„მობილური აუდიო ბიბლიოთეკა" წარმოადგენს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის  ეზოში (მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში) დადგმულ ორიგინალურ კარს, რომელზეც განთავსებულია ოცამდე გრამფირფიტა და CD დისკი. ქალაქური ჰანგები, ფოლკლორი და კლასიკური მუსიკა, ხმოვანი წიგნი თუ ნაწყვეტი ძველი სპექტაკლიდან გრამფირფიტასა და დისკებზე დაშიფრულია შესაბამისი QR კოდით. QR კოდის ამოცნობა შეუძლია მობილური მოწყობილობის კამერას, რომელიც წამებში გარდაქმნის დაშიფრულ ინფორმაციას.ყვითელი ფოთლები. მღერის გიული ჩოხელი. მუსიკის ავტ. გ. ყანჩელი, ტექსტი პ.გრუზინსკისა

ამისათვის საჭიროა მოწყობილობაში ჩატვირთული იყოს QR კოდისამომცნობი ნებისმიერი პროგრამა "მობილურ თაროსთან" მისულ მომხმარებელს შეუძლია თავისი მობილური მოწყობილობით გახსნას სასურველი MP3 ფორმატის აუდიომასალა ივერიელის" აუდიო მასალების კოლექციიდან ბიბლიოთეკის Wi-Fi საშუალებით.

ბიბლიოთეკის მკითხველს, სტუმარსა თუ თანამშრომელს ბიბლიოთეკის ბაღში შეუძლია შეისვენოს და მოუსმინოს სასურველ აუდიო მასალას, რომლის რეპერტუარი  ეროვნული ბიბლიოთეკის სანოტო და აუდიოვიზუალური განყოფილების ფონდიდან პერიოდულად ახლდება.