აფხაზეთი
(ახალი გვერდი: '''აფხაზეთი''' − საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:AfxazeTi 1.png|thumb|240პქმარჯვნივ|]] | ||
'''აფხაზეთი''' − [[საქართველო]]ს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარეებს [[ფსოუ]]სა და [[ენგური|ენგურს]] შორის. მდ. [[ფსოუ]] – საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარია ამ მიმართულებით; სამხრეთით – მდ. | '''აფხაზეთი''' − [[საქართველო]]ს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარეებს [[ფსოუ]]სა და [[ენგური|ენგურს]] შორის. მდ. [[ფსოუ]] – საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარია ამ მიმართულებით; სამხრეთით – მდ. | ||
[[ენგური]], ხოლო აღმოსავლეთით – კავკასიონის გვერდითი კოდორისა და აფხაზეთსვანეთის ქედები, რომლებიც მეზობელი [[სვანეთი]]სა და [[სამეგრელო]]ს მხარეებისაგან გამოყოფს; დასავლეთით ეკვრის შავი ზღვა. აფხაზეთის ფართობია 8700 კმ<sup>2</sup>, რაც საქართველოს ფართობის 12,3% შეადგენს ''(ბერაძე თ., ხორავა, 2007: 4)''. | [[ენგური]], ხოლო აღმოსავლეთით – კავკასიონის გვერდითი კოდორისა და აფხაზეთსვანეთის ქედები, რომლებიც მეზობელი [[სვანეთი]]სა და [[სამეგრელო]]ს მხარეებისაგან გამოყოფს; დასავლეთით ეკვრის შავი ზღვა. აფხაზეთის ფართობია 8700 კმ<sup>2</sup>, რაც საქართველოს ფართობის 12,3% შეადგენს ''(ბერაძე თ., ხორავა, 2007: 4)''. | ||
| − | + | [[ფაილი:AFXAZEtI.png|thumb|მარჯვნივ|240პქ|]] | |
===== რელიეფი===== | ===== რელიეფი===== | ||
აფხაზეთს ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი საზღვრავს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენაა გადაჭიმული. აფხაზეთის ფარგლებში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის, აფხაზეთის კავკასიონის, მწვერვალებია: დომბაიულგენი, გვანდრა, ერცახუ, ფშიში, აღეფსთა. აფხაზეთიდან სანჩაროს, აძაფშის, ალაშთრახუს, პტიშის, ნაჰარის, მაგანას უღელტეხილებზე გადადის საცალფეხო გზები ჩრდილოეთ კავკასიაში; ხიდას | აფხაზეთს ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი საზღვრავს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენაა გადაჭიმული. აფხაზეთის ფარგლებში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის, აფხაზეთის კავკასიონის, მწვერვალებია: დომბაიულგენი, გვანდრა, ერცახუ, ფშიში, აღეფსთა. აფხაზეთიდან სანჩაროს, აძაფშის, ალაშთრახუს, პტიშის, ნაჰარის, მაგანას უღელტეხილებზე გადადის საცალფეხო გზები ჩრდილოეთ კავკასიაში; ხიდას | ||
მიმდინარე ცვლილება 13:59, 13 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
აფხაზეთი − საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარეებს ფსოუსა და ენგურს შორის. მდ. ფსოუ – საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარია ამ მიმართულებით; სამხრეთით – მდ. ენგური, ხოლო აღმოსავლეთით – კავკასიონის გვერდითი კოდორისა და აფხაზეთსვანეთის ქედები, რომლებიც მეზობელი სვანეთისა და სამეგრელოს მხარეებისაგან გამოყოფს; დასავლეთით ეკვრის შავი ზღვა. აფხაზეთის ფართობია 8700 კმ2, რაც საქართველოს ფართობის 12,3% შეადგენს (ბერაძე თ., ხორავა, 2007: 4).
სარჩევი |
[რედაქტირება] რელიეფი
აფხაზეთს ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი საზღვრავს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენაა გადაჭიმული. აფხაზეთის ფარგლებში კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის, აფხაზეთის კავკასიონის, მწვერვალებია: დომბაიულგენი, გვანდრა, ერცახუ, ფშიში, აღეფსთა. აფხაზეთიდან სანჩაროს, აძაფშის, ალაშთრახუს, პტიშის, ნაჰარის, მაგანას უღელტეხილებზე გადადის საცალფეხო გზები ჩრდილოეთ კავკასიაში; ხიდას უღელტეხილით საცალფეხო გზა გადადის სვანეთში. წარსულ საუკუნეებში გაცხოველებული კომუნიკაცია ხორციელდებოდა ქლუხორის და მარუხის უღელტეხილების მეშვეობით (საქართველოს გეოგრაფია, 2000: 285, 292; Дбар Р., 2012: 12-13). აფხაზეთი მთაგორიანი მხარეა. მისი ტერიტორიის 75% მთასა და მთისწინეთს უჭირავს, დანარჩენი – ვაკე-დაბლობებს.
კოდორის ქედის ჩრდილოეთით, მდ. კოდორის შუა წელში მდებარეობს მთიანი მხარე წებელი, ხოლო მის ზემო წელში – მთიანი მხარე დალი (აფხაზეთის სვანეთი). მდ. ბზიფის შუა წელში, კავკასიონის ქედსა და ბზიფის ქედს შორის ქვაბულში – მთიანი მხარე ფსხუ, ფსოუს ზემო წელში – მთიანი მხარე აიბღა. მდინარე ფსოუ ამ უკანასკნელს ორ ნაწილად ყოფს. მისი დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციის, მცირე ნაწილი (160 კმ2) კი საქართველოს ტერიტორიაზეა.
აფხაზეთში ბევრი ტბაა, მათ შორის აღსანიშნავია: ბზიფის აუზში – რიწა, პატარა რიწა, ცისფერი ტბა, მზი; კოდორის აუზში – ამტყელი, ყვარაში, ადუედააძიში, დერიკვარააძიში; სანაპირო ზოლში – ინკითი, დიდი ბებესირი, ბებესირი, პაპანწყვილი და სხვ. (Апхазава, 1975: 106-124; საქართველოს გეოგრაფია, 2000: 289).
აფხაზეთის მდინარეთა ქსელი ხშირია. ტრანზიტული მდინარეებია ფსოუ და ენგური; ადგილობრივი დიდი მდინარეებია: ბზიფი, კოდორი, გუმისთა, კელასური, ღალიძგა, მოქვი, რომლებიც შავი ზღვის აუზს მიეკუთვნებიან (მარუაშვილი, 1969; საქართველოს გეოგრაფია, 2000: 287)
[რედაქტირება] კლიმატი
აფხაზეთი სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჩრდილოეთ საზღვარზე, სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლების მიჯნაზე მდებარეობს. ზღვისპირა მდებარეობა და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი აფხაზეთის ჰავის უმთავრეს თავისებურებებს განაპირობებს. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი მას ჩრდილოეთის ცივი ქარების შემოჭრისაგან იცავს. თბილი ზღვა და მშფოთვარე მთის მდინარეები რბილ, ტენიან სუბტროპიკულ კლიმატს ქმნიან. აფხაზეთში ძირითადად ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ატმოსფერული ნალექები წლის განმავლობაში 1300-1500 მმ-დან 2200 მმ-მდე მერყეობს (კობახიძე, 1961: 17-18; საქართველოს გეოგრაფია, 2000: 287; Дбар Р., 2012: 14-15)
[რედაქტირება] მცენარეული საფარი
აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაახლოებით 55% ტყით არის დაფარული. აქ 2 ათასზე მეტი სახეობის მცენარეა გავრცელებული, მათ შორის, 150 სახეობის ხე და ბუჩქოვანი მცენარე. ხე-მცენარეებიდან აღსანიშნავია: მუხა, რცხილა, ნეკერჩხალი, ცაცხვი, წიფელი, წაბლი, კაკალი, ნაძვი, ფიჭვი, სოჭი, ბზა და სხვ.
ბიჭვინთის კონცხზე რელიქტური ფიჭვის კორომია. 1926 წელს აქ დაარსდა სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა. მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ჭაობებია შემორჩენილი, მურყნის ტყეები გვხვდება; აფხაზეთის ფლორის უნიკალური ჯიშია ბზა, რომლის საშუალო სიმაღლეა 10-12 მ. ბზის კორომები დაცულია მდინარეების ჟოეკვარის, ბზიფის, გეგის, ღალიძგის, გუმისთის ხეობებში. აფხაზეთის ქედების თხემები ალპურ მდელოებს უჭირავს (კობახიძე, 1961: 22-24; საქართველოს გეოგრაფია, 2000: 290-291).
[რედაქტირება] ფაუნა
მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტები ხელს უწყობს ნაირფეროვანი ცხოველთა სამყაროს არსებობას. აფხაზეთში გვხვდება როგორც ბარისა და მთის ტყის, ისე მაღალი მთის ცხოველთა სახეობები: კავკასიური ირემი, ჯიხვი, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, ციყვი, კურდღელი და სხვ. ფრინველებიდან გავრცელებულია: არწივი, მიმინო, ორბი, შევარდენი, კავკასიური შურთხი, ხოხობი, მწყერი, შაშვი, ოფოფი, თოლია და სხვ. მდინარეებსა და ტბებში არის კალმახი, კოლხური წვერა, ლოქო, ზოგან შავი ზღვიდან – ორაგული და ზუთხი. სასარგებლო ფლორისა და ფაუნის დასაცავად შექმნილია ბიჭვინთა-მიუსერის, გუმისთის, რიწა-ავადჰარის, ფსხუს ნაკრძალები (კობახიძე, 1961: 15-16, 24; რიგვავა, 2004: 61, 129-134; საქართველოს გეოგრაფია, 2000: 291)
[რედაქტირება] სასარგებლო წიაღისეული
აფხაზეთი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის საბადოები; აქ გვხვდება ტყვია, თუთია, სპილენძი, კობალტი, ბარიტი, დოლომიტი, თაბაშირი, კირქვები, სააგურე თიხა და სხვ. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები მდინარეების კოდორის, საკენის, ბზიფის, ავადჰარის და სხვათა ხეობებში, ხოლო თერმული სამკურნალო წყლები – ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონის და გაგრის მიდამოებში. შესანიშნავი ბუნება და ძვირფასი სამკურნალო წყაროები აფხაზეთს უმდიდრესი კლიმატოლოგიური ჯანმრთელობის კერად აქცევენ და ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის (საქართველოს გეოგრაფია, 2000: 291).
[რედაქტირება] დემოგრაფია
საბჭოთა კავშირის მოსახლეობის 1989 წლის აღწერით, აფხაზეთის ასსრ მოსახლეობა 525 061 შეადგენდა; ეროვნული შემადგენლობა:
ქართველი – 239 872 (45,7%),
აფხაზი – 93 267 (17,8%),
სომეხი – 76 541 (14,6%),
რუსი – 74 914 (14,2%),
ბერძენი – 14 664 (2,8%),
სხვა ეროვნების წარმომადგენელი – 25 804 (4,9%) (საქართველოს, 1990).
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
1991 წელს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა 5 ადმინისტრაციული რაიონი – გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმის, გუდაუთის; 1 – გაგრის საქალაქო საბჭოსადმი დაქვემდებარებული ტერიტორია, 7 ქალაქი – ახალი ათონი, გაგრა, გალი, გუდაუთა, ოჩამჩირე, სოხუმი, ტყვარჩელი; 5 დაბა – ბზიფი, ბიჭვინთა, განთიადი, გულრიფში, მიუსერა (ხორავა, ჭანტურია, 2019: 63).
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია სოხუმი.
[რედაქტირება] ენა
აფხაზეთის ძირითად მოსახლეობას ქართველები და აფხაზები შეადგენდნენ. აფხაზური და ქართული ენები იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შედის, ქართული – ქართველურ ენათა ჯგუფში, ხოლო აფხაზური – ჩრდილო-დასავლურ ანუ აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფში. ამ უკანასკნელში აფხაზურთან ერთად შედის აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული, უბიხური ენები, რომლებზეც ჩრდილოეთ კავკასიის მონათესავე ხალხები – აბაზები, ადიღეელები, ყაბარდოელები, ჩერქეზები მეტყველებენ (Ломтатидзе, 1967: 12). გვიან შუა საუკუნეებამდე აფხაზები კულტურულ-ისტორიულად ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც საქართველოს სხვა ძირძველი მხარეების მოსახლეობა (ქართლელები, კახელები, მეგრელები, სვანები და სხვ.) და ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობდნენ (ლომოური, 1989)გვიან შუა საუკუნეებში მთის ჩამოწოლის – აფხაზურ-ადიღური მოდგმის ახალი ნაკადის მიგრაციის შედეგად აფხაზეთის ეთნიკური სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სწორედ ახალმოსულ აფსუა-აფხაზთა ადგილობრივ მოსახლეობასთან („ძველ“ აფხაზთა – კულტურულ-ისტორიულ ქართველთა და კოლხ-მეგრელთა) ურთიერთშერწყმის შედეგად ყალიბდება ამჟამინდელი აფხაზობა, როგორც ცალკე ეთნოსი (ხორავა 1996: 87).
[რედაქტირება] მაურნეობა
შუა საუკუნეების აფხაზეთში მეურნეობის ტრადიციული დარგები მიწათმოქმედება და მესაქონლეობა იყო. მიწათმოქმედება განვითარებული იყო სანაპირო ზოლსა და მთისწინეთში. მარცვლეული კულტურებიდან ითესებოდა ღომი (Setaria italic L.) და ფეტვი (Panicum miliaceum L.), რომლებიც ძირითად საკვებ კულტურებს წარმოადგენდა. ზოგან მცირე რაოდენობით თესავდნენ ხორბალს, ქერს, შვრიას. XVIII საუკუნიდან თანდათან გავრცელდა სიმინდი, რომელიც კარგად შეეგუა ადგილობრივ პირობებს. მოჰყავდათ საზეთე-ბოჭკოვანი კულტურები – კანაფი, სელი, ბამბა. განვითარებული იყო მეხილეობა და მევენახეობა. მაღლარი ვენახი ხეებზე იყო მიშვებული; დაბლარის სიმცირე არ მოითხოვდა ვენახისთვის სპეციალურად ნაკვეთების გამოყოფას. ბუნებრივი პირობები ხელსაყრელი იყო მეფუტკრეობის განვითარებისათვის; ამზადებდნენ თაფლს და ცვილს. მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნადირობას. მიწათმოქმედებაში გამწევ ძალად გამოიყენებოდა ხარ-კამეჩი, შინაური საქონლიდან ჰყავდათ კამეჩი, ძროხა, ღორი, თხა და ცხვარი.
XX ს. 20-30-იანი წლებიდან ძირეულად შეიცვალა მეურნეობის სტრუქტურა. აფხაზეთის სანაპირო ზოლსა და მთისწინეთში გაშენდა ჩაი და ციტრუსოვანი კულტურები, ტექნიკური კულტურები – კეთილშობილი დაფნა, ტუნგი, ევკალიპტი და სხვ. ამ დროიდან შეიქმნა მძლავრი სუბტროპიკული მეურნეობა, რომლის მთავარი დარგი მეჩაიეობა და მეციტრუსეობა გახდა. ფართოდ განვითარდა მევენახეობა, მეთამბაქოეობა, აგრეთვე მეცხოველეობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკაში მთავარი ადგილი სოფლის მეურნეობას და მასზე დამყარებულ გადამამუშავებელ მრეწველობას ეკავა, განსაკუთრებით ჩაისა და ციტრუსების გადამუშავებას. 1991 წელს აფხაზეთში იყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი 21 ჩაის ფაბრიკა და კომბინატი, კარგად განვითარებული საკონსერვო (ხილისა და ხილეულის წყლების) წარმოება, მეღვინეობა, თევზის, რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოება. მნიშვნელოვანი დარგი იყო მეთამბაქოეობა. ბუნებრივი რესურსების გამოყენებით შეიქმნა თბოენერგეტიკული, ხე-ტყის და საშენ მასალათა მრეწველობა. მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტები იყო ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო, რომლის სამრეწველო ექსპლუატაცია 1935 წლიდან დაიწყო, და ტყვარჩელის თბოელექტროსადგური (1938). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საკურორტო მეურნეობას და ტურიზმს, ფართოდ განვითარებულ სატრანსპორტო – სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, – ქსელს (ნაჭყებია, 1961: 3-10; რიგვავა, 2004: 159-161).
[რედაქტირება] XX საუკუნე
ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ აღორძინდა გამთიშველი პოლიტიკა. კრემლმა აფხაზი ინტელიგენციის ერთი ნაწილი დასაყრდენად გაიხადა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლაში. კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა აფხაზთა მეხსიერებიდან ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთობის გრძნობა ამოეძირკვა. აფხაზებს თავს ახვევდნენ აზრს, თითქოს მათ ქართულ ეთნო-კულტურულ და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ სამყაროსთან ისტორიულად არაფერი აკავშირებდათ. XX ს. 70-80-იან წლებში საქართველოს აღმავალ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო, იმპერიამ აფხაზური სეპარატიზმი დაუპირისპირა.
1991 წ. 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კრემლმა საქართველოს დასასჯელად „აფხაზური კოზირი“ გამოიყენა. ამის უშუალო შედეგი იყო 1992-1993 წლების სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ფაქტობრივად რუსეთ-საქართველოს ომს წარმოადგენდა. ომის შედეგები ორივე მხარისათვის მძიმე იყო. ოფიციალური ვერსიით, საომარ მოქმედებებს 10 ათასამდე ქართველი და 5 ათასამდე აფხაზი შეეწირა. აფხაზებმა ქართულ მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს, განხორციელდა მხარის ეთნოწმენდა. აფხაზეთის 300 ათასამდე მცხოვრები, მათ შორის 200 ათასზე მეტი ქართველი, დევნილად იქცა (ჯოჯუა, 2007: 353-364; ხორავა, 2015: 638).
1992-1993 წლების სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, სეპარატისტულმა რეჟიმმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა. 2008 წ. აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ღია სამხედრო აგრესიისა და მისი სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცნობის მიუხედავად, მსოფლიო თანამეგობრობა, რამდენიმე სახელმწიფოს (ვენესუელის, ნაურუს, ნიკარაგუას, სირიის) გამოკლებით, – უპირობოდ აღიარებს საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციას აფხაზეთზე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციით აფხაზეთი კვლავაც ავტონომიურ რესპუბლიკად ითვლება.