სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 13 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ჰაბბარდი რონალდ ლაფაიეტ ჰაბბარდი რონალდ ლაფაიეტ - საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელია ამერიკელი ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 – 1986) ჰაბბარდმა ინჟინრის განათლება მიიღო, თუმცა შემდგომ მწერლობას მიჰყო ხელი სათავგადასავლო – მეცნიერულ – ფანტასტიკურ ჟანრში. ერთ დროს ის ჰოლივუდშიც მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰაბბარდი ამერიკის ფლოტში მსახურობდა. ომის შემდეგ კალიფორნიაში ჩავიდა და ნეო-სატანისტურ-ოკულტური სწავლებით დაინტერესდა. ამ სწავლებამ და სამეცნიერო ფანტასტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ჰაბბარდის სწავლებაზე, რომელიც დიანეტიკის სახელითაა ცნობილი. 1950 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ–ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა ჰაბბარდის სტატია „დიანეტიკა – სულიერი ჯანმრთელობის თანამედროვე მეცნიერება” , რომელიც ამერიკაში ბესტსელერი გახდა. ამის შემდეგ, 1954 წელს გამოვიდა წიგნი: ”საენტოლოგიოა: აზროვნების საფუძვლები”, რომელშიც დიანეტიკა საენტოლოგიის ერთ–ერთ დარგად გამოცხადდა. ამ წიგნის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ში დაარსდა პირველი საენტოლოგიოური ეკლესია. 50-იანი წლების ბოლოს ჰაბაარდი ინგლისში გადასახლდა. 1968 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰაბბარდს და მის უცხოელ მოწაფეებს აუკრძალა ქვეყანაში გაჩერება. მას შემდეგ, რაც ჰაბბარდმა რამდენიმე მთავრობისაგან უარი მიიღო მათ ქვეყანაში შესვლაზე, მან დახურულად გამოაცხადა თავისი ორგანიზაცია, თუმცა კერძო ფლოტის საშუალებით განაგრძო მისიონერული საქმიანობა. 1981 წლიდან ჰაბბარტი საჯაროდ აღარ ჩანდა, ხოლო 1986 წელს გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ. //დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
ჰაიზინგა იოჰან ჰაიზინგა იოჰან - (1872 - 1945) დასავლური კულტუროლოგიის და კულტურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი. მან თავდაპირველად სახელი გაითქვა ნაშრომით „შუა საუკუნეების შემოდგომა“ (1919), რომელშიც სრულიად ახლებურად წარმოაჩინა გვიანდელი შუა საუკუნეების კულტურა და ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება. „Homo ludens“ („კაცი მოთამაშე“) მისი კულტურის-ისტორიული კვლევების გარკვეულად შემაჯამებელი ნაშრომი აღმოჩნდა: ამ ნაშრომში ჰაიზინგა ამტკიცებს, რომ კულტურაში მონაწილეობს და არსებით როლს ასრულებს თამაშის ელემენტი; მეტიც, თამაშის ეს ელემენტია სწორედ კულტურის მაცოცხლებელი სული, მის გარეშე კულტურა ვერ იარსებებს, ხოლო თამაშის სულის დაკნინება კულტურის დაკნინებასაც ნიშნავს. ნაშრომი ჰოლანდიურ ენაზე გამოქვეყნდა 1938 წელს, მას შემდეგ კი მსოფლიოს ათობით ენაზე გამოვიდა და კულტუროლოგიის კლასიკად იქცა. //ჰაიზინგა იოჰან, Homo Ludens კაცი მოთამაშე : კულტურის თამაშში წარმოშობის შესახებ / [გერმ. თარგმნა გია ნოდიამ ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2004.
ჰამასი ჰამასი - ,,ჰამასის“ არაბული აქრონიმია: ,,ჰარაქათ ალ-მუქავარმა ალ-ისლამია“, რაც ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობას ნიშნავს. ,,ჰამასი“ პალესტინის მუსლიმურ-ფუნდამენატალისტური მოძრაობაა. მას გააჩნია საკმაოდ ძლიერი სოციალური ბაზა და გასამხედროებულ-ტერორისტული ფრთა, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე კამიკაძეთა მოქმედებებს გეგმავს და ხელმძღვანელობს. ,,ჰამასი“ პალესტინის ადმინისტრაციის მეთაურის იასირ არაფატის მიმართ ოპოზიციურად არის განწყობილი. გარდა ამისა, ორგანიზაცია ახლო აღმოსავლეთის კრიზისის ერთ-ერთი მთავარი აქტორია. ზოგი ერთმანეთში ურევს ,,ჰამასს“ და ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“, რაც სინაიმდვილეს არ შეესაბამება. ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას“ იასირ არაფატი უდგას სათავში. გარდა ამისა, ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ არ წარმოადგენს ისლამურ-ფუნდამენტალისტური მიმართულების ორგანიზაციას და აქცენტი საერთო, ეროვნულ პრინციპებზე აქვს გაკეთებული. ,,პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“, პალესტინის ადმინისტრაციის ფუნდამენტია. ,,ჰამასი“ კი პალესტინის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებს და არაფატის რეჟიმს კორუფციაში და ისრაელის და აშშ-ის წინაშე პალესტინის ინტერესების დათმობაში ადანაშაულებს. ,,ჰამასის“ იდეოლოგია თანაბრად ითვალისწინებს, როგორც ნაციონალურ ასევე ისლამური ფუნდამენტალიზმის მიმართულებებსაც. ორგანიზაციის ლიდერები და დამფუძნებლები მიზნის მისაღწევად მხოლოდ შეიარაღებულ ბრძოლას და ტერორიზმს განიხილავენ. მათ მიზანს კი, ისრაელის სახელმწიფოს განადურება წარმოადგენს. თუმცა, ამ ბოლო დროს, ,,ჰამასში“ აშკარდ შეიმჩნევა პოზიციების დათმობისა და კომპორიმისებზე წავლის სურვუილი. კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელის განადგურება შეუძლებელია და ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. მისივე თქმით, ,,ჰამასი“ თანახმა იქნება, თუკი ისრაელი მოახდენს პალესტინის დეოპუკაციას. ,,ისრაელმა და პალესტინამ ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ“, აღნიშნა მან. უნდა ითქვას, რომ ეს აშკარა პროგრესია, რადგან მანადმე ,,ჰამასის“ სხვა ლიდერი აბდელ აზიზ ალ-რანტისი აცხადებდა: ,,ჩვენ არ გვჯერა, რომ მტრის გვერდით ცხოვრება შესაძლებელია.“ //ღირსიაშვილი ლევან. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: ორი ერი, ერთი მიწა // ახალი აზრი,- Ή2 (8),- 2003
ჰარდუენ დე პერეფიქსი ჰარდუენ დე პერეფიქსი - (1605-1670) პარიზის არქიეპისკოპოსი. თხზულება „ანრი IV-ის ისტორიის“ ავტორი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ჰეგელი ვილჰელმ გეორგ ფრიდრიხ ჰეგელი ვილჰელმ გეორგ ფრიდრიხ - 27.08.1770, შტუტგარდი - 14.09.1831, ბერლინი) - გერმანელი ფილოსოფიის წარმომადგენელი. შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუნბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე (1788 -93). 1793 -1801 წწ. ჰეგელი კერძო მასწავლებლად მუშაობდა ბერლინში, შემდეგ მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიკის საკითხებით. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. ჰეგელი აქვეყნებს შრომას ,,განსხვავება ფიხტესა და შელინგის სისტემებს შორის“, სადაც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. 1801 წ. მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802 – 03 წწ. ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ ,,ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს სტატიებს რომელშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს შელინგის თვალსაზრისს, ხოლო 1807 წ. გამოცემულ ,,გონის ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას. 1807– 08 ჰეგელი ,,ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო, 1808 – 16 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 წელს გამოაქვეყნა თავისი ,,ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 – II ტომი. ამავე წელს გამოდის მისი ,,ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია”. 1818 წელს მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 წ. გამოქვეყნდა ჰეგელის ,,სამართლის ფილოსოფია“. 1829 – 30 წწ. ჰეგელი გახდა ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი. ჰეგელის თანახმად ლოგიკა ფილოსოფიური სისტემის პირევლი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროში. ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომელიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ. 611-612.)
ჰემოგენურობა ჰემოგენურობა - ზოგადად მსგავსება, იგივეობა; გამოიყენება განსხვავებულ შემთხვევაში ჯგუფის, საგნების, მონაცემების და ა.შ. დასახასიათებლად. ტერმინი აღნიშნავს იმას, რომ ნაგულისხმევი საგნები არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან არსებითად, ერთგვაროვანია. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ჰერაკლე ჰერაკლე - ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირის, ზევსისა და ალკმენეს ძის, ჰერკულესის ლათინური სახელი: ჰერაკლემ, დელფოს სამისნოს დავალებით, აღასრულა თორმეტი საგმირო საქმე. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ჰეტეროსექსუალი ჰეტეროსექსუალი - პიროვნება, რომელსაც იზიდავს მხოლოდ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. //ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
ჰიერონე ჰიერონე - ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტის (ძვ. წ. 430-3) დიალოგი „ჰიერონე“, რომელშიც აღწერილია ის საშუალებები, რითაც ხელმწიფეს შეუძლია ბედნიერება მოუტანოს თავის ქვეყანას. თვით ჰიერონ უფროსი (ძვ. წ. 478-467) სირაკუსეს (ქალაქი სიცილიაში) ტირანი იყო. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ჰობსი თომას ჰობსი თომას - (1588-1679) ინგლისელი ფილოსოფოსი; სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში ჰობსმა უარყო საზოგადოების ღვთაებრივი წარმოშობის თეორია და საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია დაიცვა. ჰობსს სახელმწიფოს საუკეთესო ფორმად აბსოლუტური მონარქია მიაჩნდა, მაგრამ მისი იდეა იყო არა მონარქიული, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდული პრინციპი. ჰობსის ძირითადი თხზულებებია: „მოქალაქის შესახებ მოძღვრების ფილოსოფიური ელემენტები“ (1642), „ლევიათანი“ (1655). ფრაზა „ჰობსიც ამავე აზრისაა“ - სწორედ „ლევიათანში“ გამოთქმულ შეხედულებას გულისხმობს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ჰომილია ჰომილია - ქადაგება, ეკლესიაში ზეპირად წარმოთქმული სიტყვა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ჰომოსექსუალი ჰომოსექსუალი - პიროვნება, რომელსაც მხოლოდ მისივე სქესის ადამიანები იზიდავს. //ბრანდერი პატრიცია. კომპასი: სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
ჰომოფობია ჰომოფობია - სიძულვილი გეი ან ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ან მათი ცხოვრების სტილის ან კულტურის მიმართ ან ზოგადად განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიმართ. //ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა