სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 8 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ცემა ცემა - ქმედება, როცა დამნაშავე დაზარალებულს ურტყამს რამდენჯერმე. სისტემატური ცემა ან ძალადობა, რომელსაც წამების ხასიათი აქვს, მათ არაერთგზისობას გულისხმობს. არსებითია ის გარემოება, რომ გვაქვს მოქმედების გამეორების არა მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. ასეთ ქმედებებს შეიძლება პიროვნების სიკვდილი ან სხეულის დაზიანება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში სისხლის სამართალი დანაშაულს შესაბამის კვალიფიკაციას აძლევს. //გაფრინდაშვილი ქ. ფხაკაძე რ. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ცენზი ცენზი - რომის მოქალაქეებს ქონების მიხედვით აღწერდნენ და ხუთ ჯგუფად ყოფდნენ. ამ აღწერის, ცენზის, საფუძველზე ხდებოდა გამოსაღების დაწესება, მოქალაქეთა განაწილება ჯარში ცენტურიების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მინიჭება, უფლება, თვითონ ყოფილიყვნენ არჩეულნი და დაეკავებინათ გარკვეული თანამდებობები. მოსახლეობის აღწერა მხოლოდ რომის მოქალაქეებს ეხებოდა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ცენზორი ცენზორი - თანამდებობის პირი ძველ რომში, რომელიც ხელმძღვანელობდა მოქალაქეთა ქონების შეფასებას, თვალყურს ადევნებდა გადასახადების აკრეფას, ქონების დაბეგვრას. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ცენზურა ცენზურა -(ლათ. censura) ხელისუფლების მეთვალყურეობა ნაბეჭდ პროდუქციაზე, სასცენო დადგმებზე, რადიო და ტელეგადაცემებზე, ხოლო ზოგჯერ კერძო მიმოწერის შემოწმება, რათა არ დაუშვან ან შეზღუდონ ხელისუფლებისათვის მიუღებელი მანკიერი და მავნე ინფორმაციის გავრცელება. დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობა აღიარებს ინფორმაციის თავისუფლებას და კრძალავს ცენზურას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
ცივილიზაცია ცივილიზაცია - ცნობიერების, მენტალიტეტის, რელიგიის, კულტურის, ცხოვრებისა და აზროვნების წესის ერთობლიობა, რომელიც ერის, სოციუმის, სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა კავშირების ჩამოყალიბების პროცესს განსაზღვრავს. //დურმიშიძე ნ, ტორონჯაძე ი, მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა,–ფრიგრიხ ებერტის ფონდი
ციკლოპი ციკლოპი - (ბერძნ. კიკლოპი) მითიური ცალთვალა ბუმბერაზი. ჰომეროსის პოემა „ოდისეა“ - IX სიმღერა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ციცერონი მარკუს ტულიუს ციცერონი მარკუს ტულიუს - (106-43 წ. ძვ. წ.) რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ორატორი. რომის რესპუბლიკის კონსტიტუციას ციცერონი დემოკრატიის, არისტოკრატიისა და მონარქიის კარგ შეხამებად მიიჩნევდა. ციცერონი იბრძოდა კატილინას წინააღმდეგ. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
ცნობა ცნობა - ECTS-ის ფარგლებში ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ კურსის ან მოდულის წარმატებით დასრულების შედეგად მიღებული კრედიტები, რომლებიც დაფიქსირებულია სასწავლო ხელშეკრულებაში მასპინძელ უნივერსიტეტში, უნდა ჩანაცვლდეს მის მშობლიურ უნივერსიტეტში მიღებული კრედიტების სისტემის შესაბამისი რაოდენობით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
 
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა