სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 54 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
დ'ალამბერი ჟან ლე რონ დ'ალამბერი ჟან ლე რონ - (1717-1783) ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი. სხვა ფრანგ განმანათლებელთაგან განსხვავებით, იგი ამტკიცებდა, რომ ზნეობა არ არის განპირობებული საზოგადოებრივი გარემოთი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
დაახლოება დაახლოება - ნიშნავს ზოგადი მიზნების მისაღწევად შესაბამისი პოლიტიკის ნებაყოფლობით აღიარებას. ეროვნული საგანმანათლებო სისტემების დაახლოება გათვალისწინებულია ბოლონიის პროცესით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
დადგენილება დადგენილება - სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი, დოკუმენტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დაზღვევა დაზღვევა - ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმულირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დაინტერესებული მხარე დაინტერესებული მხარე - (Stakeholder) ნებისმიერი პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ბიზნესის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა. მათ შორის: თემის წევრები, თანამშრომლები და მათი ოჯახები, მომხმარებლები, მომწოდებლები, აქციონერები, სათემო და გარემოსდაცვითი ჯგუფები, პოლიტიკოსები, პროფესიული და აკადემიური ორგანიზაციები, ბიოსფერო, მსოფლიოს მოსახლეობა და მომავალი თაობები. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
დაინტერესებული მხარეების ჩართვა/მონაწილეობა დაინტერესებული მხარეების ჩართვა/მონაწილეობა - (Stakeholder Involement) დაინეტერსებული მხარეების აქტიური მოძებნა და მათი შეხედულებების გათვალისწინება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და პროგრამების ჩამოყალიბებაში. დაინტერესებული წრეების მონაწილეობის/ჩართულობის ამპლიტუდა შეიძლება განისაზღვროს კომპანიის საქმიანობის შესახებ მათი ინფორმირებიდან დიალოგში ჩართვამდე. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
დაკავება დაკავება - თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება თუ არსებობს საკმაო საფუძველი, ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დაკითხვა დაკითხვა - საგამოძიებო და სასამართლო მოქმედება, რაც ნიშნავს პირის გამოკითხვას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ. მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის და სხვათა დაკითხვა ხდება კანონით დადგენილი წესების დაცვით. დაკითხვის დროს ზემოქმედების უკანონო მეთოდების გამოყენება დანაშაულია და ისჯება კანონით. დანაშაულია, აგრეთვე მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დამოუკიდებელი სასამართლო დამოუკიდებელი სასამართლო - მოსამართლეები, რომლებიც სასამართლოებსა და ტრიბუნალებში იხილავენ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და კომპეტენტურები. იმისათვის, რომ მოსამართლე იყოს ,,დამოუკიდებელი”, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საიმედო/დაცული ვადით: რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოსამართლის დათხოვა იმ მიზეზით, რომ მთავრობას ან რომელიმე საჯარო არასამართლებრივ პირს მიუღებლად მიაჩნია მისი გადაწყვეტილება. მოსამართლის დათხოვა შეუძლებელია იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის არღვევს ქცევის წესებს ან თანამდებობისთვის შეუფერებელია: გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად დამნაშავე და თანამდებობისთვის შეუფერებელია მოსამართლე, უნდა მიიღოს ორგანომ, რომელიც მთავრობისაგან დამოუკიდებელი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. მექრთამეობის რისკის გამოსარიცხად მოსამართლეები სათანადო ანაზღაურებას უნდა იღებდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური მომზადება და უნდა გააჩნდეთ კანონის ამოქმედების/პროფესიული გამოცდილება. // მაკლასკი ჯ. კანონის უზენაესობა // თავისუფლება ¹9 (33). სექტემბერი, - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
დამცველი დამცველი - პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დანაშაული დანაშაული - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაული არ არის ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დანაშაულის გრძნობა დანაშაულის გრძნობა - ადამიანს სჯერა, რომ ცუდია, ბოროტად იქცევა და აწუხებს სინდისის ქენჯნა. //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები - კანონით გათვალისწინებული ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისათვისაა დამახასიათებელი და წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ საფუძველს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დანაშაულის ჩადენა დანაშაულის ჩადენა - თვითკონტროლის საშუალებით სამართლებრივი კონტროლის მოხსნა. სურათი არ იცვლება იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულის ჩადენა ხდება იმპულსურად, რადგან იმპულსური ქცევის დროს ინდივიდს თვითკონტროლისა და შესაბამისი კონტროლის შესაძლებლობა გააჩნია, ე.ი. დანაშაულებრივი ქცევის უშუალო მიზეზად გვევლინება განწყობა, რომელიც მოთხოვნილებებისა და მათი დაკმაყოფილების სიტუაციის საფუძველზე წარმოიშობა. ამასთან, დანაშაულებრივი ქცევის განწყობის ჩამოყალიბება და მისი რეალიზაცია წარმოიშობა სოციალური კონტროლის უშუალო ზეგავლენის ქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩადის რა სუბიექტი დანაშაულს, ამით იგი ავლენს თავის სოციალურ სახეს, შინაგან სამყაროს და ფასეულობათა გარკვეული სისტემისადმი მიზანმიმართულებას. დანაშაულებრივი მოვლენის სუბიექტად გვევლინება მხოლოდ ნებისყოფის სუბიექტი. //კორძაძე ზვიად. სასჯელის მოტივაციური ზემოქმედება // ალმანახი ¹8,– [სისხლის სამართალი],– ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,– 1998
დაპატიმრება დაპატიმრება - სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიება. იგი გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის, ორსული და ჩვილბავშვიანი ქალის მიმართ. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს. უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობით, პატიმრობის ვადა, კანონით დადგენილი წესით, შეიძლება გააგრძელოს მოსამართლემ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დარიოს I დარიოს I - (ძვ. წ. 521-486) სპარსეთის მეფე. მან დაიპყრო თრაკია და მაკედონია. 490 ბერძნებმა დაამარცხეს მარათონთან. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
დარჩიაშვილი დავით დარჩიაშვილი დავით - სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის დირექტორი; მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის წევრი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის კათედრის წევრი; ამავე უნივერსიტეტის მკვლევარი და ლექტორი; 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის კვლევის დეპარტამენტს. მისი ძირითადი პუბლიკაციებია: სახლემწიფო უსაფრთხოების ძიება, კავკასიის სამუშაო ფურცლები, CISAC სტენფორდის უნივერსიტეტი, 1997; შვეიცარული ფედერალიზმი: გაკვეთილები საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობებისათვის: ფედერალური პრაქტიკა, ალტერნატივების გამოკვეთა საქართველოსა და აფხაზეთისათვის, რედაქტორები: ბრუნო კოპიერტესი, დავით დარჩიაშვილი და ნათელა აკბა, VUB, ბელგია, 2000; პოლიტიკოსები, ჯარისკაცები, მოქალაქეები: ეროვნული უსაფრთხოებისა და სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების ზოგიერთი ასპექტის ანალიზი საქართველოში 1990-2000 წლებში, თსუ გამომცემლობა, 2000.
დაუშვებელი მტკიცებულება დაუშვებელი მტკიცებულება - მტკიცებულება, რომელიც მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით. //ჩოფიკაშვილი არჩილ. დაცვის სტრატეგია / არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" - [1-ლი გამოც.] - თბ., 2004
დაღესტნის ჯიჰადის არმია დაღესტნის ჯიჰადის არმია - დაღესტნის ,,ვაჰაბიტური” მოძრაობის ელიტარული გასამხედროებული ფორმირება, რომელიც ცნობილია როგორც ,,დაღესტნის ჯიჰადის ისლამური არმია”, ,,კავკასიური ისლამური არმია”, ,,დაღესტნის ისლამური სამთავრობო ძალები”, სავარაუდოდ შედიოდა ,,იჩკერიის და დაღესტნის ხალხთა კონგრესის” შეაირაღებული ფორმირებების შემადგენლობაში. ეს შეიარაღებული ფორმირება დაარსდა 1997 წელს. სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები: ამირი ბაგაუტდინ მაგომედოვი (ყიზილიურტელი), სირაჯუტდინ რამაზანოვი. საველე მეთაურები: მაგომედ ასლუტდინოვი, შამილ ,,გერგებელი.” პირადი შემადგენლობის რაოდენობა - 500-მდე მებრძოლი (დაღესტნელები და აკინელი ჩეჩნები). რაოდენობრივი დანაკარგი განიცადა 1999 წლის აგვისტოში ცუმადინისა და ბოტლიხის რაიონებში შეჭრისა და შემდგომში მეორე ჩეჩნური კამპანიის წარმოებისას. ორგანიზაცია: 16 ,,ფრონტი” (მათ რიცხვში ცენტრალური). ფორმირების ფარგლებში მოქმედებდა ცალკეული ,,ბატალიონი” შექმნილი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და რომელც თავის მხრივ შედიოდა ,,ჩრდილოეთ კავკასიის განმათავისუფლებელი არმიის შემადგენლობაში.” ამავე ფორმირების ბაზაზე მოქმედებდა ,,სახელმწიფო უშიშროების სამსახური - მუხაბარათი.” შეიარაღება: ძირითადად მსუბუქი ცეცხლსასროლი და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება (რაოდენობა და ტიპი გაურკვევლია). დაღესტანში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების მიმდინარეობისას დაფიქსირდა 2 ჯავშანტრანსპორტიორის ბტრ-60, ერთი 1100 მმ-იანი ტ-12 ტიპის ქვემეხი, რამოდენიმე ერთეული ზუ-23 ტიპის ჰაერსაწინააღდეგო დანადგარი. მუდმივი საბაზო რაიონი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე: ავარიელებით დასახლებული პუნქტი კენხი, დასახლებული პუნქტი - შატოი (შტაბი, საწყობები, სატელევიზიო ცენტრი თავისი გადამცემით). საოპერაციო რაიონები: ჩეჩნეთის აღმოსავლეთი ზონა - ურუს-მარტანის რაიონი, დაღესტნის ზონა - ყიზილურტის, ბოთლიხის, ცუმანდინის რაიონები. კადრების მომზადება: ხორციელდებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და პაკისტანში. მომზადების პრიორიტეტული მიმართულება - დივერსიული ოპერაციები. სასწავლო პროგრამებთან ერთად მებრძოლები გადიოდნენ მორალურ-ფსიქოლოგიურ და რელიგიურ მომზადებას. კოორდინაცია და კონტაქტები: ჩეჩნურ და დაღესტნურ ანალოგიურ შეიარაღებულ ფორმირებებთან და ასევე შეიარაღებულ ფორმირება ,,გენერალ დუდაევის არმიასთან.” ამჟამად ფორმირების სტატუსი ცნობილი არ არის. მებრძოლთა ცალკეული ჯგუფები დაფიქსირებული იყო 1999 წლის დეკემბრის გროზნოში ჩეჩნური ფორმირებების მიერ წარმოებული თავდაცვითი ოპერაციებისას (,,დაღესტნური ჯაამატური დაჯგუფების” სახელწოდებით). არსებული მონაცემებით 2000 წლის მარტის პირველი დეკადისათვის ჩეჩნეთისა და დაღესტნის ტერიტორიებზე მოქმედებდა 1300 მებრძოლი. საბრძოლო დანაკარგები 1999 წლის ოქტომბერსა და 2000 წლის თებერვლის პერიოდში შეადგენდა 70 მოკლულ მოჯაჰედინს (მათ შორის 2 საველე მეთაურს). //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
დაყადაღება დაყადაღება - მესაკუთრის ან მფლობელისათვის ქონების განკარგვის ან ქონებით სარგებლობის უფლების აკრძალვა. სისხლის სამართლის პროცესში სარჩელის, სხვა ქონებრივი სახდელის, აგრეთვე საპროცესო კონფისკაციისა და სისხლის სამართლებრივი იძულებითი ღონისძიების უზრუნველსაყოფად, სასამართლოს შეუძლია, ყადაღა დაადოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან განსასჯელის, აგრეთვე მათი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ქონებას, მათ შორის საბანკო ანგარიშებს, თუ არის მონაცემები, ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ, ანდა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. ქონება დაყადაღდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დაცვითი მექანიზმები დაცვითი მექანიზმები - „მე“-ს ძალებით გამომუშავებული ფსიქიკური დაცვის სპეციალური ფორმა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას პიროვნების „მე“. //ჭიჭინაძე ნონა. ქალის მენტალიტეტის ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური საფუძვლები,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
დაცვის უფლება დაცვის უფლება - კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის პირადი ხასიათის უფლება, დაიცვას საკუთარი უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დაწესების კლაუზულა დაწესების კლაუზულა - Establishment clause აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორების დებულება, რომელიც კრძალავს სახელმწიფო ფავორიტიზმს კონკრეტული რელიგიური ჯგუფის ან ზოგადად რელიგიის მიმართ. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
დაწესებული ეკლესიები დაწესებული ეკლესიები - ტერმინი “დაწესებული ეკლესია” საკმაოდ ბუნდოვანია და რეალურად შეიძლება მოიცვას სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შესაძლო კონფიგურაციათა ფართო სპექტრი. დაწესებული ეკლესიის უკიდურეს მოდელს, რომელიც თეოკრატიული მმართველობის წესთან მჭიდრო კავშირით ხასიათდება, წარმოადგენს ისეთი რეჟიმი, სადაც მას მინიჭებული აქვს სრული, მკაცრი იძულებით უზრუნველყოფილი მონოპოლია რელიგიურ საქმეებში. იტალია და ესპანეთი თავიანთი ისტორიის განსაზღვრულ ეტაპებზე სწორედ ასეთი მოდელის კლასიკურ მაგალითებს წარმოადგენდნენ. დაწესებული რელიგიის შემდეგი მოდელია ისეთი რეჟიმი, რომელიც შემწყნარებლურია განსხვავებული მრწამსების შეზღუდული ერთობლიობისადმი, მაგალითად, ისლამური ქვეყანა, რომელიც ტოლერანტულია ბიბლიური ერების და არავითარ შემთხვევაში სხვების მიმართ. სხვა მოდელი შესაძლოა იყოს დაწესებული ქრისტიანული ეკლესია, რომელიც შემწყნარებლობას იჩენს რამდენიმე ძირითადი მრწამსისადმი, მაგრამ გმობს სხვებს. შემდეგი მოდელია ისეთი ქვეყანა, სადაც შენარჩუნებულია დაწესებული ეკლესია, მაგრამ უზრუნველყოფილია თანაბარი მოპყრობა ყველა რელიგიური მრწამსისადმი. დიდი ბრიტანეთი ამ მოდელის შესაფერისი მაგალითია. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
დედაქალაქი დედაქალაქი - სახელმწიფოს მთავარი ქალაქი, ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა, მართვის განსაკუთრებული სისტემა და რეჟიმი. როგორც წესი, დედაქალაქი დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ერთეულია. საქართველოს დედაქალაქი - თბილისი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, უცხო ქვეყნების დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ადგილსამყოფელია. თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესსა და საფინანსოეკონომიკურ საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონი ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ,,. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დევიაცია დევიაცია - ნორმიდან გადახრა. ამ გადახრაში იგულისხმება სხვადასხვა რამ - სიმახინჯე, ცოდვა, ერესი, დანაშაული, დაავადება, უვნებელი ინდივიდუალური აბერაცია და სხვ. //წულაძე ლ. საზოგადოების დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მიმართ,–[გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],–ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
დეკარტი რენე დეკარტი რენე - (1596-1650) ფრანგი ფილოსოფოსი, რაციონალიზმის მამამთავარი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ანალიზური გეომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დეკარტს კოსმიური მატერიის მოძრაობის ძირითად ფორმად მიაჩნდა მისი ნაწილაკების გრიგალისებრი მოძრაობა, რაც ასევე განაპირობებს სამყაროს აღნაგობას და წარმოშობს ციურ სხეულებს. დეკარტის ამ ჰიპოთეზამ ხელი შეუწყო ბუნების დიალექტიკურ გაგებას, თუმცა თვით დეკარტს განვითარება ჯერ ისევ მექანისტურად ესმოდა. მისი თხზულებებია: „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური განაზრებანი“. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
დეკრეტი დეკრეტი -(ლათ. decretum ბრძანებულება, დადგენილება) - რაიმე საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული დროებითი ნორმატიული აქტი, რომელსაც კანონის ძალა აქვს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დემოკრატია დემოკრატია -(ბერძ. დემოკრატია ხალხის ხელისუფლება < დემოს ხალხი + კრატოს ძალაუფლება) - პოლიტიკური მმართველობის ფორმა, რომელიც დამყარებულია ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა: კანონის უზენაესობა, ხალხის მონაწილეობა სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. ასხვავებენ უშუალო დემოკრატიას (ხალხის მიერ ხელისუფლების ორგანოების უშუალოდ არჩევა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის მეშვეობით და ა.შ.) და წარმომადგენლობით დემოკრატიას (გადაწყვეტილებების მიღება, თანამდებობის პირების დანიშვნა ხალხის მიერ არჩეული ორგანოების მიერ და ა. შ.). //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. დემოკრატია - ბერძნული სიტყვა დემოკრატია ორი სიტყვისაგან შედგება და ნიშნავს დემოს-ის (ხალხი, ბევრი) კრატეინ (ბატონობა, მართვა). თუ დემოკრატიის თეორიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის სარტორის დეფინიციას დავეყრდნობით, დემოკრატია არის პოლიტიკური თანაცხოვრების ორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა და ტიპი. //აფრასიძე დავით. არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიული გარდაქმნისათვის // ახალი აზრი,- ¹2 (8),- 2003 დემოკრატია - ბოლო დრომდე აღიარებული დემოკრატიის ,,რეალისტური“ (იგულისხმება ცხოვრებაში განხორციელებადი) დეფინიცია ეკუთვნის რობერტ დალს. მისი ელეგანტური და მომჭირნე დეფინიციით დემოკრატია (იგი მას პოლიარხიას უწოდებს), სხვა არაფერია თუ არა ,,კონკურენცია, რომელიც ღიაა მონაწილეობისათვის“. /Robert Dahl, Polyarchy, Participation and Opposition, New Haven/London 1971./ ეს, მეცნიერული თვალისაზრისით, მეტად მომჭირნე დეფინიცა, ბევრის აზირთ, ოპერაციონალურ დონეზე რთული მოსახმარია და იგი დამატებით კონსტიტუციურ-სამართლებრივი განზომილების შემოღებას მოითხოვს. ანუ, კონკურენცია და მასში მონაწილეობის თავისუფლება სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში უნდა იქნეს რეგულირებული. //აფრასიძე დავით. არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიული გარდაქმნისათვის // ახალი აზრი,- ¹2 (8),- 2003
დემოკრატიული მმართველობა დემოკრატიული მმართველობა – (დემოს - ხალხი, კრატია - ძალაუფლება). მაშასადამე, დემოკრატიის არსებითი ელემენტი ხალხის ნების უზენაესობა, ამ ნების პოლიტიკურ სუვერენად გამოცხადებაა. „დემოკრატიის დროს ხალხი ერთის მხრივ მონარქია, მეორეს მხრივ კი ქვეშევრდომი. იგი მონარქია იმდენად, რამდენადაც აქვს საარჩევნო ხმები, რომლებითაც გამოხატავს თავის ნებას. სუვერენის ნება თვითონ სუვერენულია“. დემოკრატიაში სუვერენული ხელისუფლების მქონე ხალხი თვითონ უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რისი გაკეთებაც მას კარგად შეუძლია, ხოლო იმას, რისი გაკეთებაც მის შესაძლებლობას აღემატება, თავისი ნდობით აღჭურვილი პირების მეშვეობით უნდა ახორციელებდეს. „ისევე, როგორც მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელთაც საკმაო უფლება აქვთ სხვების ასარჩევად, მაგრამ არ შეუძლიათ საკუთარი თავის არჩევა, ხალხს, რომელსაც სხვისი მმართველობის განსჯის უნარი შესწევს, არ შეუძლია თავისით მართვა“. რადგან სხვისი მმართველობის განმსჯელ ხალხს არ შეუძლია თავისით მართვა, ამიტომ მას მონარქზე მეტად სენატი ან საბჭო ესაჭიროება, რომელიც მას წარმართავს. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხი ამ უკანასკნელთ ენდობოდეს, საჭიროა თვითონ ასახელებდეს მის წევრებს და თვითონვე ირჩევდეს მათ უშუალოდ ან რაიმე ინსტიტუტის მეშვეობით. მაშასადამე, დემოკრატიული მმართველობის ძირითადი მაქსიმა ისაა, რომ ხალხი თანამდებობის პირებს თავად უნდა ასახელებდეს. დემოკრატიაში ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება ვერც ერთი სახელისუფლებო ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილებაც, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ მომდინარეობს ხალხის ნებიდან. თავისუფალ სახელმწიფოში ყოველი ადამიანი თვითონ უნდა განაგებდეს საკუთარ თავს, ყოველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება წარმომადგენლის ასარჩევად. დემოკრატიულ მმართველობაში ხალხის მონაწილეობა უნდა განისაზღვრებოდეს მხოლოდ თავის წარმომადგენელთა არჩევით. //ხოფერია მარიამ. დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპები და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია // ალმანახი ¹16, [სახელმწიფო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2001.
დემოკრატიული საზოგადოება დემოკრატიული საზოგადოება - საზოგადოება, რომლის თითოეული წევრი კანონის წინაშე თანაბარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობს. მისთვის დამახასიათებელია ხელისუფლების ფორმირებაში ხალხის რეალური მონაწილეობა, მოქალაქეთა ფართო სოციალურეკონომიკური და პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების საკანონმდებლო რეგლამენტაცია, მათი განხორციელების რეალური კონსტიტუციური გარანტიების არსებობა; ასევე ფართო პოლიტიკური პლურალიზმი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დემოკრატიული სახელმწიფო წყობა დემოკრატიული სახელმწიფო წყობა - სახელმწიფო წყობა “დემოკრატიულად ჩაითვლება, თუკი ნებისმიერი ძალაუფლება ხალხის მიერ გადმოიცემა (სახალხო სუვერენიტეტი), თუკი სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე მასში მონაწილეობას იღებს (არჩევნების უფლება), თუკი ამ პროცესში ნებისმიერი მოქალაქის უფლება თანასწორია (არჩევნების თანასწორუფლებიანობა), თუკი (ხალხის მიერ გადაცემული) ძალაუფლება განაწილებულია და (მართველობის პერიოდი) გარკვეულ დროში შეზღუდულია.” დემოკრატიის ზემოაღნიშნულ იდეალურ ტიპს მსოფლიოში ვერსად ვერ შევხვდებით თუმცა დემოკრატიის უპირატესობა, სხვა ტიპის მმართველობისგან განსხვავებით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხალხის მიერ დელეგირებული ძალაუფლების განაწილების საფუძველზე ქმნის სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების ისეთ ფორმას, რომელშიც გარკვეულ სუბიექტთა ინტერესების რეალიზება და მიზნების მიღწევა ძალადობის გარეშე ხორციელდება. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
დენომინაცია დენომინაცია - ლათინური სიტყვაა და ,,გადარქმევას’’ ნიშნავს, მეორეული (რელიგიათ მცოდნეობითი) აზრით კი - იმ ორგანიზაციას, რომელიც ეკლესიისა და სექტის შუალედურ რგოლს, ე.ი. გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. დენომინაციების არსებითი ნიშანი აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა, რითაც ისინი ერთმანეთს და ეკლესიას კონკურენციას უწევენ. ამის მიუხედავად დენომინაციები საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ, თუმცა სახელმწიფო რელიგიებს არ წარმოადგენენ. ისინი ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებთან ისე გაშინაურებული არ არიან, როგორც ეკლესიები, მაგრამ, სექტებისაგან განსხვავებით, არ უპირისპირდებიან მათ. მაგალითად: ჩვენს სინამდვილეში, საქართველოს ქრისტიან მოსახლეობაში, მიღებული ნორმაა ქელეხი, დაბადების დღეები, სადღეგრძელოები ღვინით, ნათესავების (მეშვიდე თაობამდე) უქორწინებლობა და ა.შ. დენომინაციები ამ ნორმებს იცავენ, სექტები - უგულვებელყოფენ. ნ. სმელზერის სქემით, პროტესტანტული დენომინაციებია: ბაპტისტები, პრესბიტერიანელები, ეპისკოპალური ეკლესიის წევრები, მეთოდისტები, კონგრეგაციონალისტები და სხვა. მართლმადიდებლურ დენომინაციად სტაროვერები (ძველ-მართლმადიდებლები წვრილ-წვრილი განშტოებებით) უნდა ჩაითვალონ. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002 დენომინაცია - რელიგიური ორგანიზაციის მესამე ფორმა, წარმოადგენს შუამავალ რგოლს ეკლესიასა და სექტას შორის. დენომინაციების საქმიანობის არსებით ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს აქტიური მისიონერული მოღვაწეობა. ისინი კონკურირებენ ერთმანეთთან და ეკლესიასთან რაც შეიძლება მეტი წევრის მიზიდვის მიზნით. სექტებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობები იძაბება, მაშინ, როდესაც დენომინაციები, იმის მიუხედავად, რომ არ წარმოადგენენ სახელმწიფო რელიგიებს, ნორმალურ ურთიერთობას ინარჩუნებენ საზოგადოებასთან, რადგან არ უარყოფენ მასში დამკვიდრებულ ტრადიციულ ნორმებს. პროტესტანტულ დენომინაციებს მიეკუთვნებიან ბაპტისტები, პრესბიტერიანელები, ეპისკოპალური ეკლესიის წევრები, მეთოდისტები, კონგრეგაციონისტები და სხვა მრავალი. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
დენონსაცია დენონსაცია - (ფრანგ. denonciation < ლათ. denuntiatio შეტყობინება) - საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის ფორმა, რომელიც ნიშნავს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტას ამ ხელშეკრულების დებულების შესაბამისად და დადგენილ ვადებში. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დეპორტაცია დეპორტაცია - ,,არანებაყოფლობითი პოლიტიკური მიგრაცია“. //ნიკოლაიშვილი გელა. ადამიანის უფლებები საქართველოში : კრიტიკული ანალიზი / გაეროს განვითარების პროგრამა-საქართველო - თბ., 1998 დეპორტაცია - სახელმწიფო ქმედება, დამოუკიდებლობის გამოხატულება საკუთარი ტერიტორიიდან უცხოელის გაძევება შემოსვლაზე უარი მიღების ან ნებართვის შეწყვეტის შემდეგ. //გაჭირვება საზღვარგარეთ თუ შიმშილი სამშობლოში,-[საქართველოდან არალეგალური მიგრაციის კვლევა],-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,- 2001
დეპრივაცია დეპრივაცია - (ურთიერთობათა უკმარისობა) ამ დროს ყალიბდება სტერეოტიპული მოძრაობები, მონოტონური თვითაგზნება, კლებულობს უფროსებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. მძიმე შემთხვევაში კი ბავშვი საერთოდ ,,გარიყულია“ გარემოდან. ასეთი მდგომარეობა გამოიხატება ტერმინით - ,,რესიგნაცია“ - ნიშნავს გაუცხოებას. //გზა განვითარებისკენ,-[მოტორული სტიმულაცია - 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის],-ბავშვი და გარემო,-თბ.,- 2005
დეპუტატი დეპუტატი -(ლათ. deputatus წარგზავნილი) - საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელიც არჩეულია ან დანიშნულია კანონით დადგენილი წესით. დეპუტატის სტატუსი განსაზღვრულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დეცემვირები დეცემვირები - ათი თანამდებობის პირის ან ქურუმისაგან შემდგარი კოლეგია რომში. ძვ. წ. 451 წ. დეცემვირებმა ბრინჯაოს 10 დაფაზე ამოტვიფრეს კანონები, რომელთაც ძვ. წ. 450 წ. კიდევ ორი დაფა დაემატა. ამიტომ ეწოდა მათ „12 დაფის კანონი“. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
დიანეტიკა დიანეტიკა - როგორც საენტოლოგიის ნაწილი, სექტის (საენტოლოგია რედ.) წევრთა წარმომადგენლების მიხედვით, არის მეცნიერება, რომელიც განმარტავს და ხსნის ადამიანის აზროვნების ფუნქციასა და აგებულებას. ადამიანი შედგება სხეულისაგან, გონებისაგან (Mind) და ტეტანისაგან (Thetan) ანუ სულისაგან. უმთავრესი ადამიანში არის ტეტანი (სული), ვინაიდან ის უკვდავია და ადამიანის სიკვდილის შემდეგ ეძებს ახალ სხეულს. დიანეტიკის მიხედვით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია ,,გადარჩენა”. ადამიანური ცხოვრების ისტორია ესაა ,,გადარჩენათა”თანმიმდევრობა. დიანეტიკა ამტკიცებს, რომ გონების დანიშნულებაა გადაჭრას გადარჩენასთან დაკავშირებული პრობლერმები. იმისათვის, რომ გონებამ შესძლოს გადასარჩენად მიმართული ქმედებების სწორად შერჩევა, მას სჭირდება ინფორმაციის მიღება, დამახსოვრება და გამოყენება. ამისათვის იგი დაჯილდოებულია უნარით დაიხსომოს (,,ჩაიწეროს”) სურათები, რომელსაც გარკვეული ენერგია გააჩნია. იმისდა მიხედვით თუ გონების რომელ ნაწილს აქვს აღბეჭდილი ესა თუ ის სურათი, ამ უკანასკნელის ენერგია შეიძლება იყოს დადებითი, ან – უარყოფითი. გოინების ეს ნაწილებია ე.წ. ,,ანალიტიკური გონება” (”Analytical Mind”) და ე. წ. ,,რეაქციული გონება” (“Reactive Mind”). ადამიანის რეაქციულ გონებაში აღიბეჭდება ინფორმაცია ე. წ. ენგრამები, რომელსაც ადამიანი ღებულობს ფიზიკური ტკივილის თუ უგონოდ ყოფნის დროს ან სულაც ,,წინა ცხოვრებიდან”. ასე, მაგალითად ავტოავარიის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის რეაქციული გონება ერთმანეთის თანმიმდევრობით იწერს ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ავტომობილების ხმაური, ხალხის ჩოჩქოლი, პოლიციის სასტვენის ხმა, ხმამაღალი გინება და ა.შ. შესაბამისი ენგრამე შედგება ამ შეგრძნებათა ჯამისაგან, სადაც თითოეული შეგრძნება ერთმანეთის ტოლია. ანუ თუ შემდგომში განმეორდება ამგვარ შეგრძნებათა საკმარისი თანმიმდევრობა, - მაგალითად გაიგონებს პოლიციის სასტვენის ხმას და ხმამაღალ გინებას, - ადამიანი სრულად შეიგრძნობს ყველაფერ იმას, რაც შესაბამის ენგრამეშია მოცემული. ანუ მოხდება ძველი ენგრამეს რესტუმილაცია. აქედან გამომდინარე, დიანეტიკა ამტკიცებს, რომ სწორედ ენგრამეა ის ერთადერთი მიზეზი, რომელიც იწვევს გონების გადაცდენებს (ე.წ. აბერაციებს) და ფსიქოსომატიურ დაავადებებს. დიანეტიკიდან გამომდინარეობს საენტოლოგთა პრაქტიკა, რომლის არსიც ასეთია: რადგან ადამიანში გროვდება უარყოფითი აბერაციები, იგი დამთრგუნველად მოქმედებს რა ,,ანალიტიკურ გონებაზე” ხელს უშლის ადამიანს მიაღწიოს სრულ თავისუფლებას. საენტოლოგიის ,,ამოცანაა” სრული თავისუფლების მოპოვება. ამისათვის საჭიროა წაიშალოს უარყოფითი ენგრამები, რისთვისაც სპეციალური ტექნოლოგიაა შემუშავებული. როგორც საინტოლოგიები ირწმუნებიან, ენგრემებისგან გათავიასუფლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და პრაკტიკულად ადამიანის მთელ ცხოვრებას მოიცავს. ადამიანი ჯერ აღწევს განთავისუფლების პირველ საფეხურს და ის ხდება სუფთა (წმინდა - Clear), ხოლო შემდეგ ის აღწევს საფეხურს OT (Operating Thetan-ქმედითი გონება). OT-ს მოპოვებული აქვს სრული სულიერი თავისუფლება, სრულად აკონტროლებს თავის სხეულს და ფლობს სრულყოფილ ცოდნას გარესამყაროს შესახებ. //დადუნაშვილი ელგუჯა და სხვ., აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი - თბ., 2002
დიონისე უმცროსი დიონისე უმცროსი - (გარდ ძვ. წ. 344) სირაკუსელი სახელმწიფო მოღვაწე, ძვ. წ. 367-357 სირაკუსეს ტირანი //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
დიპლომამდელი სწავლება დიპლომამდელი სწავლება - იგულისხმება სწავლის პერიოდი პირველი აკადემიური ხარისხის მიღებამდე. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
დიპლომატიური იმუნიტეტი დიპლომატიური იმუნიტეტი -უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირად ხელშეუხებლობას. ასეთი უფლებით აღჭურვილთა დაპატიმრება, პასუხისგებაში მიცემა, მოწმის სახით სასამართლოში გამოძახება არ შეიძლება. ხელშეუხებელია მათი საცხოვრებელი ბინა, სამუშაო ადგილი, გადაადგილების საშუალება (ავტომანქანა, თვითმფრინავი და სხვა). ამ ადგილებში ჩხრეკა აკრძალულია, მაგრამ დიპლომატიური იმუნიტეტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც შეუთავსებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციებთან, კერძოდ, არ შეიძლება თავშესაფარი მიეცეს ადამიანს, რომელიც დანაშაულის ჩადენისათვის დევნილია სახელმწიფოს მიერ; არ შეიძლება, აგრეთვე, ძალდატანებით ვინმეს დაკავება დასახელებულ ადგილებში. დიპლომატიური იმუნიტეტი არ გულისხმობს სრულ უპასუხისმგებლობას. თუ იმუნიტეტით აღჭურვილი პირი დანაშაულს ჩაიდენს საქართველოს ტერიტორიაზე, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დიპლომატიური გზით გადაწყდება. საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს საქართველოდან მისი დაუყონებლივ გაძევება, როგორც არასასურველი პირისა (persona non grata). საქართველოს იურისდიქციას ასეთი პირი მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს, თუ ამის შესახებ არსებობს იმ სახელმწიფოს აშკარად გამოთქმული თანხმობა, რომელსაც იგი წარმოადგენს. //ნამჩევაზე დავით. სისხლის სამართლის კანონის სივრცეში მოქმედების პრინციპების ისტორიული მიმოხილვა // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
დიპლომატიური რანგი დიპლომატიური რანგი - დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული საკლასო ჩინი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დიპლომატიური სამსახური დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთ სამინისტრო და მისი ქვედანაყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დიპლომატიური წარმომადგენელი დიპლომატიური წარმომადგენელი - მოცემულ სახელმწიფოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დიპლომატიური წარმომადგენლობა დიპლომატიური წარმომადგენლობა - საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფი სხვა სახელმწიფოში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილსამყოფელ სახელმწიფოსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობებისას წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
დიპლომის დანართი დიპლომის დანართი - დიპლომის დანართი წარმოადგენს ოფიციალური აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის დამატებას, რომლის მიზანია სწავლების ხასიათის, დონის, კონტექსტის, შინაარსისა და სტატუსის აღწერა, რომელიც განხორციელებულია და წარმატებით არის დასრულებული აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მფლობელის მიერ. მის საფუძველს წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ შემუშავებული მოდელი. იგი აუმჯობესებს საერთაშორისო გამჭვირვალობასა და კვალიფიკაციების აკადემიურ/პროფესიულ აღიარებას. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
დიპლომის შემდგომი სწავლება დიპლომის შემდგომი სწავლება - სწავლების პერიოდი პირველი აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ, რომელიც, ჩვეულებრივ, მთავრდება მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
დისკრიმინაცია დისკრიმინაცია -(ლათ. discriminatio განსხვავება) - სახელმწიფოს იურიდიული თუ ფიზიკური პირის უფლებების შეზღუდვა რაიმე მიზეზითა თუ ნიშნით. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს და აკრძალულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. დიპლომატიური წარმომადგენელი - მოცემულ სახელმწიფოში აკრედიტებული უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005. დისკრიმინაცია - ადამიანისათვის რაიმე ნიშნის მიხედვით უპირატესობის მინიჭება //გიორგაძე გრიგოლ, მიქანაძე ავთანდილ ეს ყველამ უნდა იცოდეს : ჯიბის წიგნი პაციენტთათვის / გრიგოლ გიორგაძე, ავთანდილ მიქანაძე ; კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი - თბ., 2002 დისკრიმინაცია - კლასისა თუ კატეგორიის მიხედვით ადამიანთა ჩაგვრა მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე; წინასწარგანწყობა, რომელიც ქცევაში გადაიზრდება, მაგ., რასობრივი დისკრიმინაცია, უმცირესობების დისკრიმინაცია და ა.შ. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
დისოცირება დისოცირება - ზოგადად გამოიყენება იმ პროცესის (ან მისი შედეგის) აღსანიშნავად, როდესაც აქტივობების, მოსაზრებების, ფიქრებისა ან ემოციების მთელი რიგი განცალკევდება, ჩამოშორდება პიროვნებას და პიროვნება მათგან დამოუკიდებლად იწყებს ფუნქციონირებას; გამოიყენება პიროვნების მიერ ემოციურად მნიშვნელოვანი გარემოდან ფსიქოლოგიური დისტანციის დაჭერის აღსანიშნავად, „სიტუაციის გვერდიდან ყურება“ გადატანითი მნიშვნელობით. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
დიფამაცია დიფამაცია –ლათინურად „Diffamo” - „სახელს ვუტეხ“ და ნიშნავს ვისიმე სახელის გასატეხი ცნობების (ნამდვილისა თუ მოგონილის) გამოქვეყნებას. დიფამაციის არსებობისათვის აუცილებელია მითითება პირის წარსულ ან მიმდინარე საქმიანობის კონკრეტულ დასაძრახის ფაქტებზე. დიფამაციის დროს გავრცელებული ცნობები უნდა იწვევდეს ვინმეს სახელის გატეხვას. სახელის გამტეხად ჩაითვლება ის ცნობები, რომლებიც მიუთითებს ამა თუ იმ პირის უარყოფით თვისებებზე, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენს საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებს. ავადმყოფობაზე მითითება სახელის გამტეხად ჩაითვლება, როდესაც იგი დაზარალებულის ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მის ცუდ ყოფაქცევაზე მიუთითებს (ვენერიული სენით, შიდსით დაავადებებისას). დიფამაციის სუბიექტური მხარე გულისხმობს განზრახ ბრალს, რაც ცხადია დანაშაულის განზრახ ჩადენაზე მიუთითებს; დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობა სახელს უტეხს სხვა პირს და სურს მისი ღირსების დამცირება და გათვალისწინებული აქვს მისი ქმედებით გამოწვეული საშიში შედეგების დადგომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის ჩადენისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განზრახვის ორივე ფორმას, როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ განზრახვას. //კილასონია ნათია. დეფიმაცია // ალმანახი ¹12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
დოგმა დოგმა - ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ,,თვალსაზრისს“, ,,შეხედულებას“, ,,მოძღვრებას’’, თავად დარგი - დოგმატიკა - მოიცავს ეკლესიის მიერ დადგენილ, უცვალებელ, ზედმიწევნით მტკიცე მოძღვრებას ღვთისმეტყველების ძირითად საკითხებზე - ღმერთსა და მის შესაქმეზე, ეკლესიაზე, მერმის საუკუნეზე და ა.შ. მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით, ძირითადი საღვთისმეტყველო დოგმატები თვით საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაშივეა კოდირებული. ისინი ჰგვანან მდოგვის მარცვალს, რომელიც ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ ,,როდესაც იზრდება, ყოველ მწვანილზე დიდია და ხედ იქცევა“ (მათე 13:32). დოგმატები წერილსა და გადმოცემაში მარცვლების მსგავსადაა წარმოდგენილი, რომლებიც გარემო პირობების შესაბამისად იხარებენ და ნაყოფს იძლევიან (ლუკა 8:11-15). დოგმატებს თავიანთი სათქმელი სრულყოფილად და ყველასათვის გასაგებად რომ გაეცხადებინათ, ღვთისმეტყველებს ისინი უნდა გამოეთქვათ და წერილობით ჩამოეყალიბებინათ, სიმბოლოებსა და ფორმულებში გამოეხატათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალური საღვთისმეტყველო მსჯელობანი ფართო ასპარეზს იპოვიდა, რაც ახალი და ახალი ერესების აღმოცენებას წაახალისებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ამ ფაქტმა დოგმატიკის განვითარებას ანუ, ეკლესიის ენაზე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების მეცნიერული კატეგორიებით გამოხატვას შეუწყო ხელი. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
დოჟი დოჟი - ძველად ვენეციისა და ჟენევის რესპუბლიკაში არჩეული გამგებელი. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
დოქტორის ხარისხი დოქტორის ხარისხი - საერთაშორისოდ აღიარებული მაღალი დონის კვალიფიკაცია, რომელიც მის მფლობელს აძლევს კვლევისა და აკადემიური მუშაობის წარმართვის უფლებას. ის შეიცავს ორიგინალურ სამეცნიერო კვლევას, რომელიც წარმოდგენილია დისერტაციაში (თეზისში). მას ამჟამად განიხილავენ როგორც აკადემიურ ხარისხს, მინიჭებულს მესამე საფეხურის დასრულების შემდეგ. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005 //უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა