ქართული ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქართული ენა''' -  ქართველი ერის ენაა. იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ძირითადი ფაქტორი და გამომხატველი ერის განვითარებისა, მისი შემოქმედებისა, ნაციონალური თვითშეგნებისა. ქართულ ნაციონალურ ენაში აღიბეჭდა ქართველი ხალხის ისტორიის ეტაპები, - უძველესი ხანიდან მოყოლებული, - ყველა საფეხური, რომლებიც განვლო მისი კულტურის განვითარებამ, ამიტომ ხალხის მდიდარი წარსული, მისი კულტურის ინტენსიური განვითარება თავდებია ამ ხალხის ენის სიმდიდრისა და მძლავრი განვითარებისა.
+
'''ქართული ენა''' -  ერთ-ერთი [[ქართველური ენები|ქართველური ენა]] [[საქართველო]]ს ფარგლებს გარეთ
 +
ქართული ენა გაერცელებულია [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], [[ირანი|ირანში]], [[თურქეთი|თურქეთში]]. ყოფილ სსრ კავშირის ტერიტორიაზე ქართულ ენასე მოლაპარაკეთა რიცხვი 3,5 მლნ-ს აღემატებოდა (1979
 +
აღწერა). ქართული ენა საქართეელოს სახელმწიფო ენაა. იგი იყო და რჩება ყველა ქართველი ტომის მწიგნობრობისა და ღვთის მსახურების [[ენა (მეტყველება)|ენა]]დ. [[ქართული დამწერლობა]] დოკუმენტურად დადასტურებულია ახ. წ. V ს-იდან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი უფრო ადრინდელი წარმოშობისაც იყოს.
  
ქართული ენა ქართველი ტომების საერთო ენაა. იგი აერთიანებს ქართველი ერის უმთავრეს ტომებს: ქართებს, მეგრელ-ჭანებს (ზანებს) და სვანებს. კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით ცნება „ქართული ენისა“ შეიცავს როგორც საკუთრივ ქართულ ენას, ისე მეგრულ ჭანურს (ზანურს) და სვანურს, თუმცა ვიწრო ლინგვისტური გაგებით მეგრულ-ჭანური (ზანური) და სვანური „ენებია“ (ქართველურ ენებად იწოდებიან. ისინი საერთო ქართული ფუძეენის დიფერენციაციის შედეგს წარმოადგენენ). ქართველი ერი ამ სამი უმთავრესი ქართველური ტომის ერთობლიობაა; ქართული ენა მთელი ქართველობის გამაერთიანებელია.
+
ქართული ენა იმყოფებოდა და ვითარდებოდა რთულ ისტორიულ გარემოში, სხვა ხალხებთან და ენებთან მუდმივი კონტაქტების პირობებში, რასაც არ შეიძლება თავისი კეალი არ დაეჩნია მასზე. მაგრამ ეს გავლენა ძირითადად ასახულია [[ლექსიკა|ლექსიკის]] სფეროში და, როგორც ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, [[გრამატიკა|გრამატიკულ]] სტრუქტურაში არსებითი ცელილებები არ შეუტანია. ქართული ენა მდიდარია [[დიალექტი|დიალექტებით]], რომლებიც მიუხედავად მეტ-ნაკლები განსხვავებებისა, ხასიათდებიან გრამატიკული წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის ერთობლიბით.
  
ქართველი ტომების კომპაქტურობა ძველი საუკუნეების მონაპოვარია. შუა საუკუნეებში ამ კომპაქტურობას და ერთიანობას საგრძნობლად შეუწყო ხელი ქართველი ტომების არსებობამ ერთ სახელმწიფოში და ქართული ენის მიღებამ საერთო ეროვნულ [[სალიტერატურო ენა]].
+
==== ფონეტიკა ====
 +
ქართული ენის ხმოვანთა სისტემა მარტივია, შედგება [[]] [[ე]] [[ი]] [[ო]] [[უ]] ხმოვნებისაგან; [[დიფთონგი|დიფთონგები]] დასტურდება მხოლოდ ცოცხალ მეტყველებაში. [[თანხმოვნები|თანხმოვანთა]] რაოდენობა გაცილებით მეტია. თანამედროვე ქართულ ენაში 28 თანხმოვანია, რომლებიც განსაკუთრებით მრავალფეროვან კომპლექსებთან ერთად [[მარცვალი (გრამატიკა)|მარცვლის]], ძირის, [[სიტყვა|სიტყვის]] სტრუქტურაში ქმნიან რთულ თანხმოვნურ კომპონენტებს. მარცვალი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. [[მახვილი (გრამატიკა)|მახვილი]] სუსტი დინამიკურია, რომელიც ვერ იწვეეს უმახვილო ხმოვანთა რედუქციას. მისი ადგილი ფიქსირებულია, მოდის სიტყვის ჰირველ მარცვალზე.  
  
ქართული ენა ისტორიულად ეროვნული კონსოლიდაციის ყველაზე მძლავრ ბერკეტს წარმოადგენდა.
+
==== მორფოლოგია ====
 +
[[მორფოლოგია|მორფოლოგიურად]] ქართული ენა გლუტინაციური ენაა, სინთეზურობისაკენ მკაფიოდ გამოხატული ტენდენციით. [[მეტყველების ნაწილები|მეტყველების ნაწილი]] ათია, რომლებიც იყოფიან ორ ჯგუფად: ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელებად. ფორმაცვალებადია სახელი და [[ზმნა]]. სახელებისთვის დამახასიათებელია [[ბრუნება|ბრუნებისა]] და [[რიცხვი (გრამატიკა)|რიცხვი]]ს კატეგორიები, არ გააჩნიათ გრამატიკული [[სქესი (გრამატიკა)|სქესი]] ბრუნება ერთია, [[ბრუნვა]] – 7 ([[სახელობითი ბრუნვა|სახელობითი]], მოთხრობითი, [[მიცემითი ბრუნვა|მიცემითი]], [[ნათესაობითი ბრუნვა|ნათესაობითი]], [[მოქმედებითი ბრუნვა|მოქმედებითი]], [[ვითარებითი ბრუნვა|ვითარებითი]], წოდებითი), გარკვეული თავისებურებებია [[ნაცვალსახელი|ნაცვალსახელთა]] ბრუნებაში. რიცხვი ორია: მხოლოობითი და მრავლობითი. ეს უკანასკნელი ორი სახითაა წარმოდგენილი (ებ-იანი და ნ/თ-იანი).  
  
ქართულმა სალიტერატურო ენამ უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ერის კომპაქტურობის შენარჩუნებაში, ერთიანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო შემკრავი და შემადუღებელი მთელი ქართველობის ისტორიული განვითარების პროცესში.
+
ქართულ ენაში სახელთა შედარებით მარტივი სისტემის გვერდით ყურადღებას იქცევს რთული ზმნური სისტემა. სირთულეს განაპირობებს ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე. გარჩეულია, ერთი მხრივ, სტატიკური და დინამიკური [[ზმნა|ზმნები]], [[გარდამავლობა (ზმნის)|გარდამავალი]] და გარდაუვალი ზმნები. ქართული ზმნა პოლიპერსონალურია: ზმნა იცელება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პირების მიხედვით, რაც ასახულია [[უღლება|უღლების]] სისტემაში. ქართულში არ არის  ინფინიტივის ფორმა, რომლის ფუნქციით გვევლიჩება ნაზმნარი სახელი (საწყისი, [[მასდარი]]).
  
ქართული სალიტერატურო ენა წარსულ საუკუნეებში საფუძველს უქმნიდა ჩვენი ხალხის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებისმოყვარეობას.
+
==== სინტაქსი ====
 +
ქართული ენის სინტაქსური კავშირებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა. ამ კავშირთა გამოყენების თავისებურებებს ქმნის: ერთი მხრივ, ქვემდებარისა და [[დამატება (გრამატიკა)|დამატებების]] შეთანხმება შემასმენელთან პირში, ხოლო, მეორე მხრივ, შემასმენლის მიერ ქვემდებარისა და დამატებების მართვა ბრუნვაში. შესაბამისად, განსხვავებული აქვთ სამი წყობა: ნომინატიური, ერგატიული და დატიური. გარჩეულია წინადადებათა სახეები: აგებულების მიხედვით ([[მარტივი წინადადება|მარტივი]], შერწყმული, [[რთული წინადადება|რთული]]), მოდალობის მიხედვით ([[თხრობითი წინადადება|თხრობითი]], [[კითხვითი წინადადება|კითხვითი]], [[ბრძანებითი წინადადება|ბრძანებითი]], ძახილისა და [[კითხვით-ძახილის წინადადება|კითხვით-ძახილის]]). თავისებურებებს ავლენს მსაზღვრულის პოზიცია და, აქედან გამომდინარე, მათი ბრუნება.  
  
ქართული ენა მიეკუთვნება მსოფლიოს ცივილიზებულ ენებს. ამ ენაზე შეიქმნა ისტორიულ წარსულში უმდიდრესი ლიტერატურა - როგორც ორიგინალური, ისე ნათარგმნი. ეს ლიტერატურა ჟანრობრივად მრავალფეროვანია: საეკლესიო-რელიგიური, ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საერო, ისტორიული, სასწავლო ხასიათისა და სხვ.
+
====ლექსიკა====
 +
ქართული ენის სიტყვაწარმოება გამოირჩევა მოდელთა მრავალფეროვნებით აღსანიშნავია  ქართული ენის ლექსიკის სიმდიდრე, რასაც განაპირობებს, ერთი მხრივ, ხანგრძლივი და მრავალდარგობრივი მწიგნობრული
 +
ტრადიციები, ხოლო მეორე მხრივ, ცოცხალი კონტაქტები როგორც საკუთრივ [[ქართული დიალექტები|ქართულ დიალექტებთან]],  ისე სხვა ქართველურ ენებთან. ქართულ ლექსიკაში მრავლად არის აგრეთვე უცხოური [[ნასესხობა|ნასესხობები]].
  
ქართულმა ენამ შემოგვინახა ისეთი თხზულებები ბიზანტიური მწერლობისა, რომელთა ბერძნული დედნები დაკარგულია, მათი აღდგენა კი შეიძლება მხოლოდ ქართული თარგმანებით; ქართულ ენაზე შემონახული ცნობები ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის შესახებ ავსებენ და სულ ახალ ასპექტში აშუქებენ მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას; ქართულ ენაზე დაცულია ცნობები ბიზანტიური მწერლობის  სრულიად უცნობი მწერლების შესახებ; ბიზანტიური ლიტერატურის ზოგი ნაწარმოები ქართულ ენაზე მოღწეულია ისეთი ვარიანტებით, რომლებიც სხვა აზრსა და მნიშვნელობას აძლევენ ამ ნაწარმოებებს. ამასთანავე ქართველი ხალხის კულტურული სახე ვერ მოთავსდება ხალხთა ბერძნულ-ქრისტიანული ოჯახით შემოსაზღვრულ ჩარჩოებში. ქართულმა მწერლობამ სპარსული, არაბული და სირიული ლიტერატურის უძვირფასესი ძეგლებიც შემოგვინახა. მაგალითად, ქართველებმა მე-12 საუკუნეში სპარსულიდან თარგმნეს სპარსული ლიტერატურის შედევრი „ვისრამიანი“. ქართული ვარიანტი სრულიად უნიკალურია და, ამდენად, დიდი ინტერესის შემცველი სპარსული ლიტერატურის თვალსაზრისით. დიდი ხანი არ არის რაც თეირaნში დაიბეჭდა „ვისრამიანის“ ტექსტი ქართული ვარიანტით გამდიდრებული, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ამ ნაწარმოების თავდაპირველი ტექსტის აღდგენისათვის.  
+
ქართული ენა ინტენსიური კვლევის საგანია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც.
  
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რა საერთაშორისო რეზონანსი მოიპოვა ძველ საუკუნეებში ქართულ ენაზე არსებულმა ლიტერატურულმა ძეგლებმა. ეს გახლავთ „ბალავარის სიბრძნე“, მორალურ-ასკეტური ხასიათის ნაწარმოები, რომელიც მიეკუთვნება მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს. ბალავარიანის პროტოტიპული თხზულება (ან ზეპირად გავრცელებული ამბავი) მოხვედრილა ქრისტიანთა წრეში და გადაკეთებულა ქრისტიანულ რომანად ერთ-ერთი ქრისტიანული მწერლობის ენაზე. მეცნიერებას ვერ დაუდგენია, რომელია ეს ქრისტიანული მწერლობის ენა, რომელზედაც ჩამოყალიბებულა და სიუჟეტურად გაშლილა ევროპაში სახელგანთქმული მხატვრული ქმნილება. ის კი ნათლად ჩანს, რომ ეს გადამუშავება-გადაკეთება უნდა მომხდარიყო არა უადრეს მე-5 საუკუნისა. ევროპულ ენებზე „ბალავარის სიბრძნე“ ლათინური ენიდან ითარგმნა, ლათინური თარგმანი კი ბერძნულიდან მომდინარეობს. ბერძნული რედაქცია ცნობილია მე-11  საუკუნის პირველი მეოთხედიდან. შუა საუკუნეების ევროპაში ასე გავრცელებული რომანი არსებობს ქართულ ენაზედაც. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, „ბალავარის სიბრძნე“ ქართულიდან თარგმნა ბერძნულად ცნობილმა მწერალმა ექვთიმე ათონელმა და შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში.
+
====ქართულ ენის განვითარების ისტორია====
ჩვენ შეგვეძლო სხვა მაგალითებიც დაგვესახელებინა იმის ნათელსაყოფად, რომ ქართულ ენაზე შემონახული წერილობითი ძეგლები საყურადღებოა და საინტერესო არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის შესწავლის თვალსაზრისით. ქართული ენა მეტად თავისებურია, მისი გრამატიკული სტრუქტურა ლიგვისტიკაში მრავალმხრივ ინტერესს იწვევს.
+
ქართულ ენას ხანგრძლივი და მდიდარი დოკუმენტირებული ისტორია აქვს. უკვე X-XII სს-თვის იგი
 +
იმდენად განვითარებული იყო, რომ კულტურულ ცენტრებში შექმნილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური და
 +
გრამატიკული თხზულებების ქართულად თარგმნა-ინტერპრეტაცია, უცხოენოვანი ტექსტების ყველა ელფერის გადმოცემა სრულყოფილად ხორციელდებოდა სპეციალური [[ტერმინი|ტერმინებისათვის]] ქართული შესატყვისების დაძებნისა და ახალი ტერმინების წარმოების მეშვეობით, ხოლო ქართული ენის მხატვრული გამომსახველობა უმაღლეს ოსტატობას აღწევდა (საისტორიო მწერლობა, „ვეფხისტყაოსანი“, მეხოტბეთა პოეზია).
  
ქართული ენის [[ფონეტიკა]], [[მორფოლოგია]] და [[სინტაქსი]] შეიცავს მრავალ სპეციფიკურ ნიშანს, რომლებიც სხვა ენებში არ დასტურდება.
+
ქართული ენის შემდგომი განვითარება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც დროთა შესაბამისად, სულ უფრო მრავალმხრივი ხდებოდა. ქართულ ენაზე სწავლებამ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, ცოდნის ყველა დარგისათვის ნაშრომთა ქართულად შექმნამ, ქართულად საქმის წარმოებამ და კანონშემოქმედებამ ქართული მასმედიის (ჟურნალ-გაზეთების, რადიო-ტელევიზიის) როლის გაზრდამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ქართული ენის ფუნქციონირების დიაპაზონი. ამან ახალი ასპარეზი მისცა მის განვითარებასა და მისი დიდი შესაძლებლობების გამოვლენა-ამოქმედებას. გამოყენების მრავალმხრივმა სფეროებმა ქართულის პოლივალენტოვნობა განსაზღვრა, რაც აისახა ქართულ ფუნქციურ სტილთა (სამეცნიერო, საგაზეთო პუბლიცისტური, ოფიციალურ-საქმიანი, საკანონმდებლო…) სისტემების ჩამოყალიბებაში.
  
გარდა თვით ქართული მეცნიერებისა, ქართული ენის სტრუქტურას მის ისტორიას იკვლევენ რუსი და ევროპელი მეცნიერებიც.  
+
==== ქართული სალიტერატურო ენა ====
 +
ქართულს, როგორც [[სალიტერატურო ენა]]ს, ახასიათებს: <br />
 +
1) ადამიანის მოღვაწეობის რაგინდარა სფეროში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ყოველგვარი ცოდნის გამოხატვის
 +
უნარი; <br />
 +
2) ნორმატიულობა; <br />
 +
3) მუდმივი კავშირი ცოცხალ [[მეტყველება]]სთან და ამასთან დაკავშირებით ენის დემოკრატიზაცია; <br />
 +
4) გამომსახველობით სტილისტიკურ საშუალებათა სიმდიდრე, დამყარებული ლექსიკურსა და სინტაქსურ [[სინონიმია]]ზე, ენის ერთეულთა ვარიანტულობაზე; <br />
 +
ე)ქართული გრამატიკული სისტემის ცვლის ნელი ტემპი და ნორმალიზაციის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით განპირობებული მეტ-ნაკლები სტაბილურობა. სტაბილურობის, მეტ-ნაკლებობა გულისხმობს იმ ვითარებას, რომ
 +
სალიტერატურო ენის ადრინდელი იდეალი უფრო მეტ სტაბილურობას ვარაუდობდა, რაც მდგომარეობდა ნორმის ისტორიულ მდგრადობაში, ნორმის ტრადიციულობასა და გადახრათა შეუწყნარებლობაში. თანამედროვე ნორმალიზატორები დასაშვებად თვლიან ნორმის ვარიანტულობას. „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში“,
 +
სათანადო ადგილას მოცილე ფორმებს მინიშნებები აქვთ, თუ რომელი ვარიანტია „უპირატესი“, ქართული ენის „თანაბარი“, „დაშვებული“, აგრეთვე „მოძველებული“ და „იშვიათი“. ამგვარი მიდგომით, რომელიც  ნორმის მოქნილობასა და ცვალებადობას ითვალისწინებს, სალიტერატურო ენა განიხილება არა როგორც კონსერვაციაზე ორიენტირებული, გაქვავებული სისტემა, არამედ როგორც ცოცხალი და დინამიკური.  
  
მრავალი ნაშრომია გამოქვეყნებული ევროპულ ენებზე ქართული ენის გრამატიკისა და ლექსიკის საკითხებზე. 1629 წ. რომში გამოიცა ს. პაოლინისა და ნ. ირბახის „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, ხოლო 1643 წელს იქვე ლათინურ ენაზე დაიბეჭდა მაჯოს ქართული ენის [[გრამატიკა]] (მეორე გამოცემა - 1670 წ.) 1834 წ. პარიზში ქვეყნდება მ. ბროსეს ქართული ენის გრამატიკა, 1837 წ. კი მისივე „ელემენტები ქართული ენისა“. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა ქართულ ენას ავსტრიელმა მეცნიერმა ჰ. შუხარდტმა. ჩვენი საუკუნის ოცდაათიან წლებში დაიბეჭდა ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის რ. მეკელაინის ქართულ-გერმანული (1928 წ.) და გერმანულ-ქართული (1937 წ..) ლექსიკონები. 1930 წ. ლაიფციგში გამოვიდა პროფ. გ. დეეტერსის კაპიტალური ნაშრომი ქართველური ენების ზმნის შესახებ. ცნობილია აგრეთვე ფრანგი მეცნიერის პროფ. რ. ლაფონის (უმთავრესად  ქართულისა და [[ბასკური ენა|ბასკური ენების]] ურთიერთობის საკითხებზე), ჩეხი პროფესორის ი. იედლიჩკასა და სხვათა ნაშრომები. 1962 წელს ვისბადენში გამოვიდა პროფ. კ. შმიდტის ქართველურ ენათა შედარებითი ლექსიკონი; ამავე საკითხს მიეძღვნა მოსკოველი მეცნიერის პროფ. გ. კლიმოვის წიგნი.  1936 წ. ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ნორვეგიელი  მეცნიერის ჰ. ფოგტის ქართული ენის გრამატიკა (მეორე შევსებული გამოცემა - 1973 წელს). ფრანგულ ენაზე არსებობს აგრეთვე აკად. ნ. მარისა და პროფ. ნ ბრიერის კაპიტალური წიგნი „ქართული ენა“ (პარიზი, 1931 წ.), ხოლო გერმანულ ენაზე - კ. ჩხენკელის ორტომიანი ქართული ენის გრამატიკა (1959 წ.). 1960 წლიდან შვეიცარიაში (ციურიხში) გამოდის ნაწილ-ნაწილ ამავე ავტორის ვრცელი ქართულ-გერმანული ლექსიკონი (მისი გარდაცვალების შემდეგ ლექსიკონი გამოვიდა ი. მარშევის რედაქტორობით).
+
===== ქართული მეტყველება =====
 +
ქართული ენის ზეპირი სფერო წარმოდგენილია სასაუბრო და საჯარო მეტყველებით. ეს უკანასკნელი სალიტერატურო ენის ზეპირი ფორმაა, მისი ჟანრებია: მოხსენება, ლექცია, გამოსვლა, პაექრობა, კონსულტაცია,
 +
საუბარი ინტელექტუალიზებულ თემაზე და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მეტყველება უფრო მეტად უახლოვდება წერილობით ენას, ვიდრე სასაუბროს, ზეპირობის „ფაქტორი-მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ენობრივ „თავისებურებებს.
  
ქართულ სალიტერატურო ენას 1500 წლის ისტორია აქვს. მეცნიერებაში საკმაო საბუთიანობით ისმება საკითხი იმის შესახებ, რომ ქართველებს მწიგნობრობა V საუკუნეზე ადრეც ჰქონიათ. ქართული ენის ყველაზე ძველი ეპიგრაფიკული ძეგლი - პალესტინის წარწერა, შესრულებული V საუკუნის ოცდაათიან წლებში, იმდენად სრულყოფილია და ჩამოყალიბებული პალეოგრაფიული თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია იგი პირველი იყოს; უთუოდ სავარაუდებელია განვითრების  წინა საფეხურები, რომელთა ნიმუშები ჯერჯერობთ აღმოჩენილი არ არის. ამას ემატება ის, რომ V-VI საუკუნეების წერილობითი ძეგლების ენა მაღალ დონეზე დგას.
+
სასაუბრო მეტყველება. გვაქვს როგორც: კოდიფიცირებული, (სალიტერატურო-სასაუბრო ისე არაკოდიფიცირებული (ხალხური, მეტყველება) „მდაბიური ენა“. ტერიტორიული დიალექტი, [[ჟარგონი]]…. ქართული ხალხური ენა ეროვნული ურთიერთობის, საშუალებად, სავარაუდოა, ეროვნების ფორმირებისას ჩამოყალიბდა, ეროვნებამდელ პერიოდში კომუნიკაციისა და ზემოქმედების ფუნქციებს, ალბათ ასრულებდნენ დიალექტები, ქალაქური კოინე და, სხვ. მართალია ხალხური ენა (არაკოდიფიცირებული სასაუბრო ენა) ქრონოლოგიურად ბევრად უსწრებს სალიტერატურო-სასაუბროს, მაგრამ დღემდე განაგრძობს მასთან თანაარსებობას. იგი გამოიყენება მხოლოდ ყოფით, არაფორმალურ ვითარებაში და გამოირჩევა ფამილარობით. მეტი თავისუფლებითა და დაუდევრობით რიგი საერთო ნიშან-თვისების გამო ჭირს საზღვრის გავლება ხალხურ მეტყველებასა და ჟარგონს შორის. ეს სირთულე ასახულია „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონის“ რვატომეულში, სადაც [[სალექსიკონო ერთეული|სალექსიკონო ერთეულებთან]] მოცემულია კვალიფიკაციები: „ხალხური“, „ვულგარული“, „საუბრისა“, „დამცირებითი“ „უპატივცემულობისა“, „სალანძღავი“, „ჟარგონი“ – ამგვარი სიტყვების მახასიათებლებია, რომლებსაც საერთო სტილური თავისებურება – დაწეულობის, „დამიწების“ (მკვეთრი ექსპრესიული ნიშანი აქეთ და ამის გამო გვხვდებიან, როგორც სასაუბრო ხალხურ მეტყველებაში, ისე ჟარგონში. ზეპირი სასაუბრო ელემენტების ხშირი გამოყენება შეიმჩნევა პოსტსაბჭოური მასმედიის ენაში. ფართო და „ჭრელ“ მკითხველზე გაზეთის ორიენტაცია ისეთი ენობრივი ერთეულების შერჩევას იწვევს რომელიც ყველასთვის გასაებია, გამოირჩევა უშუალობით, ფამილარულობით, გამიზნულია მკითხველთან კონტაქტის ადვილად დამყარებისათვის. 
  
ქართველი ხალხის სულიერი სიმდიდრის გამომხატველი უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები, საქართველოს გარდა ინახება ძველ ქართულ ლიტერატურულ ცენტრებში - სირიაში, პალესტინაში (იერუსალიმში), სინას მთაზე, ბიზანტიაში - ოლიმპოს მთაზე, საბერძნეთში - ათონის მთაზე, გარდა ამისა - საფრანგეთში, პოლონეთში, ინგლისში, იტალიაში, ავსტრიაშიგერმანიაში, ამერიკაში.
+
ქართული ენის, ისევე როგორც ნებისმიერი ბუნებრივი ენის, ობიექტური პროცესია მზა სამეტყველო ფორმულების წარმოშობა, რაც დაკავშირებულია სემანტიკურ და სტრუქტურულ კომუნიკაციურ დაძაბულობასთან. მართალია, ცოცხალი ენის სტანდარტიზაცია შეზღუდულია თვით ენის ბუნებით, მისი ლექსიკური და გრამატიკული პოლივალენტურობით სინონიმიითა და სხვ. მაგრამ ენა ხშირად გვაიძულებს, ჩვენი ზარების ის მიერ წინასწარ გამზადებულ ყალიბებში ჩამოვასხათ. ადამიანთა უმრავლესობა ლაპარაკობს და წერს მზა ფორმულებით – ისინი აადვილებენ კომუნიკაციის პროცესს, გვარიდებენ ახალი გამოთქმების შექმნის აუცილებლობას. ენობრივი სტანდარტების მეშვეობით ხერხდება ინფორმაციის ტევადობა და კონდენსაციის უზრუნველყოფა. სტანდარტიზაციის ტენდენცია მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვლინდება ქართული ენის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში (სამეცნიერო ენა, ოფიციალურ-საქმიანი და საკანონმდებლო დოკუმენტების…), სადაც გამოხატვის ფორმათა მრავალფეროვნების არც საჭიროებაა და არც მოთხოვნილება. ამ სფეროში ინფორმაციის სიმშრალე ნორმად ითლება, ხოლო ემოციური და მხატვრული გამომსახველობა – ნორმის დარღვევად. ამ მხრივ სპეციფიკური ვითარებაა გაზეთში. გაზეთის ენით, წერა  – უბრალოდ, საქმიანად და ეკონომიურად – სამეტყველო სტანდარტებისა და კლიშეს გამოყენებით წერას ნიშნავს, ამიტომ სტანდარტები და. კლიშე აქ „კანონიერია“ და წარმომავლობისა და კონსტრუქციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მრავალფეროვანი. გაზეთში არათუ, მარტო გამოიყენება სტერეოტიპები, არამედ, იქმნება კიდეც. ამის ბევრი არაენობრივი მიზეზი აქვს, მათ შორის უცხოენოვანი პრესის ფურცლებიდან ინტერნეტიდან მასალის ოპერატიული გადმოთარგმნა, გაქართულება, რაც კალკირებულ სტანდარტებთან ერთად, თარგმნის შტამპებსაც ამრავლებს. ფუნქციურად მოტივირებული და ტრადიციულია ფრაზათა და მათი შიდა სტრუქტურების სტანდარტულობა. ქრონიკისა და ოფიციალურ საინფორმაციო ჟანრებში, სადაც ბევრი კლიშეა დამკვიდრებული. მათი შემადგენელი ნაწილების შაბლონური გაფორმება მრავალი წლის მანძილზე უცვლელი რჩება (მაგ. „როგორც იუწყება“, „როგორც ცნობილი გახდა“, „ვიზიტით იმყოფება“). საკუთარი სტანდარტების (ე. წ. გაზეთიზმების) გარდა საკმაოდ ბევრი გვხვდება ამ საზოგადოებრივ სფეროებში დამკვიდრებული სტანდარტებიც, რომლებიც პერიოდულად შუქდება პრესაში.
  
ქართული ქრისტიანული ლიტერატურის განვითარების პირველ ეტაპზე შეიქმნა სალიტერატურო ენის შესანიშნავი ძეგლები. ნათარგმნი ლიტერატურით საქართველო ამ საუკუნეებში საკმაოდ მდიდარი იყო. თარგმნილი იყო საეკლესიო სამსახურის ამსახველი თხზულებები, ცხადია ლიტურგიითურთ, ბიბლიის ყველა წიგნი, აპოკრიფები, რელიგიური პოეზია, ეგზეგეტიკა, თეოლოგია დოგმატიკითურთ, საეკლესიო კანონები, აგრეთვე პოლემიკა და სხვ. ამ თარგმანების მნიშვნელობა მსოფლიო ქრისტიანულ ლიტერატურაში მით უფრო დიდია, რომ ქართველები მათ თარგმნიდნენ არა მხოლოდ ბერძნულიდან, არამედ სირიულიდან, სომხურიდან და არაბულიდან. ეს მთარგმნელობითი ლიტერატურა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, დღესდღეობით დაკარგულ ნაწარმოებთა აღმოჩენისათვის მნიშვნელოვან ფონდს წარმოადგენს.
+
ენაში სტანდარტიზაციის კანონზომიერი ტენდენციის გვერდით მოქმედებს და მასთან მუდმივ ჭიდილშია ავტომატიზაციის. დარღვევისადა მოხსნის, ენის მზა ფორმულათა განახლების ტენდენცია, რასაც მოწმობს ქართული სალიტერატურო ენის, მისი ფუნქციური-სტილები-სა და განსაკუთრებით მხატვრული მეტყველების ისტორია.
 
+
ქართული ენის სტიქია კარგად არის გამოვლენილი ისეთი თხზულებების  ძველ ქართულ  თარგმანებში, როგორიცაა „შაჰნამე“, „ვისრამიანი“, „ქილილა და დამანა“, „ლეილ-მაჯნუნიანი და მრავალი სხვა.
+
 
+
V საუკუნიდან მოყოლებული ქართველებმა შექმნეს უმდიდრესი ორიგინალური მხატვრული ლიტერატურა.
+
 
+
საუკუნეთა მანძილზე იქმნებოდა და იხვეწებოდა, სრულყოფილი ხდებოდა ქართული პოეტური ენა იმ პირველხარისხოვანი ნაწარმოებების მეოხებით, რომლებიც წარმოადგენენ ქართული სალიტერატურო ენის ფასდაუდებელ ძეგლებს. ქართულმა პოეტურმა ენამ თავის უმაღლეს წერტილს მიაღწია გენიალური შოთა რუსთაველის პოემა - „ვეფხისტყაოსანში“.
+
 
+
ქართულ ენაში შემოსულია და დამკვიდრებული უხსოვარი დროიდან მსოფლიოს კულტურული ენების ელემენტები, რაც შედეგია, ერთი მხრივ, ეთნოკულტურული კონტაქტებისა და, მეორე მხრივ, ისტორიულ ეპოქებში მხატვრული ლიტერატურისა და მეცნიერულ- ფილოსოფიური თხზულებების თარგმანებისა.
+
 
+
ქართულ ენაში შემოსული უცხოური ლექსიკური ელემენტების ბგერობრივი (ფონეტიკური) მოდიფიკაცია საინტერესოა არა მარტოოდენ ქართული ენის ფონეტიკური სისტემის შესასწალად, არამედ არაიშვიათად ქართულ ენას შემოუნახავს მსესხებელი ენის თვალსაზრისით საინტერესო უძველესი ფორმებიც.
+
 
+
შუა საუკუნეების საქართველოში შეიქმნა და დამუშავდა მეცნიერული და ფილოსოფიური ენა.
+
 
+
სპეციალური ფილოსოფიური ენის შექმნას იმთავითვე ხელი შეუწყო თეოლოგიური ლიტერატურის თარგმანებმა.
+
 
+
ქართული ფილოსოფიური ენის შექმნაში განსაკუთრებით დიდი ამაგი მიუძღვის XI-XII საუკუნის ქართველ ფილოსოფოსს იოანე პეტრიწს. პეტრიწის კალამს ეკუთვნის ორიგინალური და თარგმნილი ფილოსოფიური ნაწარმოებები. მან ბერძნულიდან თარგმნა ქართულად ნემესიოს ემესელის, პროკლე დიადოხოსის, არისტოტელესა და სხვათა თხზულებები. ეს თარგმანები აღჭურვილია ვრცელი კომენტარებით. პეტრიწმა შექმნა ფილოსოფიური ტერმინოლოგია, რომელიც ქართული ძირებით არაჩვეულებრივად ზუსტად გადმოსცემდა ყველა ტერმინს, რომლებიც ევროპულ ენებში ბერძნული ან ლათინური ენებიდან მომდინარეობს. იგი ქმნიდა ბერძნული ენის ნიმუშის მიხედვით განყენებულ ცნებას. მან ქართული ეკვივალენტი მოუძებნა მრავალ ბერძნულ ფილოსოფიურ ტერმინს (მაგალითად, თარგმნა, თეორია, ლოგოსი, ლოგიკა, დიალოგი, და მრავალი სხვ.), ამასთანავე, მრავალი ბერძნული ფილოსოფიური ტერმინი დაამკვიდრა და შემოიღო ქართულ ენაში. ამით მან გაამდიდრა ქართული ფილოსოფიური ენა. ძველი ქართველი ფილოსოფოსების ტრაქტატებში მრავლად გვხვდება ტერმინები გეომეტრიის, არითმეტიკის, რიცხვთა თეორიის, მუსიკის თეორიისა და სხვა სპეციალური დარგებიდან.
+
 
+
ქართული კულტურის მდიდარ საგანძურს ამშვენებს კლასიკური მჭევრმეტყველება. სულიერი შემოქმედების სხვა სფეროებთან ერთად ქართველ ხალხს შეუქმნია და შემოუნახავს საჯარო მეტყველების დიადი საუნჯე. უხსოვარი დროიდან ჩვენამდე მოღწეულია უამრავი ზეპირი და წერილობითი სახით რიტორიკული ხელოვნების ნიმუშები. .ამ ეროვნული მემკვიდრეობის ერთი მხარე ზეპირსიტყვიერებაა, მეორე ლიტერატურა. ზეპირსიტყვიერებაში დაცულია ხალხური მჭევრმეტყველება. ისინი ერთად ქმნიან ქართულ ორატორიკულ ხელოვნებას. ჩვენთვის საყურადღებო ცნობებია შემონახული ლათინურ და ბერძნულ წყაროებში, რომაელი და ბიზანტიელი მწერლების ნაშრომებში (ტექსტები შეკრიბა და გამოსცა ნ. კანდელაკმა). ქრონოლოგიურად პირველი საისტორიო წყარო, რომელიც გაკვრით ეხება ქართულ მჭევრმეტყველებას, არის I საუკუნის რომაელი ისტორიკოსის კორნელი ტაციტუსის „ანალები“. ქართული მჭევრმეტყველების ისტორიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს IV საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსისა და ორატორის თემისტიოსის სიტყვას. აქ მოცემულია ცნობა კოლხეთის რიტორიკული სკოლის შესახებ. IV საუკუნის შუა წლებში კოლხიდაში, დღევანდელი ფოთის მახლობლად არსებობდა რიტორიკული განათლების ცენტრი, რომელშიც ფილოსოფიასა და [[რიტორიკა]]ს სწავლობდნენ საქართველოში მოვლინებული ბერძენი ახალგაზრდებიც. საფიქრებელია, რომ კოლხეთის აკადემიაში სწავლება მიმდინარეობდა ორ ენაზე - ქართულსა და ბერძნულზე.
+
 
+
პირველი ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოები, რომელშიც ვპოულობთ სამჭევრმეტყველო ტერმინებს, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ სამოსამართლო დარგის მჭევრმეტყველების ზოგიერთი საკითხის გასარკვევად, არის VI საუკუნის ნაწარმოები „ევსტათე მცხეთელის მარტვილობა“. შემდეგი დროის აგიოგრაფიული თხზულება, რომელიც შეიცავს არა მარტო ცნობებს ქართული მჭევრმეტყველების შესახებ, არამედ თვით ორატორულ ქმნილებასაც, არის VIII საუკუნის ქართველი მწერლის იოანე საბანისძის „აბო ტფილელის მარტვილობა“.
+
 
+
ორატორული ხელოვნების ნიმუშებით მდიდარია განსაკუთრებით მომდევნო საუკუნეების ნაწარმოებები. ძველ საუკუნეებშივე შეიქმნა მდიდარი ქართული სამჭევრმეტყველო ტერმინოლოგია.
+
 
+
ძველ ქართულ სალიტერატურო ენაშივე დამკვიდრდა ბერძნულ-ლათინური ტერმინები, რომლებიც შევიდა ყველა კულტურულ ენაში (რიტორი, რიტორიკა, რიტორობა, ბასილიკონი, ჰომილია, ორატორი და სხვა.) ამ საერთაშორისო სიტყვების პარალელურად შეიქმნა ქართული სიტყვების ძირებზე დაფუძნებული რიტორიკული ტერმინოლოგია; ბერძნულ-ლათინური სიტყვების საფუძველზე გამომუშავებულ სიტყვებს მოეძებნა ქართული ეკვივალენტები. სახელდობრ, ძველი საუკუნეების საქართველოში უკვე არსებობდა ქართული შესატყვისები ისეთი ცნებებისა და ტერმინებისა, როგორიცაა ზეპირი მეტყველება, ზეპირმეტყველი, კამათი, მოკამათე, მჭევრმეტყველი, სიტყვის ოსტატი, წარმოთქმა და სხვ. ამრიგად, ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ ძველი ქართული სალიტერატურო ენა, განსაკუთრებით X, XII საუკუნეებისათავის დროის კულტურულ მოთხოვნილებას ღირსეულად ემსახურებოდა.
+
 
+
თანამედროვე ქართულმა სალიტერატურო ენამ მემკვიდრეობით მიიღო ძველ საუკუნეებში მრავალი სამეცნიერო ფილოსოფიური ტერმინი. დღესაც იხმარება ქართულში შემდეგი ტერმინები: მეცნიერება, შემეცნება, ცნობიერება, ჭეშმარიტება ასტრონომია, ბუნებისმეტყველება, მოძღვრება, გონიერება, ნივთიერი, დრამატურგია და მრავალი სხვა.
+
 
+
ქართული სალიტერატურო ენის ტერმინოლოგიური ლექსიკით გამდიდრების საქმეში დიდია ღვაწლი გამოჩენილი ლექსიკოგრაფის [[სულხან-საბა ორბელიანი]]ს, რომლის ქართული განმარტებითი ლექსიკონი ცნებათა დეტალიზაციისა და მეცნიერული დეფინიციების თვალსაზრისით დღესაც ერთ-ერთი ძირითადი წყაროა ამა თუ იმ დარგის ტერმინების შემუშავებისას (XVII- XVIII საუკ.).
+
 
+
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ქართულ სალიტერატურო ენაში უხვად შემოვიდა საერთაშორისო ტერმინოლოგია ევროპული ენებიდან, რომლებიც ფართოდაა შესული თანამედროვე კულტურულ ენებში და გადმოსცემენ მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნებისა და სხვათა ძირითად ცნებებს ბევრი საერთაშორისო სიტყვა დამკვიდრდა ქართულ ენაში რუსული ენის მეშვეობით.
+
 
+
ჩვენი საუკუნის ოციანი წლებიდან გამდიდრდა ქართული ენა ტექნიკის დარგებიდან. 1920 წელს საქართველოს ტექნიკურმა საზოგადოებამ გამოსცა „რუსულ-ქართული ტექნიკური ლექსიკონი“, რომელშიც ასახულია ამ დარგის იმდროინდელი ქართული ტერმინოლოგია.
+
 
+
ქართული ენის [[ლექსიკა]] დღესაც. ძალიან მდიდარია. ჩვენს დროში ქართულ ენაზე შეიქმნა ყველა დარგის მეცნიერება.
+
  
 +
==== მხატვრული ლიტერატურის ენა ====
 +
სალიტერატურო ენისაგან რამდენადმე განსხვავებულია მხატვრული ლიტერატურის ენა თუ საერთო-სალიტერატურო ენა შეუზღუდავად ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. მხატვრული
 +
მეტყველების მოხმარების არე უფრო ვიწროა, ამავე დროს, უფრო თავისუფალიც – არცთუ იშვიათად ირღვევა სალიტერატურო ნორმები: შემოდის საუბრის არამოდიფიცირებული ფორმები, [[დიალექტიზმი|დიალექტიზმები]],
 +
ჟარგონიზმები – პერსონაჟთა მეტყველების დამახასიათებლად, მოძველებული გამოთქმები, არქაიზმები – ისტორიულ ეპოქათა გასაცოცხლებლად და სხვ.; მიზანდასახულად, მხატვრული ენის მისაღწევად იცვლება სიტყვათა და მნიშვნელობათა ჩვეული შეხამებები; თუ საერთო ენას ანონიმური და კოლექტიური შემოქმედი ჰყავს, რის გამოც იგი ობიექტური და მიუკერძოებელია. მხატვრულ ენას ქმნიან მწერლები თავიანთი სახელებით,  იდიოსტილებით, ინდივიდუალური ახალწარმოებითა და სუბიექტური გემოვნებით. მართალია, „მხატვრული ენა საერთო ენის საუნჯეს ეწაფება, მაგრამ, თავის მხრივ ისიც ამდიდრებს მას, როცა აღმოაჩენს, და აღბეჭდავს რაიმე ახალს. სიტყვათქმნადობა, მეტაფორიზაცია, რაც იმთავითვე დამახასიათებელია ენებისთვის მხატვრულ მეტყველებაში გაცხოველებული და გაძლიერებულია: მწერლის ენა ინტენსიური ენობრივი ზემოქმედების ფართო ასპარეზია. ამ მხრივ, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოეზიის  ენას. რომელშიც უფრო გაღრმავებულია ენობრივი ნიშნის ასიმეტრიული დუალიზმი. 
  
 +
ევოლუციის გზაზე, ჰიმნოგრაფიიდან მოყოლებული დღემდე, პოეტიკის განვითარების შესაბამისად. პოეტური ენა ცვლილებას განიცდიდა ინტონაციის, ლექსიკისა და სახოვანების თვალსაზრისით. იგი თავისუფლდებოდა დრომოჭმული პოეტიზმებისა და ძველი ყაიდის მაღალფარდოვნებისაგან, იმ სპეციალური მეტაფორული მეტყველებისაგან, რომელიც კლასიკური პოეზიისთვის იყო დამახასიათებელი, თანდათან უახლოვდებოდა საერთო ენას, რომლისგანაც ადრე განსხვავებას ცდილობდა. ამით მეტად ახლოს მიდიოდა ადამიანთან, ვისი შინაგანი სამყაროც უნდა გამოეხატა. „თანამედროვე ქართველი ადამიანის სულიერი ცხოვრება წარმოადგენს იმ ახალ მოვლენას, რომელიც გამოსახატავად ახალ საღებავებსა და ახალ საშუალებებს მოითხოვს“ (გ. ასათიანი).
 +
ცოცხალი და ცვალებადი ქართული პოეტური ენა, ახლებურად გაგებული „მხატვრულობის“ შესაბამისად, აღარ ეყრდნობა მხოლოდ ტროპებსა და ფიგურებს, ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლომდე ვერ ამოწურავენ ესთეტიკურ ფუნქციას, საყრდენი ხდება სიტყვათა, ფორმათა და კონსტრუქციათა მრავალფეროვანი კონოტაციები, მხატვრული საშუალებები, რომელთა ხორცშესხმის საფუძველი ქვეტექსტებშია, როცა არაექსპლიციტურად, არამედ ქვეტექსტში გაკვრით ხორციელდება ესთეტიკური ფუნქცია.
  
 +
მხატვრული ენა, ზეპირი მეტყველების ფორმები, სალიტერატურო ქართული, მისი ვარიანტები თუ სხვ. ფუნქციური ტიპები, ერთი ენის, ქართული ენის, მოქმედების ლინგვოკულტურულ სივრცეს ქმნის. ამ სივრცეში მნიშვნელობათა თვალსაზრისით, ბევრი ეროვნულ-ქართული სპეციფიკის მქონე სხვადასხვა სიტყვა, გამოთქმა, [[ანდაზა]], [[აფორიზმი]], ენობრივი სტერეოტიპი თუ კულტურის ენობრივი კოდი, სიმბოლო თუ სახე, კულტურული თუ ეთიკური კონცეპტი იყრის თავს, რაც ქართული ენის სხვა ენათაგან განსხვავებულ უნიკალურ ენობრივ შინაარს ქმნის. 
  
 +
''გ. კვარაცხელია''
  
  
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[საენათმეცნიერო საუბრები]]
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]  
 
[[კატეგორია:ქართული ენა]]
 
[[კატეგორია:ქართული ენა]]
 
[[კატეგორია:მსოფლიოს ენები]]
 
[[კატეგორია:მსოფლიოს ენები]]
 
[[კატეგორია:ენები]]
 
[[კატეგორია:ენები]]
 
[[კატეგორია:იბერიულ-კავკასიური ენები]]
 
[[კატეგორია:იბერიულ-კავკასიური ენები]]

03:06, 9 მარტი 2024-ის ვერსია

ქართული ენა - ერთ-ერთი ქართველური ენა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართული ენა გაერცელებულია აზერბაიჯანში, ირანში, თურქეთში. ყოფილ სსრ კავშირის ტერიტორიაზე ქართულ ენასე მოლაპარაკეთა რიცხვი 3,5 მლნ-ს აღემატებოდა (1979 აღწერა). ქართული ენა საქართეელოს სახელმწიფო ენაა. იგი იყო და რჩება ყველა ქართველი ტომის მწიგნობრობისა და ღვთის მსახურების ენად. ქართული დამწერლობა დოკუმენტურად დადასტურებულია ახ. წ. V ს-იდან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ იგი უფრო ადრინდელი წარმოშობისაც იყოს.

ქართული ენა იმყოფებოდა და ვითარდებოდა რთულ ისტორიულ გარემოში, სხვა ხალხებთან და ენებთან მუდმივი კონტაქტების პირობებში, რასაც არ შეიძლება თავისი კეალი არ დაეჩნია მასზე. მაგრამ ეს გავლენა ძირითადად ასახულია ლექსიკის სფეროში და, როგორც ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, გრამატიკულ სტრუქტურაში არსებითი ცელილებები არ შეუტანია. ქართული ენა მდიდარია დიალექტებით, რომლებიც მიუხედავად მეტ-ნაკლები განსხვავებებისა, ხასიათდებიან გრამატიკული წყობისა და ძირითადი ლექსიკური ფონდის ერთობლიბით.

სარჩევი

ფონეტიკა

ქართული ენის ხმოვანთა სისტემა მარტივია, შედგება ხმოვნებისაგან; დიფთონგები დასტურდება მხოლოდ ცოცხალ მეტყველებაში. თანხმოვანთა რაოდენობა გაცილებით მეტია. თანამედროვე ქართულ ენაში 28 თანხმოვანია, რომლებიც განსაკუთრებით მრავალფეროვან კომპლექსებთან ერთად მარცვლის, ძირის, სიტყვის სტრუქტურაში ქმნიან რთულ თანხმოვნურ კომპონენტებს. მარცვალი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. მახვილი სუსტი დინამიკურია, რომელიც ვერ იწვეეს უმახვილო ხმოვანთა რედუქციას. მისი ადგილი ფიქსირებულია, მოდის სიტყვის ჰირველ მარცვალზე.

მორფოლოგია

მორფოლოგიურად ქართული ენა გლუტინაციური ენაა, სინთეზურობისაკენ მკაფიოდ გამოხატული ტენდენციით. მეტყველების ნაწილი ათია, რომლებიც იყოფიან ორ ჯგუფად: ფორმაცვალებად და ფორმაუცვლელებად. ფორმაცვალებადია სახელი და ზმნა. სახელებისთვის დამახასიათებელია ბრუნებისა და რიცხვის კატეგორიები, არ გააჩნიათ გრამატიკული სქესი ბრუნება ერთია, ბრუნვა – 7 (სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი), გარკვეული თავისებურებებია ნაცვალსახელთა ბრუნებაში. რიცხვი ორია: მხოლოობითი და მრავლობითი. ეს უკანასკნელი ორი სახითაა წარმოდგენილი (ებ-იანი და ნ/თ-იანი).

ქართულ ენაში სახელთა შედარებით მარტივი სისტემის გვერდით ყურადღებას იქცევს რთული ზმნური სისტემა. სირთულეს განაპირობებს ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე. გარჩეულია, ერთი მხრივ, სტატიკური და დინამიკური ზმნები, გარდამავალი და გარდაუვალი ზმნები. ქართული ზმნა პოლიპერსონალურია: ზმნა იცელება როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პირების მიხედვით, რაც ასახულია უღლების სისტემაში. ქართულში არ არის ინფინიტივის ფორმა, რომლის ფუნქციით გვევლიჩება ნაზმნარი სახელი (საწყისი, მასდარი).

სინტაქსი

ქართული ენის სინტაქსური კავშირებია: შეთანხმება, მართვა და მირთვა. ამ კავშირთა გამოყენების თავისებურებებს ქმნის: ერთი მხრივ, ქვემდებარისა და დამატებების შეთანხმება შემასმენელთან პირში, ხოლო, მეორე მხრივ, შემასმენლის მიერ ქვემდებარისა და დამატებების მართვა ბრუნვაში. შესაბამისად, განსხვავებული აქვთ სამი წყობა: ნომინატიური, ერგატიული და დატიური. გარჩეულია წინადადებათა სახეები: აგებულების მიხედვით (მარტივი, შერწყმული, რთული), მოდალობის მიხედვით (თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი, ძახილისა და კითხვით-ძახილის). თავისებურებებს ავლენს მსაზღვრულის პოზიცია და, აქედან გამომდინარე, მათი ბრუნება.

ლექსიკა

ქართული ენის სიტყვაწარმოება გამოირჩევა მოდელთა მრავალფეროვნებით აღსანიშნავია ქართული ენის ლექსიკის სიმდიდრე, რასაც განაპირობებს, ერთი მხრივ, ხანგრძლივი და მრავალდარგობრივი მწიგნობრული ტრადიციები, ხოლო მეორე მხრივ, ცოცხალი კონტაქტები როგორც საკუთრივ ქართულ დიალექტებთან, ისე სხვა ქართველურ ენებთან. ქართულ ლექსიკაში მრავლად არის აგრეთვე უცხოური ნასესხობები.

ქართული ენა ინტენსიური კვლევის საგანია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც.

ქართულ ენის განვითარების ისტორია

ქართულ ენას ხანგრძლივი და მდიდარი დოკუმენტირებული ისტორია აქვს. უკვე X-XII სს-თვის იგი იმდენად განვითარებული იყო, რომ კულტურულ ცენტრებში შექმნილი თეოლოგიურ-ფილოსოფიური და გრამატიკული თხზულებების ქართულად თარგმნა-ინტერპრეტაცია, უცხოენოვანი ტექსტების ყველა ელფერის გადმოცემა სრულყოფილად ხორციელდებოდა სპეციალური ტერმინებისათვის ქართული შესატყვისების დაძებნისა და ახალი ტერმინების წარმოების მეშვეობით, ხოლო ქართული ენის მხატვრული გამომსახველობა უმაღლეს ოსტატობას აღწევდა (საისტორიო მწერლობა, „ვეფხისტყაოსანი“, მეხოტბეთა პოეზია).

ქართული ენის შემდგომი განვითარება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებას, რომელიც დროთა შესაბამისად, სულ უფრო მრავალმხრივი ხდებოდა. ქართულ ენაზე სწავლებამ დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში, ცოდნის ყველა დარგისათვის ნაშრომთა ქართულად შექმნამ, ქართულად საქმის წარმოებამ და კანონშემოქმედებამ ქართული მასმედიის (ჟურნალ-გაზეთების, რადიო-ტელევიზიის) როლის გაზრდამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ქართული ენის ფუნქციონირების დიაპაზონი. ამან ახალი ასპარეზი მისცა მის განვითარებასა და მისი დიდი შესაძლებლობების გამოვლენა-ამოქმედებას. გამოყენების მრავალმხრივმა სფეროებმა ქართულის პოლივალენტოვნობა განსაზღვრა, რაც აისახა ქართულ ფუნქციურ სტილთა (სამეცნიერო, საგაზეთო პუბლიცისტური, ოფიციალურ-საქმიანი, საკანონმდებლო…) სისტემების ჩამოყალიბებაში.

ქართული სალიტერატურო ენა

ქართულს, როგორც სალიტერატურო ენას, ახასიათებს:
1) ადამიანის მოღვაწეობის რაგინდარა სფეროში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ყოველგვარი ცოდნის გამოხატვის უნარი;
2) ნორმატიულობა;
3) მუდმივი კავშირი ცოცხალ მეტყველებასთან და ამასთან დაკავშირებით ენის დემოკრატიზაცია;
4) გამომსახველობით სტილისტიკურ საშუალებათა სიმდიდრე, დამყარებული ლექსიკურსა და სინტაქსურ სინონიმიაზე, ენის ერთეულთა ვარიანტულობაზე;
ე)ქართული გრამატიკული სისტემის ცვლის ნელი ტემპი და ნორმალიზაციის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით განპირობებული მეტ-ნაკლები სტაბილურობა. სტაბილურობის, მეტ-ნაკლებობა გულისხმობს იმ ვითარებას, რომ სალიტერატურო ენის ადრინდელი იდეალი უფრო მეტ სტაბილურობას ვარაუდობდა, რაც მდგომარეობდა ნორმის ისტორიულ მდგრადობაში, ნორმის ტრადიციულობასა და გადახრათა შეუწყნარებლობაში. თანამედროვე ნორმალიზატორები დასაშვებად თვლიან ნორმის ვარიანტულობას. „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონში“, სათანადო ადგილას მოცილე ფორმებს მინიშნებები აქვთ, თუ რომელი ვარიანტია „უპირატესი“, ქართული ენის „თანაბარი“, „დაშვებული“, აგრეთვე „მოძველებული“ და „იშვიათი“. ამგვარი მიდგომით, რომელიც ნორმის მოქნილობასა და ცვალებადობას ითვალისწინებს, სალიტერატურო ენა განიხილება არა როგორც კონსერვაციაზე ორიენტირებული, გაქვავებული სისტემა, არამედ როგორც ცოცხალი და დინამიკური.

ქართული მეტყველება

ქართული ენის ზეპირი სფერო წარმოდგენილია სასაუბრო და საჯარო მეტყველებით. ეს უკანასკნელი სალიტერატურო ენის ზეპირი ფორმაა, მისი ჟანრებია: მოხსენება, ლექცია, გამოსვლა, პაექრობა, კონსულტაცია, საუბარი ინტელექტუალიზებულ თემაზე და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მეტყველება უფრო მეტად უახლოვდება წერილობით ენას, ვიდრე სასაუბროს, ზეპირობის „ფაქტორი-მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ენობრივ „თავისებურებებს.

სასაუბრო მეტყველება. გვაქვს როგორც: კოდიფიცირებული, (სალიტერატურო-სასაუბრო ისე არაკოდიფიცირებული (ხალხური, მეტყველება) „მდაბიური ენა“. ტერიტორიული დიალექტი, ჟარგონი…. ქართული ხალხური ენა ეროვნული ურთიერთობის, საშუალებად, სავარაუდოა, ეროვნების ფორმირებისას ჩამოყალიბდა, ეროვნებამდელ პერიოდში კომუნიკაციისა და ზემოქმედების ფუნქციებს, ალბათ ასრულებდნენ დიალექტები, ქალაქური კოინე და, სხვ. მართალია ხალხური ენა (არაკოდიფიცირებული სასაუბრო ენა) ქრონოლოგიურად ბევრად უსწრებს სალიტერატურო-სასაუბროს, მაგრამ დღემდე განაგრძობს მასთან თანაარსებობას. იგი გამოიყენება მხოლოდ ყოფით, არაფორმალურ ვითარებაში და გამოირჩევა ფამილარობით. მეტი თავისუფლებითა და დაუდევრობით რიგი საერთო ნიშან-თვისების გამო ჭირს საზღვრის გავლება ხალხურ მეტყველებასა და ჟარგონს შორის. ეს სირთულე ასახულია „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონის“ რვატომეულში, სადაც სალექსიკონო ერთეულებთან მოცემულია კვალიფიკაციები: „ხალხური“, „ვულგარული“, „საუბრისა“, „დამცირებითი“ „უპატივცემულობისა“, „სალანძღავი“, „ჟარგონი“ – ამგვარი სიტყვების მახასიათებლებია, რომლებსაც საერთო სტილური თავისებურება – დაწეულობის, „დამიწების“ (მკვეთრი ექსპრესიული ნიშანი აქეთ და ამის გამო გვხვდებიან, როგორც სასაუბრო ხალხურ მეტყველებაში, ისე ჟარგონში. ზეპირი სასაუბრო ელემენტების ხშირი გამოყენება შეიმჩნევა პოსტსაბჭოური მასმედიის ენაში. ფართო და „ჭრელ“ მკითხველზე გაზეთის ორიენტაცია ისეთი ენობრივი ერთეულების შერჩევას იწვევს რომელიც ყველასთვის გასაებია, გამოირჩევა უშუალობით, ფამილარულობით, გამიზნულია მკითხველთან კონტაქტის ადვილად დამყარებისათვის.

ქართული ენის, ისევე როგორც ნებისმიერი ბუნებრივი ენის, ობიექტური პროცესია მზა სამეტყველო ფორმულების წარმოშობა, რაც დაკავშირებულია სემანტიკურ და სტრუქტურულ კომუნიკაციურ დაძაბულობასთან. მართალია, ცოცხალი ენის სტანდარტიზაცია შეზღუდულია თვით ენის ბუნებით, მისი ლექსიკური და გრამატიკული პოლივალენტურობით სინონიმიითა და სხვ. მაგრამ ენა ხშირად გვაიძულებს, ჩვენი ზარების ის მიერ წინასწარ გამზადებულ ყალიბებში ჩამოვასხათ. ადამიანთა უმრავლესობა ლაპარაკობს და წერს მზა ფორმულებით – ისინი აადვილებენ კომუნიკაციის პროცესს, გვარიდებენ ახალი გამოთქმების შექმნის აუცილებლობას. ენობრივი სტანდარტების მეშვეობით ხერხდება ინფორმაციის ტევადობა და კონდენსაციის უზრუნველყოფა. სტანდარტიზაციის ტენდენცია მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვლინდება ქართული ენის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში (სამეცნიერო ენა, ოფიციალურ-საქმიანი და საკანონმდებლო დოკუმენტების…), სადაც გამოხატვის ფორმათა მრავალფეროვნების არც საჭიროებაა და არც მოთხოვნილება. ამ სფეროში ინფორმაციის სიმშრალე ნორმად ითლება, ხოლო ემოციური და მხატვრული გამომსახველობა – ნორმის დარღვევად. ამ მხრივ სპეციფიკური ვითარებაა გაზეთში. გაზეთის ენით, წერა – უბრალოდ, საქმიანად და ეკონომიურად – სამეტყველო სტანდარტებისა და კლიშეს გამოყენებით წერას ნიშნავს, ამიტომ სტანდარტები და. კლიშე აქ „კანონიერია“ და წარმომავლობისა და კონსტრუქციის თვალსაზრისით განსაკუთრებით მრავალფეროვანი. გაზეთში არათუ, მარტო გამოიყენება სტერეოტიპები, არამედ, იქმნება კიდეც. ამის ბევრი არაენობრივი მიზეზი აქვს, მათ შორის უცხოენოვანი პრესის ფურცლებიდან ინტერნეტიდან მასალის ოპერატიული გადმოთარგმნა, გაქართულება, რაც კალკირებულ სტანდარტებთან ერთად, თარგმნის შტამპებსაც ამრავლებს. ფუნქციურად მოტივირებული და ტრადიციულია ფრაზათა და მათი შიდა სტრუქტურების სტანდარტულობა. ქრონიკისა და ოფიციალურ საინფორმაციო ჟანრებში, სადაც ბევრი კლიშეა დამკვიდრებული. მათი შემადგენელი ნაწილების შაბლონური გაფორმება მრავალი წლის მანძილზე უცვლელი რჩება (მაგ. „როგორც იუწყება“, „როგორც ცნობილი გახდა“, „ვიზიტით იმყოფება“). საკუთარი სტანდარტების (ე. წ. გაზეთიზმების) გარდა საკმაოდ ბევრი გვხვდება ამ საზოგადოებრივ სფეროებში დამკვიდრებული სტანდარტებიც, რომლებიც პერიოდულად შუქდება პრესაში.

ენაში სტანდარტიზაციის კანონზომიერი ტენდენციის გვერდით მოქმედებს და მასთან მუდმივ ჭიდილშია ავტომატიზაციის. დარღვევისადა მოხსნის, ენის მზა ფორმულათა განახლების ტენდენცია, რასაც მოწმობს ქართული სალიტერატურო ენის, მისი ფუნქციური-სტილები-სა და განსაკუთრებით მხატვრული მეტყველების ისტორია.

მხატვრული ლიტერატურის ენა

სალიტერატურო ენისაგან რამდენადმე განსხვავებულია მხატვრული ლიტერატურის ენა თუ საერთო-სალიტერატურო ენა შეუზღუდავად ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს. მხატვრული მეტყველების მოხმარების არე უფრო ვიწროა, ამავე დროს, უფრო თავისუფალიც – არცთუ იშვიათად ირღვევა სალიტერატურო ნორმები: შემოდის საუბრის არამოდიფიცირებული ფორმები, დიალექტიზმები, ჟარგონიზმები – პერსონაჟთა მეტყველების დამახასიათებლად, მოძველებული გამოთქმები, არქაიზმები – ისტორიულ ეპოქათა გასაცოცხლებლად და სხვ.; მიზანდასახულად, მხატვრული ენის მისაღწევად იცვლება სიტყვათა და მნიშვნელობათა ჩვეული შეხამებები; თუ საერთო ენას ანონიმური და კოლექტიური შემოქმედი ჰყავს, რის გამოც იგი ობიექტური და მიუკერძოებელია. მხატვრულ ენას ქმნიან მწერლები თავიანთი სახელებით, იდიოსტილებით, ინდივიდუალური ახალწარმოებითა და სუბიექტური გემოვნებით. მართალია, „მხატვრული ენა საერთო ენის საუნჯეს ეწაფება, მაგრამ, თავის მხრივ ისიც ამდიდრებს მას, როცა აღმოაჩენს, და აღბეჭდავს რაიმე ახალს. სიტყვათქმნადობა, მეტაფორიზაცია, რაც იმთავითვე დამახასიათებელია ენებისთვის მხატვრულ მეტყველებაში გაცხოველებული და გაძლიერებულია: მწერლის ენა ინტენსიური ენობრივი ზემოქმედების ფართო ასპარეზია. ამ მხრივ, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პოეზიის ენას. რომელშიც უფრო გაღრმავებულია ენობრივი ნიშნის ასიმეტრიული დუალიზმი.

ევოლუციის გზაზე, ჰიმნოგრაფიიდან მოყოლებული დღემდე, პოეტიკის განვითარების შესაბამისად. პოეტური ენა ცვლილებას განიცდიდა ინტონაციის, ლექსიკისა და სახოვანების თვალსაზრისით. იგი თავისუფლდებოდა დრომოჭმული პოეტიზმებისა და ძველი ყაიდის მაღალფარდოვნებისაგან, იმ სპეციალური მეტაფორული მეტყველებისაგან, რომელიც კლასიკური პოეზიისთვის იყო დამახასიათებელი, თანდათან უახლოვდებოდა საერთო ენას, რომლისგანაც ადრე განსხვავებას ცდილობდა. ამით მეტად ახლოს მიდიოდა ადამიანთან, ვისი შინაგანი სამყაროც უნდა გამოეხატა. „თანამედროვე ქართველი ადამიანის სულიერი ცხოვრება წარმოადგენს იმ ახალ მოვლენას, რომელიც გამოსახატავად ახალ საღებავებსა და ახალ საშუალებებს მოითხოვს“ (გ. ასათიანი). ცოცხალი და ცვალებადი ქართული პოეტური ენა, ახლებურად გაგებული „მხატვრულობის“ შესაბამისად, აღარ ეყრდნობა მხოლოდ ტროპებსა და ფიგურებს, ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლომდე ვერ ამოწურავენ ესთეტიკურ ფუნქციას, საყრდენი ხდება სიტყვათა, ფორმათა და კონსტრუქციათა მრავალფეროვანი კონოტაციები, მხატვრული საშუალებები, რომელთა ხორცშესხმის საფუძველი ქვეტექსტებშია, როცა არაექსპლიციტურად, არამედ ქვეტექსტში გაკვრით ხორციელდება ესთეტიკური ფუნქცია.

მხატვრული ენა, ზეპირი მეტყველების ფორმები, სალიტერატურო ქართული, მისი ვარიანტები თუ სხვ. ფუნქციური ტიპები, ერთი ენის, ქართული ენის, მოქმედების ლინგვოკულტურულ სივრცეს ქმნის. ამ სივრცეში მნიშვნელობათა თვალსაზრისით, ბევრი ეროვნულ-ქართული სპეციფიკის მქონე სხვადასხვა სიტყვა, გამოთქმა, ანდაზა, აფორიზმი, ენობრივი სტერეოტიპი თუ კულტურის ენობრივი კოდი, სიმბოლო თუ სახე, კულტურული თუ ეთიკური კონცეპტი იყრის თავს, რაც ქართული ენის სხვა ენათაგან განსხვავებულ უნიკალურ ენობრივ შინაარს ქმნის.

გ. კვარაცხელია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები