2017 წელს იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე საქართველოში პირველი წიგნის მუზეუმი შეიქმნა, სადაც ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორიაა წარმოდგენილი.
წიგნის მუზეუმში დაცულია უნიკალური გამოცემები და კოლექციები. მათ შორისაა: ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძის, გიორგი ჩუბინაშვილის პირადი კოლექციები, ძმები ზუბალაშვილების წიგნები. აქ ინახება ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის, ვიქტორ ჰიუგოს, დიმიტრი მენდელეევის, ანტუან რენუარის და სხვათა უნიკალური ავტოგრაფიანი წიგნები.
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის "წიგნის მუზეუმი" არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:
წიგნის მუზეუმის დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს როგორც მუდმივმოქმედი ექსპოზიციები, ისე დროებითი გამოფენები.
იხილეთ წიგნის მუზეუმის ვირტუალური გამოფენა
მდებარეობა: I კორპუსი, I სართული, სამუშაო საათები: 11:00- 17:00, შაბათ-კვირის გარდა.
ტელეფონი: +(995) 599 84 99 92



