რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ქართული ხელნაწერები – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდები დაარსდა პეტერბურგში 1818-1930 წწ-ში არსებულ სააზიო მუზეუმის ბაზაზე. დღეს ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება აღმოსავლეთის, აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ძველი და შუა საუკუნეების ისტორიისა და წერილობითი ძეგლების კომპლექსურად შესწავლის საქმეში. სხვა აღმოსავლურ ხელნაწერებთან ერთად ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე აქ არის დაცული XI-XIX სს-ის 295 ქართული ხელნაწერი წიგნი. პირველი ქართული ხელნაწერი სააზიო მუზეუმს 1818 წელს გადასცა საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ.

ქართული ხელნაწერი და ძველნაბეჭდი წიგნებით მუზეუმის ფონდების ინტენსიური შევსება უკავშირდება ფრანგ კავკასოლოგ მარი ბროსეს პეტერბურგში მოღვაწეობასა და მის ურთიერთობებს ქართველ ბატონიშვილებთან. ამ საქმეში მას მხარში ამოუდგნენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები: დავით ჩუბინაშვილი, პლატონ იოსელიანი, ზაქარია ფალავანდიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი. ქართულ ხელნაწერთა ფონდში დაცულია თეიმურაზ ბატონიშვილის, პეტრე ქებაძის, პლატონ იოსელიანის, ნიკოლოზ ფალავანდიშვილის, ანდრეი შოგრენის, გიორგი ავალიშვილის კერძო კოლექციები. კოლექციის პირველი მოკლე კატალოგები შედგინეს დ. ჩუბინაშვილმა და ნ. მარმა (Марр 1920: 91-99). საერო ხელნაწერების სრული სამეცნიერო აპარატით აღჭურვილი აღწერილობა ეკუთვნის რ. ორბელს (Орбели 1956: 3-182), ხოლო სასულიერო ხელნაწერებისა – თ. ცერაძესა და ლ. ხოფერიას (ცერაძე 2016: 3-831).


სარჩევი

სასულიერო ხელნაწერები

A1(A3). ოთხთავი.

XIII-XIVსს. 197 ფ.; ეტრატი; 7x8 სმ.; ნუსხური; სათაურები ნუსხურითა და ზოგან მთავრულით; ყავისფერი მელანი; სათაურები წითლით; საზედაო ასოები წითლითა და ძირითადი ტექსტის მელნით; ვერცხლის ფირფიტებით შეჭედილი ტყავგადაკრული ყდა; გაფორმებულია მათე და იოანე მახარებლების მინიატიურებით; იწყება ევსებიოსის წერილით, ყოველ თავს უძღვის საკითხვების ნუსხა; ზანდუკში წარმოდგენილია აღვსებიდან დიდ შაბათამდე საცისკრო და მთელი წლის უძრავ საეკლესიო კალენდარზე გაწყობილი საკითხავები. სახარებას ერთვის გიორგი ათონელის ანდერძი. ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისაა (იმნაიშვილი 1979:259- 628; მელიქიშვილი 2012 (a):165-181).

E45 (E117;G111a,b). ოთხთავი.

XIII–XIV, XIV-XV სს. 330 ფ.; ეტრატი; 16,5x22,1 სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; მუქი ყავისფერი და მოშავო მელანი; საზედაო ასოები; სათაურები სინგურით; ტვიფრული შავი ტყავის ყდა; კონვოლუტი; I ნაწილი ოთხთავია; ყოველ სახარება უძღვის ზანდუკი; შემკულია მახარებელთა მინიატიურებით; გადამწერი: გიორგი ხოცისა შჳლი; გადაწერის ადგილი: ხანძთის წმ. გიორგის მონასტერი; მმოსველი: გიორგი ჯინჭარაძე; თარიღდება XIII–XIV სს-ით (ინგოროყვა 1954: 351). II ნაწილი წარმოადგენს „საწელიწდო სახარებების განგებას“ წარდგომიდან დიდ შაბათამდე, მთელი ლიტურგიკული წლის უძრავი დღესასწაულებისა და ეკლესიის სათბურებისა. გადამწერები: ორი ანონიმი. პალეოგრაფიული ნიშნებით თარიღდება XIV-XV სს-ით. ამ ორი სხვადასხვა წიგნის გაერთიანების დრო და ადგილი უცნობია. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქცისაა. ხელნაწერის პირველ ნაწილს ერთვის არაერთი მინაწერი (მენაბდე 1962: 401-405; შათირიშვილი 2010: 401-407).

H33 (H2). ოთხთავი.

XIV-XV სს. 155 ფ.; ქაღალდი; 19,6x29 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურითა და ტექსტის მელნით. ტექსტს აქვს ბოლოსამკაულები და პრიმიტიული ორნამენტები. ტყავგადაკრული ხის ყდა; ყოველ სახარებას უძღვის თავების ზანდუკი; ტექსტს ერთვის ვნების კვირის საცისკრო საკითხავები და აღდგომის კვირის განგება; ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა; აქვს სხვადასხვა დროსა და ეპოქაში შესრულებული მინაწერები.

B1 (B4; G11 6d). ფსალმუნი.

XIII-XIV, XV-XVIII სს. 202 ფ.; ეტრატი; 11,5x12,5 სმ; ხის ყდა მუქი ტვიფრული ტყავით; ნუსხური; საზედაო ასოები ზოგან მთავრულით; ოთხი ხელი; შავი მელანი; საზედაო ასოები სინგურით, ოქრომელნითა და ცისფრით; ხელნაწერი შემკულია თავსამკაულითა და დეკორირებული ასოებით; შედგება გიორგი ათონელის რედაქციის ფსალმუნისა (შანიძე (b)1960: 414-423; ჭელიძე 2006: 243-248) და ბიბლიური გალობებისგან. გალობების ტექსტები გამოქვეყნებულია (1960(b): 411-445; ჭელიძე 2006: 241-261). ამას გარდა, ხელნაწერი მოიცავს ზედწარწერილთა ეფრემ მცირისეულ თარგმანებებს (შანიძე 1971(a):82; მელიქიშვილი 2012: 146-159).

K4 (K12;G117). სამოციქულო.

XIII ს. 277 ფ.; ეტრატი; 19,5x28 სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; სათაურები და ზოგიერთი საზედაო ასო წითელი მელნით; ყავისფერი ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა; კრებული შეიცავს მოციქულთა საქმის, კათოლიკე ეპისტოლეების, პავლეს ეპისტოლის ეფრემ მცირისეულ რედაქციას; ეპისტოლეებს უძღვის ევთალეს სტიქომეტრიის ნაწილები: „უწყებანი“ და „თავნი“ (დანელია 1977: 78; კეკელიძე 1980:415; მელიქიშვილი 2012(a): 187-190). ხელნაწერის ნაწილობრივი აღწერილობა, ზოგიერთი ანდერძ-მინაწერი, ასევე კომენტარები გამოქვეყნებულია „პავლეს ეპისტოლეთა“ აკადემიურ გამოცემაში (ძოწენიძე 1974: 3-37). მოკლე ცნობები ხელნაწერზე მოყვანილი აქვს ი. აბულაძეს (აბულაძე 1950: 031).

H22 (H6 G39). ქართველ წმინდანთა ცხოვრება-წამებები.

XII-XIII სს. 99 ფ.; ქაღალდი; 23,5x33,5 სმ.; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მუყაოს წითელკოლენკორგადაკრული ოქროტვიფრული ყდა; კრებული შეიცავს: იოანე ზედაზნელის, დავით გარეჯელის, შიო მღვიმელის, წმ. ნინოს, ილარიონ ქართველის „ცხოვრებებსა“ და დავით და კონსტანტინეს მარტვილობას. ტექსტები მეტაფრასული რედაქციისაა.

M42 (M57; G 38a). აგიოგრაფიული კრებული.

XIII-XIV სს.151 ფ.; ქაღალდი; 24,2 33,6 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები წითლით; კონვოლუტი; შეიცავს სექტემბერ-თებერვლის კალე- ნდარზე გაწყობილ კიმენური და მეტაფრასული რედაქციების 15 საკითხავს (კეკელიძე 1957: 66 67;120;132;136;139;160;170;175;178; 179;182;201;210; გაბიძაშვილი 2004: 128; 136; 138; 139; 191; 215; 231; 239; 277;284; 313; 340; 368; 372).

C12 (C16;G56). აგიოგრაფიული კრებული.

187 ფ.; ქაღალდი; 10,5x16 სმ.; მხედრული; საზედაო ასოები მთავრულით, ზოგჯერ-მხედრულით; შავი მელანი; სათაური მთავრულით ან მხედრულით, წითლით; კონვოლუტი; სამი გადამწერი; შეიცავს 15 საკითხავს.

E38 (E101;G160). „იოანე მოწყალის ცხოვრება“.

XIX ს. 40 ფ.; ქაღალდი; 10x16,5 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; სავარაუდო გადამწერი: თეიმურაზ ბატონიშვილი. არსებობს ტექსტის რვა სხვადასხვა რედაქცია; აღნიშნული თხრობა სხვაობს ყველასგან; თარგმნილია ბერძნულიდან 1813 წელს არქიმანდრიტ დანიელის მიერ (კეკელიძე 1957: 93-94; ახობაძე 2003: 28-37; გაბიძაშვილი 2004: 236-237; ცერაძე 2009: 540-581).

P6 (P5; G40). აგიოგრაფიული კრებული.

XIX ს. 20 ფ.; ქაღალდი; 27,2x41 სმ.; შავი მელანი; სათაურები; საზედაო ასოები და ანდერძები წითლით. წითელკოლენკორგადაკრული მუყაოს ყდა ცისფერი ყუით; ხელნაწერი ორი ერთად აკინძული ნაწილისაგან შედგება; სავარაუდო გადამწერია თეიმურაზ ბატონიშვილი. კრებულში შესულია: 1.„მოქცევა მირიან მეფისა“- ქართლის მოქცევის ეს ტექსტი შედგენილია ლეონტი მროველის ქართლის მოქცევის“, „მეფეთა ცხოვრებისა“ და „წმ. ნინოს ცხოვრების“ ცალკეული მონაკვეთების კომპილაციით; 2. „ანტონ მარტყოფელის ცხოვრება“, რომელიც არ მიჰყვება ამავე თხზულების ცნობილ ორ რედაქციას. ტექსტებს ერთვის თეიმურაზ ბატონიშვილის ორი სავედრებელი მინაწერი (ყაუხჩიშვილი 1942: 72-130; კეკელიძე 1945: 269-280 ილი 1945: 103-111; ძეგლები1968: 218-225; 1989: 236-237; კეკელიძე 1980: 239-241;158; 533-534).

M49 (M33). აგიოგრაფიული კრებული.

XIX ს. 1840 წ. 200 ფ.; ქაღალდი; 20,5x32 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; ტექსტი რამდენიმე ხელნაწერიდან გადაუწერიათ; ერთ-ერთია ხეც S-3637. შეიცავს „წამებებისა“ და „ცხოვრებების“ ტექსტებს, ასევე შესხმასა და სვეტიცხოვლის საკითხავს, რომელიც 1 ოქტომბერს იკითხება; ხელნაწერში შესულია ლარგვისის აქიმანდრიტ პაფნოტის „წამების“ განსხვავებული და ახალმიკვლეული რედაქცია, ერთვის პ. იოსელიანის შენიშვნები.

M52 (M44). კათალიკოსი ანტონ I. მარტირიკა.

1840 წ. 232 ფ.; ქაღალდი; 20,5x33 სმ.; მხედრული; ადგილ-ადგილ მთავრული; შავქაღალდგადაკრული მუყაოს ყდა; გადამწერები: სვიმონ ტაბიძე და გიორგი მაისურაძე. „მარტირიკა“ შეიცავს 20 ტექსტს, რომელთაგან 17 ქართველ წმინდანთა მარტვილობაა, 3 – სომეხი წმინდანებისა. თითოეულ ტექსტს აქვს წამძღვარებული შესაბამისი წმინდანის იამბიკო. „მარტირიკას“ უძღვის გაიოზ არქედიაკვნისა და მეფის მოძღვარ იოანეს ძმისწულის 22-ტაეპიანი გალექსილი წინასიტყვაობა. ხელნაწერს ბოლო ორ საკითხავად აქვს წარმოდგენილი უსათაურო ტექსტები: სავარაუდოდ, „იოანე ზედაზნელის ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციისა და ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის „ძეგლი ერისთავთას“ ფრაგმენტები; ძეგლისწერის ორიგინალი ინახება პეტერბურგში, მარი ბროსეს კოლექციაში (H47). ხელნაწერს ერთვის მარი ბროსესა და საბინინის მინაწერები; მარტირიკა და ცალკეული თხზულებები გამოცემულია (ჩუბინაშვილი 1846: 301-344, საბინინი 1882: 303-312, 351-362, 531-554, 542-579, 584, 621-629. ქავთარია (a) 1977: 3-243; ქავთარია (b) 1977: 5-289; ძეგლები 1980: 9-419, Орбели 1970: 27-28).

M21 (M56, G38). აგიოგრაფიული კრებული.

1842 წ. 418 ფ.; ქაღალდი; 21x33 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; მწვანე ქაღალდგადაკრული მუყაოს ყდა. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი (415r). კრებული შეიცავს 39 თხზულებას: ქართველ და არაქართველ წმინდანთა „ცხორებების“, „წამებების“, შესხმათა და „სწავლათა“ ტექსტებს. ხელნაწერის ანდერძის თანახმად, კრებულის დედანია ხეც H-2077. M21-ში, დედნისგან განსხვავებით, შეტანილია მხოლოდ შიოსა და აბოს საგალობელი, რომლებიც წინ უძღვის მისი „წამების“ ტექსტს. კრებულში შესული თხზულებების უმეტესობა გამოკვლეულია, ტექსტები-გამოცემული (საბინინი 1882: 193-208; კეკელიძე: 1950: 19-50; აბულაძე 1955: IX-XVIII,XXV-XXVI; ძეგლები 1968: 284-300; ძეგლები 1971:83-107; კეკელიძე 1980: 157-163, 534-536; თარხნიშვილი 1994: 52-53; გოილაძე 2002:3-150; გაბიძაშვილი 2004: 62-67; მერკვილაძე, 2006: 75-76).

E208 (E109). იესო ქრისტეს განჩინება.

XVIII ს. 2 ფ.; ქაღალდი; 23,5x37,5 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები წითლით; ხელნაწერის სათაური აღდგენილია ხეც A-1093: 4-ის მიხედვით. ტექსტი დასტურდება ასევე ამავე კოლექციის C23-ში.

P12 (P13ж). ავგაროზი.

XVI-XVII სს. ეტრატი; გრაგნილი; სხვადასხვა სიგრძის 5 კეფი, დახვეულია ხის ჯოხზე; 241,5 სმ.; ნუსხური; ნაწერია ორივე მხარე ყავისფერი და შავი მელნით; II კეფის r-ზე მიხატულია წვერებიანი მამაკაცის ფიგურა; შეიცავს საკითხავებს სახარებიდან, „ავგაროზის ეპისტოლეს“, სამკურნალო ლოცვას. ამგვარი შედგენილობის ხელნაწერებს გვიანდელ ტრადიციაში ეწოდებოდა ავგაროზები. (ჩხიკვაძე 2007: 146-151).

A3 (A2). ავგაროზი.

XVII-XVIII სს. 128 ფ.; ჩამუქებული ეტრატი; 8x7,5 სმ.; ნუსხური; ტყავგადაკრული ხის ყდა; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; გადამწერი: ისაკ თოთოძე; შეიცავს საკითხავებს სახარებიდან, „ავგაროზის ეპისტოლეს“, ასევე სხვადასხვა სამკურნალო ლოცვას (ჩხიკვაძე 2007: 146-151).

P11 (P13д). ავგაროზი.

XVIII ს. გრაგნილი; 8 კეფი; ქაღალდი; სიგრძე: 365 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მფლობელი: იოსებ ხმალაძე. შეიცავს საკითხავს სახარებიდან, სხვადასხვა ლოცვას და „ავგაროზის ეპიტოლეს“ (ჩხიკვაძე 2007: 147-151).

P14. ავგაროზი.

XIX ს. გრაგნილი; 9 კეფი; ქაღალდი; 393 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; გაფორმებულია 9 გრავიურით, რომლებსაც ახლავს განმარტებითი წარწერები; თავბოლონაკლული; გრაგნილი შეიცავს სხვადასხვა ლოცვას, მასში არ დასტურდება „ავგაროზის ეპისტოლის“ ტექსტი; სახელწოდება „ავგაროზი“ უკავშირდება ფუნქციას. იგი დამცავი ტექსტი, ანუ თილისმაა (ჩხიკვაძე 2007:147-151).

E41 (E94). იოანე სინელი. სათნოებათა კიბე.

XI; XVIII-XIX სს. 301 ფ.; ქაღალდი – 24 ფ.; 14,7x21,5 სმ.; ეტრატი – 274 ფ.; 14,7x21,7 სმ.; ნუსხური; სათაურები და საზედაო ასოები წითლით, მთავრულით ან ნუსხურით; შემორჩენილია ყდის ზედა და ქვედა ფრთების ორი ხის ნაჭერი. შედგება ორი ნაწილისაგან: ხელნაწერში არის 30-საფეხურიანი სათნოებათა კიბის გამოსახულება. ხელნაწერის II ნაწილის ანდერძებში მოიხსენებიან გიორგი და იოვანე აზნაური. ტექსტი წარმოადგენს ეფვთვიმე ათონელის თარგმანს, რომელიც გამოქვეყნებულია (კალენდარი 1986: 212-463; ბეზარაშვილი 1989: 129-154).

P3 გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი. კრებული.

1040 წ. 428 ფ.; ეტრატი; 38,3x25,5 სმ.; ნუსხური; სათაურები და დასაწყისები მთავრულით; ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა; გადამწერები და მომგებლები: დეკანოზები გაბრიელი და იოვანე ივანეწმიდელ-საფარელი, რომლებსაც ხელნაწერი შეუწირავთ ჯვრის მონასტრისათვის. 1820 წელს ხელნაწერი ჯვრის მონასტრიდან წამოუღია გიორგი ავალიშვილს. კრებული შეიცავს 33 საკითხავს. ხელნაწერი აღწერილია ალ. ცაგარლის, მ. ბროსეს, ე. მეტრეველის მიერ (Цагарели 1894: 43; აღწერილობა 1988: 75. შენიშვ.3). კრებულის შესახებ იხ. (ზვიადაძე 2011; მელიქიშვილი 2012 (b): 333).

C2 (C9; G147). გაბრიელ მცირე. სუფევა.

1798 წ.; 134 ფ.; ქაღალდი; 10x16 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; საზედაო ასოები წითლით. ყავისფერი ტყავგადაკრული სქელი მუყაოს ყდა; ორი გადამწერი; კრებული შეიცავს 4 საკითხავს; ზანდუკი მოჰყვება ტექსტს (კეკელიძე 1957: 20; კეკელიძე 1980: 398-403; ქაჯაია 1992: 146-147; მელიქიშვილი 2012(b): 514-523).

C30 (C18).გაბრიელ მცირე. სულის გვირგვინი.

1800 წ. 183 ფ.; ქაღალდი; 10, 5x16,8 სმ.; ყავისფერტყავგდაკრული მუყაოს ყდა; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით. გადამწერი: ხუცი სჳმონი. „გვირგვინი“ შეიცავს 5 თავს, ყოველ თავში 20 თხრობაა. ისინი ძირითადად შეკრებილია ძველ ქართულ ტრადიციაში არსებული მეუდაბნოეთა თხრობებისგან. ამ 5 თავს მოჰყვება ,,ბეჭედი“ და დასასრულს ერთვის ზანდუკი. „გვირგვინი“ გამოცემულია.

C18 (C29; G145). სამასეული.

XVIII ს-ის ბოლო. 69 ფ.; ქაღალდი; 10,5x16,8 სმ.; ყავისფერი ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითელი მელნით; ხელნაწერს აქვს პრიმიტიული თავსამკაული; კრებული შეიცავს გრიგოლ ღვთისმეტყველის, ბასილი დიდის, მაქსიმე აღმსარებლის სწავლებებს; თითო ავტორის 100 სწავლებას; ექვთიმე ათონელის თარგმანი. (კეკელიძე 1957: 32;18,70; მელიქიშვილი 2012(b): 515-521; 524-525).

E37 (101; G160). კრებული.

XVIII-XIX სს. 14 ფ.; ქაღალდი; 17x21 სმ.; 16x20 სმ.; მხედრული; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; მუქი ყავისფერი მელანი.; კრებულში შედის: „ელისაბედ ღირსი საკვირველმოქმედის წამება“, მაკარი მეგვიპტელის „სწავლათაგან“ გამოკრებილი ფრაგმენტები, მოკლე ცნობები IX-XII საუკუნეებში მოღვაწე 23 მთარგმნელის შესახებ. ფსევდომაკარი მეგვიპტელის თხზულებათა ქართული ვერსია გამოცემულია (კეკელიძე 1957: 95; კეკელიძე 1980: 204, 545; ნინუა 1982: 05-192).

M38 (M50; G142). ფსევდოარეოპაგელი. თხზულებები.

XIX ს. 188 ფ.; ქაღალდი; 20,5x33 სმ.; მხედრული; ყავისფერი და შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; ყავისფერი ტყავგადაკრული მუყაოს ტვიფრული ყდა; ხელნაწერი შეიცავს არეოპაგიტულ კორპუსის ეფრემ მცირისეულ თარგმანს; წამძღვარებული აქვს ეფრემ მცირის „წინაბჭე“; ფსევდოდიონოსეს ყველა თხზულებას უძღვის ზანდუკი და იამბიკო; თხზულებებს ახლავს კომენტარები და „შეისწავენი“. თხზულებას „საღმრთოთა სახელთათვის“ მოსდევს ეფრემ მცირის ანდერძი. ხელნაწერი შესწავლილია და გათვალისწინებულია თხზულების გამოცემაში (ბერაძე: 1943; ყაუხჩიშვილი 1946; კეკელიძე 1955: 232-233; კეკელიძე, 1957: 39-40; ენუქაშვილი 1961: 016-017; ბრეგაძე 1971:444; ლოლაშვილი 1973: 22-41;კეკელიძე 1980:260; ბეზარაშვილი 1995: 327-338).

С4 (G174,а; С12). პროკლე დიადოხოსი. კავშირნი ღვთისმეტყუჱლებითნი.

1757 წ. 375 ფ.; 16x10,2 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; ნუსხური; ტვიფრულტყავგადაკრულიხის ყდა; გადამწერი: თბილისის სიონის მგალობელი ისაკი; ხელნაწერი ეკუთვნოდა დავით და თეიმურაზ ბაგრატიონებს. ნუსხის ტექსტი სხვაობს შალვა ნუცუბიძისა და სვიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემისაგან (იოანე პეტრიწის შრომები 1937-1939). ხელნაწერი მოხსენიებულია (Вгоssеt 1837 (b): 157).

E85 (E156h). ბაგრატ ბაგრატიონი.

მოთხრობა ახლანდელთა ღირსთა. 1824 წ. 8 ფ.; ქაღალდი; 18x28 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები, საზედაო ასოები და არაბული ციფრები წითლით; ავტოგრაფი. შედის: აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსებისა და ეპისკოპოსების, დავით გარეჯის უდაბნოს 11 წინამძღვრის, კახეთში მოღვაწე 3 მღვდლის, იმერეთში მოღვაწე 8 მღვდლისა და ბერის ნუსხები.


M41(M55; G157). დოგმატიკონი.

1825 წ. 376 ფ.; ქაღალდი; 33,4 x21,9 სმ.; მხედრული; შავი მელანი; საზედაო ასოები და სათაურები ასომთავრულით; მუყაოს წითელტყავგადაკრული ოქროტვიფრული ყდა; მთარგმნელი: არსენ იყალთოელი; გადამწერი: ფილადელფოს ბერი; დამკვეთი: დავით გარეჯას მრავალმთის მონასტრის წინამძღვარი ილარიონ ვაჩნაძე. შეიცავს 18 დოგმატიკურ-პოლემიკურ თხზულებას, რომლებიც ეძღვნება არიანობის, მონოფიზიტობის, ნესტორიანობას, ასევე მაჰმადიანური და იუდეური რელიგიების ირგვლივ არსებულ პოლემიკას. კრებული სხვაობს „დოგმატიკონის“ სხვა ხელნაწერებისგან. პეტერბურგული ნუსხა გამოყენებული არ არის „დოგმატიკონის“ არც ერთ გამოცემაში.

E24 (E25; G125). ეფთვიმე ათონელი. წინამძღვარი.

XIX ს.105 ფ.; ქაღალდი; 16,5x20,3 სმ.; შავი მელანი; სათაურები, ცალკეული სიტყვები წითლით; მუყაოს ყდა; ნაკლული. ტექსტს ახლავს მარგინალური ნიშნები; შედგება 22 თავისაგან (თხზულება გამოცემულია (ჩიკვატია 2007).

M13 (M45; G157). იოანე ოქროპირი. იოანეს სახარების თარგმანება (განმარტება).

1038 წ. XIII-XIV სს. 489 ფ.; ეტრატი; 25x33,3 სმ.; ნუსხური; ყავისფერი და შავი მელანი; საზედაო ასოები ძირითადად ასომთავრულით და წითლით; შემკულია ორნამენტირებული საზედაო ასოებით, ფრინველის მსგავსი ორნამენტით. ხელნაწერი შევსებულია XIII-XIV სს-ში, გამოყენებულია პალიმფსესტური ფურცლები. გადამწერები: I ნაწილის მიქაელ ჩიხუარელი, II ნაწილის-ნიკოლოზ მწერალი და დანიელი. მთარგმნელი: ეფთვიმე ათონელი; დამკვეთი: გიორგი-პროხორე; I ნაწილის გადაწერის ადგილი: პალესტინა, საბა განწმენდილის ლავრა. გადაიწერა ჯვრის მონასტრისათვის. პალიმფსესტური ფურცლები შესწავლილია (ესბროკი 1978: 81-87); ხელნაწერი არაერთგზის არის აღწერილი (Цагарели 1888: 186-188). ხელნაწერი გათვალისწინებულია გამოცემებში (განმარტება 1993; თარგმანება 2018).

H18 (H17; G197). ეფრემ მცირე. ფსალმუნთა თარგმანება (განმარტება).

XI-XII სს. 392 ფ.; 22,8x33,8 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; საზედაო ასოები წითლით; ხელნაწერის შემკულობას წარმოადგენს ადგილ-ადგილ ორნამენტირებული საზედაო ასოები. ხელნაწერი XVI ს-ში განაახლა ბეენა ჩოლოყაშვილმა, XVII ს-ში - ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა. გადაწერის ადგილი: ჟალიის მონასტერი; თარგმანების ტექსტისა და მისი შედგენილობის შესახებ (შანიძე 1968: 77-100; შანიძე 1971(a):71; შანიძე 1979: 209-213). ხელნაწერის შესახებ (Цагарели 1888: 188-191).

C3 (C4;G181). კანონიკური კრებული.

1764 წ. ფ. 76; 10x15 სმ., ქაღალდი; მხედრული; საზედაო ასოები მთავრულით; ყავისფერი მელანი, სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მუყაოს ყდა; გადამწერი: დავით დიაკვანი. შემდგენელი: მაკრინე მონაზონი. კრებულში შეტანილია საკითხა- ვები „მცირე სჯულისკანონიდან“. ტექსტი გამოცემულია (გიუნაშვილი 1972: 3-14).

С1 (G103,а; C38). სჯულისკანონი.

1350 წ. (?), XIX ს-ის 30-იანი წლები. 283 ფ.; ეტრატის 179 ფ.; 16.6x11.8 სმ.; ქაღალდის 104 ფ.; 16.9x12.3 სმ.; ორივე ნაწილში შავი მელანი; ნუსხური; მხედრული; მუყაოს ტყავგადაკრული ოქროტვიფრული ყდა. ყუაზე წარწერილია ხელნაწერის რაობა. გადამწერები: უცნობი და თეიმურაზ ბატონიშვილი. კრებული შეიცავს საკითხავებს: 1. „მცირე რჯულისკანონი“; 2. „იოანე მმარხველი. კანონნი შეცჳდებულთანი, აღწერილნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანეს მიერ კონსტანტინეპოვლელ მთავარეპისკოპოსისა, რომელსა მმარხველ ეწოდებოდა“; 3. „იოანნე მმარხველი. კანონნი შეცოდებულთანი, განწესებულნი ნეტარისა მამისა ჩუენისა იოანე მმარხველისა მიერ კონსტანტინეპოვლელ პატრიარქისა“; 4. „ვასილი დიდი. კანონნი დღითი დღეთა ცოდვათანი, ვითარცა წმიდამან ვასილი განაწესნა“; 5. „ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელ აღწერეს წმიდათა მამათა, კონსტანტინეპოვლეს შეკრებილთა წმიდათა ხატთა თაყვანისცემისათჳს“... ამ საკითხავებს წინასიტყვაობად წამძღვარებული აქვს თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ მოკლედ გადმოცემული გიორგი ათონელისეული ეფთვიმე ათონელის ცხოვრება. ხელნაწერი გამოკვლეულია (Brosset 1837(b):741; Павлов 1875:29-42). მანუსკრიპტს იხსენიებენ ბარონი როზენკამპფი, ხახანოვი (Розенкампф 1839:509; Хаханов, 1897:67). როზენკამფის ნაშრომის ხელნაწერი რუსულ ენაზე დაცულია აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში (იხ. Е1 (G 104; Е 112). ხელნაწერი გათვალისწინებულია „მცირე სჯულისკანონის“ ტექსტის გამოცემაში (გიუნაშვილი 1972:13-14).

E108(E134k). მარხვათა შესახებ.

1838 წ. 16 ფ.; ქაღალდი; 20,5x16,2 სმ.; მხედრული; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე.

K12 (k17). სვინაქსარი.

XI–XII სს. 180 ფ.; 20,5x29 სმ.; ეტრატი; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები, საზედაო ასოები მთავრულით და სინგურით, რომლებიც დაფერილია ოქროთი. შემკული პრიმიტიული ბოლოსამკაულებითა და ორნამენტით; ყავისფერი ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა. გიორგი ათონელის რედაქციისა (Кекелидзе 1908: 484-506; დოლაქიძე 2017: 04-046)

C25 (C20). ლიტურგიკული კრებული.

XIII-XIV სს. 317 ფ.; 12x15 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები მთავრულითა და წითლით; ხის ყდა ტვიფრული, ყავისფერტყავგადაკრული. ხელნაწერში მოთავსებულია წითელი მელნით შესრულებული პასქალური ტაბულები.

C27 (C5). იოანე ოქროპირი. ჟამისწირვა.

XV- XVI სს. 61 ფ.; 10,5x15,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; საზედაო ასოები ნუსხურითა და მთავრულით, წითლით; შავი ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა. გადამწერი: ლავრენტი; დამკვეთი: აბრაჰამი (Tarchnishvili 1950).

M11 (M3; G121). ახალი აღთქმის საკითხავები.

1571 წ. 308 ფ.; 19,5x28,2 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები; საზედაო ასოები წითლით. წითელტყავგადაკრული ხის ოქროტვიფრული ყდა. გიორგი ათონელის რედაქცია.

A5 (A6). ჟამნი.

XVI-XVII; XVIII სს. 143 ფ.; 7,5x10,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; მუქი ყავისფერი და შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მუქი ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა. ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს, შედგება 2 ნაწილისაგან. მეორე ნაწილის გადამწერი: ბასილი.

A2 (A1). ღვთისმშობლის დაუჯდომელი.

XVII- XVIII სს. 114 ფ.; 5x6,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; ყავისფერი ტყავის ყდა.

A4 (A5). ჟამნი.

XVII-XVIII სს. 197 ფ.; ქაღალდი; 7x10 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; მუქი ყავისფერი და შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით და წითლით; ყავისფერი ტყავის ყდა. ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს, შედგება ორი ნაწილისაგან.

B6 (H135). ახალი აღთქმის საკითხავების საძიებელი.

XVIIIს. 4 ფ.; ქაღალდი; 6,5x9,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; გადამწერი: სვიმონი.

C43 (H1310). კურთხევა სარეკელისა.

XVIII-XIX სს. 1ფ.; 16,5x21 სმ.; მხედრული; საზედაო ასოები მთავრულით; ყავისფერი მელანი.

E122 (E134n). ვედრება ღვთისმშობლისადმი.

XVIII-XIX სს. 7 ფ.; 9x15,9 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი.

C22 (C47; G161). აღსარება სომხური ეკლესიისა და სომხური ლიტურგიის წესი.

XIX ს. 111 ფ.; 18,5x12 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; საზედაო ასოები წითლით; წითელი ტყავგადაკრული ოქროტვიფრული ყდა. მთარგმნელი: იოანე ბაზლიძე.

E96 (E156a). „კურთხევანის“ წინასიტყვაობა.

XVIII-XIX სს.4 ფ.; 17,5x22,5 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ტექსტი წარმოადგენს 1713 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „კურთხევანის“ ნაწილებს, რომლის ტექსტიც მოამზადა ეპისკოპოსმა კჳპრიანე სამთავნელმა.

E55 (E36). მაჰმადიანობის უარყოფა 82-ე ფსალმუნის მიხედვით.

1842 წ. 42 ფ.; ქაღალდი; 14,6x20,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ყდა. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე, გადაწერის ადგილი: პეტერბურგი

B3 (B1). კრებული.

XVII ს. 11 ფ.; ქაღალდი; 7,5x11 სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; შავი და ყავისფერი მელანი; სათაურები წითელი, ყვითელი, ცისფერი მელნით; ორი ხელი; ტექსტი შემკულია თავსამკაულითა და ორნამენტირებული საზედაო ასოთი. კრებული შეიცავს სხვადასხვა ხასიათის 15 საკითხავს ან ფრაგმენტს.

C24 (C13). კრებული.

XVII ს. 103 ფ.; ეტრატი; 10x12,5 სმ.; ნუსხური; საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; ორი ხელი; ერთ-ერთი გადამწერი: იოანე ცოფაიშვილი. ზოგიერთი ფურცელი პალიმფსესტურია. კრებული შეიცავს აპოკრიფული, აგიოგრაფიული, ასტონომიულ-ასტროლოგიური, კანონიკური ხასიათის 18 თხზულებას.

C9 (C10; G152). კრებული.

XVIII-XIX სს. 96 ფ.; ქაღალდი; 10,5x16 სმ.; მხედრული; მუქი ყავისფერი მელანი; ორი ნაწილი; I ნაწილში სათაურები წითლით; ორი ხელი; კრებული შეიცავს ფილოსოფიური, ჰიმნოგრაფიული, ლიტურგიკული, ჰომილეტიკური, ასტროლოგიური, ხასიათის თხზულებებსა და ნაწყვეტებს. ხელნაწერი შეიცავს იოანე სინელის „კლემაქსის“ იამბურ ქართულ ვერსიას. ხელნაწერში დაცული ტექსტი გამოყენებულია (ბეზარაშვილი 1989:142-150). კრებულში შეტანილია ფილოსოფიურ ტერმინთა მცირე ლექსიკონი, რომლის შემდგენლიც, სავარაუდოდ, უნდა იყოს თეიმურაზ ბაგრატიონი (Орбели 1956: 296-398).

E27 (E64; G80). კრებული.

XVIII-XIX სს. 218 ფ.; სხვადასხვა ზომისა და ხარისხის ქაღალდი; მხედრული; შავი და ყავისფერი მელანი; ზოგ ტექსტში საზედაო ასოები წითლით; ხელნაწერში თავმოყრილია 12 ნაწილად გაერთიანებული 44 სხვადასხვა ტექსტის ფრაგმენტი და შეკრულია ერთ წიგნად. ბაცი ყავისფერტყავგადაკრული მუყაოს ყდა.

E6 (E56; G139). სახარების საკითხავთა და ლოცვათა კრებული.

1823 წ. 98 ფ.; ქაღალდი; 11,5x13,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები წითლით, საზედაო ასოები ტექსტის მელნითა და წითლით. წითელტყავგადაკრული ოქროტვიფრული მუყაოს ყდა. გადამწერი: ოსე გაბაშვილი; გადაწერის ადგილი: ბელგოროდი. წიგნი შეიცავს საკითხავებს ოთხივე სახარებიდან, ლოცვათა ტექსტებს, კვირის დღეების საკითხავებს, ქადაგებებს.

C33 (C25). იონა ხელაშვილი. წიგნი ქორწინებისა და სხვა თხზულებები.

XIX ს. 67 ფ.; ქაღალდი; 10,5x16 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მოწითალო, ტექსტის მელნითა და წითლით. წითელტყავგადაკრული ოქროტვიფრული მუყაოს ყდა. დამკვეთი: ლუარსაბ ბატონიშვილი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ხელნაწერი შეიცავს იონა ხელაშვილის თხზულებას „წიგნი ქორწინებისა“, იონა ხელაშვილის 45 თხზულების ნუსხას, მის შესხმებს სხვადასხვა პირის მიმართ.

H35 (H10; G38a). იოანეს და ეფთვიმეს ცხოვრება. აღაპები.

1878 წ. 62 ფ.; ქაღალდი; 21,8x34,8 სმ.; მხედრული; ყავისფერი მელანი; გადამწერი: დიმიტრი ბაქრაძე; გადაწერის ადგილი: თბილისი; დამკვეთი: რუსეთის მეცნიერებათა აკადემია. ხელნაწერი გადაწერილი უნდა იყოს ხეც A-558-დან.

E9 (E154; G40a). კრებული.

XIX ს. 104 ფ.; ქაღალდი; სხვადასხვა ზომის ფურცლები; მხედრული; შავი მელანი; ყავისფერტყავგადაკრული მუყაოს ყდა. ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს; შედგება ექვსი ნაწილისაგან, რომლებშიც თავმოყრილია სასულიერო და საერო ხასიათის სხვადასხვა თხზულება.

E16 (E113; G150b). იოანე ოქროპირის „მარგალიტი“ და სხვა თხზულებები.

XI ს.330 ფ.; 20,5x14 სმ.; ეტრატი; ყავისფერი მელანი; სათაურები; საზედაო ასოები მთავრულით, სინგურით. ზოგიერთი საზედაო ასო სტილიზებულია. ახალი გაკეთებული წითელი ტყავგადაკრული ოქროტვიფრული ყდა თეიმურაზ ბაგრატიონის ხარჯით. გადამწერი: დანიელი. რედაქტორი: იოსებ შავი. გადაწერის ადგილი: პალესტინის სამოელის მონასტერი. ხელნაწერი გ. ავალიშვილს აჩუქა პეტრას მიტროპოლიტმა მისაილმა 1820 წ.-ს. (Цагарели 1888: 192).

C26 (C151). თეოდორე სტუდიელი. სწავლანი სულიერნი.

XII-XIII სს.; XVII-XVIII სს. 135 ფ.; 14x19 სმ.; ეტრატი; ქაღალდი; ნუსხური; სათაური და საზედაო ასოები მთავრულით; შავი და ყავისფერი მელანი. ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა.

M32 (M32; G154a). ბასილი დიდი. ითიკა.

1771 წ. 396 ფ.; ქაღალდი; 21,2x31,5 სმ.; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები ნაწერია წითლით, ოქრომელნით, მთავრულით. ადგილ-ადგილ საზედაო ასოები სტილიზებულია. ტექსტს ადგილ-ადგილ უზის მარგინალური ნიშნები. გადამწერი: ზაქარია, სიონის დეკანოზის შვილი, ანუ შემდგომში ამბროსი ნეკრესელი (იხ. ბერიძე 1964: 101).

C14 (C21; G156a). იოანე ოქროპირი. ოქროს წყარო.

1796 წ. 177 ფ.; 11,2x16,5 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით, ოქრომელნით, მთავრულით. ადგილ-ადგილ ტექსტი შესრულებულია სტილიზებული საზედაო ასოებით; შავი ტყავგადაკრული ხის ყდა. გადამწერი: გაბრიელ მცირე; გადაწერის ადგილი: დავით გარეჯა, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი.

C13 (C17; G144). იოანე ოქროპირი. კლიტე.

1799 წ. 143 ფ.; 11x18 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით, მთავრულით. ყავისფერტყავგადაკრული მუყაოს ყდა.

E35 (E9; G160). ქადაგება პირველსა კვირიკესა წმიდათა მარხვათასა.

XVIII-XIX სს. 24 ფ.; 11,5x17,7 სმ.; ქაღალდი; მხედრული; ყავისფერი მელანი; სათაურები საზედაო ასოები მთავრულით.

E36 (E101; G160). სიტყუა დაფლვასა ზედა უნეტარესისა და უწმიდესისა კონსტანტინუპოლის პატრიარხის გრიგორისსა.

XIX ს. 29 ფ.; 12,5x20 სმ.; მხედრული; მუქი ყავისფერი მელანი; თხზულება არის გრიგოლ V-ის, კონსტანტინეპოლელი პარტიარქის, დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვის თარგმანი. იგი XIX ს.-ის 20-იან წლებში თურქებმა ჩამოაცილეს სასულიერო ტახტს და მოკლეს. ამ ტექსტის შესახებ იხ. (შარაძე 1974: 100; ცერაძე 2009: 127-131).

E170 (E61). გაბრიელ მცირე. მანანა.

1825 წ. 144 ფ.; 18x25 სმ.; ქაღალდი; მხედრული; მუქი ყავისფერი მელანი; სათაურები და ცალკეული თავების დასაწყისები წითლით; ყავისფერტყავგადაკრული ყდა ოქროს ტვიფრით. გადამწერი: იოსებ ჯაფარიძე; შემდგენელი: გაბრიელ მცირე; ტექსტი გამოქვეყნებულია (ქავთარია: 1965:79-90).

С15(G173,Ь;С22). კრებული.

XVIII ს. 1760 წ. 118 ფ.; ქაღალდი I-16x10,6; II-16.2x11; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; სათაური თხზული ასომთავრულით; ტექსტი ნუსხური. მეორე ნაწილი მხედრული. I ტექსტის მთარგმნელი: ზურაბ შანშოვანი; თარგმანის დამკვეთი: ვახტანგ VI; IIტექსტის მთარგნელები: ზურაბ შანშოვანი და ვახუშტი ბატონიშვილი. ხის ტვიფრული ტყავგადაკრული ყდა. ორი გადამწერი: არქიმანდრიტი კირილე და ზაქარია. ხელნაწერი შეიცავს 2 საკითხავს: 1. პორფირი, შესავალი 2. დავით უძლეველი. დასაწყისი და შესავალი წიგნისა, რომელსაც ბერძნულად ეწოდება „პერიარმენია“, ხოლო ქართულად „განმარტებისათვის“. ორივე ხელნაწერი მოხსენიებულია (Brosset 1837(b): 157).

საერო ხელნაწერები

ისტორია-გეოგრაფია
М24 (G 1; М13). ქართლის ცხოვრება.

XVIII ს.-ის I მეოთხედი. 346 ფ.; ქაღალდი; 31,7x21სმ.; შავი ტყავის ყდა; ტექსტი და საზედაო ასოები ნუსხურით; შავი მელანი; საზედაო ასოები და თარიღები სინგურით. „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი ნუსხა მოიცავს პერიოდს 1318 წლამდე. კრებულში შედის: ლეონტი მროველის, ჯუანშერის, სუმბატ დავითისძის, მატიანე ქართლისაჲს, დავითის ისტორიკოსისა და ჟამთააღმწერლის ტექსტები. ტექსტს უძღვის ვახტანგ VI-ის წინასიტყვაობა, რომელსაც, სავარაუდოდ, ეკუთვნოდა წიგნი. ხელნაწერი ცნობილია „თეიმურაზისეული ნუსხის“ სახელით. ტექსტი ნაკვლევი და გამოქვეყნებულია (Brosset 1849(a):15-447; ჟორდანია 2011; Xаханов 1897: 134; Марр 1920: 15-447; მელიქსეთ-ბეგი 1934: XVI; ყაუხჩიშვილი 1942:XXIV; გრიგოლია 1954: 155-168, 227).

Н56 (Н 53). ქართლის ცხოვრება. ფრაგმენტი.

XVIII ს-ის I მეოთხედი. 1 ფ.; ქაღალდი; 31x19 სმ.; შავი მელანი; საზედაო ასო წითლით. შესაძლებელია, იყოს М 24-ის ფრაგმენტი ან გადაწერილია იმავე გადამწერის მიერ.

М18 (С1,с; М41). ქართლის ცხოვრება.

1839 წ. 347 ფ.; ქაღალდი; 32,2x20 სმ.; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ყდა; გადამწერები: სვიმონ ტაბიძე და გიორგი მაისურაძე; დამკვეთი: მარი ბროსე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ხელნაწერი წარმოადგენს მეტ-ნაკლებად სრული სამი ნუსხის კომპილაციას. მოიცავს პერიოდს უძველესი ხანიდან 1764 წ.-მდე. სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია „ბროსეს ნუსხის“ სახელწოდებით. ქართული და თარგმნილი ტექსტი გათვალისწინებულია „ქართლის ცხოვრების“ მარი ბროსესეულ გამოცემაში (იხ. Brosset 1849(a,b): 15-688; Brosset 1854: 259-306). ხელნაწერი აღწერილი და გამოკვლეულია (კ. გრიგოლია 1954: 190-194).

Н23 (С6;Н8). ფარსადან გორგიჯანიძე. [„ქართლის ცხოვრება“].

1841-1843 წწ. 280 ფ.; ქაღალდი; 34,5x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები წითლით; მუყაოს ოქროტვიფრული ყდა. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე; დამკვეთი: თეიმურაზ ბატონიშვილი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. მცირე ნაწილი თეიმურაზის ავტოგრაფია. მოიცავს პერიოდს IV ს.-დან 1703 წ.-მდე. ხელნაწერის ტექსტი თარგმნილია სომხურად. ტექსტი გამოკვლეულია (კაკაბაძე 1926: 1-108; მელიქსეთ-ბეგი 1936: 89-106; ბარამიძე 1943: 102-106).

Н41 (Н34). ფარსადან გორგიჯანიძე. [„ქართლის ცხოვრება“].

1843 წ. 265 ფ.; 35.3 x 21.2; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; გარეკანად გამოყენებულია ფურცელი ფრანგული წიგნიდან ან რვეულიდან; გადამწერი: სვიმონ ტაბიძე; დამკვეთი: მარი ბროსე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ხელნაწერი გამოცემული და თარგმნილია (Brosset 1854: 517-569; 1856: 514-575; 509-514; 576).

Е62 (Е63). „მცირე ქართლის ცხოვრება“.

1843 წ. 265 ფ.; ქაღალდი; 22x18 სმ.; შავი მელანი; ქაღალდის ყდა; გადამწერი: სიმონ ტაბიძე. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი; დამკვეთი: მარი ბროსე. ყდას აქვს ფანქრით შესრულებულიშენიშვნები ჩუბინოვის მიერ. ნუსხა შედგება სამი ნაწილისაგან: 1. ქრონოლოგიური საძიებელი; 2. სეხნია ჩხეიძის ქრონიკა (Brosset 1854: 307-342) 3. პაპუნა ორბელიანის ქრონიკა (Brosset 1854: 343-474). ხელნაწერი შესწავლილია მარი ბროსეს მიერ და გამოქვეყნებულია (Brosset 1858: 1-6; 7-202). ნუსხა სრულ ტექსტს შეიცავს, მომდინარეობს 1773 წელს გადაწერილი ხეც H-2304-ისგან (აღწერილობა1951: 208-211). ტექსტი საქართველოში გადააწერინა და პეტერბურგში წაიღო გულდენტშტეტმა. პეტერბურგში ტექსტის მოხვედრამ ხელი შეუწყო მისი ასლების გამრავლება-გავრცელებას.

Е30 (G7,Ь; Е72). ისტორიული კრებული.

1838წ. 191 ფ.; 21x17.8 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ტყავგადაკრული ყდა; ყდის შიდა მხარეს აქვს მფლობელის მინაწერები. გადამწერი: თეიმურაზ ბატონიშვილი.კრებული შედგება ორი ნაწილისაგან: „მცირე ქართლის ცხოვრება“, რომელიც, თავის მხრივ, სამ ნაწილადაა წარმოდგენილი, ესენია: 1. ქრონოლოგიური საძიებელი; 2. სეხნია ჩხეიძის ქრონიკა (Brosset 1854: 307-342); 3. პაპუნა ორბელიანის ქრონიკა (Brosset 1854: 343-474) და ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლის მეორისა“. ტექსტის დედანი უცნობია, თუმცა თეიმურაზ ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი II-ის შესახებ ცნობები არის ასევე დავით და თეიმურაზ ბაგრატიონების თხზულებებში. ხელნაწერი გამოყენებულია (მიქიაშვილი 1989: 14-25).

Е66 (Е 81). მეფობა ირაკლი მეორისა.

1838 წ. 38 ფ.; ქაღალდი; 22x17.8 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ფრანგული რვეულის ყდა; გადამწერი: სვიმონ ტაბიძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ხელნაწერს აქვს რამდენიმე მინაწერი, მარი ბროსეს ხელით შესრულებული. ფანქრით ადგილები მონიშნულია დავით ჩუბინოვის მიერ. ხელნაწერი შესწავლილი და გამოცემულია (Brosset 1854:475-500; 1857: 203-227; მიქიაშვილი 1989: 23-24).

Е 22 (С12;Е44). ანტონ I ბაგრატიონი. შემოკლებული ქართლის ცხოვრება.

1835 წ.1 იანვარი. 46 ფ.; ქაღალდი; 20 x 12.5 სმ.; შავი მელანი; ტექსტის შესავალი ნაწილი, სათაურები, საზედაო ასოები წითლით. მუყაოს ყდა რუსული განმარტებითი წარწერით. ხელნაწერს ერთვის თეიმურაზის შესრულებული რამდენიმე მინაწერი. ხელნაწერი შეტანილია კატალოგში (Brosset 1837(b): 162).

Е61 (Е60). ანტონ I ბაგრატიონი. შემოკლებული ქართლის ცხოვრება.

1838 წ. 22 ფ.; ქაღალდი; 21x17 სმ.; შავი მელანი; ტექსტის 1-ლი ნაწილი, სათაურები, საზედაო ასოები წითლით. მხედრული; ორი ხელი: უცნობი გადამწერი, მარი ბროსე, რომელსაც დაუმთავრებია გადაწერა წლის 1 იანვარს. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ხელნაწერს ახლავს მარი ბროსეს მიერ ქართულად შესრულებული რამდენიმე შენიშვნა (Brosset 1887: 230).

М10 (С2,с; М 58). კრებული.

1826 წ. 279 ფ.; ქაღალდი; 33x22 სმ.; მხედრული; პირველი თხზულების სათაური და საზედაო ასოები ასომთავრულით; შავი მელანი; სათაურები წითლით; წითელი ტყავის ოქროტვიფრული ყდა. გადამწერი: ოსე გაბაშვილი; დამკვეთი: იმერეთის დედოფალი ანა; გადაწერის ადგილი: ბელგოროდი. შემკულია ჩვილედი ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის გამოსახულებებით (18r, 19v). კრებულში შედის: „გამოცხადება იოანე ღვთისმეტყველისა,“ ვახუშტი ბაგრატიონის „საქართველოს გეოგრაფია და ისტორია“. თხზულებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება კავკასიის ქვეყნების გეოგრაფიის შესასწავლად. ვახუშტი ბაგრატიონის შრომა შესწავლილია და გამოცემულია მრავალგზის (Brosset 1838: 279-302; 328-336; 1854: 15; Brosset 1887: 125,127).

Е70 (Е89). ვახუშტი ბაგრატიონი. ისტორია საქართველოსა.

1842-1843 წწ. 541 ფ.; ქაღალდი; 22x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; დამკვეთი: მ. ბროსე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. მასში არ არის შეტანილი პირველი თავი და მეორე თავის დასაწყისი „აღწერაი სამეფოსა საქართველოსი.“ ტექსტს აქვს შენიშვნები მარი ბროსესი და დავით ჩუბინაშვილისა ხელნაწერის გამოსაცემად მომზადებასთან დაკავშირებით. ყდაზე არის მ. ბროსეს ჩანაწერები: 1. სათაური ფრანგულად;2. ვახუშტის ნაშრომის ერთი ეგზემპლარის შესახებ, რომელიც ეკუთვნოდა ლუარსაბ ბაგრატიონს; 3. ბიბლიოგრაფია ირანის რევოლუციის საკითხის შესახებ XIX საუკუნის დასაწყისში.ხელნაწერი გათვალისწინებულია მარი ბროსეს გამოცემაში (Brosset 1849(a): 1-14; 1854: 1-258;Brosset 1887: 252-253).

Е59 (Е 60). [ვახუშტი ბაგრატიონი. ისტორია საქართველოსა].

1838 წ. 127 ფ.; ქაღალდი; 21x17 სმ.; შავი მელანი; მხედრული. ქაღალდის გარეკანი; შემდგენელი და გადამწერი: დ. ჩუბინოვი. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი; ხელნაწერი წარმოადგენს ერთგვარ კონსპექტს, რომელიც შეუდგენია დავით ჩუბინოვს ავტოგრაფის საფუძველზე. შეცვლილია ტექსტის ჩვეულებრივი წყობა: ისტორიული და გეოგრაფიული ნაწილები დალაგებულია ცალ-ცალკე. ტექსტს არ აქვს შესავალი და „ზნეობანი საქართველოსი“ (Brosset 1887: 544).

М14 (М1). ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.

XIX საუკუნის I ნახევარი. 227 ფ.; 29 x 20 სმ.; ქაღალდი; მუყაოს ყდა; მხედრული; შავი მელანი; სატიტულო ფურცე- ლი და სათაურები წითლით, ასომთავრულით. აქვს წარწერილი სათაური. ტექსტს არ ერთვის შესავალი. ხელნაწერში შეტანილია გვიანდელი ხანის ჩანაწერები სხვადასხვა ხელნაწერით, მაგ., ასეთია: კალენიკე პატრიარქის სიგელის ტექსტი, ბერძნულიდან თარგმნილი XIX ს.-ში და სხვ. ცნობები. მიწერილი აქვს დავით აღმაშენებლის ეპიტაფიის ტექსტი პლატონ იოსელიანის მიერ.

H10 (G2,b; H58). ვახუშტი ბაგრატიონი. საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.

1838 წ. 422 ფ., ქაღალდი, 35.5x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ტყავგადაკრული ოქროტვიფრული ყდა; ყუაზე ბროსესეული წარწერა: „Histoire de Georgie par Wakhoucht. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე. ხელნაწერი შედგება ორი ნაწილისაგან: 1. გეოგრაფიული აღწერილობა; 2. ისტორიული აღწერა იწყება ტექსტით „საქართველოს ზნეობანი“; „აღწერა სამეფოისა საქართველოისი“ თავნაკლულია; მეორე თავის ტექსტში ჩართულია დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, ლექსად თქმული რესკრიპტი; გალობა (იამბიკო) თამარ მეფისა; ლექსი, რომელიც ხოტბას ასხმას ხახულის ღვთისმშობლის გამოსახულებას, მითითებით, რომ ეს შოთა რუსთაველის შეთხზულია; ასევე მოყვანილია ანტონ I-ის ლექსის ოთხი სტროფი. ტექსტს ახლავს პლატონ იოსელიანის კრიტიკული შენიშვნები (Brosset 1887: 170).

Н28 (G25; Н20). სხვადასხვა.

XIX ს. სხვადასხვა ზომის ფურცლები; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული. ხელნაწერის დიდი ნაწილი არის ავტოგრაფი თეიმურაზ ბატონიშვილის კოლექციიდან, ზოგიერთი ტექსტის გადამწერი უცნობია. შეიცავს საქართველოს ისტორიის მოკლე აღწერას, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით შედგენილს, ასევე ქრონოლოგიის საკითხებზე ინფორმაციას, ლექსებს. ყველა ეს ნაწილი შედის კრებულში, რომელშიც გაერთიანებულია 46 განსხვავებული ფორმატის ფრაგმენტი.

Е67 (Е85). დავით და ბაგრატ ბაგრატიონები. მოთხრობა ახალი.

1842 წ. 212 ფ.; 22x18 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; ქაღალდის გარეკანი; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; დამკვეთი: მარი ბროსე. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. „მოთხრობა ახალის“ შექმნის მიზანი იყო ვახუშტის შრომის ისტორიული ნაწილის გაგრძელება. ტექსტი გადმოსცემს საქართველოს ისტორიულ მოვლენებს 1744-1840 წწ.-ში, გვაცნობს კავკასიაში, რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში მიმდინარე ფაქტებსაც. ხელნაწერის არშიებზე მიწერილია მფლობელის ხელით, გარეკანზე კი გვხვდება ბიბლიოგრაფიული მონაცემები და ისტორიული ხასიათის ჩანაწერები და შენიშვნები (Brosset 1887: 268; ჯანაშვილი 1905; ლომოური 1941: 3-200).

М17 (G1,а; М28). დავით და ბაგრატ ბაგრატიონები. მოთხრობა ახალი.

1842 წ. 162 ფ.; 31.2x20 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; გადაწერის ადგილი: პეტერ- ბურგი, დამკვეთი: სააზიო საზოგადოების მუზეუმი. ხელნაწერი Е67-ის ტექსტს მიჰყვება, მაგრამ, მისგან განხვავებით, შეიცავს ინფორმციას ასტრონომიულ მოვლენებსა და ხანძრებზე. მოცემული ტექსტი გადაწერილია ბაგრატ ბატონიშვილის ავტოგრაფიდან. მეცნიერებათა აკადემიის მუყაოს ყდა, ყუაზე აწერა: “Nazaroff. Histoire moderne de la Georgie“.

M16 (G1,b; M18). დავით და ბაგრატ ბაგრატიონები. მოთხრობა ახალი.

1842 წ. 133 ფ.; 31x20 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; მეცნიერებათა აკადემიის ტყავის ოქროტვიფრული ყდა; ნუსხა შეიცავს „ახალი თხრობის“ ორ ტექსტს, რომელთაგან პირველი, 1744-1812 წლების ისტორიის შემცველი, ეკუთვნის დავით ბატონიშვილს და მეორე, 1753-1824 წწ.-ის მოვლენების ამსახველი, მის ძმას, ბაგრატს. ამ ნაწილშივეა მოცემული პრიმიტიულად ილუსტრირებული კომეტები. რამდენიმე ფურცელი ეთმობა ასტრონომიულ მოვლენებს, 1840 წლის მიწისძვრას სომხეთში (Brosset 1854:501-516).

Н52 (Н53). ბაგრატ ბაგრატიონი. აღწერა იმერეთისა (ფრაგმენტი).

XIX ს-ის I მეოთხედი. 4ფ.; 34,3x22 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; საზედაო ასოები, სათაურები და დასაწყისები წითლით; ავტოგრაფი. ნაწყვეტი ასახავს 1819-1820 წწ.-ის მოვლენებს, კერძოდ, იმერეთის აჯანყებას რუსული ძალადობის წინააღმდეგ (Вгоssеt 1832: 168-190; Вгоssеt 1887: 40, 50).

Е82 (Е 156). თეიმურაზ ბაგრატიონი. კრებული.

1838 წ. 24 ფურცელი; 22.3x18 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი. შედგება რამდენიმე თხზულებისაგან: ა) „თბილისისათჳს“, რომელშიც წარმოდგენილია: 1. თბილისის მოკლე ისტორია და დედაქალაქსა და მის შემოგარენში არსებული ქართული ტოპონიმების განმარტება; 2. „შემეცნება ზემო ქართლისა ქუეყანათა, რომელ არს სამცხე-საათაბაგო: ესე სრულიად პროვინცია ახალციხისა“... მოცემულია მოკლე ისტორია ამ მხარისა და მისი გეოგრაფიული სახელების განმარტება; 3. ივერია სახელის-დებისათჳს სრულიად ყოვლისა ზემოჲსა და ქუემოჲსა საქართველოჲსა, ესე იგი არს სრულიად ყოვლისა გეორგიისა-ადგილობრივ სახელთა განმარტებანი. პირველი 3 საკითხავი ერთი ზომის ქაღალდზეა შესრულებული. დანართი, რომელიც წარმოადგენს თეიმურაზის წერილს მარი ბროსესადმი, 2 ფურცელია, განსხვავებული ზომისა: 8.3x12 (Вгоssеt 1851(b): 96-99).

Е91 (Е156). თეიმურაზ ბატონიშვილი. დარიალა. განმარტება შემეცნებისათჳს დარიალას-კარისა.

XIX ს. 8 ფ.; ქაღალდი; 23x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ავტოგრაფი. მოცემულია ადგილის მოკლე ისტორია და ტოპონიმის განმარტება (Brosset 1851: 96-99).

С50 (Н 13). [თეიმურაზ ბაგრატიონი]. ნაწყვეტი.

XIX ს.-ის 30-იანი წლები. 2 ფ.; 20x12.6 სმ.; ქაღალდი; შავიმელანი; მხედრული; ნუსხა ავტოგრაფულია; ნაწყვეტში მოთხრობილია 1615 წ-ს თეიმურაზ I-ისაგან ვაჟის, ალექსანდრეს, გაგზავნა შაჰ-აბას I-ის კარზე.

С44 (Н13). უსათაურო ფრაგმენტი.

XIX ს.-ის I ნახევარი. 1 ფ.; 21x17 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; ნაწყვეტში წარმოდგენილია კახეთის მეფის სულთმობრძავი თეიმურაზ II-ისთვის ჩატარებული რელიგიური წეს-ჩვეულების ამბავი.

Е78 (Е156). [კრებული].

XIX ს-ის დასაწყისი. 10 ფ.; ქაღალდი; 22x17 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი

Р9 (G14; Р13,а). დავით თუმანიშვილი. საქართველოს მეფეთა და მმართველთა გენეალოგიური ცხრილი. ქართა (Карта).

1838 წ. 8 ერთმანეთზე შეწებებული ფურცელი 1 ფურცლად, 203x65.5; გაფორმებული ნაწილი შესრულებული გიორგი მაისურაძის მიერ, გადამწერი: ჩუბინოვი. სქემები გაფერადებულია აკვარელით (Brosset 1887: 121).

E106 (E134). ფრაგმენტები ვახტანგ VI-ისა.

1728-1733 წწ. 24ფ.; ქაღალდი; 22x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ნახაზები წითლით; ქაღალდის გარეკანი. ფრაგმენტები შეიცავს ჩანაწერებს ქრონოლოგიურ, ასტრონომიული და ასტროლოგიური გამოთვლების შესახებ, ცხრილებს, ნახაზებს, ნახატებს.

Н 51 (Н53). ქორონიკონი.

1824 წ. 6 ფ.; ქაღალდი; 34x21 სმ.; შავი მელანი; სათაურები, საზედაო ასოები, ციფრობრივი შესატყვისების ნაწილი წითლით; ციფრები ასომთავრულით, ტექსტი -მხედრულით. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი.

М22 (G42; М7). ქრონოგრაფი.

1738 წ. 495 ფ.; 31x20 სმ.; ქაღალდი; მხედრული; სათაურები და 494v-495r კალიგრაფიული მხედრულით; შავი მელანი; სათაურები წითლით; ხის ყდა ტვიფრული ტყავით; გადამწერები: ონისიმე და ეფრემ გარსევანიშვილები; მთარგმნელები: ბაგრატ სოლოღაშვილი (ბერძნულიდან), არჩილ II და მოწვეული პირები (რუსულიდან); გადაწერის ადგილი: მოსკოვი. ხელნაწერი მოხსენიებულია გამოცემებში (Brosset 1887: 117; Хаханов 1901: 348-349).

Е88 (Е156). კრებული.

XVIII-XIX სს.; 16 ფ.; 20.5x16 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; შედგება: 1.განყოფა მიფოლოღიისა; 2.განყოფა ევროპის მიფოლოგიის სახლისა; მთარგმნელი: დიმიტრი ბაგრატიონი.

С11 (G13; C14). დავით ბაგრატიონი. ისტორია-ნარკვევი.

1795 წ. 59 ფ.; ქაღალდი; 16.3x10.6 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საქართველოს მმართველთა სახელები წითლით. ხის ყდა ტვიფრული ტყავით. ტექსტი მოხსენიებულია (Brosset 1837(b): 164). თხზულება გამოცემულია (იხ. ბაგრატიონი: 1800).

С29 (С15). დავით ბაგრატიონი. ისტორია-ნარკვევი.

1799 წ. 74 ფ.; ქაღალდი; 16.4x11 სმ.; მხედრული; ნუსხური; სათაურები ასომთავრულით; შავი მელანი; სატიტულო გვერდი და საზედაო ასოები წითლით; ხის ყდა ტვიფრული ტყავით; გადამწერი: დიაკონი სვიმეონი; გადაწერის ადგილი: თელავი; დამკვეთი: ბაგრატ ბაგრატიონი (Brosset 1849(b): 223, შენ. 3; Brosset 1887: 230, 269). С37 (С44). ისტორია-ნარკვევი. XIX ს-ის 40-იანი წლები. 83 ფ.; 19x11,5 სმ.; შავი მელანი; მხედრული; ქაღალდის გარეკანი (Brosset 1887: 269).

P10 (P13). ტბეთის სულთა მატიანე.

XII-XIII; XIII-XVII სს. გრაგნილი; 18 კეფი; ეტრატი სხვადასხვა ზომის; ნუსხური; ზოგიერთი საზედაო ასომთავრული. კეფების თანამიმდევრობა არეულია. ტექსტი ასეულობით მოხსენიებას შეიცავს. მასში უხვადაა გამოყენებული მაჭახლის ხეობის ტოპონიმები. ტბეთის სულთა მატიანე ყოველთვის იწვევდა მკვლევართა ინტერსს (Бакрадзе 1878: 195-197; ინგოროყვა 1954:96; სიხარულიძე 1961: 123-131; სილოგავა 1986:253-254;. Какабадзе 1967: 351-352). ხელნაწერი გამოცემულია: (იხ.ენუქიძე: 1977: 3-171).

P13 (P133). სვანური საოჯახო-საგვარეულო მოსახსენებლები (სულთა მატიანეები).

XIII; XIII-XVII სს. 12 ფ.; ეტრატი; სხვადასხვა ზომა; სხვადასხვა ხელი.

Е86 (Е156c). იონა ხელაშვილი. ცოცხალთა და მიცვალებულთა მოსახსენებელი.

1812 წ. 4 ფ.; 22,5x35,1 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი. სიმონ ტაბიძისა და გადამწერის, იონა ხელაშვილის, ავტოგრაფები. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ტექსტი განხილულია ვ. დუნდუას ნაშრომში: (დონდუა 1965: 211-229; მეგრელაძე 1971: 267-278; ბერძნიშვილი1983: 261-264;).

Н19 (G221; Н1). ღეოღრაფია და ბუნებითი ისტორია ასურეთისა.

XIX ს-ის 10-იანი წლები. 157 ფ.; ქაღალდი; 34,5x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ტყავის ყდა; რუსულიდან მთარგმნელი: ავთანდილ თუმანიშვილი. მთარგმნელის ავტოგრაფული ნუსხა, მოხსენიებულია (Bгоssеt 1837(b): 166).

М28 (G45; М23). კჳნტოს კურციოს. საქმეთათჳს ალექსანდრე დიდისა მეფისა მაკედონელისა.

XVIII ს. 99 ფ.; 31x20 სმ.; მხედრული; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; ასომთავრულით. ოქროტვიფრული მუყაოს ყდა.

М50 (М34). კჳნტოს კურციოს. საქმეთათჳს ალექსანდრე დიდისა მეფისა მაკედონელისა.

XVIII-XIX სს. 191 ფ.; ქაღალდი; 32x21 სმ.; მხედრული; ხუთი ხელი; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; ტყავის ყდა.

Р1 (G19; Р3). ასლან ათაბეგოვი. ორბელიანთა ისტორია.

1826 წ. 84 ფ.; ქაღალდი; 37,2x23 სმ.; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ყდა; გადამწერი: ასლან ათაბეგოვი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი; თხზულების დამკვეთი: იმერეთის დედოფალი, დავით II-ის ქვრივი, ანა ორბელიანი. ხელნაწერი მოხსენიებულია (Brosset 1833: 560; Brosset 1887: 154-155), გამოკვლეულია (მელიქსეთ-ბეგი 1962: 33-84).

М15 (G43,Ь; М9). მირზა მეჰთი. ნადირ-შაჰის ისტორია.

1841 წ. 172 ფ.; ქაღალდი; 31x19 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ოქროტვიფრული ტყავის ყდა; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი; დამკვეთი: სააზიო საზოგადოება; სპარსულიდან მთარგმნელი: დავით ბაგრატიონი. ხელნაწერი შესრულებულია 1802 წლის ნუსხიდან, რომელიც ეკუთვნოდა ბაგრატ ბაგრატიონს (Bгоssеt 1837:166; Марр 1900(a): 7).

М31 (G49; M31). პიკოლი. გამოკრებული მოთხრობა სპარსეთისა (სპარსეთის მოკლე ისტორია).

XIX ს-ის I ნახევარი. 46 ფ.; ქაღალდი; 32x20 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; მუყაოს ყდა.

Н37 (Н9). ბაგრატ ბაგრატიონი. სპარსეთის ახალი ისტორია.

1826-1834 წწ. 144 ფ.; ქაღალდი; 34.5x 21 სმ.; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; მუყაოს ყდა. თხზულებას ახლავს დოკუმენტები, რომელთაგან ზოგი ნაბეჭდია რუსულად და ქართულად, ზოგი ხელნაწერია ქართულად. რუსულიდან ქართულად მთარგმნელი: ი. ბაზლიძე. ტექსტი შეიცავს ასევე უსათაურო ნაწილს, რომელშიც მოთხრობილია 1828-29 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის ამბავი; შევსებულია დოკუმენტებით.

Н27 (G41; Н19). [კრებული].

XIX სს. სხვადასხვა ზომის ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ზოგან სიტყვები, საზედაო ასოები, პირობითი აღნიშვნები წითლით; შესულია არაერთი ტექსტი: ვახუშტი ბაგრატიონის „კინკლოსი საუკუნო“; თეიმურაზ ბატონიშვილის „წელთა რიცხვი“; მიქეილ ჩამჩიანის უსათაურო ტექსტი; კარლოს V-ის მოკლე ისტორია; ეფთვიმე ათონელის ანდერძი და ბიოგრაფიული ცნობები; „სჯულისკანონის“ წინასიტყვაობა და სარჩევი; გიორგი ათონელის მიერ შედგენილი ეფთვიმეს თარგმანთა ნუსხა და გიორგი მცირის მიერ შედგენილი გიორგი ათონელის თარგმანთა ნუსხა; თეიმურაზ ბაგრატიონისეული ნუსხა დავით ბაგრატიონის დაწერილი 13 და სხვა 14 წიგნისა; დავით მესხიშვილის „ძუჱლთა ქართუჱლთა მთარგმნელთათვის“; „წმიდათა მამათა და მეცნიერთათვის“; „რიცხუნი წიგნთა სხუათა და სხუათა“ და ა.შ.

М6 (G50; М19). ნაპოლეონის ლაშქრობა რუსეთში.

1824 წ. 79 ფ.; ქაღალდი; 32 x20 სმ.; შავი მელანი; სათაურები წითლით; მხედრული; მუყაოს ყდა; მთარგმნელი: იოანე ბაზლიძე; დამკვეთი: ბაგრატ ბაგრატიონი. ხელნაწერი მოხსენიებულია (Вгоssеt 1838: 560).

Е78 (Е 156). კრებული.

XIX ს.-ის დასაწყისი. 10 ფ.; 22 x 17სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; შედგება ორი თხზულების ფრაგმენტებისაგან: 1. ქართველთ მეფობა, რომელშიც ჩამოთვლილია 95 სახელი, ფარნავაზიდან იესემდე (†1727); 2. [ქორონიკონი]- მოიცავს საქართველოსა და ირანს შორის 1692-1801 წწ.-ში მომხდარ ფაქტებს. ორივე თხზულების წყაროა ვახუშტი ბაგრატიონი.

В2 (С55; В5). [გარემოს მოკლე აღწერა, გეოგრაფია].

XVIII-XIX სს. 82 ფ.; 13x8 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ხის ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; მთარგმნელი რუსულიდან: გაბრიელ გელოვანი. წიგნი შედგება შესავლისა და 4 ნაწილისაგან, რომლებშიც აღწერილია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნები.

Р4 (G2,b; Р8). [კრებული].

XVIII-XIX სს. 22 ფ.; სხვადასხვა ზომის ფურცლები; მხედრული; აკვარელით გაფერადებული; მეცნიერებათა აკადემიის მუყაოს ყდა. წიგნი შეიცავს ვახტანგ VI-ის შედგენილ ქართველ მეფეთა გენეალოგიურ ცხრილსა და ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასის ასლს, რომელიც XIX ს-ის 20-იან წლებში გადმოუღია მაია ჩიქოვანს. დამკვეთი: იმერეთის დედოფალი ანა. ხელნაწერი აღწერილი და გამოყენებულია (მათურელი 1950-1951); ხელნაწერი მოხსენიებული. რუკები გამოცემულია (იხ.: Brosset 1842; Орбели 1954:23).

Р15 (G2,с(bis); Р13,Ь). კრებული.

XVIIIს.-XIX სს-ის 20-30-იანი წლები. 8 +1 ფფ.; სხვადასხვა ზომის ქაღალდი; მხედრული; ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს; შედგება ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთია ვახუშტი ბატონიშვილის რუკები (8ფ.), აკვარელის საღებავით გაფერადებული, ავტოგრაფი. ხელნაწერი მოხსენიებულია: (მათურელი 1950-1951: 112-123); მეორე-საქართველოსა და მისი მოსაზღვრე მხარეების ჰიდროგრაფიული რუკა (1 ფ.); ქაღალდი; აკვარელით გაფერადებული. მხაზველი: პეტრე კალმაკოვი; რუსულიდან მთარგმნელი: გრიგოლ ბაგრატიონი, გიორგი XII-ის შვილიშვილი.

Е100 (Е134). ვახუშტი ბატონიშვილი. რუკა.

XVIII ს. 1 ფ.; 20x16.5 სმ.; ქაღალდი; აკვარელით გაფერადებული.

Е69 (Е88). კრებული.

XVIII-XIX სს. 110 ფ.; ქაღალდი; 21x16 სმ.; ნუსხური და მხედრული; შავი მელანი; საზედაო ასოები; დასაწყისები, თარიღები წითლით. ხელნაწერი კონვოლუტია; გაერთიანებულია: სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ (ორბელიანი 1940: IV-XXIII) და წესი სამღვდელმთავრო ლიტურგიისა“. ხელნაწერი აღწერილია და გამოკვლეულია (რუხაძე 1951: 345).

Е13 (Е82). ტიმოთე გაბაშვილი. მოხილვა წმინდათა ადგილთა.

1787 წ. 90 ფ.; 21x16 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; დასაწყისები წითლით, ყდა ტვიფრულტყავგადაკრული; ახლავს 7 მინიატიურა. გადამწერი„: დავით მესხიშვილი, გადაწერის ადგილი: თელავი. ხელნაწერი გამოცემულია (იოსელიანი:1852), იხსენიება (Brosset 1887: 121,235; Хаханов 1901: 303); გამოყენებულია (მეტრეველი 1956: 03-076).

E63 (E87). ტიმოთე გაბაშვილი. მოხილვა წმინდათა ადგილთა.

1838 წ. 101 ფ.; 22x17 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი. ტექსტი წარმოადგენს Е13 (Е82)-ის ასლს. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი (Brosset 1887: 121; გაბაშვილი 1956: 03-076).

Е31 (G20,а; Е75). [ტიმოთე გაბაშვილი, თხზულებები].

XVIII ს. 188 ფ.; 20,5x17 სმ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; დასაწყისები წითლით. ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა (Хаханов 1901: 303).

Е56 (Е50). კრებული.

1841 წ. 95 ფ.; 21x17 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი. ხელნაწერი შეიცავს თხზულებებს: 1-2. იონა გედევანიშვილის „მიმოსვლა“; „ლოცვამან ანნა“; 3. წერილი ანტონი II-ის გარდაცვალების გამო; 4. „როდოს სლვა“; 5. იონა გედევანიშვილის ნეკროლოგი; 6.„აკავითის („Aqua vitae“)... ნუსხა“... 7-8. ალ. ჭავჭავაძის ლექსები. იონა გედევანიშვილის ,,მიმოსვლა“ გამოცემულია (გედევანიშვილი 1852; ასევე იხ. ჭაბაშვილი 1980: 63-72 ). გედევანიშვილთა შთამომავლობის შესახებ (იხ. კაკაბაძე 1914).

E34 (G46; E95). გვიდო დე კოლონა. [მატიანე ტროადის ბრძოლისა].

1791 წ. 184 ფ.; ქაღალდი; 21,x15,5სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები წითლით; ყდა ხის ტვიფრული ტყავგადაკრუ- ლი; გადამწერი: სვიმონ კერცაკიძე; თარგმანი სლავურიდან.

სამეცნიერო კრებულები

K6 (G187;K1). არითმეტიკა (რუსულ-ქართული).

XIX ს. 143 ფ.; ქაღალდი; 23,85x19 სმ.; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ყდა; ნაწერია რუსულად და ქართულად. ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს. ხელნაწერში ორი ტექსტია ცხრილებში მოთავასებული, რომელთაგან ერთი ქართულია, მეორე - რუსული.

E121 (E134). ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა.

XVIII ს. 2 ფ.; 15,7x7,5 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ავტოგრაფი. ხელნაწერი მოხსენიებულია (ენუქიძე 1981: 5,6; Чагунава 1984: 8).

E46 (E38). დაუთ ხანი. იადიგარ დაუდი.

1785 წ. 88 ფ.; ქაღალდი; 20x16,5 სმ.; ხის ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; საზედაო ასოები; სათაურები; ცალკეული ადგილები წითლით. მხედრული; შავი მელანი; ფ. 68-ზე დახატულია ჩალმიანი მამაკაცის ფიგურა. ტექსტი გამოსცა ლადო კოტეტიშვილმა. გამომცემელმა დაადგინა კრებულის 7 რედაქცია, მაგრამ აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის კუთვნილი წიგნის ტექსტი არც ერთ რედაქციას არ მიჰყვება, თუმცა ახლოს დგას E ხელნაწერთან. ტექსტის შესახებ (სააკაშვილი 1956:83; კოტეტიშვილი 1985: XVI).

K13 (K23). ქანანელი. უსწორო კარაბადინი.

XIX ს-ს პირველი მეოთხედი. 498ფ.; ქაღალდი; 29,8x20,2 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და ცალკეული სიტყვები წითლით. ხის ყდა ტვიფრული ტყავგადაკრული; ამ ხელნაწერს პეტერბურგში მიაკვლია ლ. კოტეტიშვილმა. მან იგი გამოიყენა Q-26-ის შესავსებად. ამ ხელნაწერების საფუძველზე გამოსცა „უსწორო კარაბადინის“ ტექსტი (კუხიანიძე 1997: 16-33).

E25 (G193,6; E54). სამედიცინო კრებული.

XVIII-XIX სს. 58 ფ.; ქაღალდი; 21x15,8 სმ.; შავი მელანი; მხედრული; ტყავის ყდა; გაფორმებულია აკვარელით შესრულებული ზოდიაქოს ნიშნებით, რომლებიც დაწებებულია ხელნაწერის ფურცლებზე. ხელნაწერი შეიცავს ძირითადად რეცეპტებს, რომლებსაც ახლავს დაავადებათა მითითებები. ზოგჯერ აღწერილია შინაგან ორგანოთა, ნერვული, გინეკოლოგიური, სტომატოლოგიური დაავადებების სიმპტომები. შემდეგ მოცემულია ასტროლოგიური ტექსტი, ზოდიაქოთა ნიშნები, ასევე ლოცვები, როგორც ბოროტი ძალისაგან დამცავი. ხელნაწერი არის საოჯახო დანიშნულებისა.

E104 (E134). რეცეპტები.

XIX ს. 2 ფ.; ქაღალდი; 34x21,5 სმ.; უყდო; შავი მელანი; მხედრული. ტექსტი შეიცავს 16 რეცეპტს და სხვადასხვა დაავადების 6 ლოცვას.

E105 (E134). „ვნება პირველს ასოზედ გამოთქმული“.

XIX ს. 32 ფ.; ქაღალდი; 20x15 სმ.; მხედრული; ხელნაწერი არის ერთი ნახატი, მჯდომარე კაცი სამკაპით ხელში. ქაღალდის გარეკანზე წერია ბროსეს ხელით ქართულად და ფრანგულად. სამკურნალო წიგნი ანბანზეა გაწყობილი, შეიცავს 148 თავს; შეტანილია მრავალი დაავადება. კრებული შედგენილია ქართული, ფრანგული და რუსული წყაროების საფუძველზე.

C45 (H13, G27). „აღწერა ცხოველობის მაისის არსების ბალზამისა“.

1817-1821,1822 წწ. 28 ფ.; ქაღალდი; 17x10,5 სმ.; მხედრული. თხზულება ეხება „მაისის ბალზამის“ სამკურნალო თვისებებს. თხზულება დიდად პოპულარული იყო XIX საუკუნის პეტერბურგში.

E118 (E134) დარიგება თვის შენახვისა და ხმარებისა ასაჭრელის ყვავილის ჩარქისა.

1ფ.; ქაღალდი; 25x20 სმ.; მხედრული; შავი მელანი; თარგმნილია რუსულიდან.

M37 (G194; M48). კრებული.

1791 წ.; 1816 წ. ;131 ფ. 25x16 სმ.; 32,5x20 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; სათაურები, საწყისი ასოები, აბზაცები წითლით; მხედრული; ხელნაწერი წარმოადგენს კონვოლუტს. შედგება ორი ნაწილისაგან. ერთი შეიცავს ფრაჯ და თოროს სამკურნალოს ცხენისა დაპირუტყვთა, ხოლო მეორე -- ბაგრატ ბაგრატიონის ცხენის სამკურნალოს. ორივე ნაწილი ჩაკინძულია ერთად მუყაოს ყდაში. I ნაწილის მთარგმნელები არიან: იოანე ოსესძე, ტერ-პეტროსი და ტერ-ფილიპე ყაითმაზოვი; დამკვეთი: გიორგი ბატონიშვილი. II ნაწილი თარგმნილია ბაგრატ ბატონიშვილის მიერ. ხელნაწერი შესწავლილია (იხ.: ჯვარშეიშვილი 1968: 71-74).

C16 (G196; C23). ქორის კარაბადინი.

XVIII-XIX სს. 27 ფ.; ქაღალდი; 17x10 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და დასაწყისები წითლით; ტყავგადაკრული ხის ყდა; დასაწყისში ერთი ფურცელი ამოჭრილია. ტექსტში მოცემულია მონადირე ფრინველის, ქორის, წვრთნის, მოვლის, მკურნალობის წესები. კარაბადინში 32 თავია; აკლია წინასიტყვაობა, რომლისგანაც რამდენიმე სტრიქონია გადარჩენილი. იგი ქართული ხალხური მედიცინის ნიმუშია და მოღწეულია მხოლოდ ამ ნუსხით. გადაწერილია სამ ნაწილად; არის დიდი ფორმატის სამედიცინო კრებული. აღწერილია მკურნალობის გზები და მოყვანილია წამალთა დამზადების საშუალებები. ხელნაწერი შესწავლილია (იხ.: ჯვარშეიშვილი 1968: 74).

ფილოსოფია

С7 (G175; С6). კრებული.

XVIII ს.-ის II ნახევარი. 293 ფ.; ქაღალდი; 15x10 სმ.; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; ნუსხური; სათაური თხზული ასომთავრულით. ხის ტვიფრული ტყავგადაკრული ყდა. შედგება სამი თხზულებისაგან: 1. სჳმეონ ჯუღაელი, წიგნი დიალიღტიკისა; 2. დავით უძლეველი, „წიგნნი მყოფთათჳს, რომლისა შორის მკჳდრ არიან კითხუა-მიგებანი სადიალიკტიკოსა ზედა სწავლასა“ (264r-280v); 3. მელიტოს ბერძენთა ფილოსოფოსისა და ათენელი ერმანიტელის ფილოსოფიური კითხვა-მიგება. ხელნაწერის მეორე და მესამე საკითხავებს იხსენიებს ამ კრებულის მიხედვით ბროსე (Brosset 1837(b): 156).

С19 (G177; С30). ანტონი I ბაგრატიონი. კატიღორიათა არისტოტელითად შეყვანიbლება.

XVIII ს. 120 ფ.; 16.8x10.3 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შესავალი და სათაურები ასომთავრულით. ხის ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა. გადამწერი: გაბრიელი. ადგილ-ადგილ და ყდის შიდა მხარეს ხელნაწერს აქვს თეიმურაზ ბაგრატიონის მინაწერები, რომელთა ნაწილი ეხება თხზულების ტექსტს. ხელნაწერი მოხსენიებულია (Brosset1837(b): 157).

С21 (G178; С43). [ანტონი I ბაგრატიონი. „პინაქს-სიტყუაობა ჩუენ მიერთა შეყუანილებათა კატიღორიათა, სიმეტნეთა“ (ფრაგმენტი)].

XIX სს-ის 10-იანი წლები. 39 ფ.; ქაღალდი; 17,5x10,5 სმ.; შავი მელანი; მხედრული; ორი ხელი.

С31 (С19). მიხიტარ სებასტიელი. სარიტორო ხელოვნებისათჳს (ესე იგი სამჭევ-მეთქვოჲსა).

XVIII ს. 178 ფ.; ქაღალდი; 16.5x11.4 სმ.; შავი მელანი; სათაურები წითლით; მხედრული; ხის ყდაზე ზემოდან ქაღალდია დაწებებული; ზედა ფრთა არ აქვს. მთარგმნელი: ანტონ I კათალიკოსი. ნუსხა შეიცავს თარგმანის სრულ ტექსტს, აკლია წინასიტყვაობა და დასათაურება.

С 17 (G176; С26). დავით ბაგრატიონი. შემოკლებული კატიგორია.

1791 წ. 31 ფ.;16.6x10.5 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; მუყაოს ყდა. გადამწერი: დეკანოზი სოლომონი; გადაწერის ადგილი: თბილისი; მიძღვნილია ფარნაოზ ბატონიშვილისადმი. ხელნაწერში მოხსენიებულია (Вгosset 1837 (b): 157).

K7 (G183;K10). ბაასი კლარკისა და ლეიბნიცისა.

1844 წ. 231 ფ.; 26.8x20.5 სმ.; შავი მელანი; ქართულად ნაწერი მხედრულით; ფრანგულად ნაწერი XIX ს-ის ხელით; ყდა მუყაოსი. ფრანგულიდან მთარგმნელი: ილია ბაგრატიონი. მთარგმნელის ავტოგრაფი. გადაწერის ადგილი: მოსკოვი. ხელნაწერში წარმოდგენილია ორი ფილოსოფოსის, ინგლისელი კლარკისა და გერმანელი ლეიბნიცის, მიმოწერა. ნუსხა ორენოვანია, ფრანგული და ქართული.

H20 (G74; H4). ვოლტერი. შობისათჳს.

XIX ს.-ის 10-იანი წლები. 9 ფ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; მუყაოს ყდა; კონვოლუტი; უკავია ფფ. 67-75. ავტოგრაფი. მთარგმნელი: დავით ბაგრატიონი; ხელნაწერს უძღვნის დავით მესხიშვილს.

М35 (И218; М38). ანსილიონი. ესტეტიკებრი განსჯანი, ანუ მეტაფისიკებრი გვარი უმაღლესისა რიტორებისა.

1815 წ. 281 ფ.; ქაღალდი; 31x19 სმ.; შავი მელანი; მხედრული; ფურცლის კიდეები მოოქრული; მუყაოს ყდა. მთარგმნელი: დავით ბაგრატიონი; ავტოგრაფი; შავი პირი. დავით ბაგრატიონმა ტექსტი ქართულად თარგმნა საგანმანათლებლო მიზნით-ქართველები გასცნობოდნენ კულტურის თეორიას. მთარგმნელის კონცეფციაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს თხზულების დასასრულს დართული ჩანაწერი, რომელშიც გადმოცემულია საინტერესო საისტორიო-სალიტერტურო შენიშვნები ქართულ თარგმანთა შესახებ. ხელნაწერი მოხსენიებულია (Brosset 1837(b): 156).

М26 (G165; М17). [თეოფილაქტე რუსანოვი]. პაექრობა არქიერისა თეოფილაკტესი, რომელიცა აწ ჩვენში მიტროპოლიტათ არს და ფილარეტ არქიმანდრიტ ყოფილისა და აწ ტვერისა არქიერისა.

1818 წ. 48 ფ.; 31,3x19 სმ.; ქაღალდი; ქართული ტექსტი ნაწერია მხედრულით; რუსული – XIX ს-ის კალიგრაფიული ხელით. რუსულიდან მთარგმნელი: დავით ბაგრატიონი; გადამწერი: სოლომონ რაზმაძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი; ტყავის ოქროტვიფრული ყდა, ყუა წარწერით: „ანსილონის განმარტების შესახებ“. თეიმურაზის კოლექცია. ხელნაწერს აქვს თეიმურაზ ბატონიშვილის მინაწერები. თხზულების ორიგინალი მოთავსებულია ხელნაწერის დასაწყისში, ტექსტი პოლემიკური ხასიათისაა და ეხება ანსილიონის თხზულების შესახებ პოლემიკას რუსეთის სასულიერო პირებს – თეოფილკტესა და ფილარეტს -შორის.

ლექსიკოგრაფია

М2 (в 95,Ь; М5). სულხან-საბა ორბელიანი. სიტყვის კონა.

XVIII ს-ის I ნახევარი. 279 ფ.; ქაღალდი; 30x20 სმ.; ნუსხური; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით; ხის ყდა ტვიფრულტყავგადაკრული, ტყავის შესაკრავებით. 216 r-ზე ასტრონომიული სქემა, ოქროთი გაფერადებული; ტექსტს დასაწყისში აქვს ფერადებითა და ოქროთი შესრულებული თავსამკაული. ორნამენტირებული და გაფერადებული შესატყვისი ასოები უძღვის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებს. გადამწერი: არქიდიაკონი არონი. გადაწერის ადგილი: თბილისი. ხელნაწერი წა- რმოადგენს შერეული რედაქციის ტექსტს.

Е139 (Е 99). ფრაგმენტები. [ორბელიანი სულხან-საბა, სიტყვის კონა].

XIX ს-ის 30-იანი წწ. 3 ფ.; ქაღალდი; 18x11 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

Е84 (Е 156). ორბელიანი სულხან-საბა. ლექსიკონი ქართული. დამატება.

1832 წ. 8 ფ.; ქაღალდი; 21.3x15.3 სმ.; მხედრული; შავი მელანი; საზედაო ასოები და ანდერძ-ნამაგი წითლით; გადამწერი: თეიმურაზ ბატონიშვილი, რომელსაც ეს ნაწილი გაუგზავნია მარი ბროსესთვის პარიზში. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ნუსხა შესრულებულია მაკრინე ჩოლოყაშვილის ხელნაწერიდან. ერთვის თეიმურაზ ბაგრატიონის კომენტრები (Вгоsset 1851(b): 74; კეკელიძე 1953: 153-177).

Е83 (Е156). თეიმურაზ ბატონიშვილი. [კრებული].

XIX ს-ის 30-იანი წწ. 21 ფ.; ქაღალდი; 21.8x17 სმ.; მხედრული; შავი მელანი. ახლავს თეიმურაზ ბატონიშვილის კომენტარები.

Е43 (Е69). რუსულ-ბერძნულ-ლათინურ-ქართული ლექსიკონი.

XVIII სს. 188 ფ.; ქაღალდი; 20.5x16 სმ.; ქართული ტექსტი მხედრულით; შავი მელანი; ხის ტყავგადაკრული ყდა; ლექსიკონის დამკვეთი: ვახუშტი ბატონიშვილი. (Вгоssеt 1837(b): 174; Xaxaнов 1901: 290).

Е33 (С 53; Е 80). ცნობა ისტორიული და ღეოღრაფიული, ზღაპარ-სიტყუაობა. შეკრება რაოდენთამე ძუელთა ღმერთებთა. ელლინთაგან ღმერთად აღსარებულთა.

XVIII ს.-ის მიწურული. 40 ფფ.; ქაღალდი; 21.8x17 სმ.; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ტყავგადაკრული ყდა; მთარგმანელი, შემდგენელი და პირველი მფლობელი: დავით ბაგრატიონი. ტექსტი წარმოადგენს მითოლოგიურ განმარტებით ლექსიკონს. შეიცავს შესავალს, მითოლოგიის ზოგად მიმოხილვას და ქართული ანბანის რიგზე გაწყობილ 256 განმარტებას.

Н63 (Н13). კიპრიანე დამსკი. სახალისო ლექსიკონი ბუნებათა და თვისებათა ცხოველთასა შეკრებული სხვათა და სხვათა წერილთაგან ძველთა და ახალთა მოგზაურთასა (ფრაგმენტი).

XIX 2 ფ.; ქაღალდი; 32.8x20 სმ.; 34x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი; მთარგმნელი: იოანე ბაზლიძე. მთარგმნელის ავტოგრაფი.

Р8 (Р7). იოანე ბაგრატიონი. ლექსიკონი რუსულისა და ქართულისა.

1807 წ. 24 ფ.; ქაღალდი; 42x33 სმ.; ქართულად ნაწერი: მხედრული; შავი მელანი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი, ავტოგრაფი.

НЗ13 (G96; Н40). იოანე ბაგრატიონი. მდელოთა, ნერგთა, მჴეცთა, მფრინველთა, და ქუეწარმავალთა და აგრეთვე სხუათა მეტალთა და ბუზთა. ქართული, არაბული, სპარსული, თათრული, ლათინური, სომხური.

XIX ს.-ის I მეოთხედი. 24 ფ.; ქაღალდი; 33.6x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ტექსტის დასაწყისში შავითა და წითლით შესრულებული თავსამკაული; დასაწყისები წითლით. ტექსტი ტერმინოლოგიური ლექსიკონია, შეიცავს 1175 ერთეულს, დალაგებულია ქართული ანბანის რიგზე (Цагарели 1894: LXIV-LXV).

Н312 (G96; Н40). ბოტანიკურ ტერმინთა მრავალენოვანი ლექსიკონი.

XIX ს-ის 10-იანი წლები.10 ფ.; ქაღალდი; 34x21.5 სმ.; მხედრული; შავი მელანი. რუსული ტექსტი ნაწერია ენის ცუდად მცოდ- ნე პირის მიერ. შეიცავს 338 სპარსულ, არაბულ, თურქულ, ბერძნულ და ქართულ ტერმინებს.

Н31 (G96; Н40). ლექსიკონი, ხოლო ევროპელნი უწოდებენ ლექსიკონ ენისა მებრ მათისა, და ქართულად ეწოდების სიტყვის კონი. (ფრაგმენტი).

XIX ს-ის I მეოთხედი. 34 ფ.; ქაღალდი; 36x22 სმ.; არაბული და ქართული (მხედრული); შავი მელანი. შეიცავს არაბულ, ებრაულ, სპარსულ, ინდურ, სომხურ, თურქულ და ქართულ ტერმინებს, რომლებიც გამოიყენებოდა საღვთისმეტყველო ლიტერატურაში. ასევე წარმოდგენილია ბოტანიკური, ზოოლოგიური, ორნიტოლოგიური, გეოგრაფიული, მათემატიკური, ასტრონომიული, ქიმიური, მინერალოგიური, სამედიცინო, ფილოსოფიური, იურისპრუდენციისა და ლიტერატურის თეორიის ტერმინოლოგია, რომელთა წყაროს წარმოადგენდა ბიბლიური, საღვთისმეტყველო წიგნები, ქართული პოეზიის ნიმუშები.

Н38 (Н 16). თეიმურაზ ბაგრატიონი. ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი ქართულ ენაზე.

XIX ს-ის I ნახევარი. 16 ფ.; ქაღალდი; 36x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ავტოგრაფი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ხელნაწერს ერთვის თეიმურაზის წერილი მარი ბროსესადმი. დამკვეთი: მარი ბროსე. ხელნაწერი შეიცავს 174 ტერმინს (Вгоssеt 1887: 149).

Е1042 (Е 134). თეიმურაზ ბაგრატიონი. რუსულ და ბერძნულ სიტყვათა განმარტებანი (შავი პირი).

XIX ს-ის I მეოთხედი. 2 ფ.; ქაღალდი; 22.5x18.5 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

Е155 (Е 99). [თეიმურაზ ბაგრატიონი, სალექსიკონო მასალა]. ფრაგმენტი.

XIX ს.-ის I ნახევარი. 1 ფ.; ქაღალდი; 26x20.5 სმ.; შავი მელანი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი.

Е10 (Е 57). პლატონ იოსელიანი. რუსულ-ქართული ლექსიკონი.

XIX ს-ის 30-იანის I ნახევარი. 151ფ.; ქაღალდი; 21.3x17 სმ.; ქართული ტექსტი მხედრულით; შავი მელანი; მუყაოს ყდა; ავტოგრაფი. შეიცავს 5232 ერთეულს; დალაგებულია რუსული ანბანის მიხედვით.

H44 (H 55). [ნიკოლოზ] ჩუბინოვი.ქართული ლექსიკონი საბა სულხან ორბელიანის მიერ შეთხზული და მცირედ განმართული სისტემისაებრ მისისა, გარნა კუალად მოქენე უმეტეს განმართჳსა და უმჯობეს შესრულებისა.

1834-1837 წწ. 16 ფ.; ქაღალდი; 35.3x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ავტოგრაფი.

გრამატიკა

Е8 (G88,Ь; Е128). ანტონი I. [ღრამმატიკა I].

XIXს.-ის I მეოთხედი. 250 ფ.; ქაღალდი; 22.5x19 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები ასომთავრულით, წითლით. ყდა მუყაოსი, ოქროტვიფრული. ტექსტი შედგება სამი ნაწილისაგან, ესენია: „სიმეტნე“, რომელიც ანტონ I-მა ოდნავ გვიან დაწერა; მორფოლოგია და სინტაქსი. ხელნაწერი შესწავლილია (Цагарели 1873: 20-26).

Е39 (G91; Е133). კრებული.

XIX ს.-ის დასაწყისი. 80 ფ.; ქაღალდი; 22.2x17 სმ.; მხედრული; შავი და წითელი მელანი; მუყაოს ყდა. შედგება ორი ნაწილისაგან. ესენია: 1.[რუსული გრამატიკა], რუსულ ენაზე. 2. ანტონი I, სიმეტნე. ხელნაწერი გამოყენებულია ალ. ცაგარლის გამოკვლევაში (Цагарели 1873: 26-30,107; შენ.12).

М44 (М16). ანტონი I ბაგრატიონი. გრამატიკა II.

1788 წ. 126ფ.; 31.1x21.2 სმ.; ქაღალდი; მხედრული; სათაურები ასომთავრულით; შავი მელანი; ხის ყდა ტვიფრული, ტყავგადაკრული; ფორზაცად ჩაკრულია ქართულ ენაზე ნაბეჭდი ბიბლიის ფურცლები. გადამწერი: იოსები; გადაწერის ადგილი: თბილისი. ნუსხა 3 ნაწილისაგან შედგება, შეიცავს სრულ ტექტს.

К9 (G88,а; К13). ანტონი I ბაგრტიონი, გრამატიკა II.

XVII ს. 156 ფ.; ქაღალდი; 27.5x19 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები ასომთავრულით; ტყავის ყდა, ყუაზე წარწერით: „ღრამმატიკა“; გადამწერი: გამალიიოლი; დამკვეთი: გიორგი ბატონიშვილი; გადაწერის ადგილი: თბილისი. ნუსხა შესწავლილია (Цагарели 1873: 30-35).

М54 (М47). ანტონი I ბაგრტიონი. გრამატიკა II.

XIX ს-ის 10-იანი წლები. 141 ფ.; ქაღალდი; 33x20 სმ.; მხედრული; სატიტულო გვერდი და სათაურები ასომთავრულით; შავი მელანი; ტყავის ყდა ოქროტვიფრული. ყუაზე აწერია ,,გრამატიკა“. ხელნაწერი 1832 წელს გაიგზავნა ხელნაწერი პარიზში მარი ბროსესთან. იგი წარმოადგენს К9 (G88,а; К13) ასლს. ეს ხელნაწერი იყო ერთადერთი წყარო ანტონის გრამატიკის შესასწავლად ევროპელ მეცნიერთათვის (Вгоssеt1833 (b): 385-414; 1834(b): 369-465);

Е26 (G93; Е62). დავით ბაგრატიონი. საფუძველი სიბრძნისა.

XIX ს-ის 30-იანი წლები. 91ფ.; ქაღალდი; 21x17 სმ.; მხედრული; სათაურები ასომთავრულით; შავი მელანი; მუყაოს ოქროტვიფრული ყდა; დამკვეთი: თეიმურაზი. ტექსტი დაწერილია კითხვა-მიგების სტილში. ხელნაწერი მოხსენიებულია (Цагарели 1873: 36-38; Хаханов 1901: 337,შენიშვნ.1).

Е44 (Е127). იოანე ბაგრატიონი. ღრამმატიკა.

XIX ს-ის 30-იანი წლები. 57 ფ.; ქაღალდი; 22.8x18 სმ.; მხედრული; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულით; შავი მელანი; ტექსტის დასაწყისი გაფორმებულია შავი და წითელი მელნით შესრულებული თავსამკაულით. მუყაოს ყდა, თხზულება წარმოადგენს მშობლიური ენის სახელმძღვანელოს (Цагарели 1873: 43).

სამართლის ძეგლები

Е64 (Е74). ვახტანგ VI. დასტურლამალი.

1841 წ.119 ფ., 22x18 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; ქაღალდის გარეკანი. გადამწერი: გიორგი მაისურაძე; დამკვეთი: მარი ბროსე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. წიგნი წარმოადგენს ბაგრატ ბაგრატიონის ხელნაწერის ასლს. აქვს ბროსეს მინაწერები და სიმონ ტაბიძის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ეს ცალი მიიღო მან ბროსესაგან გადასაწერად 1869 წლის 22 იანვარს. ხელნაწერი იხსენიება (Brosset 1887: 166).

Н 36 (Н51). სამართლის წიგნები.

XIX ს.-ის I მესამედი (1828-1829 წწ). 285 ფ.; 34x20.5 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; ხის ტვიფრულტყავგადაკრული ყდა; მხედრული; ნუსხა დევს მუყაოს ბუდეში. ყუაზე წარწერა. გადამწერი: ნიკოლოზ. ხელნაწერი მსგავსია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული „სამართლის წიგნისა“, რომელიც 1825 წელსაა გადაწერილი ბაღინოვის მიერ (მიქიაშვილი 1990: 23) ორივე ხელნაწერი უნდა მომდინარეობდეს საერთო წყაროდან. სამართლის წიგნები შეიცავს: 1. მოსეს კანონებს, ნასესხებს მეორე რჯულიდან-52 მუხლი; 2. ბერძნული კანონებს: იმპერატორ ლეონ VI ბრძენის (886-911) და კონსტანტინე VIII პორფიროგენეტისა (911-959) – 420 მუხლი; 3.მხითარ გოშის († 1213 წ.) – 431 მუხლს; 4.ქართველ კათალი- კოსთა კანონებს, 1605 წელს შედგენილს იმერეთში სასულიერო კრებაზე, 23 მუხლს; 5. გიორგი V (1318 -1346) ძეგლისდებას, 46 მუხლს; 6. აღბუღას სამართალს (1444-1451), 176 მუხლს; 7. ვახტანგ VI-ის სამართალს, 270 მუხლს. მოსეს კანონების გარდა, ყველა კანონს წინ უძღვის შესავალი. კოდექსს ერთვის წინასიტყვაობა გივი თუმანიშვილისა, 1709 წ.; მუხლების თემატური საძიებელი სოლომონ მაღალაძის, 1719 წ.; ასევე ოსე ბარათაშვილის 1750 წელს შედგენილი ანბანური საძიებელი თეიმურაზ II-ის ბრძანებით.

M 23 (G99; M8). სამართლის წიგნები.

1819 წ. 301 ფ.; 30.2x18.5 სმ.; ქაღალდი მოოქრული კიდეებით; შავი მელანი; მხედრული; სამი ხელი; გადამწერები: ალექსანდრე ნეველის მღვდელმონაზონი ტარასი, იოანე ხმალაძე, თეიმურაზ ბატონიშვილი. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. მუყაოს ოქროტვიფრული ყდა. ყუაზე წარწერილია: „ქართული კანონი“. ნუსხას აქვს კოდექსის ყველა ნაწილი, წინასიტყვაობა და მუხლების თემატური საძიებელი. ვახტანგის კოდექსთა რედაქცია ემთხვევა Н36(Н51)-ს რედაქციას.

Е42 (G 100; Е 77). ვახტანგ VI. სამართლის წიგნი.

XVIII ს. 86 ფ.; ქაღალდი; 21x15.2 სმ.; მხედრული; შავი მელანი; დასაწყისები წითელი ასოებით; შემკულია წითელი და შავი მელნით შესრულებული ხუთი თავსამკაულით; ხის ყდა ტვიფრული ტყავგადაკრული სამი შესაკრავით. გადამწერი: მდივანი გრიგოლი.

М3 (G106; М51). სამართლის წიგნი (თარგმანი).

1762 წ. 222 ფ.; ქაღალდი; 32,6x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; დასაწყისები წითლით. გადამწერი: ნ. მაღალაძე. მთარგმნელი რუსულიდან: იოსები, ასევე ცნობილი ლევ პეტროვიჩის სახელით (Вгоssеt 1837:175; Хаханов 1900: 357).

Н14 (G109;Н67). პეტრე I-ის რეგლამენტი.

1803 წ. 34 ფ.; 38x23 სმ.; ქაღალდი; მხედრული, შავი მელანი. მთარგმნელი: ვასილ ჭილაძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. ავტოგრაფული ნუსხა. ხელნაწერს ახლავს სარჩევი და რუსულ-ქართული ტერმინთა ლექსიკონი. М51(М40). ეკატერინე II-ის სამართლის წიგნი. XIX ს. 148 ფ.; 33.5x21.5 სმ.; ქაღალდი; ქართული: მხედრული; რუსული: კალიგრაფიული ხელი; შავი მელანი. მთარგმნელი: გაიოზ ნაცვლიშვილი. ტექსტი შესულია ხელნაწერში რუსულად და ქართული თარგმანით. რედაქციული შესწორებანი შეტანილია ფანქრით.

M27 (G110; M21). [ბაჰა უდ-დინ მუჰამად ამმილი]. მუსლიმურ კანონთა წიგნი.

1691 წ. 347 ფ.; ქაღალდი; 32x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; დასაწყისები წითლით. ტყავის აღმოსავლური ოქროტვიფრული ყდა. მთარგმნელი: ფარსადან გორგიჯანიძე. მთარგმნელის ავტოგრაფი; გადაწერის ადგილი: ისპაჰანი. მოხსენიებულია (Brosset 1837(b): 175; 1854: 513-514).

Н26 (G105; Н18). მონტესკიე. გულისხმისყოფისათვის რჯულისა.

1813-1815 წწ. 599 ფ.; ქაღალდი; სხვადასხვა ზომის ფურცლები; მხედრული; შავი მელანი. მთარგმნელი: დავით ბაგრატიონი; დამკვეთი: თეიმურაზ ბაგრატიონი. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი (Brosset 1837(b): 176).

მხატვრული ლიტერატურა (პროზა)

C28 (C7). სულხან-საბა ორბელიანი. სიბრძნე-სიცრუისა.

1840 წ. 205 ფ.; 16x10 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; გადამწერები: სვიმონ ტაბიძე და გიორგი მაისურაძე. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. არსებობს ტექსტის არაერთი გამოცემა.

P2 (C68;P15). ქილილა და დამანა.

1724-1737 წწ. (XVIII ს.-ის I ნახევარი). 333 ფ.; 40x26,5 სმ.; ქაღალდი მოოქრული კიდეებით; შავი მელანი; სათაურები და დასაწყისები წითლით; მხედრული; ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა, რომელზეც შერჩენილია მეტალის სამი შესაკრავის კვა- ლი; შეიცავს ფერადებითა და ოქრომელნით შესრულებულ 804 მინიატიურას, მათ შორის მთარგმნელის, ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბას, გამოსახულებებს. ხელნაწერში წარმოდგენილია თხზულების ქართული თარგმანის მესამე, ანუ სულხან-საბა ორბელიანის რედაქცია, ასევე სრული ტექსტი, რომელსაც უძღვის: 1. ვახტანგისეული შესავალი სტროფები; 2. წინასიტყვაობა; 3. ანდერძი; ტექსტს ამთავრებს ვახტანგ VI-ის დასკვნითი სტროფები და მისი ჩანაწერის ასლი სულხან-საბა ორბელიანის ტექსტის თარგმნაში მონაწილეობის შესახებ. ს.ს. ორბელიანის სახელი მითითებულია ხელნაწერის ბოლოს.ხელნაწერი გამოცემულია, გამოცემაში გამოყენებულია ვახტანგ VI-ის დასაწყისი და დასკვნითი სტროფები, ვახტანგ მეფის წინასიტყვაობა (ვახტანგ მეექვსე 1947: 51-55).

C36 (C42). სუმაროკოვი. „სინაბი და ტრუვორი“ (პიესა).

XVIII ს. 65 ფ.; 18,5x11,6 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი. სუმაროკოვის პოეტური ტექსტის საფუძველზე შესრულებულია პროზაული თარგმანი (კეკელიძე 1981: 695, 696, 699).

M30 (?67, M26). აბუ ტაჰირ მუჰამად ტარსუსი. ყარამან-ნამე (ყარამანიანი).

XVII-XIX სს-ის მიჯნა. 262 ფ.; ქაღალდი; 32x20 სმ.; შავი მელანი; სათაურები წითლით; ორი ხელი; ოქროტვიფრული ყდა; სპარსულიდან მთარგმნელი: დავით ორბელიანი.

M29 (C70a, M25). ფენელონი. „თელემაქის მიმოსვლა“.

მხედრული; ტყავის ტვიფრული ყდა; რუსულიდან მთარგმნელი: სარიდან ჩოლოყაშვილი. სხვა კოდიკოლოგიური მონაცემი ორბელთან არ დასტურდება.

E3 (C66; E45). [ჩარდავრიშიანი].

XVIII ს. 86 ფ.; 20,5x16 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; სათაურები წითლით; ტვიფრული ყდა.

H30 (G63; H28). სეილანიანი.

436ფ.; 33x21 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; 4 ხელი. თხზულება სპარსულიდან მთარგმნელი: იოანე ბაგრატიონი (კეკელიძე: 1981: 360-361).

H20 (G74,H4). ვოლტერი. აღაფოკლ (ვოლტერის ტრაგედია).

XIX ს. 33ფ.; სხვადასხვა ზომის ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; თეიმურაზის ავტოგრაფი (რუხაძე 1949: 267-272;532-540).

E103 (E134). [ორი მოთხრობა სასიყვარულო თავგადასავალთა შესახებ].

XIX ს. 16 ფ.; ქაღალდი; 22x17 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; თარგმანი რუსულიდან. ხელნაწერს ახლავს რუსული ტექსტი ქართულის პარალელულად.

E58 (4 53). ბახტიარ-ნამეჰ. ათვეზირიანი.

1840 წ. 65 ფ.; 21x17 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; გადამწერი: სვიმეონ ტაბიძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. მეორე თარგმანი; მთარგმნელი: ა. სულხანიშვილი, ტექსტი შეიცავს 33 თავს. ხელნაწერი მოხსენიებულია (რუხაძე 1939: 218-222).

H34 (H3). ზღაპარი ათას ერთი ღამისა.

XIX ს. 214 ფ.; ქაღალდი, 34x20,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და დასაწყისები წითლით; მუყაოს ყდა. რუსულიდან ქართულად მთარგმნელი: გიორგი საძეგურელი.

E71 (E 92). ვისრამიანი.

1842 წ. 311 ფ.; 22 x 18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; ორი გადამწერი: 1. იოსებ ნაზაროვი (გარდაცვალების გამო ვერ შეძლო სამუშაოს დასრულება); 2. სვიმონ ტაბიძე. ხელნაწერში ცალკე დევს 6 ფურცელი, ფრანგული თარგმანის შემცველი, რომელიც შეუსრულებია მარი ბროსეს. ტექსტს ახლავს თხზულების თავების დასათაურება, მარი ბროსეს შედგენილი და გადაწერილი, რომელიც გამოცემულია. აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის ნუსხა მიეკუთვნება ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ტექსტს.

H20 (C? H4). ვოლტერი. ტაქტიკა.

XIX ს. 5 ფ.; ქაღალდი; 24,5x20,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი ფრანგულიდან მთარგმნელი: ალ. ჭავჭავაძე. თხზულება კონვოლუტის ნაწილია. საერთო პაგინაციით მოთავსებულია 67-71 ფფ.-ზე.

M45 (M 60). ფირდოუსი. შაჰნამე (მეფეთა წიგნი).

601 ფ.; ქაღალდი; 34x20 სმ.; ძირითადად მხედრული; ზოგიერთი ფურცელი ნუსხურით; შავი მელანი; სათაურები და საწყისი სიტყვები წითლით. ტყავგადაკრული მუყაოს ყდა; თავბოლონაკლული, აკლია შუაშიც. რესტავრირებული უნდა იყოს XIX ს.-ში. ხელნაწერი შეიცავს „უთრუთიან-საამიანს“, „ზააქიანის“ პოეტურ ვერსიას. „როსტომიანის“ ტექსტის პეტერბურგული ნუსხა უნდა ჩაითვალოს ყველზე ადრეულად მოღწეულ ნუსხათა შორის (აბულაძე 1916: 23-35; 1934: 56).

M53 (M46). ხუსეინ კაიზ ქაშიფი. ქილილა და დამანა.

381 ფ.; 33x22, 5 სმ.; ქაღალდი; მხედრული; ქაღალდი; შავი მელანი; დასაწყისები წითლით; ორი ხელი. ტვიფრული ტყავგადაკრული ხის ყდა. მთარგმნელი: ვახტანგ VI.

E126 (E140). ქალვაჟიანი (ფრაგმენტი).

XIX ს. 4 ფ.; ქაღალდი; 23,5x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი. ტექსტი დიდი ხელნაწერის ნაწილი უნდა იყოს.

პოეზია (ეპოსი, ლირიკა)

E 156 (K 99). თეიმურაზ ბაგრატიონი. გვარნი ანუ საზომი ქართულისა ენისა სტიხტა.

XIX ს. 1 ფ.; ქაღალდი; 20x12,2 სმ.; უყდო; დევს ქაღალდის ფურცელში; შავი მელანი; მხედრული შეიცავს XVIIIს.-ის ძალიან პოპულარული სალექსო ფორმის, მუსტაზადის, ანალიზს. ამავე ნომრით არის წარმოდგენილი კიდევ ერთი ნაშრომი: თეიმურაზ ბაგრატიონი. შავთელის განმარტება. XIX ს.-ის I მეოთხედი. 3 ფ.; ქაღალდი; 33,5x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაური ასომთავრულით. ხელნაწერი შეიცავს ფილოლოგიურ კომენტარებს იოანე შავთელის სახოტბო თხზულება „აბდულმესიანზე“.

A11 (H13). შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისი.

1843 წ. 1 ფ.; 18x11,5 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი. თეიმურაზ ბატონიშვილის ავტოგრაფი. სავარაუდოდ, გადაუწერია ტექსტის სალექსო საკითხების შესასწავლად.

H40 (22). შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსანი“.

XVIII ს. 50 ფ.; 35x22 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი. ჩასმული ყდაში; ვახტანგისეული რედაქცია (რუსთაველი 2013: 296).

E74 (105). შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსანი“.

1811 წ. 150 ფ.; 22x18 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; გადამწერი: იოანე იალღუზის ძე. ვახტანგისეული რედაქცია (რუსთაველი 2013: 299).

M48 (M27). შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსანი“.

1823 წ. 209 ფ.; ქაღალდი; 30,5x20 სმ.; შავი მელანი; ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; გადამწერი: ასლან საფაროვი; დამკვეთი: იმერეთის დედოფალი ანა. შემდეგი მფლობელი: კონსტანტინე ბატონიშვილი. შერეული კომპილაციური რედაქცია (რუსთაველი 2013: 301).

M47 (24). შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსანი“.

1839 წ. 46 ფ.; ქაღალდი; 32x20 სმ.; შავი მელანი; ფრაგმენტი (ნაწერია 2-41 ფფ.); ჩასმული ყდაში. ვახტანგისეული რედაქცია. აღწერა მარი ბროსემ (რუსთაველი 2013: 309).

E75 (106). შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსანი“.

XIX ს. 227 ფ.; ქაღალდი; 21,5x17,5 სმ.; შავი მელანი; ტყავგადაკრული მუყაოს ყდა. ვახტანგისეული რედაქცია (რუსთაველი 2013:337).

K1 (G76. K6). შოთა რუსთაველი. „ვეფხისტყაოსანი“.

XIX ს. 10 ფ.; ქაღალდი; 25,2x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი. სათაურები და დასაწყისები წითლით.

C41 (H13). თეიმურაზ I. „გაზაფხულისა და შემოდგომის გაბაასება“.

XVIII-XIX სს. 8 ფ.; ქაღალდი; 21x17,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი (თეიმურაზ პირველი 1886:45-56; 1939: 99-112).

K17 (K14). ფეშანგი ფაშვიბერტყაძე. „შაჰნავაზიანი“.

XVII ს. 169 ფ.; ქაღალდი; 29x23 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საწყისი ასოები წითლით; ტექსტი მოჩარჩოებულია; ქაღალდის გარეკანი; ნუსხას აქვს შაჰნავაზ მეფის, ვახტანგ V-ის, ოჯახის წევრების მინაწერები. ფეშანგი ფაშვიბერტყაძე ამ თხზულებით არის ნოვატორი, რადგან ქართულ სინამდვილეში შემოიტანა და დაამკვიდრა საისტორიო პოემა. ამ ნუსხის საფუძველზე მომზადდა „შაჰნავაზიანის“ გამოცემა (ლეონიძე 1935: VII, XI).

M43 (C62; M59). რუსუდანიანი.

1839 წ. 396 ფ.; ქაღალდი; 34x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები წითლით. მუყაოს ყდა; ყუა ოქროტვიფრული; აწერია: „რუსუდანიანი“. გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი; დამკვეთი: თეიმურაზ ბატონიშვილი. ტექსტის ცალკეული ლექსიკური ერთეული შეუსწორებია დამკვეთს; მასვე შეუდგენია და დაურთავს სარჩევი ხელნაწერის ბოლოს. ხელნაწერი გათვალისწინებულია ნიკო მარის გამოკვლევაში (Марр 1900(c): 221-259).

E77 (E137). „რუსუდანიანი“ (ფრაგმენტი).

1841 წ. 66 ფ.; ქაღალდი; 22x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; გაირჩევა ორი ხელი. გადამწერები: სვიმონ ტაბიძე, გიორგი მაისურაძე. ქაღალდის გარეკანი; ფრაგმენტი შეიცავს „რუსუდანიანის“ მეორე კარს: „აქა ამბავი ხათელთა ჴელმწიფისა ტომერანისა და ძისა მისისა ჯიმშედისა“. ტექსტს აქვს დ. ჩუბინოვის ფანქრით გაკეთებული შენიშვნები მისი გამოსაცემად მომზადების დროს. წაკითხვები სხვაობს M 43-ისაგან.

H42 (H35). არჩილ II. თეიმურაზიანი. ანბანთქება.

1838 წ. 110 ფ.; ქაღალდი; 36x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; გადამწერი: გიორგი მაისურაძე. ხელნაწერის გარეკანზე ბროსეს ხელით წარწერილია ტექსტის რაობა, გადამწერის ვინაობა, გადაწერის თარიღი და მ. ბროსეს ხელმოწერა თხზული მხედრული.

E102 (E134). [გიორგი აბაშიძე. ოდა მეფე ვახტანგ VI-ს].

XIX ს. 2 ფ.; 34,9x23,2 სმ.; ქაღალდი; უყდო; მხედრული; შავი მელანი. ხელნაწერი გამოაქვეყნა ი. ჭყონიამ (ჭყონია 1947: 6).

E99(E134a). ვახუშტი ბაგრატიონი. ძველი და ახალი აღთქმა ლექსად.

XVIIIს. 16ფ.; 11x15,7 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი და ყავისფერი მელანი. ავტოგრაფი. პოემა ნაწერია 16-მარცვლიანი შაირით და შეიცავს 257 სტროფს. (ცერაძე 2015: 166-173).

E80 (E156c). დიმიტრი ბაგრატიონი. ქეთევან დედოფლის წამება.

XIX ს. 13 ფ.; 18x22 სმ.; ქაღალდი; მხედრული; მუქი ყავისფერი მელანი. პოემა დაწერილია 16-მარცვლიანი შაირით და შეიცავს 94 სტროფს. ტექსტი გამოცემულია (ნაკაშიძე 1978: 79-92).

E101 (E134c). სიმონ კოპაძე. პოემა.

XIX ს. 2 ფ.; 23x36,5 სმ.; ქაღალდი; მხედრული; მუქი ყავისფერი მელანი. ეძღვნება არჩილ მეფეს. შედგება 34 სტროფისაგან; დაწერილია შაირით.

E63 (E73). იონა ხელაშვილი. კრებული.

1837 წ. 89 ფ.; ქაღალდი; 16,5x21 სმ.; ქაღალდგადაკრული სქელი მუყაოს ყდა; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით. გადამწერები: სიმონ ტაბიძე და იონა ხელაშვილი. შედგება სამი ნაწილისაგან, ესენია: იონა ხელაშვილის თხზულებათა გალექსილი ჩამონათვალი და იონას შესხმა, წინასიტყვაობა და ცხრა თავი, ასევე სხვადასხვა პირის მიერ იონა ხელაშვილისადმი მიძღვნილ ლექსები.

E87 (E156). მამუკა ბარათაშვილი. ქება მეფის ბაქარისა.

XVIII ს.-ის I ნახევარი. 11 ფ.; 16,4x21 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; სათაური და სტროფების დასაწყისი წითლით. ნუსხა შეიცავს ოდების სრული ტექსტის პირველ რედაქციას. გამოცემულია ფოტოტიპურად ხელნაწერის ორი ფურცელი (აბულაძე 1949: 284-287; 1973:326-329).

E65 (E79). ანტონი I ბაგრატიონი. წყობილსიტყვაობა.

1840 წ. 140 ფ.; ქაღალდი; 21,5x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი.

M34 (?23;M36). დავით გურამიშვილი. დავითიანი.

XIX ს.-ის დასაწყისი. 145 ფ.; ქაღალდი; 32,6x21 სმ.; შავი მელანი; სათაურები და სტროფების დასაწყისები წითლით. ტექსტში ორი ილუსტრაციაა;მუყაოს ოქროტვიფრული ყდა.

H43 (H37). დავით გურამიშვილი. დავითიანი.

1839 წ. 115 ფ.; ქაღალდი; 35,3x22 სმ.; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; გადამწერი: იოსებ ნაზაროვი; გადაწერის ადგილი პეტერბურგი.

E72 (E98). დავით მესხიშვილი. ათი სიტყვა ლევან ბატონიშვილისადმი.

XVIII-XIX სს-ის მიჯნა. 17 ფ.; 20x16 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები წითლით. H62 (H54a). ბესარიონ გაბაშვილი. სოლომონ მეფის ბრძოლა აფხაზებთან. XVIII-XIX სს. 35,3x23 სმ.; 8 ფ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული.

E11 (C24; E100). [ბესარიონ გაბაშვილი. სოლომონ მეფის ბრძოლა აფხაზებთან].

XVIII-XIX სს. 2 ფ.; 22x18 სმ.; ქაღალდი, შავი მელანი, მხედრული.

E223 (E136). ისააკ მცირე. კატის და თაგვის ომი (პოემა).

XIX ს.-ის I ნახევარი. 11ფ.; ქაღალდი; 21,5x17,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; გადამწერი: ნიკოლოზ ჩუბინოვი.

E134 (E99). სხვადასხვა პირის მიერ დავით ბატონიშვილის შესხმა.

XIX ს. 2 ფ.; 34x10,3 სმ.; ქაღალდი; მხედული; შავი მელანი.

E942(156). ლექსები (მესტვირული).

XIX ს. 2ფ.; ქაღალდი; 22,5x17 სმ.; შავი მელანი. ხელნაწერი გამოცემულია.

E942 (156). გიორგი პაიჭაძე. იოანე ბატონიშვილის (გიორგი XII-ის ძე) ქებანი.

XIX ს. 1 ფ.; 32x18 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი. ავტოგრაფი.

E117 (E134). გოდერძი ფირალიშვილი. გიორგი მიქელაძე. ლექსები.

XIX ს. 1 ფ.; ქაღალდი; 35x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი. r-ზე გადაწერილია ქართველ მთიელთა მიერ ერეკლე II-ის დატირების ლექსი.

E59 (E58). დიმიტრი ბაგრატიონი. [დიმიტრიანი].

XIX ს. 24 ფ.; ქაღალდი; 21x17,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ორი ხელი; ტყავგადაკრული მუყოს ყდა. კრებულის დასასრულს დიმიტრი ბაგრატიონის მიერ გალექსილი შესაქმეა (ნაკაშიძე 1978: 93-98).

E125 (E140). დიმიტრი ბაგრატიონი. ანდაზები.

2 ფ.; ქაღალდი; 34,3x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

E14 (G82, E71) დიმიტრი ბაგრატიონი, [დიმიტრიანი].

XIX ს. 42 ფ.; ქაღალდი; 21x17 სმ.; შავი მელანი; მხედრული (ნაკაშიძე1978: 29-138).

E80 (E156). დიმიტრი ბაგრატიონი. ქეთევან დედოფლის წამება.

XIX ს. 13 ფ.; ქაღალდი; 13,3x15 სმ.; მხედრული; შავი მელანი (ნაკაშიძე 1978:79-92; კეკელიძე 1981: 496).

E109 (E134). ქეთევან ბაგრატიონი. ლექსი. უსათაურო.

XIX ს. 2 ფ.; ქაღალდი; 36x11,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი (ასათიანი 1936: 275-276).

M9 (G84; M39). ივანე მურატოვი. ლექსები.

XIX ს. 25 ფ.; ქაღალდი; 32,8x24 სმ.; მხედრული; შავი მელანი (რუხაძე 1954: 261).

===== E 39 (G.191; E 138). E138 (E99). E161 (E99). E162 (E99). E163 (E99). E164 (E99). E 166 (E99). E167 (E99); E168 (E99). თეიმურაზ ბაგრატიონი. ლექსები. ===== XIX ს. თითო ფურცელი; სხვადასხვა ზომის ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი.

E79 (E156). გრიგოლ ბაგრატიონი. ქართველ მეფეთა თავგადასავალი (გალექსილი) (ფრაგმენტი).

XIX ს. 8 ფ.; 35,5x22 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი (რუხაძე 1939: 109).

H49/1-2 (H53). პეტრე ლარაძე. იოანე გრიგოლისძე ბაგრატიონისადმი მიძღვნილი შესხმა.

XIX ს. 2ფ.; სხვადასხვა ზომის ფურცლები.

M36 (G64;M42). პეტრე ლარაძე. დილარიანი.

XIX ს. სხვა მონაცემები აღწერილობაში არ ჩანს.

E135(E99). გიორგი თუმანიშვილი. [ლექსები].

XIX ს. 2 ფ.; ქაღალდი; 36x23 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

E136(E99). [ლექსები].

XIX ს. 1ფ.; ქაღალდი; 32,5x19,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები და დასაწყისები -წითლით.

E113 (E134). რეირაკი. მწუხარება ძმის სიკვდილის გამო.

XIX ს. 8 ფ.; ქაღალდი; 10,5x8,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი. რუსულიდან ქართულად მთარგმნელი: იოანე ბაზლიძე; მთარგმნელის ავტოგრაფი.

E81 (E156). იოანე გეგეჭკორი. რუხის ბრძოლა, ანუ ცხოვრება მეფე სოლომონისა.

XIX ს. 24 ფ.; ქაღალდი; 21,6x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

E93( E156). იოანე გეგეჭკორი. ნაპოლეონი.

XIX ს-ის 30-იანი წლები. 2 ფ.; ქაღალდი; 21,6x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

E137 (E99). იოანე გეგეჭკორი. ლექსი.

XIX ს. 1 ფ.; ქაღალდი; 12x19 სმ.; მხედრული, ფანქარი.

E104 (E134). ლექსები.

XIX ს. 1 ფ.; ქაღალდი; 12,5x19 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

E110 (E134). გიორგი ავალოვი. ლექსები.

XIX ს. 2 ფ.; ქაღალდი; 36x23 სმ.; მხედრული; შავი მელანი,; ავტოგრაფი. ამ ლექსებიდან გამოცემულია ერთი: „ხმა ცოდვილის ლოცვა ღმრთისადმი“.

E51(E17). დავით მაჩაბელი. ჴელმწიფეო.

XIX ს. 6 ფ.; ქაღალდი; 20,5x14,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი.

E50(E15). დავით მაჩაბელი. ,,მთიული“.

1842 წ. 52 ფ.; ქაღალდი; 20,5x14 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ქაღალდის გარეკანი; გადაწერის ადგილი: თბილისი; ავტოგრაფი. ხელნაწერი გამოყენებულია (იხ. ჩიქოვანი, 1946: 150).

E92(1) (E156). სვიმონ ტაბიძე. ბებუთოვისადმი მიძღვნილი აკროსტიხი.

1853 წ. 1 ფ.; ქაღალდი; 33x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ავტოგრაფი. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი (რუხაძე 1939:222. შენ.1).

E92(2) (E156). E92(3) (E156). E92(4) (E156). სვიმონ ტაბიძე. [შესხმანი მარი ბროსესადმი].

1853-1854-1862 წწ. 3 ფ.; ქაღალდი; სხვადასხვა ზომის; მხედრული; შავი მელანი; ავტოგრაფი. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი (რუხაძე 1939:222. შენ.1).

E92 (E156). სვიმონ ტაბიძე. [უსათაურო].

1862 წ. 2 ფ.; ქაღალდი; 21x17 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ავტოგრაფი. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი (რუხაძე 1939:222. შენ.1).

H4 (H53). [კრებული].

XIX ს. 6 ფ.; ქაღალდი; 32,5x20,5 სმ.; მხედრული; შავი მელანი; კრებული შეიცავს ორ თხზულებას: 1. თეიმურაზ II, „ანბანთქება“; 2. ბესარიონ გაბაშვილი, ლექსი.

E115 (E134). ლექსები.

XIX ს. 1ფ.; ქაღალდი; 30,3x17,3 სმ.; მხედრული; შავი მელანი. შეიცავს ალ. ჭავჭავაძის ორ ლექსს: „თეჯნისი“ და „ბაიათი“.

E151 (E99). ფრაგმენტები.

XIX ს. 2 ფ.; ქაღალდი; 35x11 სმ.; შავი მელანი; მხედრული. I ფ.-ზე წარმოდგენილია ტექსტი და ქართული ტრანსკრიპცია. ჩანაწერი თეიმურაზ ბატონიშვილის შესრულებული უნდა იყოს ირანში ყოფნისას, 1803-1810 წწ.-ში; II ფ-ზე კი წარმოდგენილია ფულადი ანგარიში რუბლებსა და კაპიკებში.

E116 (E134). XVIIIს.-ის სასულიერო ლექსები.

XIX ს. 1 ფ.; ქაღალდი; 34x10 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

E114(E134) ლექსები.

XIX ს. 4 ფ.; ქაღალდი; 15,5x10 სმ.; მხედრული; შავი მელანი. M3 (C83; M). ვახტანგ VI. ბატონის ნაბრძანევი. XVIIIს.-ის I ნახევარი. 195 ფ.; ქაღალდი; 30x20 სმ.; მხედრული; შავი მელანი; სათაურები; სტროფების დასაწყისები; ცალკეული ასოები-წით- ლით; ტვიფრული ტყავის ხის ყდა; გადამწერი: მელქისედეკ კავკასიძე; მფლობელი: პეტრე ქებაძე.

შერეული კრებულები

M8 (69; M30). შერეული კრებული.

XIX ს. 153 ფ.; ქაღალდი; 32x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ზოგიერთი თხზულების დასაწყისები წითლით; ოთხი ხელი; მუყაოს ტყავგადაკრული ყდა ყუაზე წარწერით: „ქართული ლექსები“. გადამწერები: სარიდან ალექსიშვილი, დანარჩენი სამი – უცნობი. ხელნაწერი შეიცავს 9 თხზულებას: 1.„რუსუდანიანი“; 2. სულხან-საბა ორბელიანი „სიბრძნე-სიცრუისა“ (79 იგავი); 3. 22 დღის ასტროლოგიური პროგნოზი მზის, მთვარისა და იუპიტერის განლაგების მიხედვით; 4. თეიმურაზ I, „იოსებ ზილიხანიანი“, 5. დიმიტრი ორბელიანის თქმული საუფლო დღესასწაულების შესახებ; 6-7 ბესარიონ გაბაშვილი, „მუხამბაზი“; „რუხის ბრძოლა“, 8. ანონიმი, „ლექსი; 9. გამოცანები. რ. ორბელის აღწერილობის (ხელნაბეჭდი) მიხედვით, ხელნაწერის სახელწოდებად გამოყენებულია პირველი თხზულების სათაური. ხელნაწერის მე-2 საკითხავზე (იხ. Цагарели 1878: 23).

M4 (71b; M12). შერეული კრებული.

1799 წ. 147 ფ.; ქაღალდი; 31,3x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი ხის ტვიფრულტყავგადაკრული ყდა. შეიცავს თხზულებებს: 1. მათე კომაროვი, მილორდიანი (თარგმანი გლახო კოტეტისა); 2.ანბანთქება; 3. მარმონტელი, „ველიაზარი“ (თარგმანი გაიოზ ნაცვლიშვილისა); 4. მარკ ავრელი, რომის კეისრის ცხოვრება (მთარგმნელი გაიოზი). თხზულებები თარგმნილია რუსულიდან (რუხაძე 1949: 88. შენ 1).

E40 (C61; E40). შერეული კრებული.

XVIII-XIX სს. 271 ფ.; ქაღალდი; სხვადასხვა ზომის ფურცლები; მხედრული; შავი მელანი. ზოგიერთი ადგილის დასაწყისები წითლით. ხუთი-ექვსი ხელი. ხელნაწერი შეიცავს საკითხავებს: 1. „მირიანი“; 2 „ქალვაჟიანი“; 3. მოსე ხონელი „ამირანდარეჯანიანი“.

K2 (G76; K18). შერეული კრებული.

1783 წ. 101 ფ.; ქაღალდი; 29x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; დასაწყისები, სტროფების პირველი სიტყვები, ანდერძები წითლით; ხის ყდა; ტვიფრულტყავგადაკრული. კრებული შეიცავს ორ თხზულებას: 1. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, „ომანიანი“; 2. თეიმურაზ II, „სარკე თქმულთა“.

E76 (E131). შერეული კრებული.

1853 წ. 102 ფ.; ქაღალდი; 22,5x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი. დასაწყისები და სათაურები წითლით. ქაღალდის გარეკანი. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. კრებული შეიცავს ორ თხზულებას: 1. „თიმსარიანი“; 2-3. დავით მესხიშვილის ლექსები.

C32 (C4). დიმიტრი მეღვინეთუხუცესისშვილი. კრებული.

70 ფ.; ქაღალდი; 16,5x22 სმ.; მხედრული; შავი მელანი; მუყაოს ყდა. გადაწერის ადგილი: გორი. კრებული შეიცავს ლექსებს, ასევე პოემებსა და დრამატულ ნაწარმოებებს, ლექსად თქმულს. ავტორის შესახებ (იხ.1980:635; ბერძნიშვილი 1983:102; 26; მიქიაშვილი 1990: 26,შენ,49).

H4 (H53). [კრებული].

1830 წ. XIX ს. 8ფ.; ქაღალდი; 23x18 სმ.; მხედრული; შავი მელანი; ორი ხელი. შეიცავს ორი ტექსტის ფრაგმენტს: 1. ალექსიანი; 2. ქალვაჟიანი

სამხედრო საქმე

E29 (C108; E68). სამხედრო განაწესი.

XIX ს. 283 ფ.; ქაღალდი; სხვადასხვა ზომის; მხედრული; შავი მელანი. მუყაოს ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა; კრებულში წარმოდგენილია ქართულად სხვადასხვა დროს თარგმნილი პეტრე I-ისა და პავლე I-ის სამხედრო განაწესები. მთარგმნელები: გაიოზ არქიმანდრიტი და გოდერძი ფირალოვი.

E97 (E156). ირაკლი II. მორიგი ლაშქრის განაჩენი და მორიგეების სია.

1848 წ. 16 ფ.; ქაღალდი; 22,3x16 სმ.; მხედრული; შავი მელანი. გადამწერი: სვიმონ ტაბიძე. გადაწერის ადგილი: პეტერბურგი.

E98 (E156). ირაკლი II. მორიგი ლაშქრის განაჩენი და მორიგეების სია.

XVIII ს. 1 ფ.; ქაღალდი; 8x16 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

K8 (210,6;K11). მოკლე არტილერიის წიგნი უნტეროფიცერთ სწავლისათჳს.

XVIII-XIX სს-ის მიჯნა. 59 ფ.; ქაღალდი; 28x21 სმ.; მხედრული; შავი მელანი. მუყაოს ტყავგადაკრული ტვიფრული ყდა. თარგმანი რუსულიდან; მთარგმნელი: დავით ბაგრატიონი.

E169 (E99). [უსათაურო, ბალისტიკური საკითხების განხილვა].

XVIII-XIX სს. 2 ფ.; ქაღალდი; 16,3x10,2 სმ.; მხედრული; შავი მელანი.

დამწერლობის ნიმუშები

Н55 (Н 53). [დამწერლობის ნიმუშები].

XVIII-XIX სს-ის მიჯნა. 9 ფრაგმენტი, რომელთაგან 8 ქაღალდზეა შესრულებული, ერთი, № 3 ფრაგმენტი, ნაწერია ბამბის ქსოვილზე. სხვადასხვა ზომის; შავი და წითელი მელანი; ასომთავრული და მხედრული.

Е 158 (Е 99). სირიანი. ესე იგი ასურული ანაბანა.

XIX ს-ის I მეოთხედი. 1 ფ.; 6.8x8.2 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული.

H46 (Н 65). დავით მესხიშვილი. [რიცხუნი წიგნთა სხუათა და სხუათა].

XIX საუკუნის 10-იანი წლები. 8 ფ.; 35.8x22 სმ., ქაღალდი, უყდო, შავი მელანი, მხედრული, ავტოგრაფი. საკითხავები დანომრილია ბროსეს ხელით, გარკვეული შეცდომებით, არშიებზე მისივე შენიშვნებია მოყვანილი (Brosset 1887: 67,264,505).

კატალოგები

С38 (С49). თეიმურაზ ბაგრატიონი. წიგნნი საღმრთონი და საერონი ქართულისა ენისანი, რომელნიცა იპოებიან მათის უგანათლებულესობის მეფის ძის თეიმურაზის, სრულიად საქართველოს მეფის გიორგი მეთცამეტისა ძისა თეიმურაზისა წიგნთა საცავთა შინა, თჳთოეულად აღრიცხვაჲ მათი.

1835წ. 55 ფ., 18.3x15.8 სმ., ქაღალდი მოოქრული კიდეებით; შავი მელანი; მხედრული; მუყაოს ყდა ოქროტვიფრული, ყდაზე ფრანგული წარწერით: “Registre des differentes livres enlangue georgien qui se trouvent dans la bibliotheque de Son Altesse de czarevitch Theimouraz prince de Georgie“; დევს მუყაოს ოქროტვიფრულ ფუტლარში; ავტოგრაფი; გადაწერილია პეტერგოფში. იხ. (Brosset 1887:117; 505). ტექსტი გამოცემულია (Цагарели 1894: 149-186; XVI-XVIII; (იორდანიშვილი 1948: 1-45).

Е 49 (Е 138). ილარიონი. ათონის ივერთა მონასტრის კატალოგი.

XIX ს-ის II მესამედი. 6 ფ., 36x23 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; ნუსხაში წარმოდგენილია ორიგინალური და ქართულად თარგმნილი 295 თხზულების დასახელება, დალაგებული თემატურად. იხ. (Brosset 1838: 336-351; 1851: 196;1878:421;1887: 232).

Е48 (Е138). ათონის ივერიის მონასტრის ხელნაწერთა ნუსხა.

1840 წ. 4 ფ.; 28x23 სმ.; ქაღალდი; მხედრული; შავი მელანი; გადამწერი: პეტრე ქებაძე; გადაწერის ადგილი: მოსკოვი. ნუსხა შეიცავს 252 თხზულების დასახელებას და სხვაობს 49 (Е 138)-გან.

Н 93 (G 209). უგანათებულეს თავად იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკის ქართული ბიბლიოთეკის კატალოგი (ქართულ-რუსულად).

XIX ს.-ის 70-იან წლები.14 ფ.; 35.8x22 სმ.; ქაღალდი; შავი მელანი; მხედრული; გადაწერის ადგილი: პეტერბურგი. მოცემული ნუსხა გამოუცემელია.



წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები