სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 6 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ძალადობა ძალადობა - სინონიმები: აგრესია, სასტიკი მოპყრობა, შეურაცხოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა. ძალადობა არის ყოველგვარი ქმედება ან სიტყვა, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხჰყოს, ზიანი მოუტანოს მას ან შეულახოს კანონით მინიჭებელი ულებები. ძალადობის დღოს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება, და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია. რა თქმა უნდა, ძალადობა შეიძლება განხორციელდეს არა მარტო ადამიანის მიმართ. ძალადობის მსხვერპლი ხშირად დაუცველი ცხოველიც ხდება. სასტიკი მოპყრობა განსაკუთრებით საზარელია მაშინ, როდესაც მას სუსტი და დაუცველი არსებების მიმართ სჩადიან. როგორც წესი, სწორედ ასეც ხდება. ძალადობას შეიძლება ახორციელებდეს ერთი ადამიანი, ადამიანთა ჯგუფი ან მთელი საზოგადოება. მათი ძალადობრივი ქცევა შეიძლება ეხებოდეს მეორე ადამიანს ან სხვა ჯგუფს. ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია. მას კრძალავს და სჯის კანონი. //ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 ძალადობა - ძალზე მრავლისმომცველი ცნებაა და რამდენიმე ასპექტს აერთიანებს - ფსიქოლოგიურს, იურიდიულსა და სოციალურს. იურისპრუდენციაში მიღებული ზოგადი განმარტება ასეთია: ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ოჯახი სახელმწიფოს საფუძველია, იგი არის სახელმწიფო სახელმწიფოში, ანუ გარკვეული მიკროსისტემა. მაკრო და მიკრო სისტემებს შორის გასაოცარი შინაგანი კანონზომიერება არსებობს, ერთის მდგომარეობა და კეთილდღეობა განსაზღვრავს მეორის მდგომარეობასა და კეთილდღეობას, და პირუკუ. ამდენად, ძალადობის განმარტება ოჯახზეც ვრცელდება, ოღონდ მოქმედების შემცირებული მასშტაბით. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 ძალადობა - არამარტო ფიზიკური ძალმომრეობა, არამედ პიროვნების შეურაცხყოფა და მისი აბუჩად აგდება. ძალადობა შედგება სამი კომპონენტისაგან: მსხვერპლი, დამნაშავე და თვით ქმედება. თავისი ხასიათისა და შედეგების გათვალისწინებით, იგი ხშირად მოიაზრება როგორც კრიმინალი. ძალადობა მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს მუქარით ან ქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვება ქონების დაზიანება ან განადგურება, ანდა პიროვნების შეურაცხყოფა ან სიკვდილი. ოჯახში ძალადობის ფორმებია: ფიზიკური ძალადობა (ცემა), სექსუალური ძალადობა, მუქარა, ემოციური ძალადობა (სისტემატური ყვირილი, გინება), საზოგადოებისგან იზოლაცია, რაიმე ქმედების მუქარით აკრძალვა, დაშინება და ა.შ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი (პირობითად ასე ვუწოდოთ მათ) შეიძლება იყოს ქალი, ბავშვი, ინვალიდი, მოხუცი და, იშვიათად, მამაკაცი. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქმრის ძალადობა ცოლზე და მშობლების - შვილებზე. //ყიფშიძე ლალი. ძალადობა ოჯახში და ქალთა სოციალური პრობლემები // ალმანახი ¹7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
ძალადობა გონებაზე ძალადობა გონებაზე - როცა ერთი ადამიანი ყოველთვის აკონტროლებს მეორეს, აბრალებს იმას, რასაც თვითონვე სჩადის, არ აძლევს სხვა მეგობრების ყოლის უფლებას, მოითხოვს, რომ მეორემ მას სიყვარული დაუმტკიცოს მისთვის არასასურველი საშუალებით, ატყუებს, რომ უყვარს, რათა აიძულოს სქესობრივ ურთიერთობაში შევიდეს მასთან. //ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ძალადობა გრძნობებზე ძალადობა გრძნობებზე - ერთი ადამიანის მიერ მეორის დამცირება, საზოგადოების წინაშე შერცხვენა, პარტნიორის აზრის და გრძნობების გაუთველისწინებლობა, დევნა, თვალთვალი, ეჭვიანობა და მესაკუთრეობა, მეორე ადამიანის რეპუტაციის შელახვა, დადანაშაულება საკუთარ უღირს ქცევაში და ა.შ. //ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
ძალადობა ოჯახში ძალადობა ოჯახში - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ განმეორებად ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ემოციურ ზეწოლას. //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 ძალადობა ოჯახში - ოჯახში ძალადობის სხვა სახის ძალადობისაგან ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ იგი ოჯახის ფარგლებს საერთოდ არ სცილდება. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 ძალადობა ოჯახში - დასაწყის ეტაპზე ოჯახში ძალადობის ტერმინი მხოლოდ ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობდა, მაგრამ ახლა მამაკაცების წინააღმდეგ ძალადობასაც მოიაზრებს, მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით ოჯახში ყველაზე გავრცელებული სახის ძალადობაა ცოლის ცემა. მის ოთხ ძირითად მიზეზს ასახელებენ, ესენია: 1. ეჭვიანობა 2. ქმრის მიმართ უპატივცემულობა 3. ქმრის, როგორც ოჯახის უფროსის და გამგებლის „უფლება“ - სცემოს ცოლი 4. ალკოჰოლური მდგომარეობა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებიც, ისეთები, როგორიცაა: ცოლის მუდმივი კონტროლი, საკუთარი მშობლებისა და მეგობრებისაგან იზოლაცია; მუქარა, დაშინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება და ა.შ. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
ძალადობრივი დანაშაული ძალადობრივი დანაშაული – პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და, აგრეთვე, საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობა. ძალადობრივი დანაშაულების საფუძველს წარმოადგენს პიროვნების ან საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა, რომელიც ფიზიკური ძალის, ან მისი გამოყენების მუქარის (განზრახი მკვლელობა, განზრახი სხეულის დაზიანება, ძარცვა, ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა) მეშვეობით ხორციელდება. ძალადობრივი დანაშაულის შესწავლის მნიშვნელობა მდგომარეობს პიროვნების, როგორც თავდასხმის ობიექტის, უმაღლეს საზოგადოებრივ ღირებულებაში. ამ თვალსაზრისით, ძალადობრივი დანაშაულობა დანაშაულობის ყველაზე უფრო საშიშ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამ გარემოების ხაზგასმის სურვილით იყო გამოწვეული ის, რომ ახალ ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში მისი კერძო ნაწილი პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებების თავით იხსნება. ამ ბოლო ხანს თავისი გავრცელება ჰპოვა ძალადობრივი დანაშაულობის ერთ-ერთმა ყველაზე უფრო საშიშმა ფორმამ - პოლიტიკურმა ტერორიზმმა. ძალადობრივი დანაშაულის ასევე ერთ-ერთ საშიშ ფორმას წარმოადგენს ეთნიკურ პრობლემებთან დაკავშირებული დანაშაულები. აქ ყველაზე უფრო საშიშ დანაშაულად გენოციდი გვევლინება - დანაშაული, რომელიც ნაციონალური ნიშნის მიხედვით მოსახლეობის დევნასა და მის ფიზიკურ განადგურებაში გამოიხატება. ძალადობრივ დანაშაულობას ახასიათებს რიგი თავისებურებებისა, რომლებიც მისი გამომჟღავნების სფეროზეა დამოკიდებული. საერთოდ, საყოფაცხოვრებო და თავისუფალი დროის სფეროში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები სიტუაციურობით ხასიათდება, რაც არ შეიძლება ითქვას მათ გამომჟღავნებაზე ეკონომიკური ურთიერთობებისა და პოლიტიკურ სფეროში. აქ, პირიქით, ჭარბობს ძალადობრივი აქციების გულდასმით მომზადება, რაც ზრდის ასეთი დანაშაულების საშიშროების ხარისხს. ძალადობრივი დანაშაულობის შიგნით არსებული განსხვავებების შესაბამისად, არსებობს, თავისებურებები როგორც ძალადობითი დანაშაულების ჩადენის ფაქტების, ასევე ამ დანაშაულებების კონკრეტული ჩამდენი პირების გამოვლინებასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, საყოფაცხოვრებო და თავისუფალი დროის სფეროში ჩადენილი დანაშაულები, თუ მათ არ გამოუწვევიათ რაიმე მძიმე შედეგის დადგომა (სიკვდილი, სხეულის მძიმე დაზიანება), ძალზე ხშირად სამართალდამცავი ორგანოების ყურადღების გარეთ რჩებიან. მეორე მხრივ, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულები თითქმის ყოველთვის რეგისტრირდება, მაგრამ მათი კონკრეტული ჩამდენი პირების გამოვლენა ძალზე იშვიათად ხდება, მათი მოქმედებების კონსპირაციის მაღალი დონისა და დანაშაულებრივი ჯგუფების რთული იერარქიული ორგანიზაციის შედეგად. //გოძიაშვილი ირაკლი. თანამდებობრივი დანაშაულობის ფორმირებისა და თავიდან აცილების აქტუალური საკითხები // ალმანახი ¹13, [სისხლის სამართალის კრიმინოლოგიის პრობლემები],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
ძველ ებრაელთა კანონი ძველ ებრაელთა კანონი - მოსეს კანონმდებლობა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.