სამოქალაქო განათლების ენციკლოპედიური ლექსიკონი
მომზადებულია სამოქალაქო განათლების განყოფილების მიერ

ლექსიკონის აგებულება | შემოკლებები

                                                               

საწყისი | ძებნა | ბოლო განსაზღვრება | მოგვწერეთ | შესვლა
 

შედეგი: ნაპოვნია 46 სიტყვა

სიტყვა განსაზღვრება
გადარჩენის ისლამური ფონდი გადარჩენის ისლამური ფონდი - 1983-84 წ.წ. პაკისტანის ტერიტორიაზე ავღანეთში კარგად ცნობილი საველე მეთაურის უსამა ბენ ლადენის მეშვეობით ყალიბდება ორგნიზაცია: ,,გადარჩენის ისლამური ფონდი” მის ფუნქციას შეადგენდა ავღანეთში მებრძოლი მოჯაჰედინებისათვის სათანადო თანხის, შეიარაღების და აღჭურვილობის შეგროვება, //მაისაია ვახტანგ. თანამედროვე ისლამის როლი მსოფლიო გეოპოლიტიკაში: (რეგიონული პროცესების მაგალითზე), – ფრიდრიხ ებერტის ფონდი
გადასახადი გადასახადი - საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივ ბიუჯეტებში სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე. საქართველოში მოქმედებს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები. საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს განეკუთვნება: საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ), აქციზი, სოციალური გადასახადი. ადგილობრივ გადასახადებს განეკუთვნება: ქონების გადასახადი, სათამაშო ბიზნესის გადასახადი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
გადაწყვეტილება გადაწყვეტილება - მოსამართლის მიერ საბოლოოდ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც მოსამართლე არსებითად წყვიტავს საქმეს. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სააპელაციო სასამართლოში; ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საკასაციო სასამართლოში (კასაცია). აპელაცია იწერება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე და ფორმით საჩივარის მსგავსია, უბრალოდ მითითებულია თუ რატომ და რომელ ნაწილში ხდება წინამდებარე გადაწყვეტილებების გასაჩივრება. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
გავლენის აგენტი გავლენის აგენტი - ტერმინი ,,გავლენის აგენტი“ ამერიკული განმარტებით, შემდეგს ნიშნავს: ,,პირი, რომელიც შეიძლება გამოიყენო უცხოელ წარმომადგენლებთან ფარული გავლენისთვის, რომელიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ორგანიზაციებში, გავლენიან წრეებში, რათა ხელი შეუწყოს თავისი ქვეყნის მთავრობის მიზნების განხორციელებას, ან აქვს საშუალება კონკრეტულად იმოქმედოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად“. საბჭოთა და შემდეგ კი რუსეთის სპეცსამსახურების ტერმინოლოგიაში კი მას ასეთი განმარტება აქვს. ეს არის ,,გადაბირებული და სპეცსამსახურების მიერ ჯაშუშურ საქმიანობაში განსწავლული აგენტი, რომელსაც საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავს და თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით შეუძლია მიზანმიმართულად უსიტყვო გავლენა მოახდინოს იდეოლოგიაზე, პოლიტიკაზე, ცალკეული მოვლენების განვითარებაზე, მოსახლეობის ან განსაზღვრული სოციალური ჯგუფის აქტიურ მოქმედებაზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, პარტიაზე, ორგანიზაციებზე, ან ხელი შეუწყოს დაზვერვისთვის სასურველი აზრის ჩამოყალიბებას ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე.“ //ღირსიაშვილი ლ. გავლენის აგენტები // ახალი აზრი, Ή1 (7),- 2003
გალევება გალევება – პოლიციელთა ენაზე მისი მნიშვნელობა ასეთია: გალევება - ეჭვმიტანილისგან ფულის აღება და დანაშაულის გაუფორმებლობა; დანაშაულის არგაფორმება (,,გალევება“) ხდება არა მხოლოდ ფულის აღების მიზნით, არამედ ,,ზემოდან“ დარეკილი ზარების მიზეზითაც, რაც ანგარების ერთ-ერთი ფორმაა. //შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003.
გალერა გალერა - მრავალნიჩბიანი ხის სამხედრო ხომალდი რომლის მენიჩბეებიც უმეტესწილად იყვნენ კატორღამისჯილი დამნაშავეები, ტყვეები, მონები. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გამოქვეყნება გამოქვეყნება - კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
გამოყოფისათვის ბრძოლა გამოყოფისათვის ბრძოლა – რაც ითვალისწინებს სახელმწიფოსაგან ტერიტორიის ნაწილის ჩამოცილებას დამოუკიდებელ წარმონაქმნად გადაქცევის ან სხვა სახელმწიფოსთან მიერთების მიზნით. ზოგ შემთხვევაში შესაბამის ერს აქვს თვითგამორკვევის გამამართლებელი უფლება, თუმცა ბევრ სხვა მოთხოვნაში, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ეს ძალზე საეჭვოა. ავტონომიის თუ გამოყოფის მისაღწევად მიმართული მოქმედების წახალისება ან მხარდაჭერა, რასაც ხშირად ქვეყნის საშინაო საქმეებში უცხო ძალის აშკარა ჩარევა მოსდევს, სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს. //ალმანახი 15 საერთაშორისო სამართალი (III)/ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/დეკემბერი 2000 //გორდულაძე ირაკლი. უმცირესობები რეგიონალიზაციის ზოგად ჭრილში // ალმანახი Ή15, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 2000.
გამოცდა გამოცდა - ჩვეულებრივ, აღნიშნავს ოფიციალურ წერით და/ან ზეპირ ტესტირებას კურსის ან მოდულის დასრულებისას ან მოგვიანებით, აკადემიური წლის ბოლოს. გამოიყენება შეფასების სხვა მეთოდებიც. ტესტირება კურსის ან მოდულის მიმდინარეობისას კვალიფიცირდება როგორც უწყვეტი შეფასება, თუ მისი შედეგები გათვალისწინებულია საბოლოო შეფასებაში. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლება - ძირითადი უნივერსალური ღირებულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებს და განსაზღვრავს პიროვნების ღირსებას. მისი მნიშვნელობა აღიარებული იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, როდესაც მიიჩნიეს, რომ გამოხატვის თავისუფლება «ქვაკუთხედია ყველა იმ უფლებისა, რომელთა დაცვაც გაეროს პრიორიტეტს წარმოადგენს» (UNGA, 1948). იმ საზოგადოებებში, სადაც გამოხატვის თავისუფლება დათრგუნულია, როგორც წესი ადგილი აქვს ადამიანის უფლებათა ხშირი დარღვევის ფაქტებს და პირიქით, იქ სადაც დაცულია გამოხატვის თავისუფლება, მეტია შესაძლებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოვლენის და შემცირებისა. გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია გაეროს ყველა ძირითადი დოკუმენტით, მათ შორის სამი ძირითადი რეგიონალური ხელშეკრულებითაც. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლებას: «ყოველ ადამიანს აქვს აზრის და მისი თავისუფლად გამოხატვის თავისუფლება. ეს თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას იქონიოს საკუთარი აზრი და დაუბრკოლებლად მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.» //მენდელი ტობი. გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტები,-თავისუფლების ინს-ტი, თბ. 2004
განაჩენი განაჩენი - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე, რომლითაც განსასჯელის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაყვეტილება. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002 განაჩენი - პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. განაჩენი შეიძლება იყოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი. განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან. განაჩენი იწერება სათათბირო ოთახში და დაუყოვნებლივ ცხადდება სასამართლო სხდომის დარბაზში. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
განაწილვადება განაწილვადება - სასამართლოს მიერ ბაჟის გადამხდელისთვის ნების დართვა, გადაიხადოს ბაჟის ნაწილი, იმ პირობით რომ დარჩენილ ნაწილს დაფარავს მოგვიანებით. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
განკარგულება განკარგულება - აღმასრულებელი ხელისუფლების კანონქვემდებარე აქტი, რომელიც აწესრიგებს ან წყვეტს რაიმე კონკრეტულ საკითხს. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
განმეორებითი გამოცდა ან შეფასება განმეორებითი გამოცდა ან შეფასება - სტუდენტს, რომელმაც ვერ შეძლო ვადაში გამოცდაზე ან შეფასებაზე გასვლა, ან ჩაიჭრა, შეიძლება მიეცეს საშუალება მოგვიანებით მიიღოს მონაწილეობა განმეორებით გამოცდაში ან შეფასებაში. //კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005
განსაკუთრებული უფლება განსაკუთრებული უფლება - პოლიტიკური ტერმინი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო კანონმდებლობაში. კანონი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ჯგუფთან მიმართებაში. ის ასახავს პოზიტიურ ქმედებებს-ზომებს, ან რასობრივ თუ რელიგიურ სიძულვილის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის აღმკვეთ კანონმდებლობას, რომელიც ეხება ეთნიკურ, რელიგიურ ან სქესობრივ უმცირესობებს. თავისი არსით იგი არ არის დისკრიმინაციული. პირიქით, მიზნად ისახავს უმცირესობათა უფლებების გაფართოებას დროებით, სანამ ქვეყანა შეძლებს ყველა მოქალაქის უზრუნველყოფას თანაბარი შესაძლებლობებით. //ეროვნებათშორისი ურთიერთობების მართვა, [მეთოდური სახელმზღვანელო], ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი,– რედ. ჯავახიშვილისა ჯ. სარჯველაძის ნ.,–თბ,– 2007.
განსასჯელი განსასჯელი - ბრალდებული, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და რომელიც სამართალში მისცა. //შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003.
განჩინება განჩინება - სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება და წარმოადგენს რაიმე პროცესუალური მოქმედების ნებართვას, ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებას. //სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო. [თბ. : ALPE], 2002
გაპრავება გაპრავება - პოლიციელთა ენაზე მისი მნიშვნელობა ასეთია: გაპრავება - საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. როდესაც გადაწყვეტილია, რომ სხვადასხვა მიზეზთა (ძალზე გახმაურებული, საქვეყნოდ ცნობილი საქმე, ოდიოზური დამნაშავე, ინტრიგანი და დაზარალებული და ა.შ.) გამო აუცილებელია საქმის ,,გაპრავება“ და ეჭვმიტანილის ,,სროკზე გაშვება“, საქმეში ერთვება წამების კარგად დამუშავებული მეთოდები, რათა მსხვერპლმა რაც შეიძლება მეტი სამხილი მისცეს გამოძიებას საკუთარი თავის ან სხვის წინააღმდეგ. კერძოდ, მსხვერპლს ურტყამენ ხელებზე, ტანზე, ფეხის გულებზე, რისთვისაც იყენებენ რეზინის ხელკეტს, სკამის საზურგეს, სპეციალურ დრეკად რკინას, რომელთა სხეულზე დარტყმების შედეგად სილურჯე თითქმის არ რჩება. წამების მეთოდები მრავალფეროვანია: ხელების შემორტყმა ყურებში, მსხვერპლის ჩაკეტვა სეიფში და გარედან ხელებით დარტყმები, მსხვერპლის გაშლილი ხელებით ჩამოკიდება და მისი ცემა (ე.წ. ,,ლასტოჩკა“), გაუპატიურება ან გაუპატიურების მუქარა. ცალკე უნდა აღინიშნოს დენის შეერთების აპრობირებული მეთოდი - როდესაც საველე ტელეფონს შეერთებული აქვს 250 კილოვატიანი კვების წყარო, საიდანაც გამოდის ორი შემაერთებელი მავთული და რაც უფრო მეტად ატრიალებენ ტელეფონის სახელურს, მით უფრო იმატებს დენი. ასეთ წამებას პრაქტიკულად ვერავინ უძლებს და მსხვერპლი მზად არის ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი. //შევაჩეროთ წამება, – [შემდგ: ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი], – ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის , – თბ., 2003.
გარანტი გარანტი - პირი, რომელიც იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. (საბანკო საქმე რედ.) //გაბუნია დიმიტრი. საბანკო გარანტიების სამართლებრივი რეგულირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში // ალმანახი Ή11 [სამოქალაქო სამართალი (II)] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.1999.
გარანტია გარანტია - (ფრანგ. garantie) პირობა, რომელიც უზრუნველყოფს რისამე წარმატებას; საწინდარი; თავდებობა; პასუხისმგებლობა; უზრუნველყოფა. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
გარემოს მართვის სისტემა გარემოს მართვის სისტემა - (Environmental Management System) კომპანიების გარემოსდაცვითი ქმედებების გაუმჯობესების დასახმარებლად შემუშავებული სისტემა, რათა განსაზღვრული პროცედურების საშუალებით შესაძლებელი გახდეს გარემოსადმი პოტენციურად საზიანო ბიზნეს საქმიანობის აღკვეთა და მონიტორინგი. ამ სისტემაში შედის პოლიტიკის წარმოება, პროგრამების შემუშავება და მათი წარმატების შეფასება. //ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
გასტრონომიული ტურიზმი გასტრონომიული ტურიზმი - როდესაც ადამიანი ჩამოდის ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვნების და ტრადიციული სუფრის გასაცნობად. //კირვალიძე ნ. ტურიზმი და ეკოლოგია, [საოჯახო ტურისტული ბიზნესი],–მთის მოყვარულთა კავშირი,– თბ,–2005
გაუპატიურება გაუპატიურება - ქალზე ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა გაუპატიურებაა. ქალის ნებისა და თანხმობის გარეშე მასთან სქესობრივი კავშირის დაჭერა ფიზიკური ძალის გამოყენებით ან მუქარით სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონი არ ითვალისწინებს, რა დამოკიდებულებაში იმყოფებიან დამნაშავე და დაზარალებული (შესაძლოა, ისინი კანონიერ ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარიც იყვნენ); მთავარი ის არის, რომ კონკრეტულ მომენტში ქალთან სქესობრივი კავშირის დასაჭერად მიმართავენ ძალმომრეობას. ძალმომრეობის ეს ფორმა ლახავს ქალის სქესობრივ თავისუფლებას, შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. ხშირად სასტიკმა მოპყრობამ ან პიროვნული ღირსების დამცირებამ შესაძლოა ადამიანი თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანოს. კანონი ამ შემთხვევაში სასტიკი მოპყრობისა და პიროვნული ღირსების შელახვის ერთეულ შემთხვევას არ სჯერდება. //გაფრინდაშვილი ქეთი, ფხაკაძე რუსუდან. ძალადობა ოჯახში, [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002 გაუპატიურება - გაუპატიურება არის დანაშაული, რომელიც ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავე აცნობიერებს, რომ ამყარებს სქესობრივ კავშირს ძალადობით და ქალის ნების საწინააღმდეგოდ. გაუპატიურების განზრახვად არ მიიჩნევა მამაკაცის თხოვნა, ხვეწნა, ქალის დარწმუნება დაამყაროს მასთან სქესობრივი კავშირი. გაუპატიურება დასრულებულად ჩაითვლება სქესობრივი აქტის დაწყების მომენტიდან, მაშინაც კი, როცა ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, იგი დასრულებული არ იყო. გაუპატიურების ყველაზე მძიმე ფორმებია: გაუპატიურება ჩადენილი განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ; გაუპატიურება, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა; მცირეწლოვნის გაუპატიურება. //მადურაშვილი ხათუნა. ქალის უფლებები და მათი დაცვა საქართველოს სისხლისა და შრომის კანონმდებლობის მიხედვით // ალმანახი Ή7 [ადამიანის უფლებათა დაცვის სამართალი], – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, – 1998
გაფიცვა გაფიცვა - ორგანიზებული მასობრივი შეწყვეტა მუშაობისა, რათა აიძულონ საწარმოს მეპატრონეები (ან ხელისუფლება) დააკმაყოფილონ გაფიცულთა მოთხოვნები. გაფიცვა ან ეკონომიკურია, ან პოლიტიკური. ხშირად გაფიცვას თან ახლავს დემონსტრაციები. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
გაღიზიანებადობა გაღიზიანებადობა - ნეგატიური გრძნობების გამოხატვისადმი მზაობა მცირედი გაღიზიანების შედეგადაც კი; //კუჭუხიძე მარინა. ძალადობა ოჯახში, [ემპირიული კვლევები],– ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,–თბ.,2002
გენდერი გენდერი - (ინგლ. Gender - სქესი. უფრო ხშირად გულისხმობს გრამატიკულ სქესს). ეს ტერმინი იხმარება სოციალურ მეცნიერებებში ადამიანის სქესობრივი კუთვნილების სოციო-კულტურული ასტექტის აღსანიშნავად. გენდერი არის სქესობრივი განსხვავების სოციალური ორგანიზაცია; ანუ არის ქცევის კულტუროლოგიური მახასიათებელი, რომელიც დადგენილია საზოგადოებაში და შეესატყვისება მოცემულ სქესს კონკრეტულ კულტურულ დროსა და სივრცეში. ინგლისურ ენაში Sexs-ი ნიშნავს სქესს, ხოლო Gender - შეიძლება განვიხილოთ როგორც „სოციო-სქესი“. ორივე ცნება გამოიყენება საზოგადოების ჰორიზონტალური სოციო-სქესობრივი სტრატიფიკაცისათვის და განსხვავდება ვერტიკალური - კლასობრივი, წოდებრივი და სხვ. სტრატიფიკაციისაგან. Sexs-ი აღნიშნავს ბიოლოგიურ სქესს და აჯამებს ბიოლოგიური განსხვავებებს ქალსა და მამაკაცს შორის; გენდერი - სოციალური კონსტრუქციაა, რომელიც აღნიშნავს ქცევის თავისებურებებს და სოციალურ სტრატეგიას. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ Sexs-ი და გენდერი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა პოლუსზე იმყოფებიან. სქესი სასტარტო პოზიციაა რომლითაც ადამიანი იბადება; მას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ. ესენია: ჰორმონალური სისტემა, ბიო-ქიმიური პროცესების მიმდინარეობის თავისებურება, გინეკოლოგიური და ანატომიური განსხვავება და სხვ. გენდერი სხვაგვარი კონსტრუქციაა - ეს არის ადამიანის სქესობრივი კუთვნილების მიხედვით საზოგადოებაში მისი სოციალიზაციის ერთგვარი დასკვნითი კონსტრუქცია. სწორედ გენდერი და არა სქესი განსაზრვრავს ქალის და მამაკაცის ფსიქოლოგიურ ნიშნებს, შესაძლებლობებს, მოღვაწეობის სფეროს, პროფესიას, საქმიანობას და ემყარება აღზრდის სისტემას, ტრადიციას და წეს-ჩვეულებებს, სამართლებრივსა და ესთეტიკურ ნორმებს. //ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 გენდერი - ტერეზა დე ლაურეტისის აზრით, გენდერი არის პროცესი, რომელიც სუბიექტს მისი სქესობრივი სხვაობების გზით აგებს, რომლებიც, თავის მხრივ, კავშირშია მის რასობრივ, ეთნიკურ, სოციალურ სხვაობებთან. გენდერის აგება სოციალურად ხდება, მისი აგების მექანოზმებს კი გენდერული ტექნოლოგიები უწოდეს. //ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002 გენდერი - 70-იანი წლების ბოლოდან „გენდერის“ გაგება უფრო ფართოდ იქნა გამოყენებული. მრავალმა ჰუმანიტარმა ტერმინი „გენდერი“ მიიღო (ჰოფმანის შემოთავაზებით) როგორც პიროვნებათშორისი ურთიერთობების სისტემა, რომლის მეშვეობითაც იქმნება, მტკიცდება და ყალიბდება წარმოდგენა მამაკაცსა და ქალზე, როგორც სოციალური რიგი კატეგორიებზე. //ჯავახიშვილი მანანა. გენდერული კვლევები და ისტორიული მეცნიერება. [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
გენდერული ტექნოლოგიები გენდერული ტექნოლოგიები - დისკურსიული მექანიზმები, რომლებიც გენდერის წარმოების ფორმებს და სტადიებს იძლევა. გენდერული ტექნოლოგია აჩვენებს, როგორ ხდება სქესი იდეოლოგიური პროდუქტი. //ანთელავა ლიანა, კულტურა და გენდერი [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
გენდერული ძალადობა გენდერული ძალადობა - ეწოდება სქესის მიერი ხასიათის ძალადობას. გენდერულ ძალადობას, ანუ ძალადობას ქალ-ვაჟის ურთიერთობაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც ქუჩაში, ასევე ნაცნობების წრეში, როგორც უცნობებს, ასევე შეყვარებულებს შორის, სკოლაში, და თქვენ წარმოიდგინეთ, ოჯახშიც კი. //ბერიკაშვილი ნანა, რა არის ძალადობა? [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002
გენერალური ინსპექცია გენერალური ინსპექცია - უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინასწარ გამოძიებას; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანების გამოვლენას; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონტრსადაზვერვო თანხლებას; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას; სამინისტროს სისტემაში ფინანსური შემოწმების ჩატარებასა და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
გენერალური პროკურორი გენერალური პროკურორი - კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას; პირადად ან გენერალური პროკურატურის მეშვეობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს; თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქვემდგომ პროკურორებს, პროკურატურის კოლეგიის წევრებს, პროკურატურის მუშაკებს; აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს და ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში ჩამოთვლილი პირების, პარლამენტის წევრის, სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აგრეთვე საქართველოს სამხედრო ძალების იმ ოფიცრების მიმართ, რომლებიც თანამდებობაზე დანიშნულნი არიან საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მიერ; ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და მთავრობის წევრების მიერ დანაშაულის ჩადენისას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროკურატურის მუშაკებს ანიჭებს და ჩამოართმევს სპეციალურ წოდებებს; წარმოადგენს საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანოებთან და უცხო სახელმწიფოების სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობაში ახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თანამდებობაზე ნიშნავს პარლამენტი. //ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
გენოციდი გენოციდი - (ბერძნული სიტყვიდან „genos” (რასა, ჯიში) და ლათინური სუფიქსიდან („cide” მოკვლა)). ლევკინის მიხედვით, გენოციდი მოიცავს „ეროვნული ან ეთნიკური ჯგუფის განადგურებას და გულისხმობს შეთანხმებული გეგმის არსებობას, მიმართულს ინდივიდუალურად ამორჩეული პირების სრული განადგურებისაკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ჯგუფების წევრები. //ღლიღვიაშვილი რევაზ. გენოციდი // ალმანახი Ή12, [სისხლის სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 1999.
გენუა გენუა - XII-XIV საუკუნეებში იტალიის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფო, არისტოკრატიული რესპუბლიკა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გეორგ I გეორგ I - (1660-1727) ინგლისისა და ირლანდიის მეფე 1714-1727 წლებში. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გერონტები გერონტები - ძველ საბერძნეთში გერუსიის (უხუცესთა საბჭო) წევრები. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გირაო გირაო - ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს, ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის/განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში მისი დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს. გირაოს თანხას და მისი შეტანის ვადას განსაზღვრავს პროკურორი. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე ნაკლები. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი ან სხვა ფასეულობა სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. //გზამკვლევი. ALPE, – თბ., 2006
გისი ა. IV გისი ა. IV - (244-241 წ. ძვ. წ.) სპარტის მეფე. მან განიზრახა აღედგინა ლიკურგესეული სახელმწიფო ინსტიტუტი, მაგრამ 241 წ. ეფორებმა იგი სიკვდილით დასაჯეს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გლობალიზაცია გლობალიზაცია - ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe-ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global-მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. გლობალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, ზოგადად, არსებობს ორი რადიკალურად განსხვავებული შეხედულება: პირველი შეხედულების თანახმად, გლობალიზაცია წარმოადგენს პროგრესულ პროცესს, რომელიც ხელს შეუწყობს მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, ხოლო მეორე შეხედულებით, გლობალიზაცია არის ნეგატიური პროცესი, რომელიც ემუქრება არა მარტო ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოს, ერებს, მათ კულტურულ თავისებურებებს, არამედ განიხილება როგორც მთლიანად მსოფლიო მეურნეობის განვითარებისათვის საშიში ტენდენცია. სამეცნიერო წრეებში აღნიშნული პროცესისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, თვით ტერმინ - გლობალიზაციის განმარტებისას ვლინდება. ეკონომიკურ ლექსიკონში გლობალიზაცია განმარტებულია როგორც ,,მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების ზრდა, რომლის საფუძველს წარმოების და კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის გაღრმავება წარმოადგენს. გლობალიზაციის შედეგად თანაბრდება მეურნეობრიობის პირობები, ერთმანეთს უახლოვდება ფასები, საქონლის, მომსახურების, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციისას, სხვადასხვა ქვეყნის ფინანსური და საფონდო ბაზრების საქმიანობაში იხსნება ბარიერები“ //კეინსი მეინარდ ჯონ. გლობალიზაციის არსის განსაზღვრისათვის. // ახალი აზრი,- Ή2 (8),- 2003 გლობალიზაცია - აღსანიშნავია, რომ ტერმინი - ,,გლობალიზაცია“ ტექნიკური მეცნიერებიდან არის ,,ნასესხები“. ინფორმატიკის ენაზე გლობალიზაცია ისეთი პროგრამული ბირთვის შემუშავების პროცესს ნიშნავს, რომელიც არ არის დამოკიდებული მომხმარებელი ქვეყნის ენასა და სტანდარტებზე. ჩვენი აზრით, თანამედროვე, მრავალმხრივი აღქმით გლობალიზაციას - საქონლის, მომსახურების, კაპიტალის, თანამედროვე ტექნოლოგიების, ადამიანთა, მათი კვალიფიკაციისა და სულიერი ფასეულობების ტრანსსასაზღვრო გადაადგილება და ახალ, ინტერნაციონალურ, გლობალურ-რეგიონულ, ტერიტორიულ თუ ვიზუალურ სივრცეებში კოორდინაცია შეგვიძლია ვუწოდოთ. //ნადარაია ოთარ. გლობალიზაციის მაკროეკონომიკური ინდექსი// ახალი აზრი, Ή8 (14),– დეკემბერი. 2003
გნეუს მაგნუს პომპეუსი გნეუს მაგნუს პომპეუსი - (106-48 წ. ძვ. წ.) რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. 63 წელს დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე. 60 წელს იულიუს ცეზარსა და კრასუსთან ერთად შექმნა „პირველი ტრიუმვირატი“. მეტოქეობდა იულიუს ცეზარს; დამარცხებული პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იგი მოკლეს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გნოსტიციზმი გნოსტიციზმი - ბერძნული სიტყვაა: ,,გნოსის’’ ნიშნავს ცოდნას, ,,გნოსტიკოსი’’-მცოდნეს, ,,გნოსტიციზმი“ - მცოდნეობას. ასე იხსენიებდნენ სექტებს, რომელთა წევრებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ: სიმონიანელები, ნიკოლაიტები, მენანდრელები, კერინთოსიანელები, დოსითესიანელები, დოკეტისტები, კარპროკრატიანელები, მარკიონიტები, ვალენტინელები, ებიონიტები, სატურნინელები და სხ. სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია ერესიარქების ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა. //პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
გონდის პოლ დე (ჟან დე რე) გონდის პოლ დე (ჟან დე რე) - (1613-1679) პარიზის არქიეპისკოპოსის კოადიუტორი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დიდად ამბიციური პიროვნება. 1648 წელს როგორც ამბოხების მოთავე დააპატიმრეს. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გონიერი ჯარისკაცი გონიერი ჯარისკაცი - 21-ე საუკუნის გამოწვევები, მსოფლიოში არსებული სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები და, შესაბამისად, სამხედროთა ამოცანები სრულიად ახალი ხასიათის სამხედრო მოსამსახურეს საჭიროებს, რომელსაც თანამედროვე ლიტერატურაში “გონიერი ჯარისკაცის” ტერმინით შევხვდებით. მასში იგულისხმება არა მხოლოდ კარგად განათლებული (პროფესიონალი) და ჭკვიანი სამხედრო მოსამსახურე, არამედ ისეთი სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც კარგად ესმის, რომ ის არის დემოკრატიული ქვეყნის მოქალაქე, იცავს, პირველ რიგში, დემოკრატიულ წესწყობასა და ღირებულებებს, გათვითცნობიერებული აქვს თავისი როლი და ფუნქციები არა მხოლოდ მისი ქვეყნის არეალში, არამედ მთლიანად მსოფლიოში მშვიდობის დამყარების. //სესიაშვილი ირაკლი. ჯარი და დემოკრატია : პერსპექტივები ქართული ჯარის დემოკრატიზაციის გზაზე / [სარედ კოლ.: ირაკლი სესიაშვილი, შალვა თადუმაძე (ავტ.), კახაბერ კაციტაძე, ია გამყრელიძე (რედ.)] - [თბ. : ასოციაცია "სამართალი და თავისუფლება"], 2006
გონივრული საფუძვლის შემოწმება გონივრული საფუძვლის შემოწმება - (Rational basis scrutiny) სასამართლო შემოწმების ყველაზე დაბალი დონე. შემოწმების ამ დონის გავლისას წყდება საკითხი იმის თაობაზე, სახელმწიფოს ქმედებას ან კანონს გააჩნია თუ არა გონივრული კავშირი ლეგიტიმურ ინტერესთან. ყველა კანონი, რომელიც ექვემდებარება სასამართლო შემოწმებას, მაგრამ არ არღვევს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებას და არ ახდენს კლასიფიცირებას სქესის ნიადაგზე დაექვემდებარება გონივრული საფუძვლის შემოწმებას. მაგალითად კანონი, რომელიც ძაღლების ლიცენზირების ვალდებულებას აწესებს. ამგვარი კანონი კონსტიტუციურად იქნება ცნობილი ვინაიდან იგი ხელს უწყობს ლეგიტიმურ ინტერესს, კერძოდ ძაღლის მესაკუთრის ვინაობის დადგენას, ძაღლის მიერ ზიანის მიყენების შემთხვევაში. //ნარინდოშვილი მალხაზ. რელიგიის თავისუფლება / [ავტ.: მალხაზ ნარინდოშვილი, ვანო გოგელია, თათია ჯულაყიძე და სხვ. ; შემდგ.-რედ.: გიორგი მელაძე ; რედ.: ნოდარ ლადარია] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004
გრაკქუს გაუსი გრაკქუს გაუსი - (ძვ. წ. 153-121) რომის სახალხო ტრიბუნები. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გრაკქუს ტიბერიუსი გრაკქუს ტიბერიუსი - (ძვ. წ. 163-132) პლებეების ინტერესების დასაცავად ცდილობდნენ აგრარული თუ სხვა სახის რეფორმების გატარებას, რამაც არისტოკრატიის უკმაყოფილება გამოიწვია. ორივე გრაკქუსი მოკლულ იქნა. //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გროციუსი ჰუგო დე გროოტი (1583-1645) გროციუსი ჰუგო დე გროოტი -(1583-1645) ჰოლანდიელი იურისტი და სახელმწიფო მიღვაწე, ბუნებრივი სამართლისა და საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. გროციუსის თანახმად, სამართალი და სახელმწიფო არა ღვთაებრივი, არამედ მიწიერი წარმოშობისაა; სახელმწიფო წარმოიშვა ადამიანთა შორის ხელშეკრულების შედეგად. გროციუსის ძირითადი თხზულებაა „ომისა და მშვიდობის უფლება, (1625). //რუსო ჟან ჟაკ. საზოგადოებრივი ხელშეკრულება / ფრანგ. თარგმნა და შენიშვნები დაურთო დოდო ლაბუჩიძე-ხოფერიამ ; [რედ.: ვახტანგ როდონაია]; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკას. ინ-ტი - თბ.: CIPDD, 1997.
გრძელვადიანი ვიზები გრძელვადიანი ვიზები - გაიცემა ძირითადად ორი კატეგორიის ადამიანებზე - სტუდენტებსა და საზღვარგარეთ სამუშაოდ მიწვეულ პირებზე. //არალეგალური მიგრაცია და მიგრანტთა უკანონო გადაყვანა - საქართველო,– მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია,– თბ.–2000
 
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა