ილია მაჩაბელი

 ილია ვასილის ძე მაჩაბელი დაიბადა 1891 წლის 16 ივლისს. იყო ნიკოლოზ დადიანი-მენგრელსკის მამულების მმართველი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ახალგაზრდობაში იცნობდა და 1914-1916 წწ. ხვდებოდა გრიგორ რასპუტინს.

ილია თავის უფროს ძმას, გიორგის (პრინცი მაჩაბელი)  საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში  ყველაზე სახიფათო და რთული დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა.   იყო  თეატრის დიდი მოყვარული.  1930-იან წწ. მუშაობდა თეატრის ადმინისტრატორად. 1930 წლის ზაფხულში მოაწყო რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში. 1937 წლის აპრილში დანიშნეს საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად, დეკემბერში გაანთავისუფლეს და 1938 წელს დააპატიმრეს. ამავე წელს გაასამართლეს და დახვრიტეს კონტრევოლუციური მოღვაწეობის  ბრალდებით. რეაბილიტირებული იქნა 1960 წელს.

 

წყარო: