეგისტრირებისათვის საჭიროა მხოლოდ მოქალაქის პირადობის მოწმობით მისვლა მკითხველთა რეგისტრაციის განყოფილებაში.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში სერვისი - ინტერნეტით წიგნის გამოწერა და დაჯავშნა ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი. წიგნის გამოსაწერად უნდა მობრძანდეთ ბიბლიოთეკაში.

ელექტრონულ კატალოგში მოძიებული წიგნების და სხვა მასალების უმეტესობა არ არის გაციფრულებული და შეგიძლიათ მხოლოდ ბეჭდურ ფორმატში წაიკითხოთ  ბიბლიოთეკაში. თუ სასურველი წიგნის ან სხვა მასალის მოძიებისას, არ არის მითითებული ბმული წარწერით "ვებსაიტი" ან "სრული ტექსტი", წიგნის სრული ტექსტი არ გაიხსნება. გაციფრულებული გამოცემები, სრული ტექსტები გადმოწერის საშუალებით კი, ეძებეთ აქ: http://dspace.nplg.gov.ge/?locale=ka და  http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/

ბიბლიოთეკის ვებ საიტზე განთავსებულია ქართველი ავტორების, ექიმების, სპორტსმენების, უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტების და სხვა გამოჩენილი პიროვნებების ბიოგრაფიული ცნობარები