სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

საწყისი | ძებნა | ბოლო განმარტება | მოგვწერეთ | შესვლა

| |  |  |  |  |  |  |   |  |  |  |  |  |  |  |  |  | |  |  |  |  | |  | |  |  | |  |  |

<< თავიდან

დამოუკიდებელი სასამართლო

დამოუკიდებელი სასამართლო - მოსამართლეები, რომლებიც სასამართლოებსა და ტრიბუნალებში იხილავენ უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და კომპეტენტურები. იმისათვის, რომ მოსამართლე იყოს ,,დამოუკიდებელი”, იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საიმედო/დაცული ვადით: რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება მოსამართლის დათხოვა იმ მიზეზით, რომ მთავრობას ან რომელიმე საჯარო არასამართლებრივ პირს მიუღებლად მიაჩნია მისი გადაწყვეტილება. მოსამართლის დათხოვა შეუძლებელია იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის არღვევს ქცევის წესებს ან თანამდებობისთვის შეუფერებელია: გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რამდენად დამნაშავე და თანამდებობისთვის შეუფერებელია მოსამართლე, უნდა მიიღოს ორგანომ, რომელიც მთავრობისაგან დამოუკიდებელი ადამიანებითაა დაკომპლექტებული. მექრთამეობის რისკის გამოსარიცხად მოსამართლეები სათანადო ანაზღაურებას უნდა იღებდნენ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი სპეციალური მომზადება და უნდა გააჩნდეთ კანონის ამოქმედების/პროფესიული გამოცდილება.
// მაკლასკი ჯ. კანონის უზენაესობა // თავისუფლება №9 (33). სექტემბერი, - თავის. ინ-ტი. თბ., -2004
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა