ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები

ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები


საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა შვიდ შენობაშია განთავსებული. ამ შენობათაგან სამი ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს და სწორედ ამ ისტორიულ შენობებში მდებარე 18 სამკითხველო დარბაზში ხდება მკითხველის მომსახურება.

ეროვნული ბიბლიოთეკიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის სახლში გატანა არ ხდება, გარდა ჰუმბოლდტის გერმანულენოვანი სამკითხველო დარბაზისა.

ბიბლიოთეკის ფონდები და მასალები გაიცემა მხოლოდ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ბეჭდური მასალის ასლის გადაღებით, სკანერის აპარატით, რისთვისაც  უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს. ასლის გადაღებისას მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. საარქივო მასალებისა და იშვიათ გამოცემათა ფოტოასლებისა და ასლების გადაღება ნებადართულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილი პირის ნებართვით.

ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა სამკითხველო დარბაზში ინტერნეტში თავისუფალი დაშვება უზრუნველყოფილია უკაბელო Wireless ტექნოლოგიის მეშვეობით.

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები ღიაა 9:30-20:00 საათამდე და მუშაობს ყოველდღე გარდა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო უქმე დღეებისა. 

იხილე ასევე

სამკითხველო დარბაზების სამუშაო საათები
სამკითხველო დარბაზებით სარგებლობის წესები

I კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5

I კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5



ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის, ამჟამად კი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი მდებარეობს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანთან და ეროვნულ მუზეუმთან მიმდებარედ, ლადო გუდიაშვილისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კუთხეში.

ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში განთავსებული დიმიტრი ყიფიანის სახელობის საერთო დარბაზი, სერგი მესხის სახელობის პერიოდულ გამოცემათა დარბაზი, ივანე მაჩაბელის სახელობის სამეცნიერო დარბაზი, სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილია.
II კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5

II კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 5



ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შენობა ლადო გუდიაშვილის და ანტონ ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე მდებარეობს, რომელიც ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს.

მეორე სართულზე, სამოქალაქო განათლების სამკითხველო დარბაზის მიმდებარედ, შეგიძლიათ დაამზადებინოთ ბეჭდური მასალის ქსერო ან სკანირებული ასლები, რისთვისაც მიმართეთ დარბაზის თანამშრომელს.
III კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7

III კორპუსი, მისამართი: გუდიაშვილის ქ. 7



ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის შენობა ლადო გუდიაშვილის და ანტონ ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე მდებარეობს.

კორპუსის მცირე ნაწილს ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია იკავებს, რის გამოც მას ადმინისტრაციულ კორპუსადაც მოიხსენიებენ.

შენობის შიდა ეზოში (მარო მაყაშვილის სახელობის ბაღში) შეგიძლიათ შეისვენოთ და მობილური აუდიო ბიბლიოთეკის საშუალებით მოუსმინოთ სასურველ აუდიომასალას.

სამკითხველო დარბაზები

დამატებით იხილე

მობილური აუდიო ბიბლიოთეკა

VI კორპუსი, მისამართი: ცინცაძის ქ. 63

VI კორპუსი, მისამართი: ცინცაძის ქ. 63

ეროვნული ბიბლიოთეკის მექვსე კორპუსის შენობა (ყოფილი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა) ამჟამად ვახტანგ VI-ის სახელს ატარებს და მდებარეობს ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე.

VI კორპუსში ეროვნული ბიბლიოგრაფიის უნიკალური ფონდი, ქართული ნაბეჭდი ერთეულის უძვირფასესი კოლექციაა განთავსებული.

 

კარტოგრაფიულ გამოცემათა სამკითხველო დარბაზი

დამატებით იხილე

ბიბლიოთეკის შენობების ადგილმდებარეობა