სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 20 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ნატურალიზაცია ნატურალიზაცია - სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის მოქალაქედ, ქვეშევრდომად მიღება. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ნაფიცი მსაჯულები ნაფიცი მსაჯულები - ხალხის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მართლმსაჯულების განხორციელებაში. ისინი, როგორც წესი, ქმნიან დამოუკიდებელ კოლეგიას, რომელიც ვერდიქტის გამოტანით წყვეტს მხოლოდ ბრალდებულის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხს. ბრალეულად ცნობის შემთხვევაში განაჩენს ადგენენ და სასჯელს ნიშნავენ პროფესიონალი მოსამართლეები დამოუკიდებლად ან ნაფიც მსაჯულებთან ერთად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ნაციონალური სეპარატიზმი ნაციონალური სეპარატიზმი - სარწმუნოებრივ ცნობიერებაში პროვინციული ელემენტების შეტანა. ცნობილია ფილეტიზმის სახელით. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ნაციონალური ტერორიზმი ნაციონალური ტერორიზმი - ხასიათდება ეთნიკური ნიშნით. მას ახორციელებენ ეროვნულ უმცირესობათა ნაციონალურ-პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ისტორიული ტერიტორიების სუვერენიტეტის მოსაპოვებლად ან ავტონომიის გაფართოებისათვის (მაგალითად ბასკური ორგანიზაცია ეტა, ირლანდიის რესპუბლიკური არმია, ქურთების მუშათა პარტია). //რუბაშვილი ვასილ. ტერორიზმის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციებში // ახალი აზრი #1 (7),- 2003
ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა – რესპუბლიკური მმართველობის ამ სახეს იურიდიულ ლიტერატურაში «შერეულ რესპუბლიკასაც» უწოდებენ, რადგან მასში თავმოყრილია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნები, საპრეზიდენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი ნიშნების უპირატესობით. რესპუბლიკური მმართველობის ამ ფორმას, ზოგადად, შემდეგი ნიშნები ახასიათებს: პრეზიდენტი თანამდებობას იკავებს პირდაპირი არჩევნების გზით და იღებს ისეთივე ლეგიტიმაციას, როგორსაც პარლამენტი. პრეზიდენტი, არის რა სახელმწიფოს მეთაური, არა მარტო ასრულებს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელ ფუნქციებს, არამედ აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებით სახელმწიფო მმართველობის სფეროში. იგი ნიშნავს მთავრობას და ხელმძღვანელობს მის მუშაობას. მთავრობა პასუხისმგებელია პრეზიდენტის წინაშე და შეიძლება პრეზიდენტის მიერ მთავრობა მთლიანად იქნეს გადაყენებული. ეს ზემოთ ჩამოთვლილი საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნიშნებია, მაგრამ, განსხვავებით საპრეზიდენტო რესპუბლიკისაგან, მთავრობა პასუხისმგებელია არა მარტო პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშეც და პარლამენტსაც, უნდობლობის გამოცხადების გზით, შეუძლია მისი გადაყენება. ამის საპირისპიროდ პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დაშლის უფლება. მმართველობის ეს ფორმა შეიცავს როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო რესპუბლიკის ნიშნებს, მაგრამ მას ახასიათებს ისეთი ნიშნებიც, რომლებიც მხოლოდ მისთვის არის დამახასიათებელი და ინდივიდუალური და არ ახასიათებს რესპუბლიკის არც ერთ სხვა სახეს. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ორმაგი პასუხისმგებლობა მთავრობისა, რომელიც პოლიტიკურად პასუხისმგებელია როგორც პრეზიდენტის, ისე პარლამენტის წინაშე. ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკის ინდივიდუალურ ნიშნად შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისიც, რომ აღმასრულებელი (სამთავრობო) ხელისუფლება დუალისტური – ორსახოვანია, რადგან რეალური მმართველობითი ფუნქციებით ორი თანამდებობის პირია აღჭურვილი, პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი, რომელთაგანაც უპირატესობა ენიჭება პრეზიდენტს (მაგ., საფრანგეთში მთავრობის უფლებამოსილება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ თავმჯდომარეობს მის სხდომას, პრეზიდენტი თუ პრემიერ–მინისტრი. რა თქმა უნდა, პირველ შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილება უფრო ფართოა). იურიდიულ ლიტერატურაში ხშირად არა მარტო ნახევრადსაპრეზიდენტო, არამედ ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკებსაც მოიხსენიებენ შერეული რესპუბლიკის ცნების ქვეშ, იმის მიხედვით, თუ რომელი ნიშნები მძლავრობენ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკისა (მაგრამ უფრო ხშირად ტერმინი “ნახევრადსაპრეზიდენტო” გამოიყენება). ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა პირველად დაფუძნდა საფრანგეთში 1958 წლის კონსტიტუციით. აგრეთვე, მმართველობის ამ ფორმას მიეკუთვნება ფინეთი და პორტუგალია. მიჩნეულია, აგრეთვე, რომ დსთ–ის ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა, შერეული რესპუბლიკებია. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის ამ სახის წარმოშობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს იმ უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება, რაც დამახასიათებელია საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკისათვის. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ მმართველობის ეს ფორმაც არ ყოფილა სრულყოფილი და მისი ეფექტურობა დამოკიდებულია მთავრობის საპარლამენტო მხარდაჭერაზე და სასურველია, რომ პრეზიდენტსა და პარლამენტში არსებულ წამყვან პოლიტიკურ ძალას შორის დიდი პოლიტიკურ–მსოფლმხედველობრივი განსხვავება არ იყოს. ასე მაგალითად: 1986 წელს საფრანგეთში, როცა პრეზიდენტი სოციალისტი ფ.მიტერანი იყო, პარლამენტის ქვედა პალატაში არჩევნების შედეგად უმრავლესობით მოვიდნენ მემარჯვენეები, რომელთა წევრებიდანაც დაკომპლექტდა მთავრობა. ამ პარლამენტმა ნახევარი წელი იარსება და დათხოვნილი იქნა პრეზიდენტის მიერ. ახალმა არჩევნებმა შესაძლებელი გახადა მთავრობის დაკომპლექტება სოციალისტებისაგან. ისმის კითხვა: რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნებში ისევ მემარჯვენე პარტიები გაიმარჯვებდნენ? ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ან უნდა წასულიყო ჩრდილში, ან გადამდგარიყო, ანდა დაეშალა პარლამენტი, რაც, რა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ არ იმოქმედებდა. 1993 წლის არჩევნებზე ისევ მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს, მაგრამ პრეზიდენტს რაიმე ქმედითი ღონისძიებები არ განუხორციელებია, რადგან მისი ვადა მალე იწურებოდა და იგი შეეგუა არასასურველ მთავრობას . ასეთმა შემთხვევებმა, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკურ ძლებს მიეკუთვნებიან და ასე აგრძელებენ საქმიანობას, ლიტერატურაში «თანაცხოვრების» სახელი მიიღო . ასეთი «თანაცხოვრების» მდგომარეობა წარმოიშვა 1997 წლის არჩევნების შედეგად, მაგრამ ახლა პრეზიდენტი მემარჯვენე ჟაკ შირაკი იყო, ხოლო პრემიერ–მინისტრი (მას შემდეგ, რაც სოციალისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს პარლამენტის ქვედა პალატაში) გახდა სოციალისტი ლიონელ ჟოსპენი. //არჯევანიძე იმედო. მმართველობის ფორმები, რესპუბლიკა, როგორც მმართველობის ფორმის ნაირსახეობა, თანამედროვე საქართველო და მისი სამომავლო პერსპექტივები // ალმანახი Ή16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
ნებისყოფის სუბიექტი ნებისყოფის სუბიექტი - პირი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, იმოქმედოს საკუთარი ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, შესაბამისად დაიოკოს მოთხოვნილებათა იმპულსები და მიჰყვეს სამართლის მოთხოვნებს. იყო ნებისყოფის სუბიექტი - ეს ნიშნავს პასუხი აგო საკუთარ ქცევაზე. //კორძაძე ზვიად. სასჯელის მოტივაციური ზემოქმედება // ალმანახი Ή8, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ნეგატივიზმი ნეგატივიზმი - ქცევის ოპოზიციური მანერა, დაწყებული პასიური წინააღმდეგობებიდან დამთავრებული აქტიური ბრძოლით, დადგენილი ჩვეულებებისა და კანონების წინააღმდეგ; //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
ნეგატიური აზროვნება ნეგატიური აზროვნება - მოუქნელი, არარსებული აზროვნება, რომელიც მიმართულია არა გადაწყვეტილების მოძიებაზე, არამედ პრობლემის ხაზგასმაზე, (განსხვავებით პოზიტიური აზროვნებისაგან, რომელიც გულისხმობს რესურსების აღმოჩენისაკენ სწრაფვას პრობლემურ სიტუაციაშიც კი) //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
ნეპოტი კრონელიუს ნეპოტი კრონელიუს - (ძვ. წ. 99-24) Corn. nep. რომაელი ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „De viris ilustribus“ (გამოჩენილი ადამიანები). //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ნეპოტიზმი ნეპოტიზმი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შვილიშვილს, შთამომავალს. ნეპოტიზმი განმარტებულია, როგორც რომის პაპის მიერ შემოსავლიანი და გავლენიანი თანამდებობის დარიგება საკუთარი ნათესავებისთვის; ასევე თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა; ,,ნათლიმამობა”, ,,მამიდაშვილობა” //ენცო ლო დატო. პლერმოს ,,კულტურული რევოლუცია”. // თავისუფლება N12 (24), დეკემბერი, თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2003
ნირვანა ნირვანა - სრული სიმშვიდე: არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ - თავისებური ყოფნა, უფრო - ზეყოფნა, როცა ყოველი შეგრძნება ნულოვან წერტილშია მოქცეული. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
ნიშანი ნიშანი - რიცხვობრივი ან ხარისხობრივი საზომი ერთეული, რომელიც გამოიყენება ინდივიდუალური კურსის/მოდულის შეფასებისათვის. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
ნიშნების ფურცელი ნიშნების ფურცელი - დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ, კერძოდ, გავლილი კურსებისა და მოდულების ჩამონათვალს, მიღებული კრედიტების რაოდენობას, ადგილობრივსა და ECTS-ის შეფასებას. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
ნოდია გია ნოდია გია - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. დაიბადა 1954 წელს. თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების (1976) შემდეგ მისი ფილოსოფიური რეფლექსიის ობიექტს კულტურისა და პიროვნების პრობლემები წარმოადგენდა, კერძოდ, შრომა, თამაში, იუმორი თავისუფლებასა და შემოქმედებასთან მიმართებაში. 80 - იანი წლების დამლევიდან მისი ყურადღება ფოკუსირებულია პოლიტიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე. ავტორია 3 წიგნის, 50 - ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 100 - ზე მეტი პუბლიცისტური წერილისა. მისი შრომები გამოდის ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ესპანურ ენებზე. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე; პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა უნივერსიტეტში; ჩატარებული აქვს საერთაშორისო კვლევები ვაშინგტონის ვუდრო ვილსონის სახელობის ცენტრში, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ბერკლი) და ბერლინის მეცნიერებათა კოლეჯში; ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ძირითადად მუშაობდა და წერდა ორ თემაზე: 1. რეგიონალური უსაფრთხოება, სახელმწიფოს მშენებლობა და დემოკრატიზაცია კავკასიაში; 2. ნაციონალიზმისა და დემოკრატიული გარდამავლობის თეორიები პოსტცივი ომის კონტექსტში. სხვადასხვა დროს სამეცნიერო - კვლევით მუშაობას ეწეოდა ვუდროვ ვილსონის ცენტრში (აშშ, ვაშინგტონი, 1991 -1992), დემოკრატიის საერთაშორისო ფორუმში (აშშ, ვაშინგტონი, 1996), კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშს, ბერკლი, 1997), ბერლინის მეცნიერებათა კოლეგიაში (გერმანია, 1998 -1999). მრავალგზის იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად ამერიკის, ინგლისის, გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში.
ნოე ნოე - ბიბლიური მამამთავარი, ადამის მეათე შთამომავალი. ღმერთის რჩევით ნოემ ააგო კიდობანი და გადაარჩინა სულდგმულნი. ნოე მიიმჩნევა კაცობრიობის მხსნელად. რუსო ნოეს „იმპერატორს“ უწოდებს, ხოლო სამ დიდ მონარქში მის ვაჟებს - სემს, ქამს და იაფეტს - გულისხმობს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ნორმა ნორმა - გარკვეული ქცევის წესი, რომელიც სავალდებულოა ყველასათვის. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
ნორმატიული აქტი ნორმატიული აქტი - უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ზოგად წესს და შესასრულებლად სავალდებულოა. საქართველოს ნორმატიული აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება, საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, საქართველოს პარლამენტის დადგენილება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, საქართველოს კონტროლის პალატის ნორმატიული აქტი, მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ნუმა პომპილიუსი ნუმა პომპილიუსი - (ძვ. წ. 715-672) გადმოცემის თანახმად რომის მეორე მეფე; მან განახორციელა რელიგიური და სამართლებრივი რეფორმები. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ნუმინოზური ნუმინოზური - ზებუნებრივი, მისტიური; სავსე ღვთიური განცდით. (მთარგმ.). //რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]
ნუნ'ეს დე ბალბოა (ვასკო) ნუნ'ეს დე ბალბოა (ვასკო) - (1475-1517) ესპანელი მეზღვაური, ავანტიურისტი, კონკვისტადორი. 1513 წელს ცენტრალური ამერიკის ყელი გადაკვეთა და მიაღწია წყნარი ოკეანის სანაპიროს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა