ზაალ (ზაზა)  აბაშიძე

ზაზა აბაშიძე დაიბადა  ქ. თბილისში 1957 წლის 28 ნოემბერს ცნობილი ქართველი მსახიობის დავით (დოდო) აბაშიძის ოჯახში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1979 წელს; მოსკოვის სახელმწიფო ისტორია-არქივმცოდნეობის ინსტიტუტის ისტორია-არქივმცოდნეობის ფაკუტეტი 1975 წელს.

1980-1981 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის ლაბორანტად. 1981-1983 წწ. ამავე უნივერსიტეტის ტოპონიმიკის ცენტრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1983-1991 წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1991-2001 წწ. საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებლად; 1993-1995 წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახვადასხვა თანამდებობებზე.

1997-1998 წწ. გაიარა სტაჟირება ოქსფორდის უნივერსიტეტში რელიგიის მცოდნეობის სპეციალობით, ხოლო 2000 წ.  - რეგენსბურგის აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტში აღმოსავლეთის ეკლესიათა ისტორიის სპეციალობით. 2001-2005 წწ. თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა დოცენტის თანამდებობაზე. 

2005-2006 წწ. იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორი. მისი დირექტორობის პერიოდში ეროვნულ ბიბლიოთეკას შეუერთდა წიგნის პალატა.

2006 წლიდან  არის საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ხელმძღვანელი და თავმჯდომარე; კავშირის "ქართული მემკვიდრეობა" თავმჯდომარე.

2009 წლიდან  მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის საეკლესიო ისტორიისა და სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად. არის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი. არის ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი  დაცული აქვს დისერტაცია " სერგი გორგაძე - საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი".