ხორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Xori klavs sets.jpg|thumb|230პქ|'''ფრთოსანი ხორი ამარცხებს სეთს''']]
 
[[ფაილი:Xori klavs sets.jpg|thumb|230პქ|'''ფრთოსანი ხორი ამარცხებს სეთს''']]
'''ხორი''' – ''(ეგვიპტ.)'' [[ოსირისი]]ს ძე, მისი შურისმგებელი. [[ისისი|ისისს]] ხორი სასწაულებრივ ჩაესახა მკვდარი მამისგან, დაიბადა ნილოსის ჭაობებში და ყველასაგან ფარულად იზრდებოდა. როცა სრულწლოვანი გახდა, მან მამის შური იძია [[სეთი|სეთისზე]], ოსირისის მკვლელზე, მოკლა იგი და ეგვიპტის მეფობა, რომელიც სეთს ოსირისისგან ჰქონდა მიტაცებული, დაიბრუნა.  
+
'''ხორი''' – ''(ეგვიპტ.)'' (ეგვ. Hr), ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი [[შევარდენი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|შევარდნის]] სახის ღვთაება. შევარდნის ეგვიპტური სახელები იყო „ბიკ“ (bjk), „შენებტი“ (šnb.tj), „ჩენეხერი“ (tnhr), „ჯერტი“  და სხვ. უკვე სახელების ასეთი სიმრავლე მეტყველებს ამ ფრინველის პოპულარობაზე ეგვიპტეში. იგივეზე მეტყველებს შევარდნის უამრავი გამოსახულება, მოძიებული წინა  და ადრედინასტიურ ფენებში ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე. ითვლება, რომ მაღალი და მოქნილი ფრენის გამო შევარდენი ეგვიპტელის ცნობიერებაში ცასთან იყო ასოცირებული.  
  
ხორი თავის თავს „შევარდენს“ უწოდებს: „მე – ხორი შევარდენი ვარ საიდუმლო სახელი სახლის
+
სავარაუდოდ, უძველეს დროში უამრავი შევარდნის ლოკალური [[კულტი]] არსებობდა, რომლებიც თანდათან „შთანთქა“ ხორმა. უკვე [[პირამიდების ტექსტები|პირამიდების ტექსტებში]] ამ კულტების გამოძახილს ვხვდებით იმ მრავალ ფორმაში, რომლებიც ხორს მიეწერება, ამგვარად, ხორი უკვე [[ეგვიპტის წინადინასტიური პერიოდი|წინადინასტიურ დროში]] შეერწყა მრავალ შევარდნის სახის ლოკალურ ღვთაებას და ჯერ კიდევ ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებამდე სრულიად ეგვიპტური ღვთაება გახდა.
კედლებზე! მე გავფრინდი ჰორიზონტამდე!... შორს არის ჩემი ადგილი სეთისაგან, ჩემი მამის ოსირისის მტრისაგან... მე ცამდე ვიწევ ჩემი ფრენისას! არ არის ღმერთი მქმნელი იმისა, რასაც მე ვქმნი! მე მოვიგერიებ ჩემი მამის ოსირისის მტერს და ჩემს ფეხთა ქვეშ მოვაქცევ! მე ვარ ხორი, ისისის ნაშობი!... მე ხორი ვარ, შორსა ვარ ადამიანთაგან და ღმერთთაგან! მე ხორი ვარ, ძე ისისისა!“
+
  
სხვა გადმოცემით, სეთმა და ხორმა დავის გადასაწყვეტად ღმერთების საკრებულის მიმართეს. კითხვა ასე დაისვა: ვის ეკუთვნის ოსირისის ადგილი და ღირსება? ჯერ სეთი ალაპარაკეს, სეთმა თქვა: როცა არის უფროსი ძმა, უმცროსს რატომ უნდა ეკუთვნოდეს
+
თვითონ ღმერთის სახელი დაკავშირებულია ეგვიპტურ თანდებულთან „hr“, -„ზე“, „ზემოთ“ და ზედსართავთან „მაღლა“, „მაღალი“  და ითარგმნება, როგორც „შორეული“  ან „ის, ვინც ზევითაა“. ხორის ლოკალური სახეები გვხვდება ეგვიპტის გარეთაც, ადგილებში, სადაც ეგვიპტური გავლენა არსებობდა. შესაძლოა, მისი ასეთი პოპულარობის მიზეზს ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ის არის ერთადერთი ღვთაება, რომელიც გამოკვეთილად არის დაკავშირებული მეფეებთან უკვე წინადინასტიურ პეროდში.  
მეფობა? უფროსში თავის თავს გულისხმობდა, უმცროსში – ხორს. ახლა ხორს მისცეს [[სიტყვა]] და მოახსენა ხორმა: ნუთუ მეფობა
+
ძმას უნდა მიეცეს დედის მხრიდან, როცა ღვიძლი შვილი ცოცხალია? ნუთუ ოსირისის ღირსება სეთს მიეცემა, როცა მისი ძე ხორი
+
ცოცხალია? ღმერთებმა ვერ გადაწყვიტეს დავა, ვერ გააჩინეს სამართალი. ერთნი სეთს ემხრობოდნენ, მეორენი – ხორს. მაშინ
+
ისისი მშვენიერი ქალწულის სახით გამოეცხადა სეთს. სეთმა ვინაობა ჰკითხა. ისისმა ეს უამბო: „მე [[მწყემსი]]ს ქვრივი ვარ. ჩემმა
+
შვილმა ჩაიბარა მამის ნახირი და ისიც მწყემსი გახდა. ამ დროს მოვიდა უცხოელი და ჩემს შვილს დაემუქრა, რომ ნახირს წაართმევს და გააგდებს აქედან. დაიცავი ჩემი შვილი უცხოელისგან“. სეთი განრისხდა და უთხრა: „ნუთუ ნახირი უცხოელს
+
მიეცემა, როცა პატრონის ვაჟი ცოცხალია?“ ეს რომ ათქმევინა სეთს, ისისი ძერად გადაიქცა, ხის წვერზე მოექცა და იქიდან
+
ჩამოსძახა: „ახლა იხტუნე, შენმავე ბაგემ გამოგიტანა განაჩენი“. ღმერთებს მოეწონათ ისისის ოინი და ოსირისის ღირსება ხორს
+
გადაულოცეს.
+
  
 +
ჰიერაკონპოლისში ნაპოვნ [[ნარმერის ფილა|ნარმერის პალეტზე]] [[ნარმერი]]ს თავზე ხორია გამოსახული. „მებრძოლი ხორი“ ერქვა მის შემდგომ (ან წინა) ფარაონს. სხვადასხვა მოსაზრებით, ორივე ფარაონი ან ნულოვანი დინასტიის ბოლო, ან პირველ დინასტიურ მეფეებად არის მიჩნეული. ითვლებოდა, რომ ეგვიპტის ფარაონი ხორის ტახტზე იჯდა და ხორის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, როგორც „ცოცხალი ხორი“. ფარაონის „ხორის სახელი“ ფარაონის რთული [[ფარაონის ტიტულატურა|ტიტულატურის]] უძველესი კომპონენტია. [[ეგვიპტის ადრედინასტიური პერიოდი|ადრედინასტიურ პერიოდში]] ხორი ხშირად გამოისახებოდა ე.წ. „[[სერეხი]]ს“ თავზე, რომელიც სამეფო სასახლის არქიტექტონულ გამოსახულებას წარმოადგენდა. ცარიელ [[კვადრატი|კვადრატში]] სასახლის გამოსახულებას და ხორს შორის ჩვეულებრივ ფარაონის სახელი იყო ჩაწერილი. ეს მოტივი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე, აერთიანებდა ხორს, ფარაონს და სასახლეს. ფარაონის ქანდაკების უკან ხშირად გამოისახებოდა ხორი, რომელიც შემოხვეული ფრთებით თითქოს მას იცავდა.
  
 +
რამესიდების პერიოდიდან ხორის გამოსახულება სამეფო [[ფარაონის გვირგვინი|გვირგვინი]]ს აუცილებელი ელემენტიც გახდა. ეს ყველაფერი მიგვითითებს, რომ ეგვიპტელი ფარაონს წარმოიდგენდა, როგორც ხორს საკუთარ სასახლეში. ამგვარად, ხორის დაკავშირება სამეფო ძალაუფლებასთან ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეგვიპტეში მოხდა და ეს კავშირი ქვეყანაში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გავრცელებამდე არ დარღვეულა.
  
 +
დაახლოებით მეოთხე დინასტიიდან ჰიერაკონპოლისმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, როგორც მსხვილმა ქალაქმა, რადგან მისგან თხუთმეტი კმ. დაშორებით სწრაფად დაიწყო ზრდა ახალმა ურბანულმა ცენტრმა [[ედფუ]]მ. თუმცა ჰიერაკონპოლისის ხორის ტაძარმა ბოლომდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა და მისი რესტავრირება შუა და ახალი სამეფოების დროსაც მოხდა, უფრო დიდი [[ქალაქი |ქალაქი]]ს, ედფუს (ბეხდეტის) ხორის კულტმა თანდათან დაჩრდილა ჰიერაკონპოლისის (ნეხენის) ხორი. სავარუდოდ, ბეხდეტშიც უძველეს დროში არსებობდა შევარდნის სახის ღვთაების კულტი, რომელიც ადრე შეერწყა ხორს. ბეხდეტელი ხორი ხორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკალური ფორმა გახდა, ის გამარჯვებული გმირის და მეფის დამცველის [[სიმბოლო]] და ცის ბატონი იყო. ბეხდეტელი ხორის მეუღლე იყო [[ხატხორი]] ([[დენდერა|დენდერადა]]ნ), მათი შვილი კი ასევე ხორის ერთ-ერთი გამოვლინება მატაუი – „ხორი, ორი ქვეყნის გამაერთიანებელი“. ედფუს ხორის სიმბოლოს ფრთოსანი დისკო ან [[სკარაბეოსი]] წარმოადგენდა. ედფუს ტაძრის კედლებზე მოთავსებულია მითი ბეხდეტელი ხორის შესახებ, რომელსაც რელიგიური [[დრამა (სასცენო ჟანრი)|დრამის]] სახე აქვს და რომელიც თავისი მოცულობით და მნიშვნელობით აღემატება ამ ჟანრის ყველა ეგვიპტურ ნაწარმოებს. დრამა თამაშდებოდა ყოველ წელს ზამთრის მეორე თვის მეხირის ოცდამეერთე დღეს. მითის თანახმად, ბეხდეტელი ხორი თან ახლავს რა-ხორახტის და მის ურიცხვ ჯარს ნუბიაში, ანადგურებს მტერს, რომელსაც სეტხი მოუძღვის. მას უერთდება ხორი-ისიდას შვილი და ისინი ერთად სდევნიან მტერს. ბეხდეტელი ხორი მიწაზე მოქმედი ფარაონის ზეციურ არქეტიპად წარმოიდგინებოდა და ითვლებოდა, რომ ის ეგვიპტეს ყველა გარეშე მტრისაგან იცავდა. მტრების განსახიერებას ედფუში სეტხი წარმოადგენდა. ტაძრის კედლებზე მოთავსებულ მრავალ გამოსახულებაზე ხორი ამარცხებს [[სეტხი|სეტხს]], რომელსაც აქ [[ვირი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|ვირი]]ს, [[ბეჰემოტი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|ბეჰემოტი]]ს ან [[ნიანგი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)|ნიანგი]]ს სახე აქვს.
 +
 +
გვიანდელ პერიოდში ბეხდეტელი ხორი ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვთაება გახდა. მისი სიმბოლო – ფრთოსანი დისკო, რომლის უძველესი გამოსახულება წარწერით „მშვენიერი ღმერთი, ორივე მიწის მფლობელი“ V დინასტიით თარიღდება, გადაიქცა ღვთაებრიობის საყოველთაო სიმბოლოდ, რომელსაც ყველა ტაძრის შესასვლელის თავზე ათავსებდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ნეხენის ხორისაგან, ბეხდეტელი ხორი არ არის მოხსენიებული [[პირამიდების ტექსტები|პირამიდების ტექსტებში]]. როცა VI დინასტიიდან ოსირისის კულტის აღზევება დაიწყო, ხორი გახდა [[ისიდა]]ს შვილი, რომელმაც [[სეტხი|სეტხთან]] ორთაბრძოლაში მამაზე შური იძია.
 +
 +
ხარსიესესს (ეგვ. Hr-s-Ś.t, „ხორი, ისიდას შვილი“) ოსირისის მითში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ხარსიესესი, რომელსაც ისიდა უკვე გარდაცვლილი ოსირისისაგან ჩაისახავს, იზრდება, ამარცხებს სეტხს, შურს იძიებს მამაზე და ეგვიპტის მეფე ხდება. ხარსიესესთან დაკავშირებული იყო ხარპოკრატოსიც (ეგვ. Hr-p3-hrd, ხორი-ბავშვი). ახალი სამეფოდან მისი კულტი ძალიან პოპულარული ხდება, ბერძნულ-რომაულ დროში კი ის ყველაზე პოპულარული ხალხური ღვთაებაა. მის უამრავ გამოსახულებაში არის ისეთებიც, სადაც სამეფო გვირგვინებით და ურეუსით არის შემკული. ასეთ შემთხვევებში ხარსიესესთან არის გაიგივებული. ამგვარად, თანდათან ხდება მრავალი ხორის კულტის ურთიერთგადაჯაჭვა და შერწყმა, ხორის, როგორც სრულიად ეგვიპტური ღვთაების მდგომარეობა კი უფრო ძლიერდება. მართალია, ოსირისის მითში შეღწევამ გენეალოგიური არეულობა გამოიწვია, რადგან ხორი, როგორც ეგვიპტის ხელმწიფე, [[რა]]ს (და არა [[ისიდა]]ს და ოსირისის) ვაჟი იყო და ამდენად ხორის, ისიდას და ოსირისის ვაჟისაგან (ხარსიესესი) განსხვავებისათვის მას ხაროერისს (ეგვ. Hr-wr, „უფროსი ხორი“) ეძახდნენ, რაც აბსოლუტურად მისაღები იყო ეგვიპტელისათვის, რომელსაც ბევრი მრავალსახიანი ღვთაება ჰყავდა. ხაროერისი XVIII დინასტიიდან არის დაფიქსირებული და ერთგვარად ავლებს ზღვარს ძველ ხორსა და ხარსიესესს შორის. ხაროერისი, სამეფო ტიტულატურის თანახმად, რას შვილი იყო. ტურინის სამეფო პაპირუსში ეგვიპტის უძველეს, ღმერთების დინასტიაში ორივე ხორის მეფობაა დაფიქსირებული, ჯერ „უფროსის“, შემდეგ კი „უმცროსის“. ხორი, როგორც ეგვიპტის ხელმწიფე, ბუნებრივად უნდა ყოფილიყო ორივე ეგვიპტის გამაერთიანებელი. მისი, როგორც ორივე მიწის გამაერთიანებლის სახე, ხარსომტუსი (ეგვ. Hr-sm3-t3wj), ძველი სამეფოდან გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად ის XVIII დინასტიიდან არის მოხსენიებული.
 +
 +
ჰელიოპოლისში ხორი ძველ ტექსტში [[ატუმი]]ს შვილად გვევლინება, მაგრამ ის არ გამხდარა ენეადის წევრი, თუმცა აქაც არსებობდა მისი ლოკალური კულტი ხორახტის (ეგვ. Hr-3htj, „ჰორიზონტის ხორი“) სახით. რას კულტის აღზევების შემდეგ მოხდა მისი გაიგივება დღის მზესთან (რა-ხორახტი), და მან რას გამოვლინების ერთ-ერთი სახე მიიღო (Kees, 1980, 152). ხორი იყო ასევე კოსმიური ღვთაება, თავისი ფრთებით მიწაზე გადაფარებული ზეცის სიმბოლო, ცის და სინათლის ღვთაება, რომლის თვალები მზე და მთვარე იყო, რადგან შევარდნისათვის ზეცა ბუნებრივი სამყოფელია. ამგვარად, ხორი, კოსმიური ღმერთი, გადაჯაჭვული სამეფო ძალაუფლებასთან, იყო ასევე მამაზე შურის მაძიებელი, რომელმაც ბრძოლაში მოიპოვა მამის სამეფო ტახტი. ყველა ამ ფუნქციიდან გამომდინარე ხორი იმდენად მნიშვნელოვან მდგომარეობას იხვეჭს, რომ დამწერლობაში მისი შტანდარტზე მოთავსებული გამოსახულება ზოგადად „ღმერთის“ ნიშანი ხდება.
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
+
[[ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია]]  
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]]
 
[[კატეგორია:ეგვიპტური მითები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]

მიმდინარე ცვლილება 02:45, 16 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ფრთოსანი ხორი ამარცხებს სეთს

ხორი(ეგვიპტ.) (ეგვ. Hr), ეგვიპტის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი შევარდნის სახის ღვთაება. შევარდნის ეგვიპტური სახელები იყო „ბიკ“ (bjk), „შენებტი“ (šnb.tj), „ჩენეხერი“ (tnhr), „ჯერტი“ და სხვ. უკვე სახელების ასეთი სიმრავლე მეტყველებს ამ ფრინველის პოპულარობაზე ეგვიპტეში. იგივეზე მეტყველებს შევარდნის უამრავი გამოსახულება, მოძიებული წინა და ადრედინასტიურ ფენებში ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე. ითვლება, რომ მაღალი და მოქნილი ფრენის გამო შევარდენი ეგვიპტელის ცნობიერებაში ცასთან იყო ასოცირებული.

სავარაუდოდ, უძველეს დროში უამრავი შევარდნის ლოკალური კულტი არსებობდა, რომლებიც თანდათან „შთანთქა“ ხორმა. უკვე პირამიდების ტექსტებში ამ კულტების გამოძახილს ვხვდებით იმ მრავალ ფორმაში, რომლებიც ხორს მიეწერება, ამგვარად, ხორი უკვე წინადინასტიურ დროში შეერწყა მრავალ შევარდნის სახის ლოკალურ ღვთაებას და ჯერ კიდევ ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებამდე სრულიად ეგვიპტური ღვთაება გახდა.

თვითონ ღმერთის სახელი დაკავშირებულია ეგვიპტურ თანდებულთან „hr“, -„ზე“, „ზემოთ“ და ზედსართავთან „მაღლა“, „მაღალი“ და ითარგმნება, როგორც „შორეული“ ან „ის, ვინც ზევითაა“. ხორის ლოკალური სახეები გვხვდება ეგვიპტის გარეთაც, ადგილებში, სადაც ეგვიპტური გავლენა არსებობდა. შესაძლოა, მისი ასეთი პოპულარობის მიზეზს ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ, მაგრამ ის არის ერთადერთი ღვთაება, რომელიც გამოკვეთილად არის დაკავშირებული მეფეებთან უკვე წინადინასტიურ პეროდში.

ჰიერაკონპოლისში ნაპოვნ ნარმერის პალეტზე ნარმერის თავზე ხორია გამოსახული. „მებრძოლი ხორი“ ერქვა მის შემდგომ (ან წინა) ფარაონს. სხვადასხვა მოსაზრებით, ორივე ფარაონი ან ნულოვანი დინასტიის ბოლო, ან პირველ დინასტიურ მეფეებად არის მიჩნეული. ითვლებოდა, რომ ეგვიპტის ფარაონი ხორის ტახტზე იჯდა და ხორის ერთ-ერთი გამოვლინება იყო, როგორც „ცოცხალი ხორი“. ფარაონის „ხორის სახელი“ ფარაონის რთული ტიტულატურის უძველესი კომპონენტია. ადრედინასტიურ პერიოდში ხორი ხშირად გამოისახებოდა ე.წ. „სერეხის“ თავზე, რომელიც სამეფო სასახლის არქიტექტონულ გამოსახულებას წარმოადგენდა. ცარიელ კვადრატში სასახლის გამოსახულებას და ხორს შორის ჩვეულებრივ ფარაონის სახელი იყო ჩაწერილი. ეს მოტივი, რომელიც სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება ეგვიპტის მთელი ისტორიის მანძილზე, აერთიანებდა ხორს, ფარაონს და სასახლეს. ფარაონის ქანდაკების უკან ხშირად გამოისახებოდა ხორი, რომელიც შემოხვეული ფრთებით თითქოს მას იცავდა.

რამესიდების პერიოდიდან ხორის გამოსახულება სამეფო გვირგვინის აუცილებელი ელემენტიც გახდა. ეს ყველაფერი მიგვითითებს, რომ ეგვიპტელი ფარაონს წარმოიდგენდა, როგორც ხორს საკუთარ სასახლეში. ამგვარად, ხორის დაკავშირება სამეფო ძალაუფლებასთან ჯერ კიდევ წინადინასტიურ ეგვიპტეში მოხდა და ეს კავშირი ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებამდე არ დარღვეულა.

დაახლოებით მეოთხე დინასტიიდან ჰიერაკონპოლისმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა, როგორც მსხვილმა ქალაქმა, რადგან მისგან თხუთმეტი კმ. დაშორებით სწრაფად დაიწყო ზრდა ახალმა ურბანულმა ცენტრმა ედფუმ. თუმცა ჰიერაკონპოლისის ხორის ტაძარმა ბოლომდე შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა და მისი რესტავრირება შუა და ახალი სამეფოების დროსაც მოხდა, უფრო დიდი ქალაქის, ედფუს (ბეხდეტის) ხორის კულტმა თანდათან დაჩრდილა ჰიერაკონპოლისის (ნეხენის) ხორი. სავარუდოდ, ბეხდეტშიც უძველეს დროში არსებობდა შევარდნის სახის ღვთაების კულტი, რომელიც ადრე შეერწყა ხორს. ბეხდეტელი ხორი ხორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლოკალური ფორმა გახდა, ის გამარჯვებული გმირის და მეფის დამცველის სიმბოლო და ცის ბატონი იყო. ბეხდეტელი ხორის მეუღლე იყო ხატხორი (დენდერადან), მათი შვილი კი ასევე ხორის ერთ-ერთი გამოვლინება მატაუი – „ხორი, ორი ქვეყნის გამაერთიანებელი“. ედფუს ხორის სიმბოლოს ფრთოსანი დისკო ან სკარაბეოსი წარმოადგენდა. ედფუს ტაძრის კედლებზე მოთავსებულია მითი ბეხდეტელი ხორის შესახებ, რომელსაც რელიგიური დრამის სახე აქვს და რომელიც თავისი მოცულობით და მნიშვნელობით აღემატება ამ ჟანრის ყველა ეგვიპტურ ნაწარმოებს. დრამა თამაშდებოდა ყოველ წელს ზამთრის მეორე თვის მეხირის ოცდამეერთე დღეს. მითის თანახმად, ბეხდეტელი ხორი თან ახლავს რა-ხორახტის და მის ურიცხვ ჯარს ნუბიაში, ანადგურებს მტერს, რომელსაც სეტხი მოუძღვის. მას უერთდება ხორი-ისიდას შვილი და ისინი ერთად სდევნიან მტერს. ბეხდეტელი ხორი მიწაზე მოქმედი ფარაონის ზეციურ არქეტიპად წარმოიდგინებოდა და ითვლებოდა, რომ ის ეგვიპტეს ყველა გარეშე მტრისაგან იცავდა. მტრების განსახიერებას ედფუში სეტხი წარმოადგენდა. ტაძრის კედლებზე მოთავსებულ მრავალ გამოსახულებაზე ხორი ამარცხებს სეტხს, რომელსაც აქ ვირის, ბეჰემოტის ან ნიანგის სახე აქვს.

გვიანდელ პერიოდში ბეხდეტელი ხორი ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღვთაება გახდა. მისი სიმბოლო – ფრთოსანი დისკო, რომლის უძველესი გამოსახულება წარწერით „მშვენიერი ღმერთი, ორივე მიწის მფლობელი“ V დინასტიით თარიღდება, გადაიქცა ღვთაებრიობის საყოველთაო სიმბოლოდ, რომელსაც ყველა ტაძრის შესასვლელის თავზე ათავსებდნენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ნეხენის ხორისაგან, ბეხდეტელი ხორი არ არის მოხსენიებული პირამიდების ტექსტებში. როცა VI დინასტიიდან ოსირისის კულტის აღზევება დაიწყო, ხორი გახდა ისიდას შვილი, რომელმაც სეტხთან ორთაბრძოლაში მამაზე შური იძია.

ხარსიესესს (ეგვ. Hr-s-Ś.t, „ხორი, ისიდას შვილი“) ოსირისის მითში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ხარსიესესი, რომელსაც ისიდა უკვე გარდაცვლილი ოსირისისაგან ჩაისახავს, იზრდება, ამარცხებს სეტხს, შურს იძიებს მამაზე და ეგვიპტის მეფე ხდება. ხარსიესესთან დაკავშირებული იყო ხარპოკრატოსიც (ეგვ. Hr-p3-hrd, ხორი-ბავშვი). ახალი სამეფოდან მისი კულტი ძალიან პოპულარული ხდება, ბერძნულ-რომაულ დროში კი ის ყველაზე პოპულარული ხალხური ღვთაებაა. მის უამრავ გამოსახულებაში არის ისეთებიც, სადაც სამეფო გვირგვინებით და ურეუსით არის შემკული. ასეთ შემთხვევებში ხარსიესესთან არის გაიგივებული. ამგვარად, თანდათან ხდება მრავალი ხორის კულტის ურთიერთგადაჯაჭვა და შერწყმა, ხორის, როგორც სრულიად ეგვიპტური ღვთაების მდგომარეობა კი უფრო ძლიერდება. მართალია, ოსირისის მითში შეღწევამ გენეალოგიური არეულობა გამოიწვია, რადგან ხორი, როგორც ეგვიპტის ხელმწიფე, რას (და არა ისიდას და ოსირისის) ვაჟი იყო და ამდენად ხორის, ისიდას და ოსირისის ვაჟისაგან (ხარსიესესი) განსხვავებისათვის მას ხაროერისს (ეგვ. Hr-wr, „უფროსი ხორი“) ეძახდნენ, რაც აბსოლუტურად მისაღები იყო ეგვიპტელისათვის, რომელსაც ბევრი მრავალსახიანი ღვთაება ჰყავდა. ხაროერისი XVIII დინასტიიდან არის დაფიქსირებული და ერთგვარად ავლებს ზღვარს ძველ ხორსა და ხარსიესესს შორის. ხაროერისი, სამეფო ტიტულატურის თანახმად, რას შვილი იყო. ტურინის სამეფო პაპირუსში ეგვიპტის უძველეს, ღმერთების დინასტიაში ორივე ხორის მეფობაა დაფიქსირებული, ჯერ „უფროსის“, შემდეგ კი „უმცროსის“. ხორი, როგორც ეგვიპტის ხელმწიფე, ბუნებრივად უნდა ყოფილიყო ორივე ეგვიპტის გამაერთიანებელი. მისი, როგორც ორივე მიწის გამაერთიანებლის სახე, ხარსომტუსი (ეგვ. Hr-sm3-t3wj), ძველი სამეფოდან გვხვდება, მაგრამ განსაკუთრებით ხშირად ის XVIII დინასტიიდან არის მოხსენიებული.

ჰელიოპოლისში ხორი ძველ ტექსტში ატუმის შვილად გვევლინება, მაგრამ ის არ გამხდარა ენეადის წევრი, თუმცა აქაც არსებობდა მისი ლოკალური კულტი ხორახტის (ეგვ. Hr-3htj, „ჰორიზონტის ხორი“) სახით. რას კულტის აღზევების შემდეგ მოხდა მისი გაიგივება დღის მზესთან (რა-ხორახტი), და მან რას გამოვლინების ერთ-ერთი სახე მიიღო (Kees, 1980, 152). ხორი იყო ასევე კოსმიური ღვთაება, თავისი ფრთებით მიწაზე გადაფარებული ზეცის სიმბოლო, ცის და სინათლის ღვთაება, რომლის თვალები მზე და მთვარე იყო, რადგან შევარდნისათვის ზეცა ბუნებრივი სამყოფელია. ამგვარად, ხორი, კოსმიური ღმერთი, გადაჯაჭვული სამეფო ძალაუფლებასთან, იყო ასევე მამაზე შურის მაძიებელი, რომელმაც ბრძოლაში მოიპოვა მამის სამეფო ტახტი. ყველა ამ ფუნქციიდან გამომდინარე ხორი იმდენად მნიშვნელოვან მდგომარეობას იხვეჭს, რომ დამწერლობაში მისი შტანდარტზე მოთავსებული გამოსახულება ზოგადად „ღმერთის“ ნიშანი ხდება.

[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები