ვლადიმერ მგალობლიშვილი

ვლადიმერ გიორგის ძე მგალობლიშვილი დაიბადა 1906 წელს. სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა, იყო განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი სკოლების სამმართველოს უფროსის მოადგილე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

1941-1943 წწ. იყო კ. მარქსის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკის დირექტორი.  1945 წლამდე  იყო  ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე.

მუშაობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგედ. 1958 წლიდან იყო პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტი.  

გარდაიცვალა 1978 წლის ნოემბერს.

გამოყენებული ლიტერატურა: ვ. მგალობლიშვილი/თბილისი, 1978, 23 ნოემბერი

ვლადიმერ მგალობლიშვილის შრომების ნუსხა