ოპერა
(ახალი გვერდი: '''ოპერა'''- (იტალ. opera — შრომა, მუშაობა, საქმე), 1. ხელოვნების სინთე...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 8 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ოპერა'''- (იტალ. opera | + | '''ოპერა'''- (იტალ. opera – სიტყვასიტყვით – თხზულება. ლათ. შრომა, ნაწარმი, ნაწარმოები). მუსიკალურ დრამატული ხელოვნების ჟანრი. ოპერის ლიტერატურული საფუძველი ([[ლიბრეტო]]) ხორცშესხმულია მუსიკალური დრამატურგიის, პირველ რიგში, [[ვოკალური მუსიკა|ვოკალური მუსიკის]] საშუალებით. ოპერა სინთეზური ჟანრია, იგი აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიის, მხატვრობის (დეკორაციები, კოსტიუმები), ქორეოგრაფიის ([[ბალეტი]]) ელემენტებს. საოპერო მუსიკის ფორმებია: ვოკალური ნომრები ([[არია]], [[არიოზო]], [[არიეტა]], [[კავატინა]], [[ბალადა (მუსიკა)|ბალადა]], [[სიმღერა]], [[მონოლოგი]]); სხვადასხვა ფუნქცია აქვს [[რეჩიტატივი|რეჩიტატივს]]. სცენურ დიალოგს ოპერაში შეესატყვისება ვოკალური ანსამბლები ([[დუეტი (ანსამბლი)|დუეტი]], [[ტერცეტი]], [[კვარტეტი]] და ა.შ.), [[გუნდი (მუსიკა)|გუნდები]]; დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორკესტრს, როგორც ვოკალური პარტიების თანმხლებსა და შემვსებს. ოპერაში ვხვდებით წმინდა საკრავიერ ეპიზოდებსაც ([[უვერტიურა|უვერტიურებს]], [[ანტრაქტი (მუსიკალური პიესა)|ანტრაქტებს]]). |
+ | დამოუკიდებელ ჟანრად ო. ჩამოყალიბდა XVI-XVII სს. მიჯნაზე [[იტალია]]ში ქ. ფლორენციაში. ი. პერიმ ო. რინუჩინის ლიბრეტოს მიხედვით შექმნა საოპერო ჟანრის პირველი ნიმუშები „დაფნე“ (1597) და „ევრიდიკე“ (1600). ამ პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო ოპერაა [[მონტევერდი კლაუდიო|კ. მონტევერდი]]ს „ორფევსი“ (1607). XVII ს. II ნახევარში საოპერო სკოლა ჩამოყალიბდა | ||
+ | [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[ლიული ჟან ბატისტ|ჟ. ბ. ლიული]]ს ოპერები „ალცესტე“, 1674, „არმიდა“, 1685), ინგლისში (ჰ. | ||
+ | პერსელის „დიდონა და ენეა“, 1689), [[გერმანია]]ში (ჰ. შიუცის „დაფნე“, 1626). | ||
− | + | XVII-XVIII სს. მიჯნაზე იტალიაში დაწინაურდა ქ. [[ნეაპოლის საოპერო სკოლა]] ა. სკარლატის მეთაურობით, რომელმაც შექმნა ოპერის ახალი ტიპი – ოპერა-სერია (ე.ი. სერიოზული ოპერა).ოპერა სერიასთან დაკავშირებულია გ. ჰენდელის შემოქმედება („რინალდო“, „იულიუს კეისარი“, „რადამისტი“ – ძვ. ქართულ (იბერიულ) სიუჟეტზე და სხვ). XVIII ს. შუა წლებში იტალიაში | |
+ | გავრცელდა ახალი ჟანრი – კომიკური ოპერა ([[ოპერა-ბუფა]]), რომლის საფუძველს თეატრალური კომედიები და ოპერა სერიის [[ინტერმედია|ინტერმედიები]] წარმოადგენდა, პირველი ნიმუშია [[პერგოლეზი ჯოვანი ბატისტა|ჯ. ბ. პერგოლეზის]] − „მოახლე ქალბატონი“ (1733). ჟანრის კლასიკოსები არიან: ჯ. პაიზიელო, დ. ჩიმაროზა („საიდუმლო ქორწინება“ 1792), [[როსინი ჯოაკინო|ჯ. როსინი]] („[[სევილიელი დალაქი (როსინი)|სევილიელი დალაქი]]“, 1816 – ოპერა ბუფას განვითარებისის მწვერვალი). კომედიური ჟანრი ვითარდებოდა XVIII ს-ში აგრეთვე ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში. ოპერის ისტორიაში აღსანიშნავია მისი რეფორმატორების [[გლიუკი ქრისტოფ ვილიბალდ|კ. გლიუკისა]] და [[მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს|ვ.ა. მოცარტის]] მოღვაწეობა. გლიუკმა შექმნა [[მუსიკალური დრამა|მუსიკალური დრამები]], რომლებშიც ოპერის ყველა კომპონენტი ორგანულ მთლიანობაშია მოყვანილი („ორფევსი და ევრიდიკე“, 1762; „ალცესტე,“ 1767 და სხვ.), მოცარტმა კი ოპერა-ბუფისა და [[ზინგშპილი]]ს საფუძველზე შექმნა ბრწყინვალე რეალისტური კომედიები („ფიგაროს ქორწინება“, 1786), დრამები („დონ ჯოვანი“, 1787), ფილოსოფიური ზღაპარი („ჯადოსნური ფლეიტა“, 1791). ე. წ. „ხსნის“ („გადარჩენის“) ოპერის ჟანრს მიეკუთვნება ლ. კერუბინის, ჟ. ლესიუერის ოპერები, [[ბეთჰოვენი ლუდვიგ ვან|ლ. ბეთჰოვენი]]ს „ფიდელიო“ (1805). | ||
+ | |||
+ | XIX საუკუნის I ნახევარში ეროვნულ საოპერო სკოლებში მკვიდრდება რომანტიზმი. 1821 გერმანიაში შეიქმნა პირველი ეროვნულ-რომანტიკული ოპერა. „თავისუფალი მსროლელი“ (კ.მ. [[ვებერი კარლ მარია ფონ|ვებერი]]). რომანტიკულია აგრეთვე [[ვაგნერი რიხარდ|რ. ვაგნერი]]ს ადრინდელი ოპერები („რიენცი“, 1840; „მფრინავი ჰოლანდიელი“, 1843), საფრანგეთში რომანტიული მიმდინარეობის გავლენით შეიქმნა ე.წ. [[დიდი ოპერა]] ([[მეიერბერი ჯაკომო|ჯ. მეიერბერი]] „რობერტ-ეშმაკი“, 1831; „ჰუგენოტები“, 1836). იტალიაში მოღვაწეობდნენ [[ბელინი ვინჩენცო|ვ. ბელინი]] („ნორმა“, 1831), [[დონიცეტი გაეტანო|გ. დონიცეტი]] („ლუჩია დი ლამერმური“, 1835), ჯ. ვერდი (შემოქმედების ადრინდელი პერიოდი – „ნაბუქოდონოსორი“, 1842; „ლომბარდიელები“, 1843). ამავე პერიოდში შეიქმნა რუსული კლასიკური ეროვნული ოპერის პირველი ნიმუშები: [[გლინკა მიხეილ|მ. გლინკას]] სახალხო-პატრიოტული ოპერა „სიცოცხლე მეფისათვის“ (1836), ზღაპრულ-ეპიკური — „რუსლან და ლიუდმილა“ (1842) და პირველი რუსული სოციალური ყოფითი დრამა [[დარგომიჟსკი ალექსანდრე|ა. დარგომიჟსკი]]ს „ალი“ (1856). 60-იანი წლებიდან რუსული მუსიკა გამდიდრდა „მძლავრი ჯგუფის“ კომპოზიტორთა ოპერებით: [[მუსორგსკი მოდესტ|მ. მუსორგსკის]] სახალხო მუსიკალური დრამები „ბორის გოდუნოვი“ (1874), „ხოვანშჩინა“ (1886); ნ. რიმსკი-კორსაკოვის ოპერა-ზღაპარი „თოვლია“ (1882), ოპერა-ბილინა „სადკო“ (1897), [[ოპერა-ლეგენდა]] „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ თებრონიაზე“ (1907), ოპერა-სატირა „ოქროს მამალი“ (1909), [[ბოროდინი ალექსანდრე|ბოროდინი]]ს ეპიკური ოპერა „თავადი იგორი“ (1890) და სხვ. მუსიკალური თეატრის უდიდესი მოვლენაა პ. ჩაიკოვსკის საოპერო შემოქმედება: ლირიკულ-ფსიქოლოგიური დრამები „ევგენი ონეგინი“ (1879), „პიკის ქალი“ (1890), მისტორიული – „ორლეანელი ქალწული“ (1881), „მაზეპა“ (1884). | ||
+ | |||
+ | იტალიური და მსოფლიო რეალისტური ხელოვნების მწვერვალია ჯ. ვერდის საოპერო შედევრები „რიგოლეტო“ (1851), „ტრავიატა“ (1853), „აიდა“ (1871), „ოტელო“ (1887), „ფალსტაფი“ (1893). ამავე პერიოდში საფრანგეთში განვითარდა [[ლირიკული ოპერა|ლირიკული ოპერის]] ჟანრი: [[გუნო შარლ|შ. გუნო]]ს „ფაუსტი“ (1859), [[დელიბი ლეო|ლ. დელიბის]] „ლაკმე“ (1883), [[მასნე ჟიულ ემილ ფრედერიკ|ჟ. მასნე]]ს „მანონი“ (1884). 1874 შეიქმნა ჟ. ბიზეს „კარმენი“ – საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევა. XIX ს. II ნახევარში გერმანული საოპერო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა [[ვაგნერი რიხარდ|რ. ვაგნერი]], რომელიც მუსიკისა და დრამის ერთიანობისაკენ ისწრაფოდა. ორკესტრის უდიდესი ოსტატი რ. ვაგნერი საოპერო ლაიტმოტივური სისტემის შემქმნელია. მისი რეფორმატორული ოპერებია: „ტრისტან და იზოლდა“ (1865), ტეტრალოგია „ნიბელუნგის ბეჭედი“ (1854-1874), „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ (1868), „პარსიფალი“ (1882) და სხვ. XIX ს. დასასრულს იტალიურ ოპერებში ჩამოყალიბდა მიმართულება − [[ვერიზმი]] ([[მასკანი პიეტრო|პ. მასკანი]]ს „სოფლის ღირსება“ 1890, [[ლეონკავალო რუჯერო|რ. ლეონკავალო]]ს „ჯამბაზები“, 1893; ჯ. პუჩინის ოპერები: „მანონ ლესკო“, 1893; „ბოჰემა“, 1896; „ტოსკა“, 1900; „ჩიო-ჩიო-სანი“, 1904). | ||
+ | |||
+ | XIX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა ეროვნული საოპერო სკოლები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: უნგრეთში (ფ. ერკელის „ლასლო ჰუნიადი“, 1849 და „ბანკ-ბანი“, 1852), პოლონეთში ([[მონიუშკო სტანისლავ|ს. მონიუშკო]]ს „ჰალკა“, 1848), [[ჩეხეთი|ჩეხეთში]] (ბ. სმეტანას „ბრანდენბურგელები ჩეხეთში“, 1866 და „გაყიდული საპატარძლო“, 1866). ამავე პერიოდში შეიქმნა პირველი ოპერები [[უკრაინა]]ში ([[ლისენკო ნიკოლო|ნ. ლისენკო]]ს „ნატალკა-პოლტავკა“, 1889), მოგვიანებით – [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]] (უ. ჰაჯიბეკოვის „ლეილი და მაჯნუნი“, 1908), [[სომხეთი|სომხეთში]] (ა. ტიგრანიანის „ანუში“, 1912). XIX ს. დასასრულს და XX ს. დასაწყისში ოპერის ჟანრში აისახა ყველა მიმართულება, რომელიც ამ პერიოდში აღმოცენდა ევროპულ მუსიკაში: [[იმპრესიონიზმი მუსიკაში|იმპრესიონიზმი]] ([[დებიუსი კლოდ|კ. დებიუსი]]ს „პელეასი და მელიზანდე“, 1902), [[ექსპრესიონიზმი მუსიკაში|ექსპრესიონიზმი]] რ. შტრაუსის „სალომე“, 1905 და „ელექტრა“, 1909 [[შონბერგი არნოლდ|ა. შონბერგი]]ს „მოლოდინი“, 1909 „ბედნიერი ხელი“, 1913, [[ბერგი ალბან|ა. ბერგი]]ს „ვოცეკი“, 1925, [[ჰინდემიტი პაულ|პ. ჰინდემითი]]ს „მხატვარი მატისი,“ 1938, „კარდილაკი“, 1926), ნეოკლასიციზმი ([[სტრავინსკი იგორ|ი. სტრავინსკი]]ს „[[ოიდიპოს მეფე (ოპერა-ორატორია)|ოიდიპოს მეფე]],“ 1927), აღსანიშნავია აგრეთვე [[ბარტოკი ბელა|ბ. ბარტოკის]] „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე“ (1918), რ. შტრაუსის „ვარდების კავალერი“ (1911), [[იანაჩეკი ლეოშ|ლ. იანაჩეკი]]ს „კატია კაბანოვა“ (1921), პირველი ამერიკული [[გერშვინი ჯორჯ|ო. - ჯ. გერშვინი]]ს „პორგი და ბესი“ (1935) და სხვ. 40-50-იან წლებში საოპერო ჟანრში მუშაობდნენ ფ. პულენკი, ლ. დალაპიკოლა, [[მენოტი ჯან კარლო|ჯ. მენოტი]], ბ. ბრიტენი და სხვ. მნ. ოპერები შექმნეს რუსმა კომპოზიტორებმა: ს. პროკოფიევმა [„მოთამაშე“, 1916, „ცეცხლოვანი ანგელოზი“ (1927), „ომი და მშვიდობა“ (1943), „სემიონ კოტკო“ (1940) და სხვ.], დ. შოსტაკოვიჩმა („მცენსკის მაზრის ლედი მაკბეთი“ 1934) და სხვ. | ||
+ | |||
+ | პირველი ქართული ოპერის [[ბალანჩივაძე მელიტონ|მ. ბალანჩივაძის]] „თამარ ცბიერის“ ფრაგმენტები შესრულდა 1897 პეტერბურგში (მთლიანად დაიდგა 1926 თბილისში), 1918 თბილისში დაიდგა [[გოგნიაშვილი რევაზ|რ. გოგნიაშვილი]]ს ოპერა „ქრისტინე“. ფუძემდებლური ქართული ოპერები შექმნა ზ. ფალიაშვილმა: „აბესალომ და ეთერი“ (1919) − XX ს. ერთ-ერთი საოპერო შედევრი, „დაისი“ (1923). მნიშვნელოვანი ოპერებია [[არაყიშვილი დიმიტრი|დ. არაყიშვილი]]ს „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1919) და ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (1919); ოპერები შექმნეს ი. ტუსკიამ, [[თაქთაქიშვილი შალვა|შ. თაქთაქიშვილმა]], [[კილაძე გრიგოლ|გ. კილაძე]]მ, [[ანდრიაშვილი აკაკი|ა. ანდრიაშვილმა]], [[გოკიელი ივანე|ვ. გოკიელმა,]] [[მაჭავარიანი ალექსი|ა. მაჭავარიანმა]], [[კერესელიძე არჩილ|ა. კერესელიძე]]მ, [[თორაძე დავით|დ. თორაძე]]მ და სხვ. გამოირჩევა [[მშველიძე შალვა|შ. მშველიძის]] „ამბავი ტარიელისა“ (1946), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), [[ბუკია ალექსანდრე|ა. ბუკია]]ს „დაუპატიჟებელი სტუმრები“ (1950), [[თაქთაქიშვილი ოთარ|ო. თაქთაქიშვილი]]ს „მინდია“ (1961), „სამი ნოველა“ (1967, მეორე რედაქციით. „სამი სიცოცხლე“), „მთვარის მოტაცება“ (1977); [[ლაღიძე რევაზ|რ. ლაღიძის]] „ლელა“ (1975), [[კვერნაძე ბიძინა|ბ. კვერნაძის]] „იყო მერვესა წელსა“ (1983), გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984) და სხვ. | ||
+ | |||
+ | ''ს. ჟორდანია'' | ||
− | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:მუსიკალური ჟანრები]] | [[კატეგორია:მუსიკალური ჟანრები]] | ||
+ | [[კატეგორია:მუსიკალურ-დრამატული ჟანრები]] |
მიმდინარე ცვლილება 14:17, 6 მაისი 2025 მდგომარეობით
ოპერა- (იტალ. opera – სიტყვასიტყვით – თხზულება. ლათ. შრომა, ნაწარმი, ნაწარმოები). მუსიკალურ დრამატული ხელოვნების ჟანრი. ოპერის ლიტერატურული საფუძველი (ლიბრეტო) ხორცშესხმულია მუსიკალური დრამატურგიის, პირველ რიგში, ვოკალური მუსიკის საშუალებით. ოპერა სინთეზური ჟანრია, იგი აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიის, მხატვრობის (დეკორაციები, კოსტიუმები), ქორეოგრაფიის (ბალეტი) ელემენტებს. საოპერო მუსიკის ფორმებია: ვოკალური ნომრები (არია, არიოზო, არიეტა, კავატინა, ბალადა, სიმღერა, მონოლოგი); სხვადასხვა ფუნქცია აქვს რეჩიტატივს. სცენურ დიალოგს ოპერაში შეესატყვისება ვოკალური ანსამბლები (დუეტი, ტერცეტი, კვარტეტი და ა.შ.), გუნდები; დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორკესტრს, როგორც ვოკალური პარტიების თანმხლებსა და შემვსებს. ოპერაში ვხვდებით წმინდა საკრავიერ ეპიზოდებსაც (უვერტიურებს, ანტრაქტებს).
დამოუკიდებელ ჟანრად ო. ჩამოყალიბდა XVI-XVII სს. მიჯნაზე იტალიაში ქ. ფლორენციაში. ი. პერიმ ო. რინუჩინის ლიბრეტოს მიხედვით შექმნა საოპერო ჟანრის პირველი ნიმუშები „დაფნე“ (1597) და „ევრიდიკე“ (1600). ამ პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო ოპერაა კ. მონტევერდის „ორფევსი“ (1607). XVII ს. II ნახევარში საოპერო სკოლა ჩამოყალიბდა საფრანგეთში (ჟ. ბ. ლიულის ოპერები „ალცესტე“, 1674, „არმიდა“, 1685), ინგლისში (ჰ. პერსელის „დიდონა და ენეა“, 1689), გერმანიაში (ჰ. შიუცის „დაფნე“, 1626).
XVII-XVIII სს. მიჯნაზე იტალიაში დაწინაურდა ქ. ნეაპოლის საოპერო სკოლა ა. სკარლატის მეთაურობით, რომელმაც შექმნა ოპერის ახალი ტიპი – ოპერა-სერია (ე.ი. სერიოზული ოპერა).ოპერა სერიასთან დაკავშირებულია გ. ჰენდელის შემოქმედება („რინალდო“, „იულიუს კეისარი“, „რადამისტი“ – ძვ. ქართულ (იბერიულ) სიუჟეტზე და სხვ). XVIII ს. შუა წლებში იტალიაში გავრცელდა ახალი ჟანრი – კომიკური ოპერა (ოპერა-ბუფა), რომლის საფუძველს თეატრალური კომედიები და ოპერა სერიის ინტერმედიები წარმოადგენდა, პირველი ნიმუშია ჯ. ბ. პერგოლეზის − „მოახლე ქალბატონი“ (1733). ჟანრის კლასიკოსები არიან: ჯ. პაიზიელო, დ. ჩიმაროზა („საიდუმლო ქორწინება“ 1792), ჯ. როსინი („სევილიელი დალაქი“, 1816 – ოპერა ბუფას განვითარებისის მწვერვალი). კომედიური ჟანრი ვითარდებოდა XVIII ს-ში აგრეთვე ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუსეთში. ოპერის ისტორიაში აღსანიშნავია მისი რეფორმატორების კ. გლიუკისა და ვ.ა. მოცარტის მოღვაწეობა. გლიუკმა შექმნა მუსიკალური დრამები, რომლებშიც ოპერის ყველა კომპონენტი ორგანულ მთლიანობაშია მოყვანილი („ორფევსი და ევრიდიკე“, 1762; „ალცესტე,“ 1767 და სხვ.), მოცარტმა კი ოპერა-ბუფისა და ზინგშპილის საფუძველზე შექმნა ბრწყინვალე რეალისტური კომედიები („ფიგაროს ქორწინება“, 1786), დრამები („დონ ჯოვანი“, 1787), ფილოსოფიური ზღაპარი („ჯადოსნური ფლეიტა“, 1791). ე. წ. „ხსნის“ („გადარჩენის“) ოპერის ჟანრს მიეკუთვნება ლ. კერუბინის, ჟ. ლესიუერის ოპერები, ლ. ბეთჰოვენის „ფიდელიო“ (1805).
XIX საუკუნის I ნახევარში ეროვნულ საოპერო სკოლებში მკვიდრდება რომანტიზმი. 1821 გერმანიაში შეიქმნა პირველი ეროვნულ-რომანტიკული ოპერა. „თავისუფალი მსროლელი“ (კ.მ. ვებერი). რომანტიკულია აგრეთვე რ. ვაგნერის ადრინდელი ოპერები („რიენცი“, 1840; „მფრინავი ჰოლანდიელი“, 1843), საფრანგეთში რომანტიული მიმდინარეობის გავლენით შეიქმნა ე.წ. დიდი ოპერა (ჯ. მეიერბერი „რობერტ-ეშმაკი“, 1831; „ჰუგენოტები“, 1836). იტალიაში მოღვაწეობდნენ ვ. ბელინი („ნორმა“, 1831), გ. დონიცეტი („ლუჩია დი ლამერმური“, 1835), ჯ. ვერდი (შემოქმედების ადრინდელი პერიოდი – „ნაბუქოდონოსორი“, 1842; „ლომბარდიელები“, 1843). ამავე პერიოდში შეიქმნა რუსული კლასიკური ეროვნული ოპერის პირველი ნიმუშები: მ. გლინკას სახალხო-პატრიოტული ოპერა „სიცოცხლე მეფისათვის“ (1836), ზღაპრულ-ეპიკური — „რუსლან და ლიუდმილა“ (1842) და პირველი რუსული სოციალური ყოფითი დრამა ა. დარგომიჟსკის „ალი“ (1856). 60-იანი წლებიდან რუსული მუსიკა გამდიდრდა „მძლავრი ჯგუფის“ კომპოზიტორთა ოპერებით: მ. მუსორგსკის სახალხო მუსიკალური დრამები „ბორის გოდუნოვი“ (1874), „ხოვანშჩინა“ (1886); ნ. რიმსკი-კორსაკოვის ოპერა-ზღაპარი „თოვლია“ (1882), ოპერა-ბილინა „სადკო“ (1897), ოპერა-ლეგენდა „თქმულება უხილავ ქალაქ კიტეჟსა და ქალწულ თებრონიაზე“ (1907), ოპერა-სატირა „ოქროს მამალი“ (1909), ბოროდინის ეპიკური ოპერა „თავადი იგორი“ (1890) და სხვ. მუსიკალური თეატრის უდიდესი მოვლენაა პ. ჩაიკოვსკის საოპერო შემოქმედება: ლირიკულ-ფსიქოლოგიური დრამები „ევგენი ონეგინი“ (1879), „პიკის ქალი“ (1890), მისტორიული – „ორლეანელი ქალწული“ (1881), „მაზეპა“ (1884).
იტალიური და მსოფლიო რეალისტური ხელოვნების მწვერვალია ჯ. ვერდის საოპერო შედევრები „რიგოლეტო“ (1851), „ტრავიატა“ (1853), „აიდა“ (1871), „ოტელო“ (1887), „ფალსტაფი“ (1893). ამავე პერიოდში საფრანგეთში განვითარდა ლირიკული ოპერის ჟანრი: შ. გუნოს „ფაუსტი“ (1859), ლ. დელიბის „ლაკმე“ (1883), ჟ. მასნეს „მანონი“ (1884). 1874 შეიქმნა ჟ. ბიზეს „კარმენი“ – საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი უმაღლესი მიღწევა. XIX ს. II ნახევარში გერმანული საოპერო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურაა რ. ვაგნერი, რომელიც მუსიკისა და დრამის ერთიანობისაკენ ისწრაფოდა. ორკესტრის უდიდესი ოსტატი რ. ვაგნერი საოპერო ლაიტმოტივური სისტემის შემქმნელია. მისი რეფორმატორული ოპერებია: „ტრისტან და იზოლდა“ (1865), ტეტრალოგია „ნიბელუნგის ბეჭედი“ (1854-1874), „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ (1868), „პარსიფალი“ (1882) და სხვ. XIX ს. დასასრულს იტალიურ ოპერებში ჩამოყალიბდა მიმართულება − ვერიზმი (პ. მასკანის „სოფლის ღირსება“ 1890, რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“, 1893; ჯ. პუჩინის ოპერები: „მანონ ლესკო“, 1893; „ბოჰემა“, 1896; „ტოსკა“, 1900; „ჩიო-ჩიო-სანი“, 1904).
XIX საუკუნის II ნახევარში ჩამოყალიბდა ეროვნული საოპერო სკოლები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში: უნგრეთში (ფ. ერკელის „ლასლო ჰუნიადი“, 1849 და „ბანკ-ბანი“, 1852), პოლონეთში (ს. მონიუშკოს „ჰალკა“, 1848), ჩეხეთში (ბ. სმეტანას „ბრანდენბურგელები ჩეხეთში“, 1866 და „გაყიდული საპატარძლო“, 1866). ამავე პერიოდში შეიქმნა პირველი ოპერები უკრაინაში (ნ. ლისენკოს „ნატალკა-პოლტავკა“, 1889), მოგვიანებით – აზერბაიჯანში (უ. ჰაჯიბეკოვის „ლეილი და მაჯნუნი“, 1908), სომხეთში (ა. ტიგრანიანის „ანუში“, 1912). XIX ს. დასასრულს და XX ს. დასაწყისში ოპერის ჟანრში აისახა ყველა მიმართულება, რომელიც ამ პერიოდში აღმოცენდა ევროპულ მუსიკაში: იმპრესიონიზმი (კ. დებიუსის „პელეასი და მელიზანდე“, 1902), ექსპრესიონიზმი რ. შტრაუსის „სალომე“, 1905 და „ელექტრა“, 1909 ა. შონბერგის „მოლოდინი“, 1909 „ბედნიერი ხელი“, 1913, ა. ბერგის „ვოცეკი“, 1925, პ. ჰინდემითის „მხატვარი მატისი,“ 1938, „კარდილაკი“, 1926), ნეოკლასიციზმი (ი. სტრავინსკის „ოიდიპოს მეფე,“ 1927), აღსანიშნავია აგრეთვე ბ. ბარტოკის „ლურჯწვერა ჰერცოგის სასახლე“ (1918), რ. შტრაუსის „ვარდების კავალერი“ (1911), ლ. იანაჩეკის „კატია კაბანოვა“ (1921), პირველი ამერიკული ო. - ჯ. გერშვინის „პორგი და ბესი“ (1935) და სხვ. 40-50-იან წლებში საოპერო ჟანრში მუშაობდნენ ფ. პულენკი, ლ. დალაპიკოლა, ჯ. მენოტი, ბ. ბრიტენი და სხვ. მნ. ოპერები შექმნეს რუსმა კომპოზიტორებმა: ს. პროკოფიევმა [„მოთამაშე“, 1916, „ცეცხლოვანი ანგელოზი“ (1927), „ომი და მშვიდობა“ (1943), „სემიონ კოტკო“ (1940) და სხვ.], დ. შოსტაკოვიჩმა („მცენსკის მაზრის ლედი მაკბეთი“ 1934) და სხვ.
პირველი ქართული ოპერის მ. ბალანჩივაძის „თამარ ცბიერის“ ფრაგმენტები შესრულდა 1897 პეტერბურგში (მთლიანად დაიდგა 1926 თბილისში), 1918 თბილისში დაიდგა რ. გოგნიაშვილის ოპერა „ქრისტინე“. ფუძემდებლური ქართული ოპერები შექმნა ზ. ფალიაშვილმა: „აბესალომ და ეთერი“ (1919) − XX ს. ერთ-ერთი საოპერო შედევრი, „დაისი“ (1923). მნიშვნელოვანი ოპერებია დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ (1919) და ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“ (1919); ოპერები შექმნეს ი. ტუსკიამ, შ. თაქთაქიშვილმა, გ. კილაძემ, ა. ანდრიაშვილმა, ვ. გოკიელმა, ა. მაჭავარიანმა, ა. კერესელიძემ, დ. თორაძემ და სხვ. გამოირჩევა შ. მშველიძის „ამბავი ტარიელისა“ (1946), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1961), ა. ბუკიას „დაუპატიჟებელი სტუმრები“ (1950), ო. თაქთაქიშვილის „მინდია“ (1961), „სამი ნოველა“ (1967, მეორე რედაქციით. „სამი სიცოცხლე“), „მთვარის მოტაცება“ (1977); რ. ლაღიძის „ლელა“ (1975), ბ. კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“ (1983), გ. ყანჩელის „და არს მუსიკა“ (1984) და სხვ.
ს. ჟორდანია