ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო და დეპოზიტარული ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები.
წიგნად ფონდში გაერთიანებულია საქართველოს არაერთი უძველესი კერძო თუ სახელმწიფო ბიბლიოთეკების კოლექცია.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სხვადასხვა ფორმატის გამოცემების გარკვეული ნაწილი გაციფრებული და ხელმისაწვდომია ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ საიტის საშუალებით. იხ. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული კოლექციები. ციფრულ ბიბლიოთეკა "ივერიელში" 2026 წლის 13 იანვრის მონაცემებით განთავსებულია 566.120 გაციფრულებული დოკუმენტი.
2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით ბიბლიოთეკის ძირითად ფონდში დაცულია:
წიგნი: 3.916.708 ერთეული
დისერტაცია, ავტორეფერატი: 48.655 ერთეული
ჟურნალები : 242.328 წლიური კომპლექტი
გაზეთები: 66.162 წლიური კომპლექტი
ნოტი: 97.911 ერთეული
კარტოგრაფიული გამოცემა: 19.674 ერთეული
ფურცლოვანი გამოცემა: 207.375 ერთეული
გრამფირფიტა: 24.859 ერთეული
ოპტიკური დისკი: 9.206 ერთეული
ვიდეო და ფონო, ფოტოდოკუმენტი, მიკროფილმი - 32.809 ერთეული
მიკროფიშები, მიკროფორმები - 28.511 ერთეული.
ბიბლიოთეკაში არის ძირითადი წიგნსაცავის ფონდი, რომელიც შედგება არაერთი სპეციალიზებული ფონდისაგან.
ძირითად წიგნსაცავის ფონდში შედის:
სპეციალიზებულ ფონდში შედის:
იხილეთ ასევე