სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 2 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
ყალბი დოკუმენტები ყალბი დოკუმენტები - პასპორტი, ვიზები ან სხვა სამგზავრო ან პირადობის დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება იყოს: ა) შეცვლილი, ნამდვილი არასწორად გაცემული ან ანალოგიური ბ) კანონიერი დოკუმენტები, ყალბი გზით მოპოვებული, მაგ: სხვისი დოკუმენტის გამოყენება და სხვა პირად თავის მოჩვენება. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
ყურანი ყურანი - არაბულად ,,კითხვას’’ ნიშნავს. მუსლიმანთა რწმენით, მუჰამედს 610 წელს ეუწყა ზეციური სიბრძნე, რომელსაც იგი სხვათ გადასცემდა. თანდათან, მოძღვრის ქადაგებათა შესაბამისად, ეს სიბრძნე ეტრატზე, პალმის ფურცლებსა და თუ ქვის ფილებზე გადაიტანეს მისმა წერა-კითხვის მცოდნე მიმდევრებმა. ყურანი დაწერილია გარითმული პროზით. შედგება 114 თავისაგან, რომელთაც არაბულად სურები ეწოდება. თითოეული სურა გულისხმობს გამოცხადებას ანუ ხილვას, რაც წინასწარმეტყველს მიემადლებოდა ხოლმე ექსტაზური ლოცვების ჟამს. სურებს საკუთარი სახელები (სათაურები) აქვთ. ისინი დაყოფილია მუხლებად ანუ ლექსებად (აიებად). სულ 6211 ლექსია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002